07 ივლისი 2020, 18:08 / სანდო წყარო

იშლება თუ არა „ძალა ერთობაშია“ და არღვევს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ თანამოაზრეებისთვის მიცემულ პირობას - მხარეების პოზიცია

იშლება თუ არა „ძალა ერთობაშია“? ეს, დიდი ალბათობით, „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხზე იქნება დამოკიდებული - რა ფორმით მიიღებენ ისინი მონაწილეობას არჩევნებში. არსებობდა წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ძალა ერთობაშია“ კოალიციის სახით უნდა გასულიყო, თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღეს მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს. არსებული ინფორმაციით, „ძალა ერთობაშიას“ აქვს მემორანდუმი, რომელსაც ხელს 10 პოლიტიკური პარტიის პირველი პირი აწერს, სადაც მხარეები თანხმდებიან, რომ საპარლამენტო არჩევნებში, „ძალა ერთობაშია“ კოალიციური ფორმით უნდა წარდგეს, თუმცა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თანამოაზრეებს მოსაფიქრებლად დრო სთხოვა და არ მივიდა იმ შეხვედრაზე, რომელიც კოალიციის წევრებს შორის შედგა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ ითხოვა გარკვეული ვადა, რადგან ჩამოყალიბების პროცესში არიან, თუ როგორ აპირებენ არჩევნებში გასვლას, რათა მიიღონ გადაწყვეტილება, ოპოზიციაში დარჩენას აპირებენ, თუ - ხელისუფლებაში მოსვლას „ძალა ერთობაშიასთან“ ერთად. ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც არსებობს, ცალსახად მიანიშნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღიარებს იმ ვალდებულებებს, რაც არის“ - აცხადებს „ევროპული დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაია.

„ჩატში გვთხოვეს, რომ კიდევ სჭირდებათ დრო საბოლოო საარჩევნო პროექტისთვის და ვერ გეტყვით, ის განცხადება ვიცი, რაც - ყველამ. რა ინფორმაციაც აქვს ათ პარტიას, ის ინფორმაცია მაქვს მეც“ - განაცხადა პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა.

„ერთიანობის გარეშე სულისკვეთება დაიკარგება და ხმებიც დაიკარგება. აქედან გამომდინარე, აქ მთავარი კითხვაა, გამარჯვებისთვის იბრძვიან, თუ - სავარძლებისთვის?“ - ამბობს „საქართველო ლიდერთა შორის“ ლიდერი, მამუკა გამყრელიძე.

ზაალ უდუმაშვილი შეკრებაზე დაუსწრებლობის მიზეზად გადაუდებელ საქმეებს ასახელებს. მისი თქმით, თაკო ჩარკვიანთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მათთან შეუთანხმებლადაა მიღებული.

„ნებისმიერ თემაზე, როცა რაღაც საკითხი იჭრება, ამას სჭირდება დრო და მოფიქრება. ასეთი რაღაცები ძალიან ხშირად ხდება; როდესაც შეხვედრაზე ვერ ახერხებ მისვლას. მათი მხრიდანაც ყოფილა შემთხვევები, როცა რაღაც შეხვედრა დანიშნულა და მოუწერიათ, რომ ვერ ახერხებენ მოსვლას. უბრალოდ, რაღაც გადაუდებელი შეხვედრები იყო და ვერ მოვახერხეთ მისვლა. გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ყოველთვის ერთობის მომხრე ვართ. არა მხოლოდ „ძალა ერთობაშიას“ ფარგლებში, არამედ მთლიანად, ოპოზიციის ფარგლებში. ჩვენ ამ პრინციპებს მუდმივად დავიცავთ, ჩვენთან ეს საკითხი შეთანხმებული არ ყოფილა, მათ რომ დაასახელეს და მხარი დაუჭირეს თაკო ჩარკვიანს, ჩვენთანაც უნდა ყოფილიყო ეს საკითხი შეთანხმებული. ამიტომ, ჩვენ გავივლით პარტიაში კონსულტაციებს და ვაცნობებთ ყველას გადაწყვეტილებას“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

