imedi /  21 ივნისი 2020, 13:55 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი: თუ საერთაშორისო თანამეგობრობა რაღაც დოზით ჩარეულია სიტუაციის დალაგებაში, ერთხელ და სამუდამოდ, ლანძღვა-გინების გადალახვაში, ამაში ცუდი არაფერია

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

„დღეს წარმოდგენილი ცვლილებებისადმი მხარდაჭერა იმის ქვაკუთხედია, რომელზეც მომავალი პოლიტიკური საზოგადოება უნდა აშენდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს პირველი მოსმენით უყრიან.

„სხვადასხვა შეხედულება გვაქვს, თუმცა არის მთავარი თემა, რომელიც წესით უნდა გვაერთიანებდეს. რაც არ უნდა დაპირისპირებული ვიყოთ, მაინც არის ერთი გამაერთიანებელი - ჩვენი სამშობლო. არავინ დაიჯეროს, რომ საქართველო გარე ფაქტორების გარეშე შეიძლება იყოს წარმატებული. მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას.

უპრეცდენტოა ის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს თუნდაც ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობაში. თუ საერთაშორისო თანამეგობრობა რაღაც დოზით ჩარეულია სიტუაციის დალაგებაში, ერთხელ და სამუდამოდ, ლანძღვა-გინების გადალახვაში, ამაში ცუდი არაფერია. თუმცა არავინ თქვას, რომ ხალხის გარეშე რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეიძლება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა.

„გავა დრო, არავინ ვიქნებით - ღმერთმა დიდხანს გვაცოცხლოს, მაგრამ მინიმუმ 60 წელიწადში არავინ ვიქნებით აქ და რაღაც რესურსი, პოლიტიკის რაღაც კულტურა დარჩება ქვეყანას, რომელიც ამ გადაწყვეტილებით უნდა იყოს გამაგრებული. ეს არის რეალობა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც 2024 წელს ექნება სიმშვიდე საქართველოს. გავა ჩვენი დრო, მოვა ახალი თაობა, რომლებიც ერთმანეთს მწარედ დაუპირისპირდებიან, მაგრამ არ ექნებათ პიროვნული აუტანლობა, რომელიც გამოვამჟღავნეთ, თუმცა მივაღწიეთ კონსენსუსურ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, სტაბილურობა არის მთავარი ლოზუნგი, რომლითაც „ქართული ოცნება“ არსებობს და ამის გარეშე განვითარებას ადგილი არ ექნება.

მანვე უპასუხა ინიციატივას არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის შესახებ, რომლითაც დღეს ემზარ კვიციანი გამოვიდა. გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ამის ადმინისტრირება რთულია.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ მონაწილეობს.

სხდომაზე არიან „ევროპული საქართველოს“ წევრები. პარტიის ლიდერების თქმით, პროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვაში მათი მონაწილეობა იმაზე იქნება დამოკიდებული, გათავისუფლდება თუ არა გიორგი რურუა.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

12 აპრილი 2026, 14:39

საზოგადოება

გივი მიქანაძე ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ კონსულ მაია ბართაიასთან ერთად, ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

ნიკოლოზ სამხარაძე

12 აპრილი 2026, 14:34

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება, განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მეუფე შიო

12 აპრილი 2026, 14:32

საზოგადოება

მეუფე შიო: დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - ერთი საზრუნავი დაგვიტოვა მხოლოდ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომა მოხდეს „არა სასჯელად და დასასჯელად“, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას.

გიორგი კახიანი

12 აპრილი 2026, 14:25

პოლიტიკა

გიორგი კახიანი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე: საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა - დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. პარტიამ ასი მანდატი უნდა აიღოს, იმისთვის, რომ უმრავლესობა მიიღოს უნგრეთის პარლამენტში

საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა. გარკვეული თვალსაზრისით წააგავს იმ სისტემას, რომელიც მოქმედებდა საქართველოში 2020 წლამდე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა უნგრეთში, მედიასთან.

დავით მათიკაშვილი

12 აპრილი 2026, 14:13

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნგრელმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და მათ გადაწყვეტილებაზე ზეწოლამ და ჩარევამ არ იქონიოს გავლენა

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. 06:00 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები. ჩვენ წარმოვადგენთ დამკვირვებლებს, მოვიარეთ რამდენიმე საარჩევნო უბანი, დავაკვირდით ხმის მიცემის პროცესს და აქამდე არსებული ვითარება არის წყნარი და მშვიდი, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.

12 აპრილი 2026, 14:06

მსოფლიო

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა ამომრჩეველთა თითქმის 40%-მა უკვე დააფიქსირა

უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. 11:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი უკვე 37.98%-მა დააფიქსირა. ეს მაჩვენებელი კვლავ იმაზე მაღალია, ვიდრე წინა წლების არჩევნებზე - 2022, 2018 და 2014 წლებში.

