imedi /  25 ივნისი 2020, 13:13 / სანდო წყარო

ნინო ლომჯარიამ განმარტა, როგორ შეიძლება, ადამიანი იყოს აღიარებული პოლიტპატიმრად, მათ შორის, საერთაშორისო დონეზეც

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განმარტა, როგორ შეიძლება, ადამიანი იყოს აღიარებული პოლიტპატიმრად, მათ შორის, საერთაშორისო დონეზეც.

ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც გიორგი რურუას საკითხს ეხებოდა.

„ამისთვის აუცილებელია, მხედველობაში იღებენ ხოლმე, როგორც საერთაშორისო ინსტიტუტები, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვითი ორგანიზაციები, მათ შორის, ომბუდსმენის მსგავსი ინსტიტუტები შემდეგ გარემოებებს - პოლიტიკური პატიმრის სტატუსი შეიძლება, ადამიანს მიენიჭოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მან გარკვეული სამართალდარღვევა ჩაიდინა, მაგრამ მნიშვნელობა აქვს, ყურადღება მივაქციოთ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: რა კონტექსტში მოხდა პირის მიმართ ბრალის წარდგენა, იყო თუ არა ეს პოლიტიკური კონტექსტი - იყო თუ არა პირი პოლიტიკურად აქტიური, მას ბრალი წარედგინა თუ არა პოლიტიკური ხასიათის ქმედებებში მონაწილეობის გამო, მაგალითად, აქციებში, რომელსაც პოლიტიკური მიზნები ჰქონდა. შემდეგი გარემოებაა, დაექვემდებარა თუ არა ის სამართლიანი სასამართლოს პროცედურებს, ანუ - მის მიმართ განხორციელდა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება, წარედგინა თუ არა ის ბრალი სწორად, რასაც სამართალდამცველი ორგანოები ედავებიან პირს; ხომ არ მოხდა მის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება, ვიდრე ჩადენილი სავარაუდო გადაცდომა იყო და ა.შ. ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი და იმისთვის, რომ ადამიანი ასე პირდაპირ ვახსენოთ და შევაფასოთ, არის თუ არა პოლიტპატიმარი, ამ საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენტურ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ მიღებული კომპეტენტური გადაწყვეტილებები, მათ შორის, ეს შეიძლება, იყოს სასამართლოს გადაწყვეტილებები, შეიძლება, იყოს ომბუდსმენის დასკვნები, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, რომ შევაფასოთ, არის თუ არა ადამიანი პოლიტპატიმარი, კომპეტენტურ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ მიღებული კომპეტენტური გადაწყვეტილებები,

„პოლიტპატიმრებთან მიმართებით საქართველოში მიმდინარეობდა და მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, პოლიტიკური დისკუსია. მე მინდა, გითხრათ და ავხსნა, რას ნიშნავს ზოგადად პოლიტიკური პატიმრის ფენომენი, ვინ ანიჭებს და რა შემთხვევაში ხდება ადამიანის აღიარება პოლიტიკურ პატიმრად.

პოლიტიკურ პატიმრად შეფასება, როგორც წესი, არის ხოლმე პოლიტიკური პროცესი, როდესაც საკუთარ თავს ამის შესაძლებლობას და უფლებას აძლევენ პოლიტიკური ორგანოები. მაგალითად, საერთაშორისო დონეზე ასეთი პრაქტიკა ჰქონდა ევროპის საბჭოს, როგორც პოლიტიკურ ორგანოს. ამ შემთხვევაში საქართველოში პოლიტპატიმრებთან მიმართებით განცხადებებიც პოლიტიკოსებმა გააკეთეს“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებს შეუძლიათ, საკუთარ თავს მისცენ უფრო მეტის თქმის საშუალება და გააკეთონ პოლიტიკური შეფასებები, ვიდრე ვთქვათ, დამოუკიდებელ ორგანოებს.

ყველა სიახლე

21 ივლისი 2026, 20:26

პოლიტიკა

შეურაცხმყოფელი იუმორი - პოდკასტი, რომელიც საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოდკასტი, რომელიც საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზია - ქართულ ჩოხაზე ქილიკისა და ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ავტორები მწვავე კრიტიკის ობიექტები არიან. საზოგადოებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა შეფასებით, ეგრეთ წოდებული იუმორისტული ფორმატი სინამდვილეში ეროვნული ფასეულობების დაცინვაა.

21 ივლისი 2026, 20:24

პოლიტიკა

გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალური ვებ გვერდიდან საქართველოს შესახებ ცრუ ინფორმაცია აღარ იძებნება. ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

7 თვიანი ლოდინის დასასრული და შესაძლებლობა ქართულ-გერმანული ურთიერთობების გადატვირთვისთვის - საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია რწმუნებათა სიგელებს გერმანიის პრეზიდენტს 23 ივლისს გადასცემს.

