imedi /  25 ივნისი 2020, 21:57 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ნორმალური, ჯანსაღი და განვითარებული საზოგადოება უნდა უპირისპირდებოდეს „ფეიკ ნიუსს“

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

ნორმალური, ჯანსაღი და განვითარებული საზოგადოება უნდა უპირისპირდებოდეს „ფეიკ ნიუსს“, ამიტომ კახა კალაძის ინიციატივას მხარდაჭერას ვუცხადებ. „ფეიკ ნიუსი“ იქ არის ჭარბად, სადაც სახელმწიფო ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„ „ფეიკ ნიუსი“ არის დღევანდელი თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევა და განსაკუთრებით განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფოების, იქ სადაც არის თავისუფლების მაღალი ხარისხი და ინფორმაცია რეალურ გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე და გადაწყვეტილებაზე. დღეს თანამედროვე მსოფლიოში ყალბი ინფორმაცია არის გამოწვევა. ის აზიანებს საინფორმაციო ველს, ის ცვლის სიმართლეს - შესაბამისად საზოგადოებრივ პროცესს, აზიანებს კულტურას, ეკონომიკას და ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს და საფრთხეს უქმნის მოქალაქის ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს. ცხადია, როდესაც ადამიანები უყურებენ სხვადასხვა მედია საშუალებებს და არასწორ, დამახინჯებულ ინფორმაციას იღებენ, ბუნებრივია შემდგომში მათი გადაწყვეტილებებიც ამაზეა დაფუძნებული.

ამიტომ იდეა არის სწორი, რომ ნორმალური, ჯანსაღი და განვითარებული საზოგადოება უნდა უპირისპირდებოდეს „ფეიკ ნიუსს“, ამიტომ მხარდაჭერას ვუცხადებ კახა კალაძის ინიციატივას. „ფეიკ ნიუსი“ იქ არის ჭარბად, სადაც სახელმწიფო ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კახა კალაძე ფეიკ ნიუსის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს.

ყველა სიახლე

09 ივლისი 2020, 11:25

ეკონომიკა

რქაწითელისა და კახური მწვანეს მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

მოგეხსენებათ რთველი გვიახლოვდება. ერთ-ერთი სამიზნე მტავრობის ანტიკრიზისული გეგმის გახლავთ სოფელი, ფერმერი, ქართველი გლეხი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტებით ამ ადამიანებს დავხმარებოდით, ქართველი ფერმერი გაგვეძლიერებინა კრიზისის პირობებში - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ლევან კუტალია

09 ივლისი 2020, 11:23

სპორტი

ქართველი თავდამსხმელი ლევან კუტალია თელ-ავივის „ჰაპოელში“ გადავიდა

ქართველი თავდამსხმელი ლევან კუტალია თელ-ავივის „ჰაპოელში“ გადავიდა. კუტალია თავისუფალი აგენტი იყო. ბოლოს ის ყაზახური „ირტიშის“ ღირსებას იცავდა, რომელიც კრიზისის შედეგად გაკოტრდა. ლევან კუტალიამ „ჰაპოელთან“ 1+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა. 31 წლის მოთამაშე ყაზახეთში წასვლამდე „დინამო თბილისის“ რიგებში საქართველოს ჩემპიონი და ბომბარდირი გახდა. თელ ავივის „ჰაპოელი“ ისრაელის 13-გზის ჩემპიონია. კლუბს ქვეყნის თასი 16-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო სუპერთასს 5-ჯერ დაეუფლა. უკანასკნელ ჩემპიონატზე კი მეხუთე ადგილი დაიკავა.

გიორგი გახარია

09 ივლისი 2020, 11:15

პოლიტიკა

გიორგი გახარია: რამდენიმე ქვეყნის აეროპორტს ამოვიღებთ NOTAM-ის გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშოროსო ფრენებზე

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვიქნებით ფრთხილები, მაგრამ თანმიმდევრული, როგორც აქამდე, - გავითვალისწინებთ როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, სტუმრების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მიზნებს, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი აღორძინების მნიშვნელობასაც“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

09 ივლისი 2020, 11:14

ეკონომიკა

პრემიერმა მოსახლეობას პროგრამაში „იმოგზაურე საქართველოში“ აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა

„ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოში“ და თითოეულ თქვენგანს მინდა ვთხოვო ამ პროგრამაში ჩავერთოთ მაქსიმალურად აქტიურად. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა პანდემიის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, რომ როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ ჩვენი სტუმრებისთვის და ვიზიტორებისთვის. ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო“, - აღნიშნა გახარიამ.

