imedi /  26 ივნისი 2020, 12:58 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება ყველა მიმართულებით

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

გიორგი გახარია - აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება ყველა მიმართულებით - ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომი გაღრმავება, ადამიანის უფლებების დაცვა, უსაფრთხოება და სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეკონომიკური ფაქტორი.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან - ჩვენი ქვეყნის ძირითად მოკავშირესთან სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება ყველა იმ მიმართულებით, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მიმართულებებია - ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომი გაღრმავება, ადამიანის უფლებების დაცვა, უსაფრთხოება და სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეკონომიკური ფაქტორი.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს კორონავირუსთან ბრძოლაში კონკრეტული, მიმდინარე დახმარებისთვის, რომელიც ბოლო 4 თვის განმავლობაში გაგვიწიეს. ხაზგასმით მადლობას ვუხდი აშშ-ს იმ დახმარებისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა და რომლის მატერიალიზებული შედეგია ლუგარის ლაბორატორია, რომელმაც ეპიდემიასთან ბრძოლაში თავისი კონკრეტული და აბსოლუტურად ყველასგან განსხვავებული, უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეასრულა.

არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი, რომლის შემდგომი განვითარებაც უნდა გავაგრძელოთ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ასიგნებების აქტი, რომელიც აშშ-ის მთავრობამ მიიღო და რომელშიც საქართველო არის იმ ქვეყანათა შორის, რომლის ფინანსური დახმარება ბოლო წლების განმავლობაში ისევე, როგორც 2020 წლის მაჩვენებლებით გაზრდილია და შეადგენს 132 მილიონ აშშ დოლარს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, აშშ-თან თანამშრომლობის ახალი განზომილება, რომელზეც სულ უფრო ხშირად ვსაუბრობთ, არის ეკონომიკური თანამშრომლობის განზომილება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ფრთხილად ვსაუბრობთ ვაჭრობის სპეციალურ რეჟიმებზე, რომელიც სამომავლო პერსპექტივაში შეიძლება გვქონდეს. ეს არის ძალზედ საფრთხილო და დეტალურად სამუშაო მიმართულება და ამ კუთხით ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წლის ბოლომდე და შემდგომ“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ყველა სიახლე

კახა კუჭავა

22 ოქტომბერი 2021, 08:03

პოლიტიკა

დღეს კახა კუჭავა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. საუბრის მთავარი თემები მრავალფეროვანია: მათ შორის - ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფები, დაგეგმილი სამიტები, მინისტერიალები და განსაკუთებით, დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი.

22 ოქტომბერი 2021, 02:16

მსოფლიო

ასობით სკოლის მოსწავლე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდისა და გაფიცვის შეწყვეტის მოთხოვნით შეიჭრა

ასობით სკოლის მოსწავლე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდისა და გაფიცვის შეწყვეტის მოთხოვნით შეიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

22 ოქტომბერი 2021, 01:57

COVID19

საავადმყოფოების კოვიდპაციენტებით გარდაუვალი გადატვირთვის გამო, ლატვიამ ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმს დახმარების თხოვნით მიმართა

საავადმყოფოების კოვიდპაციენტებით გარდაუვალი გადატვირთვის გამო, ლატვიამ ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმს დახმარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ლატვიის ჯანდაცვის მინისტრმა, დანიელს პავლიუტსმა განაცხადა.

22 ოქტომბერი 2021, 01:24

მსოფლიო

Daily Sabah: თურქეთში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 15 პირი დააკავეს

თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ (MİT) ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 15 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah-ი ავრცელებს.

ირმა ხეცურიანი

22 ოქტომბერი 2021, 01:19

პოლიტიკა

ირმა ხეცურიანი კახა კალაძეზე: ჩემი ფავორიტია - პატივს ვცემ, როგორც სპორტსმენს და მჯერა, რომ შშმ პირები შევძლებთ ადაპტირებულ, ჩვენზე მორგებულ გარემოში ცხოვრებას

მეორე ტურზე წასვლას რა თქმა უნდა ვაპირებ და ვიცი ვინ იქნება ჩემი ფავორიტი - ბატონი კახა კალაძე, - ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონმა პარაფარიკაობაში, ირმა ხეცურიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

იოსებ ხახალეიშვილი

22 ოქტომბერი 2021, 01:03

პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილი: უახლოეს პერიოდში ქუთაისში ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტების განხორციელება დაიწყება

ქუთაისში მომავალი წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტების განხორციელება დაიწყება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ქალაქში ახალი ატრაქციების მომზადებისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია, რაც ქუთაისს ვიზიტორებისა და უცხოელი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

22 ოქტომბერი 2021, 01:02

პოლიტიკა

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი: 2005 წელს, შშმ პირზე, პატიმარზე, რომელსაც სხვისი დახმარების გარეშე ტუალეტში გასვლაც არ შეეძლო, ამბობდნენ, რომ საშუალო სიმძიმის ავადმყოფი იყო

მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ შშმ პირი გაიხსენა, რომელიც 2005 წელს სასჯელს მეხუთე საპყრობილეში იხდიდა და სავარძელს იყო მიჯაჭვული. ექსპერტმა აღნიშნა, რომ შშმ პირზე, პატიმარზე, რომელსაც სხვისი დახმარების გარეშე ტუალეტში გასვლაც არ შეეძლო, ამბობდნენ, რომ საშუალო სიმძიმის ავადმყოფი იყო.