ირაკლი მეზურნიშვილი

12 აპრილი 2026, 14:03

პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი: საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს - დარწმუნებული ვარ, უნგრელი ხალხი აირჩევს ისეთ მმართველ ძალას, რომელიც, პირველ რიგში უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს

ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იმართება დღეს უნგრეთში. სასიხარულოა, რომ ჩვენი დელეგაცია არის წარმოდგენილი და მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებით უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა უნგრეთში.

ვიქტორ ორბანი

12 აპრილი 2026, 13:24

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: მე აქ ვარ იმისთვის, რომ გავიმარჯვო. უნგრეთში არსებობს კონსტიტუცია, რომელიც უნდა დავიცვათ. დემოკრატია განსხვავებული აზრის პატივისცემას ნიშნავს, უნგრეთის საარჩევნო სისტემა ყველაზე უსაფრთხოა ევროპაში

„უნგრეთი განაგრძობს ბრძოლას თავისი უფლებებისთვის ევროკავშირში. ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ფასეულობები ან ჩვენი დამოუკიდებლობა. ზეწოლის მიუხედავად, არ დავთმობთ ჩვენს პრინციპებს. დემოკრატია განსხვავებული აზრის პატივისცემას ნიშნავს, უნგრეთის საარჩევნო სისტემა ყველაზე უსაფრთხოა მთელ ევროპაში“, - აღნიშნა ორბანმა.

ვიქტორ ორბანი

12 აპრილი 2026, 13:02

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: უნგრეთმა დაამტკიცა, რომ არსებობს სხვა გზა - ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ცხოვრების წესი და ავირჩიოთ მშვიდობა

„ჩვენი სუვერენიტეტის წართმევა შეუძლებელია. ჩვენ თვითონ ჩამოვაყალიბებთ საკუთარ მომავალს. ეს უნგრეთია. ამაყი ერი“, - წერს ორბანი.

12 აპრილი 2026, 12:55

პოლიტიკა

უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს დილიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა უბანზე აკვირდება

დღეს დილიდან, უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოდან საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა საარჩევნო უბანზე აკვირდება.

12 აპრილი 2026, 12:06

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება

ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება წინა, 2022 წლის არჩევნების მონაცემებს. მაშინ იმავე პერიოდში უბნებზე 139 667 ამომრჩეველი (1,82%) გამოცხადდა. წელს აქტივობის ზრდამ, წინა არჩევნებთან შედარებით, უკვე 120 889 ადამიანი შეადგინა.

12 აპრილი 2026, 12:04

საზოგადოება

დღეს და ხვალ თბილისში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს

12-13 აპრილს ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი.

12 აპრილი 2026, 11:49

საზოგადოება

გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს ბაზაზე მოქმედ, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

დონალდ ტრამპი უმცროსი და ვიქტორ ორბანი

12 აპრილი 2026, 11:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმცროსი: ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს

„ჩვენს მეგობრებს უნგრეთში: ვიმედოვნებთ, რომ ხმას მისცემთ დამოუკიდებელ აზროვნებას და იმას, ვინც მხარს უჭერს პრინციპს - „ჯერ უნგრეთი“. ვიმედოვნებთ, რომ მხარს დაუჭერთ მამაჩემის მეგობარსა და მოკავშირეს. ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს“, - წერს ტრამპი.

12 აპრილი 2026, 11:20

მსოფლიო

ვიქტორ ორბანმა და პიტერ მადიარმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა

უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 07:00 საათისთვის 3.46% შეადგინა, რაც წინა 3 საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

12 აპრილი 2026, 11:20

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ.

ისმაილ ბაღაი

12 აპრილი 2026, 11:18

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი: არავინ ელოდა, რომ აშშ და ირანი შეთანხმებას პირველივე შეხვედრაზე მიაღწევდნენ

„რა თქმა უნდა, თავიდანვე არ უნდა გვქონოდა იმის მოლოდინი, რომ შეთანხმებას პირველივე შეხვედრაზე მივაღწევდით. ასეთი მოლოდინი არავის ჰქონია“, - აღნიშნა ბაღაიმ.

12 აპრილი 2026, 10:56

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოჯახთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ოჯახთან ერთად, ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

ლევან იოსელიანი

12 აპრილი 2026, 10:52

საზოგადოება

ლევან იოსელიანი: საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღმოსავლური კალენდრით აღნიშნავს, ვულოცავ ამ რწმენის, იმედისა და სიყვარულის ზეიმს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღმოსავლური კალენდრით აღნიშნავს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

გივი მიქანაძე

12 აპრილი 2026, 10:48

საზოგადოება

გივი მიქანაძე სრულიად საქართველოსა და მართლმადიდებელ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სრულიად საქართველოს და მართლმადიდებელ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.