imedi /  23 ივნისი 2020, 17:38 / სანდო წყარო

ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილმა კარგად იცის, რომ შემოდგომაზე არჩევნებს არჩევნების გზით ვერ მოიგებს და ქმნის პროექტს, რომელსაც ახალი თაობის ლიდერი ჰქვია

ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

სააკაშვილმა კარგად იცის, რომ შემოდგომაზე არჩევნებს არჩევნების გზით ვერ მოიგებს. ის ქმნის პროექტს, რომელსაც ახალი თაობის ლიდერი ჰქვია და აბარებს მას ელისო კილაძეს. გიორგი გაბუნიასგან ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერი უნდა გაეკეთებინათ, ბექგრაუნდი პუტინის გინება უნდა გამოეყენებინათ. ის უნდა ყოფილიყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი ფიგურა. გაბუნია, ახალი პოლიტიკური ფიგურა უნდა გაეცნო ყველას, რომ მისი მკვლელობის შემდეგ ეს ისტორია მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოქცეულიყო. ამ კარტს გაათამაშებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან აქტიურად. ამის შემდეგ ქართული ოცნება უნდა დასრულებულიყო“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, სააკაშვილი-ადეიშვილის დუეტი ქართველ ბიზნესმენებს დაუკავშირდა და უკრაინაში გიორგი გაბუნიას გაპიარება დაავალა. უკრაინულ მედიაჯგუფს თავად გიორგი გაბუნიას პირადი ნომერიც მისცეს, მაგრამ გაბუნია მათ ზარებს არ პასუხობდა.

ექსპერტის თქმით, უკრაინულმა ჟურნალისტებმა ნიკა გვარამიასთან დაკავშირება გადაწყვიტეს, ამის შესახებ დამკვეთებს აცნობეს, თუმცა, მათ ნიკას მაგივრად ისინი ელისო კილაძესთან გადაამისამართეს და უთხრეს, რომ სწორედ ის იქნებოდა პროექტის კოორდინატორიც და გაბუნიასთან შუამავალიც.

ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის გარემოცვამ გაბუნიას წინააღმდეგ მკვლელობის მომზადების შესახებ იცოდა და არაფერი თქვა.

როგორც ექსპერტი წერს, ელისო კილაძე ნაციონალების არაერთ პროექტში გვინახავს და ახლა მან მორიგი დავალება მიიღო.

,,გიორგი გაბუნიას ისტორია ფაზლია ბევრი დეტალითა და ფრაგმენტით. მისი აწყობა რთულია, მაგრამ მაინც ვცადე. ეს ფაზლი რამდენიმე სხვადასხვა ისტორიისგან შედგება. მათგან მთავარი მაინც ორია: სააკაშვილის გარემოცვა გაბუნიას პიარს უკრაინულ მედიაჯგუფს უკვეთავს და მეორე; სააკაშვილის გარემოცვამ იცოდა გაბუნიას წინააღმდეგ მკვლელობის მომზადების შესახებ და არაფერი თქვა. უკრაინელმა ჟურნალისტებმა ამ საქმეს ქართული უოტერგეიტი უწოდეს. ისტორია რუსთავი2-დან იწყება, როცა გიორგი გაბუნიამ პუტინი აგინა. ნიკა გვარამია, რომელიც მაშინ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი იყო, ირწმუნებოდა რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. რუსეთის პრეზიდენტის ლანძღვა-გინებას ჩეჩნეთში პუტინის მიერ დანიშნული კადიროვი მუქარანარევი განცხადებით გამოეხმაურა. ყველაფერი ალბათ აქ დასრულდებოდა 15 ივნისი რომ არა - დააკავეს ჩეჩენი ქილერი, რომელსაც სავარაუდოდ გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჰქონდა შეკვეთილი. ჯერ ნიკა გვარამიამ, შემდეგ კი ნაციონალურმა მოძრაობამ დიაგნოზი დასვეს: შეკვეთა კადიროვისგან მოდის. საკმაოდ ლოგიკურად ჟღერს. აბა ვინ იტყვის, რომ პუტინის ხელქვეითი მისი ბელადის ღირსებას არ დაიცავდა? მალევე გამოქვეყნდა სააკაშვილი-ადეიშვილის სატელეფონო საუბარი და ორმა უკრაინელმა ჟურნალისტმა გამოაქვეყნა სკანდალური მასალა და გაბუნიას ისტორიას მათ ქართული უოტერგეიტი უწოდა. აღმოჩნდა, რომ ამ ორ ჟურნალისტს ოთხი-ხუთი თვის წინ სააკაშვილის გარემოცვამ გიორგი გაბუნიას პიარი დაუკვეთა. მისგან ახალი პოლიტიკური ლიდერი უნდა შეექმნათ და უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში გაეპიარებინათ და ფაზლში ბევრი დეტალი ჩემთვის საინტერესოდ შეივსო. რა გავიგე? ჯერ გეტყვით რა გავიგე უკრაინელი ჟურნალისტებისგან: სააკაშვილი-ადეიშვილის დუეტი ქართველ ბიზნესმენებს დაუკავშირდა და უკრაინაში გიორგი გაბუნიას გაპიარება დაავალა.

