imedi /  01 ივლისი 2020, 12:12 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ყველაზე ძლიერ მხარდაჭერად აცხადებდა თავს, დღეს ბიუროს სხდომას არ ესწრება

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებაა. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„ეს ცვლილებები ეფუძნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და ჩვენ როგორც ქვეყანა, ასევე როგორც პოლიტიკური ძალა და მართველი პოლიტიკური პარტია, კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს პარტნიორებს, რომ დემოკრატიული პრინციპების ერთგული ვართ. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც ამ რეფორმების ყველაზე ძლიერ მხარდაჭერად აცხადებდა თავს, დღეს ბიუროს სხდომას არ ესწრება. საკომიტეტო განხილვაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ. ალბათ ამასაც გარკვეული ახსნა სჭირდება, მათ უნდა აუხსნან საზოგადოებას, რომ რასაც განცხადებებში ეთანხმებიან, მხარს უჭერენ და მერე ამბობენ, რომ ეს მათთვის ყოველთვის იყო დიდი სურვილი და ინიციატივა, როგორ ხდება მერე, რომ იმ საკითხების განხილვაში არ მონაწილეობენ და როგორ ხდება რომ კენჭისყრაში ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს მხარს აღარ უჭერენ “, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

06 ივლისი 2020, 22:40

ეკონომიკა

​ნათია თურნავა: ევროკავშირის წარმომადგენლებთან მხარდაჭერის პროგრამებზე, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სხვა პრიორიტეტებზე ვისაუბრეთ

საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროგრამები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორ ლოურენს მერიდიტთან და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროს ვინსენტ რეისთან.

06 ივლისი 2020, 22:35

ეკონომიკა

გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა

გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა. ის თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

თამარ გაბუნია

06 ივლისი 2020, 22:24

COVID19

თამარ გაბუნია: ქვეყნები, სადაც შეზღუდვებთან მიმართებით ლოიალური დამოკიდებულება და მიდგომა იყო, ვირუსს ვეღარ აკონტროლებენ

„ესეც არის ნიშანი იმისა, რომ შეზღუდვის ღონისძიებების და ფიზიკური სოციალური დისტანცირების გარეშე ვირუსის კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

06 ივლისი 2020, 22:24

პოლიტიკა

ესტონეთი საქართველოსთან საზღვრებს ხსნის

ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის მიერ საზღვრების ეტაპობრივი გახსნის რეკომენდაციის საფუძველზე, 6 ივლისიდან ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ ევროკავშირის არა-წევრი 14 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მომავალ მგზავრებს. ინფორმაციას ესტონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

ჟაირ ბოლსონარუ

06 ივლისი 2020, 22:19

COVID19

ბრაზილიის პრეზიდენტმა ციხეებში პირბადის სავალდებულო ტარების დებულებას ვეტო დაადო

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ ციხეებში პირბადის სავალდებულო ტარების დებულებას ვეტო დაადო. ამის შესახებ ბრაზილიის მთავრობის ოფიციალურ გაზეთში არის ნათქვამი.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივლისი 2020, 22:07

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ნახეთ ვისი მიგნება და ვისი საპასუხო ზომები გამოდგა გენიალური, საქართველოსი თუ შვედეთის

„ჩვენ დიდხანს გვახარბებდნენ რიგი უცხოური ქვეყნებით, განვითარებული ქვეყნებით, ევროპის ქვეყნებით. მაგალითად, გერმანიით. გერმანია ევროპაში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ბევრად უარესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე ჩვენ და განსაკუთრებით შვედეთით, თითქოს ე.წ შვედური მოდელი იყო შვედეთის მთავრობის გენიალური მიგნება. ნახეთ ვისი მიგნება და ვისი საპასუხო ზომები გამოდგა გენიალური, საქართველოსი, თუ შვედეთის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

06 ივლისი 2020, 22:03

სპორტი

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება.

გოგა ხაინდრავა

06 ივლისი 2020, 21:56

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს ის, რაც თავად ჩაიდინა

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს ის, რაც თავად აქვს ჩადენილი და ამ ტაქტიკას პირველივე დღიდან, უკვე 8 წელია, მიმართავს. ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ POSTV-ს გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ განაცხადა. გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რომ ეს არ იყო შემთხვევითი და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს.

