imedi /  07 ივლისი 2020, 15:53 / სანდო წყარო

ზაზა გაბუნია: განვიხილეთ დოკუმენტი, რომლითაც ახალგაზრდების მხარდაჭერა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი ხდება

ზაზა გაბუნია

ზაზა გაბუნია

პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე დადგენილების პროექტი - „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“, განიხილეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორმოცდაათი დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პარლამენტის დადგენილების პროექტი დეპუტატებმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.

ერთ-ერთი ინიციატორის, ირინე ფრუიძის განცხადებით, ახალგაზრდობა საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს.

მისი თქმით, ამ პოტენციალის სრული რეალიზებისთვის აუცილებელია, სახელმწიფომ შექმნას სათანადო პირობები, მყისიერად უპასუხოს მათ გამოწვევებს, გაატაროს თანმიმდევრული საჯარო და ინტეგრირებული ახალგაზრდული პოლიტიკა - ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად.

საქართველოს 14-დან 29 წლის მოზარდებისა და ახალგაზრდების ადამიანურ კაპიტალში სათანადო სახელმწიფო რესურსის ინვესტირებისთვის და საზოგადოების ამ ასაკობრივი ჯგუფის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ მომზადდა კონცეფციის დოკუმენტი, რომლითაც საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკის 5 სტრატეგიულ პრიორიტეტს და 2030 წლამდე 21 მოსალოდნელ შედეგს, რომელთა მიღწევაზე პასუხისმგებელია ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი“, რომელსაც მოჰყვა 2015-2020 წლებისთვის შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება.

მისივე თქმით, აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულებამ ხელი შეუწყო ახალგაზრდების გაძლიერებას და საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს სისტემურ მიდგომას.

„მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ახალგაზრდების წინაშე კვლავ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, განათლებასა და დასაქმებას, რესურსებსა და შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას, საზოგადოებრივ ცხოვრებასა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას. ახალგაზრდული პოლიტიკის ტრანსვერსალური ხასიათიდან გამომდინარე გამოწვევას წარმოადგენს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის ეფექტიანი მართვის და პროცესებში სათანადო კოორდინაციის უზრუნველყოფა ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის პროექტი, რომელიც მომზადდა ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე განსაზღვრავს მომდევნო წლებში სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად ამოცანებს.

„საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 28 მარტს დამტკიცებული დოკუმენტისგან „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა“ განსხვავებით, პარლამენტის კონცეფციის დოკუმენტი განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ 2030 წლამდე შესასრულებელ კონკრეტულ ამოცანებს და მოსალოდნელ შედეგებს. კონცეფცია ითვალისწინებს 2030 წლამდე ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან, მთელი რიგი ამოცანების გადაჭრასა და შესაბამისი ქმედებების განხორციელებას. დადგენილების მიხედვით, საქართველოს მთავრობამ კონცეფციის პრიორიტეტების შესაბამისად, 2021 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადება და დამტკიცება“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი განსაზღვრავს ახალგაზრდობის საკითხებში სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებს და განხორციელებაზე პასუხისმგებელი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მმართველობა.

„რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ჩვენ მიერ დაარსებულ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმზე განიხილა ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხები. მოხარული ვარ, რომ ამ ხედვებმა შეიძინა საკანონმდებლო ინიციატივის ფორმა და შინაარსი“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს ეროვნული გამოცდების მეორე დღეა. მისივე ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებზე, დაახლოებით, 6500 მოსწავლე გადის.

„მხოლოდ ერთი ბარიერი აქვთ საგამოცდო ტესტით გადასალახი, სხვა მხრივ, ყველა ბარიერი მოხსნილია. ეს ერთი თვე მათთვის შეიძლება გადამწყვეტი იყოს, მაგრამ სამომავლოდ ყველაზე მნიშვნელოვანია,რამდენად ექნებათ პროფესიების დაუფლების შემდეგ ცხოვრებაში მათი გატარების შესაძლებლობა“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მომხსენებელმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

კომიტეტებმა წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ყველა სიახლე

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 23:16

პოლიტიკა

სალია: კომიტეტის სხდომაზე ვისაუბრე იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს საჯარო მმართველობის განვითარების სფეროში - ჩვენი მაგალითი ბევრისთვის არის საინტერესო, ბევრი აღიარებს საქართველოს წინსვლას საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესში

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

კეროლაინ ლევიტი

15 აპრილი 2026, 23:15

მსოფლიო

თეთრი სახლი ირანთან შეთანხმების პერსპექტივებს დადებითად აფასებს

თეთრმა სახლმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან „შეთანხმების პერსპექტივებს დადებითად აფასებს“. ამასთანავე აღინიშნა, რომ პირისპირ მოლაპარაკებების პოტენციური მეორე რაუნდის სავარაუდო ადგილი პაკისტანი იქნება.

