imedi /  19 ივნისი 2020, 22:34 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: დავპირდით საზოგადოებას, რომ ქვეყანა გადავიდოდა პროპორციულ სისტემაზე და ეს დაპირება შესრულებულია

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ საქართველო გადავიდოდა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე. ეს დაპირება არის შესრულებული და ჩაწერილია კონსტიტუციაში. ეს გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ პირველად, საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„2024 წელს საქართველო სრულად გადავა პროპორციულ სისტემაზე. ჩვენი პოლიტიკური ინიციატივა იყო ამ თარიღის შეცვლაზე. სამწუხაროდ, ეს ინიციატივა პარლამენტში ჩავარდა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. მას შემდეგ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ უმრავლესობაში, შიგნით, მოგვეხდინა ხელახალი კონსოლიდაცია. ჩვენ კი უკვე მზად ვართ, რომ პროპორციულთან მიახლოებულ სისტემას მხარი დავუჭიროთ. დღეის მონაცემებით ამ ცვლილებებს 92 დეპუტატის მხარდაჭერა აქვს. კენჭისყრა არის 21 ივნისს. მე ამისთვის სპეციალურად მოვიწვიე რიგგარეშე სხდომა, რომ პირობა შევასრულო დროულად და საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დავხუროთ ეს საკითხი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველა სიახლე

მარკო რუბიო

09 აგვისტო 2022, 11:42

მსოფლიო

სენატორი მარკო რუბიო ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: სახელმწიფო ძალაუფლების პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოყენება არის ის, რაც ბევრჯერ გვინახავს მარქსისტულ დიქტატურებში

სენატორი მარკო რუბიო გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

ნანა კაკაბაძე

09 აგვისტო 2022, 11:37

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: თუ ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების ახალ პოზიციას დავუჯერებთ, რეზოლუციის მიხედვით, 7 აგვისტოს, ომი საქართველოს დაუწყია

მათივე მტკიცებით და ოფიციალური დოკუმენტებითაც, 8 აგვისტომდე მხოლოდ სეპარატისტები აწყობდნენ პროვოკაციებს და რუსები პირიქით, მათ დაშოშმინებას ცდილობდნენ. თვითონ 2008 წლის ომის შემდეგ არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ რუსეთს სანქციები დაკისრებოდა, - ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ნანა კაკაბაძე აგვისტოს ომის თარიღის ირგვლივ დაწყებულ დისკუსიას.

09 აგვისტო 2022, 11:34

პოლიტიკა

ComCom: 2022 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიებისა და რადიოების სარეკლამო შემოსავალი 19 მილიონი ლარი იყო

2022 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 19 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4.1 მილიონი ლარით, 17.5%-ით ნაკლებია. სარეკლამო შემოსავლების კლება აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამის შესახებ ახალი რეგულაციითაა გამოწვეული, რომელიც ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევიდა. აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ამოქმედებამდე აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ. 2021 წლის მეორე კვარტალში აზარტული თამაშების კომპანიებისგან ტელევიზიებმა და რადიოებმა 4.6 მილიონ ლარზე მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

09 აგვისტო 2022, 11:16

თავდაცვა

საჩხერეში სამთო მომზადების კურსების დასრულების ცერემონიალი გაიმართა

საბაზისო კურსის ფარგლებში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსის მსმენელებმა სამთო ტექნიკური მომზადების ფარგლებში კლდეზე ცოცვა, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა, ასევე დაშავებულის გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზება შეისწავლეს. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან ყარაულაშვილი

09 აგვისტო 2022, 11:02

საზოგადოება

მირიან ყარაულაშვილი გახარიას: თუ 2006-2009 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორობდი, 2008 წელს საქართველოში რა „ერთობა აჩვენე“ და რა „ღირსება დაიცავი მტრის წინაშე“

თუ 2006-2009 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორობდი, 2008 წელს საქართველოში შენ რა "ერთობა აჩვენე " და შენ რა " ღირსება დაიცავი მტრის წინაშე??? და თუ 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს იარაღით იცავდი მუშტად შეკრული - 2009 წელს როგორღა ლექტორობდი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში? ეგ ერთდროულად როგორ ხდება - საქართველოსაც იცავ მუშტშეკრული და ამავე დროს საქართველოს პირსისხლიან მტრის დედაქალაქში წვრთნი საქართველოს მტერს - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას.

09 აგვისტო 2022, 10:58

კულტურა

ინდოეთის ერთ-ერთი ტაძრიდან, ნახევარი საუკუნის წინ, ქალღმერთის მოპარულ ქანდაკებას აშშ-ში მიაკვლიეს

სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთში, ტამილნადუს შტატში მდებარე ტაძრიდან 50 წლის წინ მოპარული ქალღმერთ პარვატის ქანდაკებას ნიუ-იორკში მიაკვლიეს.

რონ დესანტისი

09 აგვისტო 2022, 10:46

მსოფლიო

ფლორიდის გუბერნატორი ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: ეს ფედერალური უწყებების რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაა

ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ფედერალური უწყებების იარაღად გამოყენებაა.