21 ივლისი 2026, 20:11

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი სინგაპურში. „ქრონიკა“ სინგაპურიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი სინგაპურში - მაღალი დონის შეხვედრების მთავარი თემა ეკონომიკური რეფორმები, ფინანსური სექტორი და ლოგისტიკური ჰაბის განვითარების გამოცდილების გაზიარებაა.

მაკა ბოჭორიშვილი

21 ივლისი 2026, 19:43

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან იქნება კარგი შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა სინგაპურთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრის სინგაპურში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

21 ივლისი 2026, 19:39

მსოფლიო

Euronews: რუსეთის წინააღმდეგ ბრიუსელის სანქციების ახალი პაკეტი საბერძნეთის მხრიდან ძლიერ წინააღმდეგობას შეეჯახა

რუსეთის წინააღმდეგ ბრიუსელის სანქციების ახალი პაკეტი საბერძნეთის მხრიდან ძლიერ წინააღმდეგობას შეეჯახა, - წერს Euronews-ი.

21 ივლისი 2026, 19:36

პოლიტიკა

თინათინ რუხაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მიხეილ ყაველაშვილი

21 ივლისი 2026, 19:15

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ვულოცავ. ის არაერთი თაობისთვის ქართული მუსიკალური ხელოვნების ცოცხალი სიმბოლოა. მისი უნიკალური შემოქმედება და გამორჩეული ხმა ჩვენი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

ვიქტორ ორბანი

21 ივლისი 2026, 19:03

მსოფლიო

უნგრეთში, ოპოზიციური პარტია „ფიდესის“ ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს

უნგრეთის ოპოზიციურმა პარტიამ „ფიდესმა“ განაცხადა, რომ სამშაბათს, გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს იმ ოფისებში, სადაც მისი ინტერნეტ-სერვერებია განთავსებული და ახალი მთავრობა პარტიის საქმიანობის აღკვეთის მცდელობაში დაადანაშაულა.

21 ივლისი 2026, 18:59

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს [როკურატურა ავრცელებს.

21 ივლისი 2026, 18:57

სამართალი

პროკურატურამ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარების მოტივით, წვევამდელებისგან მოტყუებით თანხის დაუფლების ფაქტებზე ბრალდებულს კიდევ 20 ეპიზოდზე ბრალდება დაუმძიმა

საქართველოს პროკურატურამ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარების მოტივით, წვევამდელებისგან მოტყუებით თანხის დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე ბრალდებულს, კიდევ 20 ეპიზოდზე ბრალდება დაუმძიმა.

21 ივლისი 2026, 18:54

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო თამარ იარაჯულის შვილის მკურნალობაზე: კონსილიუმის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოში სრულად ხელმისაწვდომია სათანადო სამედიცინო რესურსი, რათა პაციენტს ჩაუტარდეს საჭირო მკურნალობა, ამასთან, თუ პაციენტის მკურნალობა საზღვარგარეთ დაიგეგმება, სამინისტრო მზად არის უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს მოქმედი კანონმდებლობა

თამარ იარაჯულის არასრულწლოვანი შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მან საჯაროდ ისაუბრა, სამინისტრო საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას აწვდის.

ილჰამ ალიევი ფრიდრიხ მერცი

21 ივლისი 2026, 18:48

მსოფლიო

მერცი: მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის და სამხრეთ კავკასიაშიც აუცილებელია - გერმანია და ევროკავშირი სრულად არიან დაინტერესებულნი, რომ ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანმა რეგიონმა სტაბილურობას მიაღწიოს

მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის და სამხრეთ კავკასიაშიც აუცილებელია - გერმანია და ევროკავშირი სრულად არიან დაინტერესებულნი, რომ ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანმა რეგიონმა სტაბილურობას მიაღწიოს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

რევაზ სოხაძე

21 ივლისი 2026, 18:41

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ხარისხთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია - აბსოლუტურად უკომპრომისოები ვიქნებით ამ კუთხით. ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ თითოეული თეთრი დაიხარჯოს ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნაში. სხვანაირად შეუძლებელია

ხარისხთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ჩვენი დამოკიდებულება, რომ ჩვენ აბსოლუტურად უკომპრომისოები ვიქნებით ამ კუთხით. ყველამ ერთად, ერთის მხრივ სამინისტრომ და მეორეს მხრივ ჩვენმა პარტნიორმა კერძო კომპანიებმა და კონტრაქტორებმა, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რასაც შევქმნით, თითოეული თეთრი უნდა დაიხარჯოს ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნაში. სხვანაირად ეს შეუძლებელია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

ლევან მოსეშვილი

21 ივლისი 2026, 18:39

ეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: საქართველოს აეროპორტებში დღის და ღამის ფრენების თანაფარდობა 50/50-ზეა, დღის რეისებზე მოთხოვნა გაიზარდა

საქართველოს აეროპორტებში დღის ფრენების რაოდენობა წინა პერიოდებთან შედარებით გაიზარდა და ამ დროისთვის ღამისა და დღის ფრენების თანაფარდობა 50/50-ზეა, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა.