ამ დავალების მიღების შემდეგ ვინმე ზურაბი და ედუარდი უკრაინელ ჟურნალისტებს იგივე თხოვნით უკავშირდებიან. უკრაინულ მედია-ჯგუფს თავად გიორგი გაბუნიას პირადი ნომერიც მისცეს საკონტაქტოდ. თუმცა, კონტაქტი არ შედგა - გაბუნია მათ ზარებს არ პასუხობდა. უკრაინულმა ჟურნალისტებმა უკვე ნიკა გვარამიასთან დაკავშირება გადაწყვიტეს და ამის შესახებ დამკვეთებს აცნობეს. თუმცა, მათ ნიკას მაგივრად ისინი ელისო კილაძესთან გადაამისამართეს. უთხრეს, რომ სწორედ ის იქნებოდა პროექტის კოორდინატორის და გაბუნიასთან შუამავალიც. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ არც ამ დაკვეთის შესახებ ნიკა გვარამიამ არაფერი იცოდა. ის საქმის კურსში არ ჩააყენეს. ელისო კილაძე კი ნაციონალების არაერთ პროექტში გვინახავს. მაგალითად, სალარიძის, მაჩალიკაშვილის... ახლა მან მორიგი დავალება მიიღო. ამ დროს ჩნდება ვირუსი, კოვიდი ყველაფერს აჩერებს და ეს პროექტიც გაჩერდა. გაჩერდნენ უკრაინელებიც. ასე რომ 15 ივნისამდე არც გაბუნია ახსოვდა ვინმეს და არც პიარი. 15 ივნისი რომ არა - სუსის მიერ სავარაუდო ქილერის დაკავების თარიღი - ისტორია როდის გაგრძელდებოდა არავინ იცის, თუმცა, როცა ინფორმაცია გამჟღავნდა, უკრაინელმა ჟურნალისტებმა მას ყურადღება მიაქციეს არა მხოლოდ ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობის გამო, არამედ, იმის გამოც, რომ ქილერს მათი კლიენტი უნდა მოეკლა. არადა, ამ კლიენტისგან მათ ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერი უნდა გაეკეთებინათ, ბექგრაუნდი პუტინის გინება უნდა გამოეყენებინათ. ის უნდა ყოფილიყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი ფიგურა”, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

"სულ მალე აქ ისეთი ამბავი ატყდება, რომ ყველას ერთად დგომა მოგვიწევს", - ლევან ნიკოლეიშვილი გუბაზ სანიკიძის განცხადებას იხსენებს და წერს, რომ შესაძლოა სანიკიძემ თავადაც არ იცოდა რატომ თქვა.

„თუმცა, ჯერ მხოლოდ ყურადღება მიაქციეს, მიხვდნენ, რომ ეს ის გიორგი გაბუნიაა, რომელიც სააკაშვილ-ადეიშვილის მხარემ საპიაროდ დაუკვეთა. თუმცა, მოგვიანებით, როცა უკვე თავად სააკაშვილ-ადეიშვილის ფარული სატელეფონო ჩანაწერი მოისმინეს ინტერვიუს მიცემაზეც როგორც ჩანს, ამის მერე დათანხმდნენ. მათ გაუჩნდათ ეჭვი, რომ ისინი, ვინც ახალი ლიდერის დაბადებაში ფულს დებდა, მის მოკვლასაც უკვეთავდა. ყოველ შემთხვევაში, ამ დაკვეთის შესახებ იცოდა და არაფერი გააკეთა. ვნახოთ, რას ლაპარაკობს უკრაინაში გაქცეული მესამე პრეზიდენტი თავის ასევე გაქცეულ იუსტიციის ყოფილ მინისტრთან: სააკაშვილი: გვარამიას ცოტა აკლია, ავადმყოფია, ყველა ჩაიყოლა თავიდან ბოლომდე. ადეიშვილი: არა, იქ სხვა რაღაც იყო. ნამდვილად ვეხმარებოდით მას, მერე ნიკამ თავი ვერ შეიკავა და ეს ყველაფერი წამოაყრანტალა – ისე გამოიტანა, რომ არ შეუთანხმებია – “მოვუწოდებ უკრაინას”. ამასთან, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. რაში სჭირდებოდა, საერთოდ? არ იყო საჭირო უკრაინის ხსენება, გარკვეულწილად, დაგვეხმარნენ ისინი. სააკაშვილი: გვარამიას ჰქონდა ნანახი მასალები? რატომ თქვა ეს? ადეიშვილი: როგორც ჩანს, იჩქარა, ნერვებმა უმტყუნა.