09 აგვისტო 2022, 10:39

რეგიონი

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი ამბულატორიული განყოფილება გაიხსნა

„პაციენტებს საშუალება ექნებათ, მიიღონ თერაპევტის, კარდიოლოგის, ჰემატოლოგის, გინეკოლოგის, ნეფროლოგის, პულმონოლოგის, ტრავმატოლოგის, რევმატოლოგის, გასტროენტეროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ონკოქირურგის და სხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია. ასევე - ჩაიტარონ დიაგნოსტიკურ და ინსტრუმენტული კვლევები. აქვე შესაძლებელია სხვადასხვა ანალიზების გაკეთება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ავტომატიზებულ ლაბორატორიაში“.

09 აგვისტო 2022, 10:39

მსოფლიო

სეულში, ბოლო 8 ათწლეულის ყველაზე ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი, დაშავდა.

დონალდ ტრამპი

09 აგვისტო 2022, 10:26

მსოფლიო

ტრამპი მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე: ეს ბნელი დროა ჩვენი ქვეყნისთვის - უკანონობა და პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, გავაგრძელებ ბრძოლას დიადი ამერიკელი ხალხისთვის

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ავრცელებს. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

ნინო ლაცაბიძე

09 აგვისტო 2022, 10:24

რეგიონი

რუსთავში, დამატებით 14 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

,,დღეს რუსთავში სხვადასხვა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, მათი ჯამური ღირებულება 80 მილიონი ლარია. ჩვენ დამატებით კიდევ 14 მილიონი ლარის ღირებულების ახალ პროექტებს ვიწყებთ, რომელთა ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება შიდა საუბნო სივრცეების რეაბილიტაციაზე და მოწესრიგებაზე. ჩვენთვის პრიორიტეტად კვლავ რჩება ქალაქში უსაფრთხო გარემოს შექმნა და ვფიქრობთ, რომ ახალი ეტაპი ამის შესაძლებლობებს მოგვცემს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

09 აგვისტო 2022, 10:13

ეკონომიკა

ივლისის თვეში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივლისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ივლისის თვესთან შედარებით + 177% -იან ზრდას წარმოადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 65,3 პროცენტს შეადგენს.

09 აგვისტო 2022, 10:11

რეგიონი

ლაგოდეხში, სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ტურისტული სივრცე მოეწყო

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

ირაკლი ქადაგიშვილი

09 აგვისტო 2022, 10:11

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: მათი მიზანია, რომ ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესს ჩრდილი მიადგეს

ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანმდევი პარტიები - „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ მონაწილეობენ. ამის მიზეზი ყველასთვის კარგადაა ცნობილი. მათი მიზანია, რომ რამენაირად ჩრდილი მიადგეს ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესს

09 აგვისტო 2022, 10:08

რეგიონი

ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე 7 კმ. გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, ჯამში 7 კმ-ზე (კმ13-კმ17 და კმ24-კმ25) სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.

09 აგვისტო 2022, 10:07

რეგიონი

ლენტეხში, ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია

პროგრამით ,,განახლებული რეგიონები“ ლენტეხის ცენტრალური ორი ქუჩის განახლების სამუშაოები დაფინანსდა. სამუშაოები მოიცავს 11 შენობის და პარკის რეაბილიტაციას, რომელიც ღირებულება 1.5 მილიონ ლარზე მეტია. ამასთან, პროგრამიდან გაცემული დაფინანსებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტი თავად აწარმოებს კულტურის სახლის რეკონსტრუქციის პროექტს, რომლის ღირებულება 2.1 მილიონ ლარზე მეტია.

ანრი ოხანაშვილი

09 აგვისტო 2022, 09:58

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მიზანია ანტიკორუფციული მიმართულებით საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერება

ჩვენი მიზანია ანტიკორუფციული მიმართულებით კონცეფციის კონსოლიდირებული ვერსიის მომზადება და ასევე ანტიკორუფციული მიმართულებით საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

რატი ბრეგაძე

09 აგვისტო 2022, 09:54

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: ირაკლი ღარიბაშვილი იყო ყველა დროის ყველაზე წარმატებული თავდაცვის მინისტრი

„ირაკლი ღარიბაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა დროის ყველაზე წარმატებული თავდაცვის მინისტრი იყო. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა თავდაცვის ძალებისთვის და ნებისმიერ სამხედროს შეგიძლიათ კითხოთ. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი, ვისაც ვიცნობ,“- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვოლოდიმერ ზელენსკი

09 აგვისტო 2022, 09:51

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ახალი, უფრო მკაცრი სანქციებია აუცილებელი - რუსეთი ბირთვულ საფრთხეს ქმნის

დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისკენ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ტრადიციული მიმართვისას მოუწოდა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული აგრესია უკრაინის მიმართ გაცილებით დიდ საშიშროებას მოიცავს, მით უფრო, რომ საოკუპაციო ძალების ქმედება უკვე ბირთვულ საფრთხემდე მივიდა, რაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებებით გამოიხატება.

09 აგვისტო 2022, 09:45

საზოგადოება

სინოპტიკოსები 10 აგვისტოდან საქართველოში ტემპერატურის მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი 10 აგვისტომდეა მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში კი სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას და ელჭექს ვარაუდობენ. საქართველოს ზოგიერთ რაიონში ქარია ნავარაუდები. დედაქალაქში ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება. 10 აგვისტოდან სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ტემპერატურის მკვეთრ მომატებას ვარაუდობენ.