ამირან გამყრელიძე

06 ივლისი 2020, 21:48

COVID19

ამირან გამყრელიძე: პანდემია გრძელდება და უფრო ფართო მასშტაბებს იღებს

„საფრთხეა ის, რომ თუ „წესიერად“ არ მოვიქცევით, არ დავიცავთ რეკომენდაციებს, ან ის ხალხი, ვინც თვითიზოლაციაშია, რეკომენდაციას არ დაიცავს ან საზღვრის კონტროლს ოდნავ შევასუსტებთ - შესაძლოა ინფექცია ქვეყანაში შემოვიდეს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გოგა ხაინდრავა

06 ივლისი 2020, 21:37

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ პატიმრებს აწამებდნენ

„დღე არ გადის, რომ სააკაშვილის აღიარებას არ მოვუსმინო, გუშინ ვნახე მისი გამოსვლს სტუდენტებთან, სადაც ის აღიარებს, რომ ისინი აწამებდნენ პატიმრებს

06 ივლისი 2020, 21:37

პოლიტიკა

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყება: თბილისი განაგრძობს სხვისი მიწების დაპყრობისა და რევანშის შესახებ ოცნებას

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერებულ ყოფნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი

06 ივლისი 2020, 21:36

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მორიგ სკანდალში გაეხვა

სააკაშვილის უკრაინაში საქმიანობა შესაძლოა, ისევ ხანმოკლე აღმოჩნდეს. როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, ყოფილი პრეზიდენტი ისევ სკანდალშია. უკრაინული ვებ გვერდის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერები, გამოსვლა, რომელმაც მოსამართლეთა მწვავე კრიტიკა გამოიწვია და ბრალდება, რის საფუძველზეც ჟურნალისტებმა ადგილობრივ საგამოძიებო უწყებებს უკვე მიმართეს - ეს ყველაფერი სააკაშვილის მიერ დაკავებულ პოსტთან წინააღმდეგობაში მოდის. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ზელენსკის ადმინისტრაციის წევრთა უმეტესობა უკვე სააკაშვილის გადაყენებას ითხოვს.

06 ივლისი 2020, 21:32

რეგიონი

მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული.

06 ივლისი 2020, 21:22

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმის მომზადების საქმეზე აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმის მომზადების საქმეზე დაზარალებული ჯემალ შამათავა და აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი დაიკითხა.

ივანე ჩხაიძე

06 ივლისი 2020, 21:18

საზოგადოება

ივანე ჩხაიძე: 2 კვირა ის მინიმუმია, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვმა დაისვენა

როცა ჰაერის გამოცვლა განიხილება თქვენი ძირითადი საცხოვრებელი ადგილიდან სხვა რაიონში გადანაცვლება და ზაფხულის იქ გატარება, ნებისმიერ შემთხვევაში კარგია. თბილისი სუფთა ქალაქების ჩამონათვალს არ მიეკუთვნება, ასე, რომ თუ ჰაერის გამოცვლაში ამას გულისხმობთ, აუცილებლად კარგია - ამის შესახებ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ენდრიუ კუომო

06 ივლისი 2020, 21:11

COVID19

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი: ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, გაიხსნება თუ არა შემოდგომაზე სკოლები

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ შემოდგომაზე შტატის ტერიტორიაზე სკოლების გახსნის პერსპექტივებზე ისაუბრა. გუბერნატორის თქმით, ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ გაურკვეველია.

ივანე ჩხაიძე

06 ივლისი 2020, 20:46

საზოგადოება

ივანე ჩხაიძე: ვთხოვ მშობლებს, ზაფხული ბავშვებმა აქტიური ცხოვრებისთვის გამოიყენონ

„პანდემიის განმვალობაში ჩვენი ბავშვები სამთვიანი იზოლირების, მკვეთრი შეზღუდვის და ცხოვრების წესის შეცვლის გამო გარკვეული ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკის წინ დადგნენ და ეს ქრონიკული დაავადებები პირველ რიგში უკავშირდებოდა ფიზიკური აქტიურობის მკვეთრ შეზღუდვას ან საერთოდ არარსებობას და კვების განსაკუთრებულ რეჟიმს, რომელიც პანდემიის პირობებში ასევე გამოწვეული იყო აქტიურობის შეზღუდვით.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივლისი 2020, 20:42

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჩემი მოლოდინია, რომ ავიცილებთ მეორე ტალღას, ან გადავავადებთ მას

ჩემი მოლოდინია, რომ ჩვენ ავიცილებთ მეორე ტალღას, ან გადავავადებთ მას. ამის საფუძველს მაძლევს ის რეგულაციები რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა და ჯერჯერობით ეს რეგულაციები სრულდება, ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძე

06 ივლისი 2020, 20:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რეგულაციების ვადის წლის ბოლომდე გადაწევა უპრიანი იქნება

რეგულაციების ვადის გადაწევა წლის ბოლომდე უპრიანი იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ ამ რეგულაციებით ვიცავთ მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე ვიცავთ ინტერესს, რომ ეკონომიკას მიადგეს ნაკლები ზიანი. რეგულაციების არსებობის პირობებში ჩვენ ეკონომიკა უფრო მეტად გავხსენით.

კობა გვენეტაძე
კელი დეგნანი

06 ივლისი 2020, 20:31

ეკონომიკა

კელი დეგნანი: ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა ძალიან კარგად გაართვა თავი ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციის მართვას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში გაიმართა.