ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: აუცილებლად მოგიწევთ ცვლილებებისთვის ხმის მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დიპლომატებისგან ძალიან მკაცრი მუშტი მოგხვდებათ
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმებასთან ერთად ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმული იყოს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული.
მისივე თქმით, ერთობლივი განცხადების ხელმოწერისთანავე, ოპოზიციის მხრიდან ამ ყველაფერს სპეკულაციების მთელი კასკადი მოჰყვა და საერთო ჯამში, აღნიშნულ საკითხზე ნათელის მოფენა ისევ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწიათ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში ნიკა რურუა ნახსენები არ იყო.
,,როგორც მოგეხსენებათ, გარდა 8 მარტის შეთანხმებისა, ასევე ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, სადაც საუბარია მარტივ რამეზე, ვციტირებ – აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმული იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ტექსტი არის ძალიან მკაფიო, ძალიან მარტივი, თუმცა ერთობლივი განცხადების ხელმოწერისთანავე, ოპოზიციის მხრიდან ამ ყველაფერს მოჰყვა სპეკულაციების მთელი კასკადი და საერთო ჯამში, ისევ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოუწიათ ნათელის მოფენა ამ თემაზე.
ჯერ კიდევ პირველი მოსმენის წინ, 19 ივლისს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ფასილიტატორმა ელჩებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ძალიან ნათლად მოუწოდეს ყველა მხარეს, 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ. ეს მოხდა ზუსტად კენჭისყრის წინ, კენჭისყრის წინა დღეს და ვინ იყო ადრესატი, ეს არის ძალიან ნათელი. მაშინ რადიკალური ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდან, კიდევ ერთი პოლიტიკური სპექტაკლი დაიდგა და ისინი ისევ შეეცადნენ შეცდომაში შეეყვანათ ქართულის აზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამის შემდეგ, უკვე მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ბოიკოტის შემდეგ, 23 ივლისს უკვე ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება - ის იმედოვნებდა, რომ საბოლოო მოსმენისას კანონპროექტს მხარს 142 დეპუტატი დაუჭერდა. არითმეტიკა არის ძალიან მარტივი, ძალიან მარტივია იმის დადგენა, თუ ვის გულისხმობდა ამ შემთხვევაში კარლ ჰარცელი - რა თქმა უნდა ეს იყო რადიკალური ოპოზიცია, 142 სხვანაირად ვერ დაანგარიშდებოდა. კიდევ ერთი მოწოდება რადიკალური ოპოზიციის მიმართ, რომ მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, თუმცა მეორე მოსმენის დროს რადიკალური ოპოზიციის ორივე წარმომადგენელმა პარტიამ, ნაცმოძრაობის ორივე განშტოებამ, უარი თქვა ელჩის ამ მოწოდების შესრულებაზე.
შემდეგ, კიდევ ერთი განცხადება ამერიკის ელჩისგან, ქალბატონი კელი დეგნანისგან, რომელმაც ძალიან მკაფიოდ მოგიწოდათ კიდევ ერთხელ, მხარი დაგეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. კერძოდ, კელი დეგნანმა ბრძანა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილეებები სრული მხარდაჭერით იყოს მიღებული. ეს განცხადება გაკეთდა მესამე მოსმენის წინ, მგონი აქაც ყველაფერი ძალიან ნათელია, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ელჩებმა თქვენგან ვერ მიიღეს ადეკვატური პასუხი.
დღეს უკვე გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა ამ ყველაფერთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურა ის , რასაც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვამბობდით, კერძოდ ელჩმა ბრძანა შემდეგი - ,, ბატონი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა. გაკვირვებული ვარ, რომ ეს პარტიებს შორის განხილვის საკითხია“. ამასთან დაკავშირებით დღეს გიგა ბოკერიამ და სხვებმა გააკეთეს საპასუხო არა მარტო შეურაცხმყოფელი, არამედ უზრდელური განცხადებები გერმანიის ელჩის მიმართ და ამაზე ბუნებრივია, ისინი მიიღებენ პასუხს, ეს მკაცრი პასუხი იქნება და ეს პასუხი თქვენ მოგხვდებათ ცხვირში, ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავისი ყველა განშტოებით.
რაც შეეხება მართლმსაჯულების სფეროში ჩაურევლობის საკითხს, ელჩებმა ბრძანეს , რომ ეს არის განგრძობითი პროცესი, რასაც ჩვენ ბუნებრივია ვეთანხმებით. ჩვენ ვართ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია და ბუნებრივია ქართულ მართლმსაჯულებას მუდმივი დაკვირვება სჭირდება, სწორედ ამაზეა საუბარი ჩვენს მიერ ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებაში. აქედან გამომდინარე, თქვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაექცევით თქვენს პასუხისმგებლობას , აუცილებლად მოგიწევთ ამ დარბაზში მოსვლა და მესამე მოსმენის დროს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემა. თუ ამას არ გააკეთებთ, ამ შემთხვევაში მოგხვდებათ დიპლომატებისგან ძალიან მკაცრი მუშტი ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალას. დღეს ძალიან ბევრი ისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთს და შემდეგ ევროსაბჭოში ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც ,, აღიარა“ , ბრჭყალებში თუ როგორც არის ის, რომ სწორედ ქართულმა მხარემ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. თქვენ მოაწერეთ ხელი ამას, თქვენ ხართ მოღალატეობრივი, რუსული ძალის საქმის გამკეთებელი პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანამდე გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გიორგი რურუა 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არაა.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 10:31
კულტურა
EW-მ „დრაკონის სახლის“ ახალი კადრები გამოაქვეყნა🐲
ჟურნალმა Entertainment Weekly სერიალ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის ახალი კადრები გამოაქვეყნა. სიუჟეტის ცენტრში ტარგარიენების დინასტიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. წინა სეზონებში გაჩაღებული პოლიტიკური ინტრიგები ახალ ფაზაში გადადის - სასტიკ და დაუნდობელ ომში ტახტისა და გავლენისთვის.
