ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ
ფოტო: არქივი
ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ხელს „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „ახალი საქართველო“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“, „ევროპული დემოკრატები“ და „ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ აწერენ ხელს.
„პოლიტიკური პარტიების, საქართველოს მოქალაქეების, აქტივისტებისა ძალისხმევით და საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა თავად მიეღო იმგვარი ცვლილებები, რაც არსებითად პროპორციული არჩევნების ჩატარებას შესაძლებელს ხდის. მადლობა ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, აქტივისტთა ჯგუფს, სამოქალაქო მოძრაობებსა და მოლაპარაკებათა ფასილიტატორებს, საქართველოს ყველა მეგობარს რომლებიც მხარს უჭერენ ამ ცვლილებებს.
მიუხედავად იმისა რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა მისთვის ხელის შესაშლელად, გავრილოვის ღამის შემდეგ დაწყებული დემოკრატიზაციის პროცესმა შედეგი გამოიღო. ეს შედეგი გარანტიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ მოსული ხელისუფლება უკონტროლოდ არ დარჩეს. ბიძინა ივანიშვილმა კომიკურ მდგომარეობაში კიდევ ერთხელ ჩაიგდო თავი როცა არსებითად პროპორციულ საარჩევნო მოდელზე გადასვლას, ოპოზიციაზე გამარჯვებად აცხადებს, საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეულ შედეგს კი თავის სურვილს არქმევს.
8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება,უნდა შეწყდეს.
გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა, მნიშვნელოვანი საკითხია.აქტიურ სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად, არსებითად პროპორციული არჩევნების მიღწევაში, დიდი როლი ითამაშა დემოკრატიული ოპოზიციის ერთიანობამ და მტკიცე პოზიციებმა. ის თუ როგორ მივაღწიეთ არსებითად პროპორციულ არჩევნებს, მაგალითია მომავალი თანამშრომლობისა და კონსოლიდაციისთვის, რაც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად. მიუხედავად ჩვენს შორის არსებული არსებითი განსხვავებისა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვაპირებთ მივუდგეთ მომავალ პოლიტიკურ პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 11:28
მსოფლიო
პოლონეთმა უკრაინაზე რუსული იერიშების გამო დილის განმავლობაში გამანადგურებლები ჰაერში მეორედ აწია
პოლონეთმა უკრაინის რეგიონებზე რუსეთის მასშტაბური დარტყმების გამო დილიდან სამხედრო ავიაცია ჰაერში ორჯერ აწია. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ცნობით, დაახლოებით 08:00 საათზე პოლონური გამანადგურებლები ბაზირების ადგილებს დაუბრუნდნენ. მაშინ სამხედრო უწყებამ აღნიშნა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა არ დაფიქსირებულა.
24 სექტემბერი 2026, 11:27
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ლუქსემბურგი იქნება მხარდამჭერი და გამჟღერებელი იმ ხმისა, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს და რის გაჟღერებასაც ჩვენ დეპუტატთა პალატასთან სათანადო შეხვედრის პირობებში ვაპირებთ
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქართული მხარის სიმართლე დაინახოს და გაიგოს ყველა ჩვენმა პარტნიორმა ევროპაში, ამჯერად ლუქსემბურგმა, რადგანაც ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ქართული სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების სწორი, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, აუცილებლად ნახავს იმ სწორ გზას გაგებისა და აღქმისა ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ლუქსემბურგი იქნება მხარდამჭერი და გამჟღერებელი იმ ხმისა, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს და რის გაჟღერებასაც ჩვენ დეპუტატთა პალატასთან სათანადო შეხვედრის პირობებში ვაპირებთ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
24 სექტემბერი 2026, 11:24
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ლუქსემბურგში რამდენიმე დღეში დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო და ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ჰქონდეს სამართლიანი დამოკიდებულება
ლუქსემბურგში რამდენიმე დღეში დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო და ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
24 სექტემბერი 2026, 11:15
მსოფლიო
სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ისთვის, MS NOW-სა და Politico-სთვის თეთრი სახლის აკრედიტაციების აღდგენა დაავალა
ერთი კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული მედიასაშუალებების ჟურნალისტები ყალბი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა და მათ თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. სამივე გამოცემამ სასამართლოში ერთობლივი სარჩელი შეიტანა. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ აკრძალვა არღვევს კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომელიც სიტყვისა და პრესის თავისუფლებას უზრუნველყოფს, და ჟურნალისტებს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონიერ უფლებას ართმევს.
24 სექტემბერი 2026, 11:06
ეკონომიკა
გიგლა თამაზაშვილი: ჩვენი მიზანია, თითოეულ წყალმომხმარებელს ჰქონდეს სწრაფი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე ახლად ჩამოყალიბებული სამსახურის ფუნქციები, სამუშაო პროცესში შესაძლო გამოწვევები, ოპერატიული რეაგირების მექანიზმები და მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.
24 სექტემბერი 2026, 11:06
მსოფლიო
რუსეთის იერიშს კიევში 2 ადამიანი ემსხვერპლა
„დღეს რუსებმა კიევზე ბალისტიკური დარტყმა სწორედ იმ მომენტში განახორციელეს, როდესაც კონგრესმენებთან შეხვედრაზე ლინდსი გრემის კანონპროექტსა და სანქციების გამკაცრების აუცილებლობას განვიხილავდით. რუსეთი ამ ომს ზეწოლის გარეშე არ დაასრულებს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
24 სექტემბერი 2026, 11:05
საზოგადოება
უწყებათაშორისმა კომისიამ საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხებზე, მათ შორის თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე, იმსჯელა
სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხელმძღვანელობდნენ.
