imedi /  23 ივნისი 2020, 17:13 / სანდო წყარო

ცოტნე ზურაბიანი: მიმდინარე პროცესს რადიკალური ოპოზიცია გაემიჯნა, რაც ნიშნავს, რომ ისინი 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმებიდან გავიდნენ

ცოტნე ზურაბიანი

ცოტნე ზურაბიანი

დღეს ყველამ დავინახეთ, რომ მიმდინარე პროცესს რადიკალური ოპოზიცია გაემიჯნა, რაც ნიშნავს, რომ ისინი 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმებიდან გავიდნენ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ცოტნე ზურაბიანმა „postv“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ არასდროს სურდათ, რომ შეთანხმება შემდგარიყო.

„ჩვენ ვიხილეთ უპასუხისმგებლო „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, რომელებიც რამდენიმე დღის წინ ამბობდნენ, რომ „რომ არა ჩვენ, საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით ჩავარდებოდაო“. ასეთი არაადეკვატური განცხადებების მომსწრე ვართ ოპოზიციის მხრიდან, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე მთავარს, ქვეყნის ხვალინდელ დღეს არ უჭერენ მხარს და არ აძლევენ ხმას იმ კანონს, რომელიც პოლიტიკური პროცესების ნორმალური განვითარების გარანტია. ერთადერთი, რა დასკვნაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ - მათ არასოდეს არ სურდათ მომხდარიყო შეთანხმება და რაიმე საერთო კონსესუსისთვის მიგვეღწია“, - აღნიშნა ცოტნე ზურაბიანმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

Stray Kids

17 აგვისტო 2026, 10:14

კულტურა

Stray Kids-ის ახალი ალბომი კვლავ Billboard-ის ლიდერი გახდა და რეკორდი დაამყარა

კეი-პოპ ჯგუფის Stray Kids ახალმა მინი-ალბომმა This & That ჩარტში Billboard 200 პირველი ადგილი დაიკავა, რითაც ჯგუფმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა - ეს მათი ზედიზედ მეცხრე ალბომია, რომელიც ჩარტში პირველ ადგილს იკავებს.

თამთა მიქელაძე

17 აგვისტო 2026, 09:57

პოლიტიკა

თამთა მიქელაძე გვარამიას მიერ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობის მხარდაჭერაზე: ეს იყო შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი გასცდა ტრადიციულ პოლიტიკურ რიტორიკას და შემოგვთავაზა კონფლიქტის მოგვარების რაციონალური და პრაგმატული პარადიგმა - იგი ამტკიცებს, რომ ტრავმული მეხსიერება ერს განვითარების საშუალებას არ აძლევს

ვუსმინე ნიკა გვარამიას ინტერვიუს აფხაზეთის თემაზე და მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი გასცდა ტრადიციულ პოლიტიკურ რიტორიკას და შემოგვთავაზა კონფლიქტის მოგვარების რაციონალური და პრაგმატული პარადიგმა, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი, თამთა მიქელაძე, სოციალურ ქსელში.

17 აგვისტო 2026, 09:52

მსოფლიო

ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც იანვარში ყარაჯში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციის დროს პოლიციის ოფიცრებზე თავდასხმაში იყო ბრალდებული

ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც იანვარში ყარაჯში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციის დროს პოლიციის ოფიცრებზე თავდასხმაში იყო ბრალდებული. კერძოდ, შაჰრამ სადეგის პოლიციელებისთვის მანქანის განზრახ დაჯახებაში ედებოდა ბრალი. თავდასხმის შედეგად 7 ოფიცერი დაშავდა.

ამირ ჰათამი

17 აგვისტო 2026, 09:48

მსოფლიო

თეირანი ამერიკელი სამხედროების მოკვლის ან დატყვევებისთვის ფულად ჯილდოდ 30 000 დოლარს აწესებს

თეირანი ამერიკელი სამხედროების მოკვლის ან დატყვევებისთვის ფულად ჯილდოდ 30 000 დოლარს აწესებს. ირანის არმიის მეთაურის, ამირ ჰათამის განცხადებით, ჯილდო გადაეცემა ყველას, ვინც ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს მოკლავს ან დაატყვევებს და ირანის ხელისუფლებას გადასცემს.

მოჰამედ ბაგერ ღალიფაბი

17 აგვისტო 2026, 09:43

მსოფლიო

ირანის პარლამენტის სპიკერი: ამერიკისა და ისრაელის რეჟიმის მიერ დაწყებულ ლაჩრულ ომში ჩვენ მოვიგეთ როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით

ამერიკისა და ისრაელის რეჟიმის მიერ დაწყებულ ლაჩრულ ომში ჩვენ მოვიგეთ როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, - ეს განცხადება ირანის პარლამენტის სპიკერმა გააკეთა.

17 აგვისტო 2026, 09:39

მსოფლიო

ეგვიპტემ, კატარმა, საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, თურქეთმა, პაკისტანმა და ინდონეზიამ ისრაელის მიერ ღაზის სამშვიდობო გეგმის უარყოფა დაგმეს

ეგვიპტემ, კატარმა, საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, თურქეთმა, პაკისტანმა და ინდონეზიამ ისრაელის მიერ ღაზის სამშვიდობო გეგმის უარყოფა დაგმეს. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის უარი საფრთხეს უქმნის დონალდ ტრამპის მცდელობებს, ღაზაში ომი დასრულდეს.

17 აგვისტო 2026, 09:36

საზოგადოება

ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს

ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის 38-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს - ვერცხლის მედალი მოიპოვა ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია ვასაძემ, ბრინჯაოს მედალი - ამავე სკოლის მოსწავლემ, ვლადიმერ ფრანგიშვილმა, ხოლო ოლიმპიადის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ ნიკოლოზ მელიქიშვილი და მათე რეხვიაშვილი.