28 მაისი 2026, 09:51
სამართალი
რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
28 მაისი 2026, 09:48
საზოგადოება
200-მდე მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეცამეტედ ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეცამეტედ, ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან VIII, IX, X და XI კლასის 200-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტების ნამუშევრებიდან ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ავტორებიც ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზებით დააჯილდოვა. გარდა გამარჯვებულებისა, კომისიამ ასევე საუკეთესო 10 ნამუშევრის ავტორს პრიზები გადასცა.
28 მაისი 2026, 09:42
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე: საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გვაერთიანებს. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი
შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში, უშუალოდ საქართველოს მიმართულებით, - განაცხადა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
28 მაისი 2026, 09:30
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც რადიკალები ვერ ბედავენ თუნდაც, სლოგანის თავად შექმნას და შეთავაზებას საზოგადოებისთვის და ამ შემთხვევაშიც თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებულები გარე კურატორებზე, იქ რაიმე წარმატების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის სლოგანს - „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ აფასებს. მისი თქმით, რადიკალები სლოგანის შექმნაშიც კი გარე კურატორების არიან დამოკიდებული.
28 მაისი 2026, 09:24
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სიმართლე წამოსცდა, რომ ნამდვილად, საქართველო უკეთესს იმსახურებს - ამ შემთხვევაში უკეთესს იმსახურებს ოპოზიციის სახით
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის სლოგანს „საქართველოს იმსახურებს უკეთესს“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთესს - ოპოზიციის სახით.
28 მაისი 2026, 09:22
მსოფლიო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათმა ძალებმა ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
28 მაისი 2026, 09:08
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციის გავლა სტუდენტებს ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge - 8 ივნისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. სავალდებულოა, კონკურსში მონაწილემ 5 ივნისის 18:00 საათამდე გადაიხადოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური (10 ლარი) და 8 ივნისის 18:00 საათამდე დაასრულოს რეგისტრაცია.
28 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა ირანი დაბომბა
ამერიკელმა სამხედროებმა ირანის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზა დაბომბეს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ნაოსნობას და ამერიკული ძალებს საფრთხეს უქმნიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 08:57
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მაისს საქართველოში
28 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექი იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
28 მაისი 2026, 08:38
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას - ფაქტია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი ნაკლოვანებისა, დღეს რჩება ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივის შენარჩუნების ერთადერთ ძალად
საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
28 მაისი 2026, 08:19
საზოგადოება
სპორტის და ახალგაზრდობის ფესტივალი „ოქროს საწმისი” 2026 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით საბერძნეთის დედაქალაქში ჩატარდა
ტურნირში ბერძნული და ქართული ბავშვთა საფეხბურთო აკადემიები იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრი ღუდის ცენტრალურ სტადიონზე შედგა და გამარჯვება ათენის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია „იბერია”-ს დარჩა, რომელმაც „ფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს საწმისის თასი ” მიიღო. ფესტივალის ფარგლებში ქართველი და ბერძენი საპატიო სტუმრების დაჯილდოებაც შედგა.
28 მაისი 2026, 08:16
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა
უფლისციხის მუზეუმ - ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა. გამოფენაში მონაწილეობდნენ მხატვრები, ადგილობრივი მეწარმეები, საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები, მარნების, თიხისა და რეწვის ოსტატები.
28 მაისი 2026, 08:08
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს - კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს დავითგარეჯის მამათა მონასტერში აღავლენს
მანამდე კი, სამონასტრო კომპლექსში ღვთისმსახურება დილის 10 საათიდან დაიწყება და წირვას წირვას საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა აღავლენს. აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამათაგანია. გადმოცემის თანახმად დავით გარეჯელს გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა. დასაფლავებულია იქვე — დავითის ლავრის მთავარ ტაძარში.
28 მაისი 2026, 08:05
პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ - სტუმრები კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო
საპატრიარქოში იმყოფებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი, ასევე მათი თანმხლები პირები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს.
28 მაისი 2026, 08:03
პოლიტიკა
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
პროექტის თანახმად, შეიქმნება დიპლომატიის აკადემია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს განახორციელებს.
28 მაისი 2026, 08:02
პოლიტიკა
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრს ელოდებიან
გივი მიქანაძე ინტერპელაციის წესით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. უწყების ხელმძღვანელს ფრაქციამ 44 შეკითხვა გაუგზავნა, რომლებიც ძირითადად განათლების რეფორმას, განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას და ზოგად განათლებას ეხება.
28 მაისი 2026, 08:00
სამართალი
გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა
გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა, ამის შემდეგ ის სრული სამედიცინო გამოკვლევის მიზნით, გორიდან თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
28 მაისი 2026, 03:18
მსოფლიო
ტრამპი: მალე აშშ და სომხეთი საფუძველს ჩაუყრიან „ტრამპის მარშრუტს“, რაც დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს, ცენტრალური აზიიდან პირდაპირ ამერიკამდე წვდომის მოპოვებაში - ამ მიზეზების გამო, ნიკოლ ფაშინიანს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა არჩევნებში
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ძლიერს, მდიდარსა და ძალიან უსაფრთხოს ხდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
28 მაისი 2026, 03:07
მსოფლიო
პორტუგალიის პრემიერი ევროპას, უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირ დიალოგს უჭერს მხარს
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრუმ განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესი უშუალოდ ყველა მხარეს უნდა მოიცავდეს, მათ შორის რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს.