„შემდეგზეც, როცა დრო გვექნება, რა თქმა უნდა, დავესწრებით და ისედაც ველაპარაკებით ერთმანეთს. მაინცდამაინც, ოფიციალური შეხვედრები კი არაა რამე განსაკუთრებული. რაც შეეხება პროპორციულ სიებს, ეს საარჩევნო სიის ნაწილია. ამაზე ჩამოვყალიბდებით, როგორ ჯობია ცალ-ცალკე გვქონდეს პროპორციულ არჩევნებში საარჩევნო სიები, თუ ერთიანად გვქონდეს გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს. დღეის მდგომარეობით, „ძალა ერთობაშია“ ჩვეულებრივად აგრძელებს ფუნქციონირებას და ხვალ, ზეგ, ახალი საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ყოველთვის ერთი რამ უნდა ვიფიქროთ - მთავარია, რა უნდა ხალხს და არა - კონკრეტულ პარტიას თუ პოლიტიკურ ლიდერს“ - აცხადებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი იქნება. მანამდე ოპოზიციამ საერთო მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. ელენე ხოშტარია ვაკეში იყრის კენჭს, ნიკა მელია - გლდანში, გიორგი ვაშაძე - ისანში, ლევან ხაბეიშვილი - სამგორში, შალვა შავგულიძე კი მთაწმინდაზე.

ყველა სიახლე

21 ივნისი 2021, 19:17

მსოფლიო

ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

გია აბაშიძე

21 ივნისი 2021, 19:12

საზოგადოება

გია აბაშიძე: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობას იწყებს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობის დაწყების პროცესს ეხმიანება და კოდექსის ძირითად ასპექტებს მიმოიხილავს.

21 ივნისი 2021, 19:04

პოლიტიკა

რაფაელ ჟოზანი: საქართველოს აქვს ძალიან ამბიციური სტრატეგია სოციალური დაცვის სისტემის განვითარების კუთხით

საქართველოში სოციალური კოდექსი პარტნიორი ორგანიზაციების, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოებისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით განხორციელდება. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორის, რაფაელ ჟოზანის განცხადებით, ამ გზით, საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასა და სტანდარტებს დაუალოვდება.

დავით ქართველიშვილი

21 ივნისი 2021, 19:03

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დაუჯერებელია დე-ფაქტო ხელისუფლებას თავისი ციხეების არქივში მსგავსი ფაქტი ჰქონოდა და არ გაეშუქებინა

დაუჯერებელია დე-ფაქტო ხელისუფლებას თავისი ციხეების არქივში მსგავსი ფაქტი ჰქონოდა და არ გაეშუქებინა, რადგან არცერთი უკანონოდ დაკავებული ქართველის დაოქმებული ინფორმაცია ციხიდან არ ქრება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, - განთავისუფლების წინა პირობას წარმოადგენს ე.წ. „სახელმწიფო“ საზღვრის გადაკვეთის აღიარება, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი, ,,მთავარი არხის’’ ეთერში შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ნიკოლ ფაშინიანი

21 ივნისი 2021, 18:49

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, არჩევნებში გამარჯვებული ძალის „სამოქალაქო შეთანხმების“ შტაბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

21 ივნისი 2021, 18:43

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: არანაირი ფაქტი, მოწმე, დოკუმენტაცია უბრალოდ სადღაც ვიღაცამ თქვა და საზოგადოებას რეალობად ასაღებენ. „მანიები“ ხომ არსებობს, მაგრამ ესენი „მეგალომანიაკები“ არიან

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „მთავარი არხის“ მიერ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

21 ივნისი 2021, 18:36

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

22 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი: 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, „ა“ მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას.

კახა კუჭავა

21 ივნისი 2021, 18:35

პოლიტიკა

კახა კუჭავა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

კახა კუჭავას განცხადებით, ნატოში ინტეგრაციის საერთო სურვილს და მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება. შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება ნატოში გაწევრიანების პროცესში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლსა და გამ

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 18:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე თვითმმართველობის არჩევნებზე: ყველა მუნიციპალიტეტში გვექნება სათანადო შედეგი

ოპოზიცია გაერთიანდება თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე, ამის მიუხედავად ხმების 57%-ს ვერ მიიღებს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

21 ივნისი 2021, 18:31

მსოფლიო

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში, აშშ-მა 16 ფიზიკური პირი და 5 ორგანიზაცია სასანქციო სიაში შეიყვანა

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 16 ფიზიკური პირი და 5 ორგანიზაცია სასანქციო სიაში შეიყვანა.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 ივნისი 2021, 18:22