17 აგვისტო 2026, 09:30

კულტურა

დმანისის სახელმწიფო თეატრმა სამეგრელოში გასტროლები დაასრულა - სპექტაკლი „ხალდეს" ბოლო წარმოდგენა, სოფელ მარანის კულტურის სახლში გაიმართა

ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრმა სამეგრელოში გასტროლები დაასრულა. სპექტაკლი „ხალდეს" ბოლო წარმოდგენა, სოფელ მარანის კულტურის სახლში გაიმართა. ხალდეს მაცხოვრებლების გმირობის უკვდავი ისტორია, დმანისის თეატრის მსახიობებმა აბაშელებისთვის კიდევ ერთხელ გააცოცხლეს.

17 აგვისტო 2026, 09:22

სამართალი

თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების აღვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს, თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების აღვეთის ღონისძიებაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6 დაკავებულს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ზურაბ რურუა

17 აგვისტო 2026, 09:14

პოლიტიკა

ზურაბ რურუა სამადაშვილისა და გვარამიას განცხადებებზე: ნელ-ნელა უნდათ საზოგადოებას შეაპარონ, რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რათა საქართველომ აფხაზეთი აღიაროს

ნელ-ნელა უნდათ საზოგადოებას შეაპარონ, ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველომ აფხაზეთი აღიაროს, თითქოს წარსულია და ჩვენი ტრავმაა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ რურუა აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასა და სალომე სამადაშვილის განცხადებებს

ნიკა გვარამია

17 აგვისტო 2026, 09:07

პოლიტიკა

ნიკა გვარამია აფხაზეთის დათმობას ემხრობა: ფაშინიანით მე მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ რაც გააკეთა, ეს არის ტრავმების დამარცხება - რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ საბოლოო ჯამში სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ

მივხვდი, რომ ესე არ გამოვა. ზოგადად ტრავმებთან დაკავშირებით მგონია, რომ ესე არ გამოვა. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერება ერისთვის, მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის შემცველია, საფრთხის მატარებელია, ღუზასავით მუშაობს, წინ არ გიშვებს, განვითარებას ბლოკავს, - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, „ფორმულას" ეთერში.

17 აგვისტო 2026, 09:04

პოლიტიკა

3 ოქტომბრის ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს, განაცხადის შეტანა დღის ბოლომდე შეუძლიათ

3 ოქტომბრის ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შეტანა დღეს დღის ბოლომდე შეუძლიათ.

დონალდ ტრამპი

16 აგვისტო 2026, 23:00

მსოფლიო

The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

BBC-ის იურისტებმა ფლორიდის სასამართლოს მიმართეს ნებართვის მისაღებად, რათა დონალდ ტრამპ უმცროსს, ივანკა ტრამპსა და ჯარედ კუშნერს ოფიციალური უწყებები ჩააბარონ. ეს უწყებები მათ აიძულებს, ჩვენება მისცენ პრეზიდენტის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ცილისწამების სარჩელზე, რომელიც გადაცემა Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო აღიძრა.

პატრიარქი შიო მესამე

16 აგვისტო 2026, 20:40

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი ეკლესიის წინაშე. მრავალი წლის განმავლობაში იგი სიყვარულითა და რუდუნებით ქმნიდა პატრიარქ ილია II-ის ფოტომატიანეს. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების გულშემატკივრებს უსამძიმრებს.

16 აგვისტო 2026, 19:51

სპორტი

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გუნდურ შეჯიბრებაში ჩვენმა ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: უსინათლოთა შორის გამოდიოდნენ (J1): საბა ბაღდავაძე; გიორგი გამჯაშვილი; გიორგი ბერიძე.

ჯაბა ხუბუა

16 აგვისტო 2026, 19:41

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

ხუბუა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 16 აგვისტოს ჩადენილ დანაშაულებებს იხსენებს და ამბობს, რომ „სისხლიან ნაცბანდას პოლიტიკური საქმიანობა სამუდამოდ უნდა აეკრძალოს!“.

16 აგვისტო 2026, 18:23

საზოგადოება

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „STEAM ბანაკი 2026“-ის სამივე ნაკადი წარმატებით დასრულდა, რომელშიც 300 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოს დიასპორის შვიდმა წარმომადგენელმა ბელგიიდან, გერმანიიდან და უზბეკეთიდან.

გიორგი გამსახურდია

16 აგვისტო 2026, 18:01

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: „ნაცებო“, აფხაზეთი საქართველოა, მართალია, თქვენი ბელადი, სააკაშვილი იძახდა, სოხუმი არასდროს ყოფილა ქართული ქალაქიო, მაგრამ ასე არ არის და არც იქნება. ქართველმა ბიზნესმენებმა კი საქართველოს ერთი რეგიონიდან მეორეში თუ ბენზინი შეიტანეს, ამით არაფერი დარღვეულა

გიორგი გამსახურდია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოდან საწვავის შეტანაზე ოპოზიციონერების რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს და „ნაცმოძრაობას“ ახსენებს, რომ აფხაზეთი საქართველოა.

16 აგვისტო 2026, 17:55

საზოგადოება

„STEAM ბანაკი 2026“-ის სამივე ნაკადში 300 მოსწავლე მონაწილეობდა

დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ბანაკი აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, ხელოვნებას, დიზაინს და მათემატიკას და მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების პროგრამირების საწყისებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებას, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

16 აგვისტო 2026, 17:33

რეგიონი

ცაგერში ქართველი შემსრულებლების კონცერტი გაიმართა

მსმენელის წინაშე გიორგი შავლაშვილი, ენრიკო ჯანელიძე, ჯგუფები „დრონი“, „ალეგრო“, „ბანი“ და „გუფი ლენდი“ წარდგნენ.