გივი მიქანაძე

21 ივლისი 2026, 18:24

საზოგადოება

გივი მიქანაძე: პირველ ეტაპზე, 15 სექტემბრისთვის ყველა პირველკლასელი იქნება უზრუნველყოფილი სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში - ოქტომბერსა და ნოემბრის ბოლოს უკვე შემოვა დამზადებული ფორმები, რომლებითაც დანარჩენი 5 კლასი - მეექვსე კლასის ჩათვლით იქნება უზრუნველყოფილი

ახალი სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სკოლის მოსწავლეები სასკოლო ფორმებით იქნებიან უზრუნველყოფილები. განათლების მინისტრის განცხადებით, ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა ჩინური კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა. ეს კომპანია სასკოლო ფორმებს საქართველოში სამ ეტაპად გამოაგზავნის. ის ოჯახები, რომელთა სოციალური მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 65 000 ან ნაკლები ქულით არის შეფასებული, ფორმას უფასოდ მიიღებენ.

ილჰამ ალიევი ფრიდრიხ მერცი

21 ივლისი 2026, 18:23

მსოფლიო

გერმანული გამოცემა BILD: ილჰამ ალიევმა ირიბად დაადასტურა, რომ ბაქოში შესაძლოა გერმანიისა და რუსეთის წარმომადგენელთა დახურული შეხვედრა გაიმართა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირიბად დაადასტურა, რომ ბაქოში შესაძლოა გერმანიისა და რუსეთის წარმომადგენელთა დახურული შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა BILD-ი ავრცელებს.

21 ივლისი 2026, 18:11

მსოფლიო

უკრაინული მედია: ოთხშაბათს, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფი უკრაინისა და მოლდოვასთვის მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაში უნგრეთის დარწმუნებას მეორედ შეეცდება

ოთხშაბათს, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფი (COELA) უკრაინისა და მოლდოვასთვის მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაში უნგრეთის დარწმუნებას მეორედ შეეცდება, რათა მათი გახსნის ფორმალური პროცესი დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Європейська правда ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რევაზ სოხაძე

21 ივლისი 2026, 18:05

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: თელავში სტიქიის დროს ინტერვიუში ვახსენე, რომ სტიქია ყველა ქვეყანაშია და სამწუხაროდ, ხელზე დაიხვიეს ზოგიერთებმა ეს გამოთქმა, თითქოს ეს ასე არ იყოს. ბუნებრივია ყველგან ხდება სტიქია და ამისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა ხელისუფლების სიძლიერე ზუსტად იმაში მდგომარეობს, თუ როგორი რეაგირება აქვს სტიქიურ მოვლენაზე

შეუძლებელია, რომ ყველაფერი წინასწარ გათვალო, ყველა შესაძლო საფრთხე წინასწარ იყოს გათვლილი. თუმცა ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებით პროაქტიულები ვიყოთ და მაქსიმალურად დავიცვათ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ის ზარალი, რაც შეიძლება სტიქიამ გამოიწვიოს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

რევაზ სოხაძე

21 ივლისი 2026, 18:05

რეგიონი

რევაზ სოხაძე: თელავში დასასრულს უახლოვდება ღვარცოფის შედეგად წარმოქმნილი შედეგების ლიკვიდაცია, თუმცა ამით პროცესი არ დასრულდება, მთავრობისგან გვაქვს დავალება, რომ დაზიანებული არხი მთლიანად მოწესრიგდეს

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ბოლო პერიოდში რეგიონებში წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე ისაუბრა. მინისტრმა განმარტა რა ეტაპზეა თელავსა და ლენტეხში მიმდინარე სამუშაოები.

რევაზ სოხაძე

21 ივლისი 2026, 18:04

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: იმედი გვაქვს, რომ უკვე წელს პირველ ნაბიჯებს გადავდგამთ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობის კუთხით. პროექტი უკვე მზად არის და ახლა მიწის გამოსყიდვის პროცესი მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „დღის ქრონიკაში“ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ისაუბრა.