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციურ არხებზე: ეჯიბრებიან ამაზრზენი ტყუილების, „ფეიკებისა“ და დეზინფორმაციის გავრცელებაში

„ახლა ნელ ნელა ვრწმუნდები, ამათ ისეთი ფსიქოლოგიური აშლილობა აქვთ და გარკვეული თუ გაურკვეველი რაღაც-რაღაცების დაუკმაყოფილებლობა, რომ თუ ვინმე უშველის კარგი ფსიქოლოგი, არა ძალიან მაღალ კვალიფიციური ფსიქოლოგი. ესენი ისეთ რამებს იგონებენ და აბრეხვებენ ხოლმე, მხოლოდ კარგი ფსიქოლოგი ვერ უშველის, შეიძლება სხვა რამემ უშველოს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ში.

21 ივნისი 2021, 18:21

მსოფლიო

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა სასანქციო სიაში 78 ფიზიკური პირი და 8 ორგანიზაცია შეიყვანა

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა სასანქციო სიაში 78 ფიზიკური პირი და 8 ორგანიზაცია შეიყვანა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

იაგო ხვიჩია

21 ივნისი 2021, 18:14

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ჩვენ არც მერობის კანდიდატებს ვაყენებთ და არც - მაჟორიტარობის

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით ისინი არც მერობისა და არც მაჟორიტარობის კანდიდატებს არ აყენებენ და მათგან ოპოზიციას გზა ხსნილი აქვს. მისი თქმით, ოპოზიციას უნდა უნდოდეს გაერთიანება და ეს გაერთიანება იწყება საკუთარი ხელმოწერილი სიტყვის პატივისცემით.

მამუკა ხაზარაძე

21 ივნისი 2021, 18:10

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე თვითმმართველობის არჩევნებზე: პროპორციულ ნაწილში დამოუკიდებლად მივდივართ

„თქვენ იცით ჩვენი წინადადება - ზეპარტიული მერის კანდიდატი შეთანხმებული ასევე ოპოზიციასთან. ასე, რომ პროპორციულ ნაწილში დამოუკიდებლად მივდივართ. მთავარი სტრატეგიული ამოცანა არის, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ აიღოს 43 პროცენტი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძე.

შარლ მიშელი

21 ივნისი 2021, 18:07

მსოფლიო

შარლ მიშელი ნიკოლ ფაშინიანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ნიკოლ ფაშინიანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

21 ივნისი 2021, 18:02

პოლიტიკა

საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობს

სესიის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები - ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი მონაწილეობენ. ასამბლეას სიტყვით მიმართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი. დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა და თავისუფალი დებატები სტამბოლის კონვენციის შესახებ.

ეკატერინე ტიკარაძე

21 ივნისი 2021, 17:55

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: რეფორმა ბიუჯეტისთვის მძიმე ტვირთი არ იქნება

რეფორმა ბიუჯეტისთვის მძიმე ტვირთი არ იქნება. გადასახადები, რაც დღეს მოქალაქეებს ბიუჯეტში შეაქვთ, მნიშვნელოვანია, რომ მათ ეფექტურად დაუბრუნდეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

21 ივნისი 2021, 17:50

COVID19

დაავადებათა კონტროლის ცენტრი კორონავირუსზე, ბ და ც ჰეპატიტებზე ლაბორატორიულ კვლევას იწყებს

შერჩეულებს ეპიდემიოლოგები ინტერვიუსა და სისხლის ლაბორატორიულ ტესტირებას ჩაუტარებენ. პროექტი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ფინანსდება.

ალეკო ელისაშვილი

21 ივნისი 2021, 17:48

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: გამორიცხულია ჩვენი და „ნაციონალური მოძრაობის“ რამე ფორმით თანამშრომლობა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მათი და „ნაციონალური მოძრაობის“ რამე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს. მისი თქმით, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ თანამშრომლობა სურდა, მაშინ ნახევარი წელი რატომ აბრალებდა მათ რაღაც საზიზღრობებს.

21 ივნისი 2021, 17:46

პოლიტიკა

სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა იქნება საჭირო

რეგლამენტის პროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად გაჩხრეკაზე თანხმობის მიცემის შესახებ, ასევე დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ პარლამენტის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედი ანუ 90 დეპუტატი.