03 ივლისი 2020, 10:29 / სანდო წყარო

კარლ ჰარცელი: ვწუხვარ, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით მიღების შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული

კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელი

გუშინ, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რაც ერთ წელზე მეტი ხნის წინ დაწყებული პროცესის შედეგი იყო და რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა აქტიურად უჭერს მხარს. ვწუხვარ, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული, - ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ახალი საარჩევნო კანონმდებლობის დამტკიცებას.

„მივესალმები ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებულ სასიკეთო ცვლილებებს კანონმდებლობაში, მათ შორის საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა მიერ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლებების რეგულირებას, მეორე ტურებისთვის მკაფიოდ განსაზღვრულ რეგულაციებს, ქალთა წარმომადგენლობის მხარდაჭერას, საარჩევნო კომისიების წევრებთან მიმართებაში ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვასთან დაკავშირებული წესების დახვეწასა და პარტიების დაფინანსების რეგრესული მოდელის დანერგვას.

სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება ეუთო/ოდირის მიერ რეკომენდებულ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა ამომრჩეველზე ზეწოლა, დავების განხილვა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება; ვწუხვარ, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული.

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტი იქნება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების - დაიცვას დემოკრატიული პროცესები და კანონის უზენაესობა - შესრულების შესაფასებლად. ველი, რომ პროცესი ახალი წესების დაცვით ჩატარდება და არჩევნებისთვის შემდგომი მზადება განხორციელდება; ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს საქართველოსთვის დახმარების გაწევა მისი მიზნის მიღწევაში, რაც შემოდგომაზე არჩევნების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას გულისხმობს“ - აღნიშნულია ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

ლევან მუხუზლა

26 სექტემბერი 2026, 21:37

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, როგორც კონკურენტი, ღვინის ბიზნესში არ ჩაერიოს

სახელმწიფო ნებისმიერი ხარისხის ყურძნიდან ხდის სპირტს. ეს არის მიზეზი, რატომაც ეს ყველაფერი იყრება გადამამუშავებელ ერთ ხაზში და ერთად დუღს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ თელავიდან ჩართვისას მევენახე გოგი კაკაბაძემ. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს პრინციპულად არ ამზადებს ღვინოს.

26 სექტემბერი 2026, 21:30

ეკონომიკა

„40%-იანი დივერსიფიკაცია გვაქვს ღვინის ბაზრების, სახელმწიფო ათეულ მილიონობით ლარს ხარჯავს, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოხდეს ევროპის, ამერიკის, ჩინეთის ბაზარზე“ - ირაკლი ქადაგიშვილი კითხვაზე, დგამს თუ არა სახელმწიფო ტრადიციული ბაზრის დივერსიფიცირებისთვის ნაბიჯებს

მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღევანდელი გადაცემა აშკარად არ ემსახურება წარმატებული რთველის აქცია, ეს არის კრიტიკული აზრის გადაცემა და ამისთვის მადლობას ვუხდი ტელეკომპანია „იმედს“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ თელავიდან ჩართვისას მევენახე აკაკი კეკენაძემ. მისივე თქმით, მევენახეების პროტესტზე ხელისუფლების შემხვედრი, პოზიტიური ნაბიჯი დასაფასებელია, თუმცა ეს დარგში არსებულ დიდ პრობლემებს ვერ გადაფარავს.

26 სექტემბერი 2026, 21:20

კულტურა

კულტურის სამინისტრო: ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია

ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 21:20

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ყურძენი კი არ არის ბიზნესი, ბიზნესი არის უკვე პროდუქტი - ღვინო. მაგრამ, არის ყურძნის ჯიშები, რომლებიც თავისთავად ბიზნესია და ასეთი არის ე.წ. სუფრის ყურძენი

„სუფრის ყურძენი“ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებშია გავრცელებული. როცა ამის სეზონი დგება, ეს ყურძენი 10-15 ლარი ღირს, ამიტომ, შეგვიძლია, იმ ადგილებში, სადაც შაქრიანობაა და იმ ყურძნის ჯიშს არ სჭირდება შაქრიანობა, ჩანაცვლების პროგრამა განვახორციელოთ. ჩვენი მეზობელი სომხები ამას მშვენივრად აკეთებენ და ჩვენს ბაზარზე მათი პროდუქცია იყიდება. ამიტომ შეგვიძლია ამ მიმართულებითაც ახალი პროექტი განვახორციელოთ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2026, 20:59

სპორტი

ირაკლი კობახიძე: მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა, დღემდე ყველაზე დიდ წარმატებას ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია

მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.

ვილი სანიოლი

26 სექტემბერი 2026, 20:50

სპორტი

ვილი სანიოლი: მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა - ველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით. მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება. სანიოლი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ფეხბურთის ფედერაციას და ნაკრების ფეხბურთელებს.