რა გავიგეთ? გამოდის, რომ გვარამიამ მკვლელობის მცდელობის გამოაშკარავებამდე უკრაინული კვალის შესახებ არაფერი იცოდა. ფორმულას სიუჟეტიდან გაიგო, ანერვიულდა, კონტროლი დაკარგა, იჩქარა და სასწრაფო ბრიფინგი ჩაატარა. არ ვიცი რა ჩავაფლავე, მაგრამ ვიცი ლ, რომ ჩემი თანამშრომლების უსაფრთხოება ჩემთვის უმთავრესია - დაახლოებით ასე უპასუხებს მოგვიანებით გვარამია სავარაუდოდ სააკაშვილ-ადეიშვილის პრეტენზიებს მის მიმართ. სხვადასხვა დეტალებს თუ შევკრებთ ფაზლი მთელ სურათსაც გვაჩვენებს. მე დავინახე: სააკაშვილმა კარგად იცის, რომ შემოდგომაზე არჩევნებს არჩევნების გზით ვერ მოიგებს. ის ქმნის პროექტს, რომელსაც ახალი თაობის ლიდერი ჰქვია. აბარებს მას ელისო კილაძეს. პროექტის მთავარი გმირი: პუტინის რეჟიმთან მებრძოლი ფიგურის შექმნა. გაბუნიას მონოლოგი სავარაუდოდ სწორედ ამას ემსახურება. პროექტის მიზანია: გაბუნიასთვის საერთაშორისო იმიჯის შექმნა. ახალი პოლიტიკური ფიგურა უნდა გაეცნო ყველას, რომ მისი მკვლელობის შემდეგ ეს ისტორია მხოლოდ საქართველოს მედია სივრცეში კი არ მოხვედრილიყო, არამედ, მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოქცეულიყო. პროექტის შედეგი: ამ კარტს გაათამაშებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან აქტიურად. ამის შემდეგ ქართული ოცნება უნდა დასრულებულიყო. უკრაინელი ჟურნალისტები ამ კონტექსტში სხვათა შორის იხსენებენ ქართული წარმოშობის უკრაინელ ჟურნალისტს გიორგი ღონღაძეს, რომელიც ასევე მოკლეს და რომლის მკვლელობასაც მაშინ კუჩმა გადაჰყვა. საქართველოში კი ერთხელ გიორგი სანაიას მკვლელობა გამოიყენეს. ასე რომ, შედეგი უნდა დამდგარიყო მალე, სავარაუდოდ არჩევნებამდე. პროექტის სცენარი: ოპოზიცია აუცილებლად იტყოდა, რომ ხელისუფლება არის პრორუსული, რომ ის დაეხმარა რუსეთს მისთვის არასასურველი გაბუნიას მოშორებაში, ეს დანაშაულებრივი, პრორუსული და უუნარო ხელისუფლებაა, ამიტომაც უნდა წავიდეს. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ნაციონალების ახალი შავი პოლიტიკური მუშა გუბაზ სანიკიძე რამდენიმე დღის უკან ეთერში თქვა: სულ მალე აქ ისეთი ამბავი ატყდება რომ ყველას ერთად დგომა მოგვიწევსო. არაფერი დაუკონკრეტებია. რაც თქვა, შესაძლოა, თავადაც არ იცოდა რატომ თქვა”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

უკრაინულმა გამოცემამ Obozervatel-მა გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს. ჩანაწერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზეა საუბარი.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

ყველა სიახლე

ჯონ რეტკლიფი

27 აგვისტო 2026, 02:46

მსოფლიო

The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.