09 ივლისი 2020, 11:10

COVID19

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გიორგი გახარია

09 ივლისი 2020, 11:09

საზოგადოება

ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება 13 ივლისიდან იქნება ნებადართული

13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა მოიხსნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

09 ივლისი 2020, 11:07

სამართალი

პროკურატურამ, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეები შ.ა. და დ.კ. სისტემატურად ახდენდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების ლეგალიზაციას, საქართველოში ნაღდი ფულის სახით შემოტანის და სხვადასხვა ფორმით, საფინანსო/ფულად საკრედიტო სისტემაში განთავსების გზით.

ხაიში ხანძარი

09 ივლისი 2020, 10:58

სამართალი

სოფელ ხაიშთან ხანძრის ოთხი აქტიური კერიდან სამი ლიკვიდირებულია

სვანეთში შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი პირადად ხელმძღვანელობდნენ. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

ჩჟაო ლიცზიანი

09 ივლისი 2020, 10:52

COVID19

ჩინეთის საგარეო უწყება: ჯანმო გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების სფეროში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტია

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ მკვეთრად გააკრიტიკეს.

სერგეი ფუგალი

09 ივლისი 2020, 10:45

მსოფლიო

მკვლელობებში ეჭვმიტანილი ხაბაროვსკის გუბერნატორი დააპატიმრეს

ხაბაროვსკის გუბერნატორი სერგეი ფუგალი დააპატიმრეს, - ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ფუგალი 2004-2005 წლებში ბიზნესმენების მკვლელობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.

ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნები

09 ივლისი 2020, 10:43

სამართალი

ძველი სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა

მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სივრცეში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის მსურველ მოქალაქეთა მომატებული რაოდენობის და ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

უკრაინა კორონავირუსი

09 ივლისი 2020, 10:35

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 21 პაციენტი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 327-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 24 784 პაციენტი.

ბარსელონა

09 ივლისი 2020, 10:33

სპორტი

„ბარსელონამ” ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში „ესპანიოლი” მეასედ დაამარცხა

„ბარსელონამ” ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში „ესპანიოლი” მეასედ დაამარცხა და „რეალთან” ქულათა სხვაობა დროებით, მინიმუმამდე შეამცირა. ბარსელონური დერბის ერთადერთი ბურთი მეორე ტაიმში ლუის სუარესმა გაიტანა და ამ მარცხის შემდეგ „ესპანიოლი” ქვედა ლიგაში ოფიციალურად დაქვეითდა.

კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპი

09 ივლისი 2020, 10:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის კიმ ჩენ ინს შეხვდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდეს, მიუხედავად იმისა, რომ ფხენიანი ბირთვული განიარაღების საკითხზე შეწყვეტილი მოლაპარაკებების განახლებისკენ არ ისწრაფვის. ინფორმაციას ამის შესახებ Voice of America ავრცელებს.

კორონავირუსი საქართველო

09 ივლისი 2020, 10:22

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი ბრაზილია

09 ივლისი 2020, 10:07

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსს 1 187 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 41 541 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1 187 ინფიცირებული. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრაზილიაში სულ COVID-19-ის 1 716 196 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა 68 055 ადამიანი იმსხვერპლა.

დაკავება

09 ივლისი 2020, 09:53

სამართალი

შსს-მ მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავა

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამას - 1968 წელს დაბადებულ ა.ო.-ს და ბაბუას - 1945 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ორივე დაჭრილი კაცი გარდაიცვალა.

ბელგრადი აქცია

09 ივლისი 2020, 09:43

COVID19

ბელგრადში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად 10 სამართალდამცველი დაშავდა

საპროტესტო გამოსვლები სერბეთში სამშაბათს დაიწყო. დემონსტრანტები კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო შეზღუდვების შესაძლო გამკაცრებას აპროტესტებენ, მას შემდეგ რაც მთავრობაში პარასკევიდან ორშაბათამდე კომენდანტის საათის დაწესების შესახებ განაცხადეს. ქვეყნის პრეზიდენტი მომხდარში უცხოური სპეცსამსახურების კვალს ხედავს.

ამინდი

09 ივლისი 2020, 09:19

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

დასავლეთ საქართველოში უმეტესად იწვიმებს, ზოგან ძლიერად, მოსალოდნელია ელჭექი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

ორბელიანების სასახლე

09 ივლისი 2020, 09:12

კულტურა

ორბელიანების სასახლე დამთვალიერებლებისთვის დღეს გაიხსნება

საექსკურსიო ჯგუფში 10 ადამიანი დაიშვება. ორბელიანების სასახლეში დამთვალიერებლებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ხოლო შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგით შემოწმდებიან და დეზობარიერს გაივლიან.