26 სექტემბერი 2026, 20:48

ეკონომიკა

„განუწყვეტლივ მესმის სპეკულაცია, რომ სახელმწიფო იბარებს 30 თეთრად, ლაპარაკია არა ყურძენზე, არამედ მკვახე პროდუქტზე, გაუგებარია რატომ უნდა დაფასდეს აღნიშნული პროდუქტი მეტად“ - ლევან მეხუზლა კითხვაზე, რატომ სთავაზობენ მევენახეს 30 თეთრს 1 კგ ყურძენში, რომლის მოყვანაც 1 ლარამდე ჯდება

რეგულაცია მანიფესტი არ არის, რომ გამოაქვეყნებ და უნდა შეასრულო, ხალხთან კონსულტაცია უნდა გაიარონ, გლეხებთან უნდა ისაუბრონ, სირცხვილია უბრალოდ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ თელავიდან ჩართვისას მევენახე გოგი კაკაბაძემ. მისი თქმით, მევენახეს 1 კგ ყურძნის მოყვანა 80 თეთრიდან 1 ლარამდე უჯდება.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 20:47

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: საზღვარს ვერ გადმოკვეთს ვერცერთი შხამქიმიკატი, თუ ის ყველა შესაბამის საერთაშორისო სტანდარტს არ აკმაყოფილებს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი,“ სასუქების ხარისხზე ისაუბრა.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 20:37

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ფერმერთა რეგისტრაციის ახალი სისტემა სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ მევენახეობა-მეღვინეობისთვის კიდევ დამატებითი კომპლექსური პროგრამები შემოვიდეს, რომ ყურძენი მივიდეს თავის რეალურ დანიშნულებამდე - არა უბრალოდ ჩაბარება, არამედ ღვინის მიღება

ფერმერთა რეგისტრაციის ახალი სისტემა სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ მევენახეობა-მეღვინეობისთვის კიდევ დამატებითი კომპლექსური პროგრამები შემოვიდეს, რომ ყურძენი მივიდეს თავის რეალურ დანიშნულებამდე - არა უბრალოდ ჩაბარება, არამედ ღვინის მიღება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.

26 სექტემბერი 2026, 20:21

მსოფლიო

მედია: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2022 წლის შემდეგ ლავროვს პირველად შეხვდა

გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფულმი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 20:18

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მევენახეობა, მეღვინეობა ეს არის სოფლის მეურნეობის დარგი, რომელსაც თავისი ეკონომიკური მიზნები შეიძლება გააჩნდეს - ჩვენ ყოველთვის მოტივირებული ვიქნებით, რომ დარგის განვითარებისთვის საუკეთესო პრაქტიკა დავნერგოთ

ღვინის ტრადიცია არა მხოლოდ 8-ათასწლოვანი ისტორიაა, ეს ყველაფერი დამატებით ეროვნულ, პოლიტიკურ და სოციალურ დატვირთვას სძენს ამ დარგს, ამიტომაც არის, რომ აქ სახელმწიფოსა და საზოგადოების მიდგომა ამ მიმართულებით ძალიან სენსიტიურია.

ლევან მეხუზლა

26 სექტემბერი 2026, 20:13

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: ქართული ღვინო უნდა იყოს საუკეთესო, ნედლეული, რომლისგანაც ღვინო მზადდება, უნდა იყოს მაღალი ხარისხის

ქართული ღვინო უნდა იყოს საუკეთესო, უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. ღვინო იბადება ვენახში, ამიტომ ერთიორად მნიშვნელოვანია, რომ ის ნედლეული, რომლისგანაც ღვინო მზადდება, იყოს მაღალი ხარისხის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ. მისივე თქმით, მეღვინეობა რომ საქართველოსთვის სტრატეგიული დარგია და ეს კანონით არის აღიარებული 1997 წლიდან.

შალვა პაპუაშვილი

26 სექტემბერი 2026, 19:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ეროვნულ ნაკრებზე თავდასხმაზე: საქმე გვაქვს სექტასთან, რომელსაც თავისმა ქურუმებმა მოუხაზეს, თუ ვინ არიან მათი მტრები. მტრებზე თავდასხმა, ზიზღი წარმოადგენს მათ რელიგიურ, სექტის აქტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში წარმოებული აგრესიული კამპანია შეაფასა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამ მოვლენას უნდა შევხედოთ, როგორც კლინიკურ მოვლენას, როდესაც დაბინდული გონების მქონე ფუნდამენტური სექტის წევრები თავს ესხმიან ესხმიან სხვებს.

ზაალ ანჯაფარიძე

26 სექტემბერი 2026, 19:20

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციაზე: ისევ იგივე სურათი და კომბინაცია, ისევ იგივე სახეები და სახელები, იგივე გზავნილები, რომელთა შინაარსი ერთია - ჩვენ ადგილზე არაფერი შეგვიძლია და ამიტომ თქვენ დაგვეხმარეთ შევცვალოთ ეს ხელისუფლებაო. აი, სწორედ ამიტომ ვერ მიიღებენ ვერასდროს ხალხის მხარდაჭერას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის მიერ საფრანგეთის პარლამენტში გამართული შეხვედრების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის გზავნილები კვლავ უცვლელია და მათი მთავარი სათქმელი ისაა, რომ ხელისუფლების შეცვლა თავად არ შეუძლიათ და ამისთვის უცხოელი პარტნიორების დახმარებას ითხოვენ.