მაია ნიკოლეიშვილი

22 ოქტომბერი 2021, 00:52

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და მან უნდა მიიღოს ის სერვისები, რაც საკმაოდ მაღალი დონისაა სხვა პატიმრებისთვისაც

სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და მან უნდა მიიღოს ის სერვისები, რაც საკმაოდ მაღალი დონისაა სხვა პატიმრებისთვისაც, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

22 ოქტომბერი 2021, 00:48

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 52 009 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 52 009 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 17 ივლისიდან ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

შოთა გლურჯიძე

22 ოქტომბერი 2021, 00:48

პოლიტიკა

შოთა გლურჯიძე: საერთოდ რატომ არ არის აკრძალული „ნაციონალური მოძრაობა“ და რატომ აქვთ მათ ისევ შანსი, ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეს იგივეა, რომ ბაგა-ბაღში მომვლელად მანიაკი ან პედოფილი ავიყვანოთ

საერთოდ რატომ არ არის აკრძალული ეს პოლიტიკური ძალა და რატომ აქვთ მათ ისევ შანსი, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს იგივეა, რომ ბაგა-ბაღში მომვლელად მანიაკი ან პედოფილი ავიყვანოთ - ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშავთ ამ ხალხის უკან მობრუნება, - ამის შესახებ მხატვარმა, შოთა გლურჯიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მაია ნიკოლეიშვილი

22 ოქტომბერი 2021, 00:27

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: 2005 წლიდან ისეთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა პრაქტიკულად ვეღარ მუშაობდა

2005 წლიდან ისეთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა პრაქტიკულად ვეღარ მუშაობდა, გამორიცხული იყო. სახელმწიფო ექსპერტიზას არავინ აწუხებდა. იშვიათად, თუ დაღუპვის შემთხვევა იყო, თორემ ცოცხალ პირებსა და ცემაზე არ ეხებოდა, - ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

22 ოქტომბერი 2021, 00:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეს არის ღირებულებითი არჩევანი და ეს უნდა იყოს „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება

ეს არის ღირებულებითი არჩევანი და ყველა უნდა გამოვიდეს იმისთვის, რომ ეს იყოს დამაჯერებელი არჩევანი და როდესაც დამაჯერებელი იქნება ეს არჩევანი იქ უკვე ამ გადაწყვეტილებისთვის შეწინააღმდეგებაც კი რთული იქნება მათთვის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

21 ოქტომბერი 2021, 23:47

მსოფლიო

ტყის ხანძრების მოწყობის გამო, სირიაში 24 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ტყის ხანძრების მოწყობის გამო, სირიაში 24 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სირიის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 ოქტომბერი 2021, 23:46

პოლიტიკა

ჭორვილაში მოსახლეობამ „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე აქტივისტი სოფლიდან გააძევა. ვიდეო

სოფელ ჭორვილაში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ჩავიდნენ და პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ წინააღმდეგობა გაუწია და აქტივისტები გააძევა. ამ დროისთვის, ადგილზე ვითარება განმუხტულია.

შალვა პაპუაშვილი

21 ოქტომბერი 2021, 23:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სწორედ ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს ღირებულებითი არჩევანი და „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზის უკან დატოვოს

ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხვდება, რომ საბოლოო ჯამში დამარცხდება ამ ბრძოლაში, მაგრამ ამზადებენ უფრო დიდ ვიზუალს შემდგომი პროტესტისთვის და დააანონსეს კიდეც, რომ 30-ში თუ 31-ში კვლავ შეიკრიბებიან და უნდა იყოს აქცია, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

21 ოქტომბერი 2021, 23:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოვან კაბინეტზე: პირველ ტურშიც ამ შემადგენლობით გამოვიდნენ და დამარცხდნენ

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ნიკა მელიას მიერ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩრდილოვანი მთავრობის წარდგენა შეაფასა. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ კოალიციის შექმნა არაფერს ცვლის.

შალვა პაპუაშვილი

21 ოქტომბერი 2021, 23:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პენიტენციურ დაწესებულებას აქვს გამოცდილება, რომ მართოს მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა, ამ კუთხით სააკაშვილი ყველანაირად დაზღვეულია

შიმშილობა არ არის სიახლე პენიტენციური დაწესებულებისთვის. მას აქვს გამოცდილება იმისთვის, რომ მართოს მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა. ვფიქრობ, ამ კუთხით სააკაშვილი ყველანაირად დაზღვეულია და მით უმეტეს, მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ხავიერ კოლომინა

21 ოქტომბერი 2021, 23:26

პოლიტიკა

ხავიერ კოლომინა: პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა - აუცილებლად გავაგრძელებთ ნატოს ჩართულობის გაძლიერების გზების ძიებას

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.

შალვა პაპუაშვილი

21 ოქტომბერი 2021, 23:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: რამხელა კრიმინალური ენერგია უნდა იყოს ადამიანში, რომ ამხელა ნაბიჯზე მიდიოდე

ალბათ ასეთ სიტუაციებში ითქმის, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოსო. მართლაც ძალიან ტრაგიკომიკურია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდია. ფაქტია, რომ ამას დიდი კრიმინალური ენერგია სჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სატვირთო ავტომანქანით შემოპარვასთან დაკავშირებით განაცხადა.

იოსებ ხახალეიშვილი

21 ოქტომბერი 2021, 22:59

პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილი: ასსაფეხურიანი კიბის და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ქუთაისის მერია ასსაფეხურიანი კიბისა და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციას ვერ იწყებს, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.