29 ივნისი 2020, 18:13 / სანდო წყარო

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა.

„დღეს ისტორიული დღეა. ხელი მოვაწერე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც დღეს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე ახალ ნაბიჯს წარმოადგენს. ამისთვის, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს, პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას და პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა მას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად ყველა უჭერს მხარს ამ ცვლილებებს, რამეთუ ეს, ჩვენი პროგრესის, დემოკრატიისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯია. სერიოზული ნაბიჯია იმ არჩევნებისკენ, რომელიც ოქტომბერში გველოდება.

მე მივიჩნევ ჩემს თავს პასუხისმგებლად, კონსტიტუციით და არა მხოლოდ კონსტიტუციით - მორალურად, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რათა სტაბილურად მივიდეთ არჩევნების დღემდე. ამისთვის გადავდგი თავის დროზე ის რთული, მძიმე ნაბიჯი, რომელსაც შეწყალება ერქვა.

ეს გადაწყვეტილება მე არ მიმიღია იმიტომ, რომ რომელიმე შეთანხმებაში ეწერა რამე, რომელშიც მე არ ვმონაწილეობდი და არ ვთვლიდი, რომ ვიყავი პასუხისმგებელი. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს ქვეყნის სტაბილურობას ემსახურებოდა.

სწორედ დღეს გამყარდა ქვეყნის სტაბილურობა. არ შეიძლება, ხაზი არ გავუსვა ამ პროცესში ფასილიტატორი ელჩების როლს და მათ მადლობა არ გადავუხადო, რადგან მათი ეს ნაბიჯი, მათი ჩართვაც ორიენტირებული იყო ამ სტაბილურობის გამყარებისკენ.

ყველამ ვიცით, რომ გველოდება რთული პერიოდი. ჩვენი წარმატებები ამ პანდემიის დროს, ჩვენი დღევანდელი სტაბილურობა ბევრს შეიძლება არ აწყობდეს და კიდევ ბევრი გამოწვევა იქნება იმ გზაზე, რომელიც არჩევნებამდე მიგვიყვანს. ამ გამოწვევებს ყველა ერთად გავუმკლავდებით და მჯერა, რომ ჩავატარებთ მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან არჩევნებს, როგორც დაგეგმილია. ისიც მჯერა, რომ ამაში პანდემიაც ვერ შეგვიშლის ხელს“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“ არ მონაწილეობდა.

ცვლილების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებების თანახმად, პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, საარჩევნო ბლოკებისთვის კი ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. ასევე, გაუნაწილებელი მანდატები, თუ ასეთი იქნება, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და ბლოკებზე.

ასევე, გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმიც, კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს.

ყველა სიახლე

სერგი კაპანაძე

13 ივლისი 2020, 17:29

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე: ეს არის კანონი, რომლის მიღება საპარლამენტო ფუნქციებს გვერდზე გადადებს

პრაქტიკულად, პარლამენტი ამბობს, რომ შემდეგი 6 თვის განმავლობაში საგანგებო ზომებს უთმობს მთავრობას ისე, რომ საპარლამენტო კონტროლზე ამბობს უარს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ „ქრონიკაში“ საზოგადობრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

გიგა ბოკერია

13 ივლისი 2020, 17:29

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან კრიტიკული კითხვები ნორმალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია

სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან კრიტიკული კითხვების დასმა, თუ კი არის საფრთხე იმის, რომ ვინმემ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება, ეს ვალდებულება და ნორმალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა.

ოსკარ ორტისი

13 ივლისი 2020, 17:27

COVID19

ბოლივიის ეკონომიკის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლივიის ეკონომიკის მინისტრი, ოსკარ ორტისი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ბოლივიის ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ მინისტრი თავს კარგად გრძნობს.

გიორგი გამსახურდია

13 ივლისი 2020, 17:20

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია: ცოტნეს მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპიც ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით დაიწყო

„ცოტნეს მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან, შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე, ეს ეტაპიც განხორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით, რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ“.

13 ივლისი 2020, 17:18

ეკონომიკა

ISET : იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 13%-ით გაძვირდა

იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 3.9 ლარამდე გაძვირდა. ISET-ის ხაჭაპურის ინდექსი ივნისში წლიურად 13%-ით გაიზარდა. თუმცა მაისთან შედარებით ფასი 4%-ითაა შემცირებული.

13 ივლისი 2020, 17:09

მსოფლიო

გერმანიის ტყეში პოლიცია მშვილდ-ისრით შეიარაღებულ კაცს ეძებს

სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ ოპენაუსთან მდებარე ტყეში პოლიციელები ეძებენ უსახლკარო კაცს, რომელიც მშვილდ-ისრითაა შეიარაღებული. სამძებრო სამუშაოებში ათობით ოფიცერია ჩართული და მას ვერტმფრენის დახმარებით ეძებენ.