26 სექტემბერი 2026, 19:16

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება

„ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, გათვალისწინებულია ფასადზე დაზიანებული ბათქაშის მონაკვეთებისგან კედლების გასუფთავება და გაშიშვლებული ადგილების გალესვა. ასევე, სარდაფის სივრცეში არსებული ბზარები შეივსება მაღალი სიმტკიცის ქვიშა-ცემენტის ან პოლიმერ-ცემენტის ხსნარით. შენობის მდგომარეობაზე ექსპლუატაციის პერიოდში გაგრძელდება მუდმივი დაკვირვება“,

26 სექტემბერი 2026, 19:12

ეკონომიკა

აჭარა ტოკიოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

გამოფენის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები ტურისტულ კომპანიებთან, მედიისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან , იაპონიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდისა და ქვეყანაში იაპონელი ტურისტების მოზიდვის მიზნით. სამუშაო შეხვედრებში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა. გამოფენა 24 სექტემბერს გაიხსნა და 28 სექტემბერს დასრულდება.

26 სექტემბერი 2026, 19:09

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის'' „ქურდული სამყაროს'' წევრობის და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტებზე ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს'' ორმა წევრმა, პირადი შურისძიების მოტივით, მკვლელობა დაგეგმა. უშუალოდ შემსრულებლად თბილისიდან გურიაში ჩაიყვანეს მათი გარემოცვის წევრი, რომელსაც დაკავების შემთხვევაში დაჰპირდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში მხარდაჭერას, მფარველობას და მატერიალურ უზრუნველყოფას.

მაია ბითაძე

26 სექტემბერი 2026, 19:07

კულტურა

მაია ბითაძე: ლევილი იყო საქართველო საფრანგეთში. და ეს მხოლოდ ისტორიული სიტყვები არ არის. იმ ადამიანებმა, რომლებმაც სამშობლო იძულებით დატოვეს, აქ შეინარჩუნეს ის, რაც ყველაზე ძვირფასი ჰქონდათ - საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნო ამ ისტორიული ადგილის ახალი სიცოცხლის დაწყება. 1922 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში დაიდო ბინა, ეს ადგილი საქართველოს ეროვნული იდეის, თავისუფლებისა და ქართული კულტურის ერთგულების კერად იქცა. ლევილი იყო საქართველო საფრანგეთში. და ეს მხოლოდ ისტორიული სიტყვები არ არის. იმ ადამიანებმა, რომლებმაც სამშობლო იძულებით დატოვეს, აქ შეინარჩუნეს ის, რაც ყველაზე ძვირფასი ჰქონდათ - საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

შალვა პაპუაშვილი

26 სექტემბერი 2026, 19:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ბურჭულაძის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი აღიარება 4 ოქტომბრის გადატრიალების ორგანიზატორების მხრიდან, თუ რა იყო მათი მიზნები, რა ეტაპზე მივიდნენ და რა მომენტში დამარცხდნენ

„ამ ადამიანებმა 7 ათასი ქართველი აიყოლიეს. 7 ათასი საქართველოს მოქალაქე 4 ოქტომბერს მივიდა, რომ სისხლი დაეღვარა, რომ სამოქალაქო ომი ყოფილიყო. ეს სექტა მზად იყო, საქართველოში 90-იანი წლები გაემეორებინა, ხელისუფლება დაემხო და საქართველოში სისხლიანი დაპირისპირება წამოეწყოთ. აი ამ მზაობით, 7 ათასი მოქალაქე მივიდა, საკუთარი სამშობლო არეულობისთვის გაწირა. აქედან 20-30 ადამიანია დაკავებული და ამაზეც არ უნდათ, რომ პასუხი აგონ “, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

26 სექტემბერი 2026, 18:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყოველ ჯერზე, როდესაც „ალდე“-ს მხრიდან იქნება რაიმე სახის პრეტენზია საქართველოს მიმართ, უნდა მივუტრიალდეთ და ვუთხრათ, რომ არიან ტერორისტების შემწყნარებლები და ახლა თუ რეაგირება არ ექნებათ, არიან ქსენოფობიის შემწყნარებელი ალიანსი

ყოველ ჯერზე, როდესაც „ალდე“-ს მხრიდან იქნება რაიმე სახის პრეტენზია საქართველოს მიმართ, უნდა მივუტრიალდეთ და ვუთხრათ, რომ არიან ტერორისტების შემწყნარებლები და ახლა თუ რეაგირება არ ექნებათ, არიან ქსენოფობიის შემწყნარებელი ალიანსი, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.