15 აპრილი 2026, 22:52

საზოგადოება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით (გმირთა მოედნის პანდუსთან) 16 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.

15 აპრილი 2026, 21:43

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 21:35

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ

13 მარტს, თეირანის ენყელაბის მოედანზე უზარმაზარი ბილბორდი გამოჩნდა. მასზე გამოსახული იყო ირანის ახლად არჩეული უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც სანგარში დგას და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლებს მტრების მიმართულებით რაკეტების გაშვების მითითებას აძლევს. ტექსტი მიანიშნებდა, რომ ეს მისია ღვთიური შთაგონებითაა ნაკარნახევი და ხამენეის ადარებდა იმამ ალის - მუსლიმთა შორის პატივსაცემ ფიგურას, რომელიც ებრაულ ტომებზე მოპოვებული ლეგენდარული გამარჯვებითაა ცნობილი - ირანის რეჟიმის ოპონენტებისთვის ეს გამოსახულება მათი ყველაზე საშინელი კოშმარის ვიზუალური გამოხატულებაა: მილიტარიზებული ირანი, რომელსაც უფრო ახალგაზრდა, რადიკალი ლიდერი მართავს და სადაც რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კიდევ უფრო დომინანტურ როლს ასრულებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ.

ბორის პისტორიუსი

15 აპრილი 2026, 21:03

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს

უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს. როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

15 აპრილი 2026, 20:53

საზოგადოება

ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია-რესტავრაცია, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებისკენ მოძრაობის მიმართულება დროებით იცვლება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

17 აპრილიდან სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყება.

15 აპრილი 2026, 20:50

სამართალი

პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 აპრილს, ქალაქ სიღნაღში, ბრალდებულმა მიუსაფარ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ბასრი საგანი, რამაც ცხოველის დასახიჩრება გამოიწვია.

15 აპრილი 2026, 20:46

საზოგადოება

როგორი იქნება ფორმა საჯარო სკოლებში? - დიზაინი დამტკიცებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2026-2027 სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება. დიზაინი უკვე ცნობილია.

15 აპრილი 2026, 20:46

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გიგა ავალიანის მკვლელობის რეზონანსული საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ.

15 აპრილი 2026, 20:41

რეგიონი

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტში - აშენდება 1000-კაციანი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც ადგილობრივებს მოემსახურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, 1000 მაყურებლისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. პროექტი ისეთი სივრცის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

15 აპრილი 2026, 20:41

მსოფლიო

El Pais: ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს

ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.

15 აპრილი 2026, 20:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის (AIPA) გენერალურ მდივანს, ქემ ვიდიას შეხვდა.

მაია ბითაძე

15 აპრილი 2026, 20:38

პოლიტიკა

მაია ბითაძე: მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის

მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის, - განუცხადა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

15 აპრილი 2026, 20:33

პოლიტიკა

ვის სურს ეკლესიის პოლიტიკურ მოედნად გამოყენება? - „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის განცხადება მმართველი გუნდისთვის თვალთმაქცობაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვის სურს ეკლესიის პოლიტიკურ მოედნად გამოყენება? „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ტაქტიკას უწუნებენ. თინა ბოკუჩავას განცხადება - „ერთობლივი მესიჯის პრობლემაა, რომ არ ვცდილობთ ამ მოედანზე შევიდეთ” - მმართველი გუნდისთვის თვალთმაქცობაა.

15 აპრილი 2026, 20:29

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოშია - მაიკლ ო’ ფლაერტს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოშია. მაიკლ ო’ ფლაერტს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა. შეხვედრები შედგა მინისტრებთან, გენერალურ პროკურორთან.

15 აპრილი 2026, 20:25

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სესიაზე, ეკონომიკური გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებზე - როგორ მიმდინარეობს აშშ-ში ვიზიტები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იუსტიციის მინისტრი შეერთებულ შტატებშია. პაატა სალია გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, უპასუხა შეკითხვებსაც. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან.

ნიკოლოზ სამხარაძე

15 აპრილი 2026, 20:24

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე: ამ ღონისძიების მთავარი ლაიტმოტივი არის მშვიდობა და სამართლიანობა და იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით, მშვიდობის ფასი ყველასთვის არის ძალიან მაღალი

იმ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, მშვიდობის ფასი ყველასთვის არის ძალიან მაღალი. ძირითადად დისკუსია სწორედ ამ თემის ირგვლივ წარიმართება, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე

15 აპრილი 2026, 20:21

მსოფლიო

CNN: ბოლო მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანსა და ლიბანში 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანსა და ლიბანში 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 20:18

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად თურქეთშია - სტამბოლი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მასპინძლობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად თურქეთშია. სტამბოლი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მასპინძლობს.