13 ივლისი 2020, 17:09

მსოფლიო

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, შეწყვიტონ შეიარაღებული კონფრონტაცია და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ცოფი

13 ივლისი 2020, 17:07

საზოგადოება

ვეტერინარი: ცოფით პატრონიანი და უპატრონო ძაღლები თანაბრად ავადდებიან

სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ზუსტად 50/50-ზე მოდის, პატრონიანი და უპატრონო ძაღლები ცოფით თანაბრად ავადდებიან, ორივე შემთხვევაში საჭიროა აცრა, - ამის შესახებ ვეტერინარმა, ლაშა ავალიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ბარსელონა

13 ივლისი 2020, 17:06

COVID19

15 ივლისს ბარსელონის მიმართულებით დანიშნულ ავიარეისთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, 15 ივლისს დანიშნული სპეციალური რეისი ბარსელონიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდება. ამ რეისს განახორციელებს ავიაკომპანია „Myway Airlines“-ი. რეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით შესრულდება: თბილისი-ბარსელონა - გაფრენა 11:55; ჩაფრენა 15:00.

13 ივლისი 2020, 17:03

მსოფლიო

ჩინეთმა აშშ-ის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

პეკინმა აშშ-ის საჯარიმო სანქციებს უპასუხა. ჩინეთის ახალი სანქციების ქვეშ აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორები მარკო რუბიო და ტედ კრუზი მოექცნენ. ინფორმაციას Deutsche Welle ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 ივლისი 2020, 17:03

COVID19

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 2 349 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 259 652-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 204 ადამიანი ემსხვერპლ, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 13 032-მდე გაიზარდა.

13 ივლისი 2020, 16:56

საზოგადოება

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

11 ივლისს ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის სავადმყოფოში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ეს ინფორმაცია უკანონოდ დაკავებული კაცის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მიაწოდა.

კელი დეგნანი

13 ივლისი 2020, 16:55

პოლიტიკა

ამერიკის საელჩო: საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებაში საქართველოს სიამაყით დავეხმარეთ და აქტიურ მხარდაჭერას განვაგრძობთ

ამერიკის საელჩო საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) ჩამოყალიბებაში საქართველოს სიამაყით დაეხმარა და ტრენინგებით, წვრთნებითა და აღჭურვილობით ცენტრის განვითარებისთვის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ ტექსტშია ნათქვამი.

ხატია დეკანოიძე

13 ივლისი 2020, 16:43

სამართალი

ხატია დეკანოიძე: ბრალდებებს თავი დაანებონ და დააჯერონ ყველა, რომ გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს

ბრალდებებს თავი დაანებონ და დააჯერონ ყველა, რომ ობიექტური გამოძიება მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

13 ივლისი 2020, 16:39

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსით 631 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 631 ადამიანი გარდაიცვალა, მთლიანობაში კი დაავადებამ 72 100 პაციენტი იმსხვერპლა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრაზილიაში სულ COVID-19-ის 1 864 681 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, 1 213 512 კი გამოჯანმრთელდა.

ნიკოლ ფაშინიანი

13 ივლისი 2020, 16:36

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: გარწმუნებთ, პროვოკაციულ ქმედებებს უპასუხოდ არ დავტოვებთ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქმედებები მკაცრ დაგმობას იმსახურებს.

გიორგი ვაშაძე

13 ივლისი 2020, 16:28

პოლიტიკა

„ახალი საქართველო“ ხელისუფლებას სამ მოთხოვნას უყენებს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

„სამი კონკრეტული მოთხოვნა რასაც ვაყენებთ დღეს და რაზეც დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. პირველი - 31 დეკემბრამდე გადავადდეს განბაჟების ვადა, იმიტომ, რომ აგვისტოს ბოლომდეა და ამას უკვე აზრი აღარ აქვს, საზღვრები არ გახსენით. მეორე, გავრცელდეს ეს პირობები პირველი მაისის შემდგომ შემოყვანილ მანქანებზეც და მესამე, დაიწყეთ დაუყოვნებლივ მუშაობა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოდიოდა ძირითადი მყიდველი საქართველოში. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვუშველოთ და რამენაირად დავეხმაროთ ეკონომიკის იმ მიმართულებას, რომელიც უზარმაზარ შემოსავალს ტოვებდა ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

13 ივლისი 2020, 16:23

საზოგადოება

„სი-თი პარკის“-გან 2018 წლის 10 აპრილამდე დაჯარიმებული მოქალაქეები ფინანსური სახდელისგან თავისუფლდებიან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“. კანონპროექტის თანახმად, ჯარიმებისგან და საურავებისგან თავისუფლდებიან ის მოქალაქეები, რომლებთაც აღნიშნული ფინანსური სახდელი კომპანია „სი-თი პარკის“-გან 2018 წლის 10 აპრილამდე დაეკისრათ. ცვლილებები რამდენიმე ათას მოქალაქეს შეეხება რაც ჯამში, დაახლოებით 850 ათას ლარს შეადგენს.

თურქეთის საელჩო

13 ივლისი 2020, 16:17

COVID19

თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

თურქეთის მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის მართვის გენერალური დირექტორატის (Göç İdaresi) მიერ, მიღებული ახალი რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში უცხოელების ყოფნის ლეგალურ ვადებს უკავშირდება, ძალაში ხვალიდან შედის. ამ ინფორმაციას საქართველოს საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

13 ივლისი 2020, 16:15

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე შაქარაშვილის საქმეზე: ამორალურობა განსაკუთრებით იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ამ საქმეს

მაშინ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების ინტერესია ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება და მათ სხვა ინტერესი არ გააჩნიათ, მეორე მხარეს წმინდა პოლიტიკურ მიზანებს ვხედავთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გიორგი შაქარშვილის საქმის კომენტირებისას განაცხადა.