ლევან კობერიძე ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებებზე: კლინიკებისა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს ნაკლებად მიეცათ შესაძლებლობა, მსჯელობაში ჩართულიყვნენ

ლევან კობერიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
კლინიკებისა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, ნაკლებად მიეცათ შესაძლებლობა, ჩართული ყოფილიყვნენ მსჯელობაში, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, მიუხედავად სახელისუფლებო გუნდის წევრებისგან, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების მხრიდან არაერთი დაპირებისა, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, არც მსჯელობაში ჩართვისა და არც მათი მხრიდან აზრის დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ. ლევან კობერიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორი მზად არის ნებისმიერი სახის შეხვედრისათვის - იქნება ეს ღია თუ დახურული შეხვედრა.
დღევანდელ სხდომაზე ლევან კობერიძემ კომიტეტის წევრებსაც მიმართა.
„მოგმართავთ, ეს კანონპროექტი წინასწარი კონსულტაციების გარეშე არ იყოს განხილული, რადგან, მიუხედავად ყველას მხრიდან დაპირებებისა, სექტორის წარმომადგენლებთან, პრაქტიკულად, კონსულტაციები არ გამართულა და ჯანდაცვის კომიტეტიც მივიდა უკვე იმ ეტაპამდე, რომ დარგთან აღარ უნდა შეხვედრა და დალაპარაკება?!“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტებს: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ყველა სიახლე

15 ივლისი 2025, 13:23
პოლიტიკა
კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ყველაფერ უკადრებელს კადრულობენ და ვისმენთ განცხადებების სახით
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადება, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებისა და კიდევ ორი მოსამართლის დასანქცირების რეკომენდაციის შესახებ, არის იმ შანტაჟის ნაწილი, რაც ბოლო წლებში საქართველოსთან მიმართებაში ხორციელდება.

15 ივლისი 2025, 13:20
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი მოუწოდებს ევროკავშირს უკრაინის ლიდერებს ადამიანების უფლებების დარღვევისთვის სანქციები დაუწესოს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მოუწოდებს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო უკრაინის ლიდერებს სანქციები დაუწესოს.

15 ივლისი 2025, 13:19
რეგიონი
ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართა
დასაქმების ფორუმს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

15 ივლისი 2025, 13:09
პოლიტიკა
ირაკლი ლატარია კაია კალასის განცხადებაზე: 1 200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო
1.200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო, - ასე აფასებს ექსპერტი ირაკლი ლატარია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომელმაც განაცხადა: „ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს."

15 ივლისი 2025, 13:07
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე კაი კალასის განცხადებაზე: კარგად ჩანს დასავლეთის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც ევროკავშირი აქტიურად მოქმედებს. არც მაშინ და არც ახლა ქართველი ხალხი არავის აინტერესებს
კაია კალასი (ევროკავშირი) უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და ფეხქვეშ თელავს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს! კაია კალასი: "მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს" კალასის განცხადება ადასტურებს, რომ ევროკავშირი საქართველოს ისე უყურებს, როგორც კოლონიას, მას არა პარტნიორად არამედ, უუფლებო სახელმწიფოდ მიიჩნევს, რომელიც ვალდებულია ევრობიუროკრატების სურვილის შესაბამისად იმოქმედოს - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

15 ივლისი 2025, 13:00
სამართალი
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის, ტარების და გადაზიდვის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, ტარების, გადაზიდვის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

15 ივლისი 2025, 12:50
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: „შეუპოვარი მებრძოლის“, რუსეთის სავაჭრო პარტნიორის მეუღლის, კალასის განცხადება ვიხილეთ, რომ თურმე, სომხეთს შავ ზღვაზე გასავლელ ქვეყანად ხედავს - ფიქრობს, კავკასიურ ნაწილში უნდა გაჩნდეს არეულობის ახალი კერა
უცხოეთიდან სამხრეთ კავკასიურ საგარეო-პოლიტიკურ სათამაშო დაფაზე, იდიოტური, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ავანტურისტულზე უფრო მზაკვრული გეგმის ჯერ მსუბუქად შეთავაზება ვიხილეთ ამ დღეებში, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.

15 ივლისი 2025, 12:49
საზოგადოება
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

15 ივლისი 2025, 12:45
პოლიტიკა
გია აბაშიძე: სუვერენიტეტის შეუვალ დამცველ საქართველოს ემუქრება ევროკრატიის ერთ-ერთი აქტორი, კაია კალასი, რომელსაც დასავლეთში ასე ახასიათებენ - არაკომპეტენტური, არაშორსმჭვრეტელი, ევროპის ინტერესების მოწინააღმდეგე
სუვერენიტეტის შეუვალ დამცველ საქართველოს ემუქრება ევროკრატიის ერთ-ერთი აქტორი, კაია კალასი, რომელსაც დასავლეთში ასე ახასიათებენ - არაკომპეტენტური, არაშორსმჭვრეტელი, ევროპის ინტერესების მოწინააღმდეგე, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის, მუქარას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.