24 სექტემბერი 2026, 10:59
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ქუჩის პროტესტზე: ეს არის ჩვეულებრივი აგრესიული თემი, რომლის მიზანიც არის დესტრუქციის შემოტანა საზოგადოებაში. აქ გამორჩეული როლი აქვთ ბრიუსელის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში კვებავდნენ სწორედ ამ დესტრუქციას ქართულ საზოგადოებაში
ყველაფერი თავისი გარდაუვალი დასასრულისკენ წავიდა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ქუჩის პროტესტის შესახებ, რომელზეც ვრცელი პოსტი დღეს სოციალურ ქსლეში პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა.
24 სექტემბერი 2026, 10:56
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში 29 დევნილს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით ხელის ტრაქტორები გადაეცა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ 29 დევნილს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, ხელის ტრაქტორები გადაეცა.
24 სექტემბერი 2026, 10:45
პოლიტიკა
მუსიკოსი „კორძი" გაუქმებული კონცერტის გამო, ორგანიზატორებისგან პასუხს ითხოვს: ღონისძიების სპონსორები, ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი, ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციაში რეაგირების არარსებობა ნორმალურია - მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური არ არის
მუსიკოსი „კორძი", მის გაუქმებულ კონცერტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და აკრიტიკებს ღონისძიების სპონსორებს - ევროკავშირს, გოეთეს ინსტიტუტსა და დანიის კულტურის ინსტიტუტს, რომლებმაც, მისი თქმით, ეს სიტუაცია რეაგირების გარეშე დატოვეს.
24 სექტემბერი 2026, 10:36
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ოკუპაციაზე, ხაზს გაუსვამს დიპლომატიისა და შერიგების მნიშვნელობას, ისაუბრებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სტრატეგიულ პროექტებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა, - განუცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.
24 სექტემბერი 2026, 10:34
საზოგადოება
ლაშა ავალიანი WOAH-ის ევროპის რეგიონული კომისიის კონფერენციაში მონაწილეობდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა ლატვიის ქალაქ რიგაში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ევროპის რეგიონული კომისიის რიგით 32-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
24 სექტემბერი 2026, 10:30
თავდაცვა
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები ზაფხულის საბაზისო კურსს გადიან.
24 სექტემბერი 2026, 10:29
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს და 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
24 სექტემბერი 2026, 10:29
კულტურა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს
ღონისძიება საზეიმოდ ქართული სტუდენტური და ახალგაზრდული ანსამბლების კონცერტით გაიხსნა. ანსამბლები და მეცნიერები ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. ღონისძიების ფარგლებში დღეს კონსერვატორიის მცირე დარბაზში, გაიმართება კონცერტი, დიდი ბრიტანეთიდან, შოტლანდიიდან, ავსტრალიიდან, საფრანგეთიდან და უნგრეთიდან ჩამოსული ანსამბლების მონაწილეობით.
24 სექტემბერი 2026, 10:25
საზოგადოება
კინოს სახლში ფილმის „დაუვიწყარი სიყვარული” პრემიერა გაიმართა
კინოსურათი აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ ადამიანებსა და მათ ხსოვნას ეძღვნება. ფილმის სიუჟეტი ერთი წყვილის სიყვარულის ისტორიის ფონზე ვითარდება. ნინო მირცხულავას ნამუშევარი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა, მაყურებელს სოხუმის ქუჩებში ამოგზაურებს და ახსენებს იმ დროს, როდესაც ომამდე სხვადასხვა ეროვნების ადამიანები მშვიდობიანად, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით თანაცხოვრობდნენ.
24 სექტემბერი 2026, 10:24
სამართალი
პოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს.
24 სექტემბერი 2026, 10:24
კულტურა
ნიუ-იორკის სასამართლომ ჰარვი ვაინშტაინს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლოში გამოსვლისას ვაინშტაინმა საკუთარი უდანაშაულობის შესახებ განაცხადა. „გულწრფელად ვწუხვარ იმ ტკივილის გამო, რაც მირიამ ჰეილიმ განიცადა. თუმცა იძულებული ვარ, კიდევ ერთხელ განვაცხადო ჩემი უდანაშაულობის შესახებ“, - აღნიშნა მან.
24 სექტემბერი 2026, 10:17
სპორტი
17 ოქტომბერს საქართველოში ქართული საბრძოლო ორგანიზაცია „რკენა“ და ამერიკული MMA-ის გიგანტი PFL ისტორიულ ერთობლივ ღონისძიებას გამართავენ
საქართველო MMA-ის მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს. 17 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, ქართული საბრძოლო ორგანიზაცია „რკენა“ და ამერიკული MMA-ის გიგანტი PFL ისტორიულ ერთობლივ ღონისძიებას გამართავენ.
24 სექტემბერი 2026, 10:13
სპორტი
სპორტის მინისტრი ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა
ქალაქ ყვარელში ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დასკვნით შეკრებას გადიან. შალვა გოგოლაძემ მათ წარმატებული ასპარეზობა უსურვა და აღნიშნა, რომ სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.