15 ივლისი 2025, 12:43
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ევროკომისარ კაია კალასის განცხადებით, ევროკომისრის სამუშაო მაგიდაზე უკვე არსებობს ე.წ. „ანტიქართული პაკეტი“, რომელიც ორ მოსამართლეზე სანქციების დაწესებას და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვას მოიცავს
საქართველოს დიდი ხანია აღარ ახსენებენ დასავლურ მედია და პოლიტიკურ ველზე, როგორც "შუა დერეფნის" განუყოფელ ნაწილს. როგორც წესი აღმოსავლეთის ენერგომატარებლები თავის დინებას ბაქოში ასრულებენ და შემდგომ სასწაულებრივად - რუმინეთიდან აგრძელებენ თავის დინებას. დღეს ამას დაემატა საქართველოს შავიზღვისპირეთის ნავსადგურების "გაუქმება" და ბრიუსელის ფსონის გაკეთება სომხეთის საპორტო ინფრასტრუქტურაზე შავ ზღვაში. როგორც მინიმუმ ეს არის პიროვნების დეგრადაციაზე აწყობილი საგანმანათლებლო სისტემის შედეგი, როგორც მაქსიმუმ - ამ უკვე დეგრადირებული სისტემის მსხვერპლ-მესვეურების მხრიდან, მათთვის გამაღიზიანებელი და დაუმარცხებელი საქართველოს წინააღმდეგ თავისი აგონიური უკანასკნელი შეტევის მცდელობა - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კაია კალასის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკომისრის სამუშაო მაგიდაზე უკვე არსებობს ე.წ. „ანტიქართული პაკეტი“, რომელიც ორ მოსამართლეზე სანქციების დაწესებას და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვას მოიცავს.

15 ივლისი 2025, 12:39
სამართალი
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული თ.შ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 12:38
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქის გაძევება განხორციელდა, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

15 ივლისი 2025, 12:27
რეგიონი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ე.წ. ნეძვის გზისა და აღმაშენებლის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ე.წ. ნეძვის გზისა და აღმაშენებლის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 4.1-კმ გზის მონაკვეთი რეაბილიტირდება.

15 ივლისი 2025, 12:26
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოსალოდნელ ტემპერატურის მატებასა და ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება. რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

15 ივლისი 2025, 12:21
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენ მხოლოდ ქართველი ხალხის პირობებს ვასრულებთ, მზად ვართ თანასწორუფლებიანი პარტნიორობისთვის და არა ვინმეს ვასალობისთვის - საქართველო შანტაჟს არ ექვემდებარება
მზად ვართ თანასწორუფლებიანი პარტნიორობისთვის და არა ვინმეს ვასალობისთვის, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს."

15 ივლისი 2025, 12:21
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე კაია კალასის განცხადებაზე: რევოლუცია ჩაუვარდათ, ადგილობრივ აგენტურას პულსი აღარ ესინჯება და ბოლო „კარტის“ გათამაშება დაიწყეს - უვიზოს შევაჩერებთ, თუ საქართველოს მთავრობა ჩვენს სურვილებს არ გაითვალისწინებსო
რევოლუცია ჩაუვარდათ, ფინანსები გაანიავეს, ადგილობრივ აგენტურას პულსი აღარ ესინჯება, ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებსაც ვეღარ იყოლიებენ და ბოლო „კარტის“ გათამაშება დაიწყეს - უვიზოს შევაჩერებთ თუ საქართველოს მთავრობა ჩვენს სურვილებს არ გაითვალისწინებსო, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

15 ივლისი 2025, 12:21
საზოგადოება
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით პირველად მასწავლებლებისთვის STEAM ბანაკი ხორციელდება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამის „STEAM განათლება‘‘ ფარგლებში, მასწავლებლებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ბაზაზე STEAM ბანაკი ხორციელდება, რომლის მიზანია, საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერება.

15 ივლისი 2025, 12:16
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა კაია კალასის მუქარაზე: როცა კაია კალასი გვაიძულებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მისი მეუღლე სანქციების გვერდის ავლით თანამშრომლობს რუსეთთან და ავსებს მის ბიუჯეტს - ჩალის ფასი აქვს მის სიტყვასაც და რეზოლუციასაც
ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის მუქარას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.

15 ივლისი 2025, 12:15
კულტურა
„შემოქმედებითი საქართველო“ აცხადებს კონკურსს - „ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“.
პროექტის განხორციელების ვადაა 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება შემოქმედებითი საქართველოს სოციალურ ქსელებში არაუგვიანეს 2025 წლის 25 აგვისტოსი. განაცხადების მიღება წარმოებს 10 – 24 ივლისის 18:00 საათამდე, ელექტრონული ფოსტით: [email protected]

15 ივლისი 2025, 12:12
მსოფლიო
Politico: ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინაში რუსეთის გამარჯვება დროის ამბავია
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელმაც გუშინ ევროპის ქვეყნების ხარჯზე უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ განაცხადა, ფიქრობს, რომ რუსეთს სამხედრო კონფლიქტში უპირატესობა აქვს. ინფორმაციას Politico თეთრი სახლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.