IMEDI /  09 ივლისი 2020, 15:12 / სანდო წყარო

ანრი ოხანაშვილი: როცა ქვეყანა ჩართული იყო ომში, სააკაშვილი, კეზერაშვილი და მათთან დაკავშირებული დაჯგუფება სჩადიოდნენ უმძიმეს დანაშაულებს

ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

მე არ გამოვრიცხავ, რომ ამას ჰქონდეს შემდგომი გაგრძელება და გამოიკვეთოს ტრანსნაციონალური დანაშაული, მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ იკვეთებოდეს სხვა პირების მონაწილეობა, ვინაიდან ასეთი სქემები ერთი და ორი პირის მიერ არ ხორციელდება. აქ ჩართულია ხოლმე როგორც წესი ორგანიზებული ჯგუფი და შესაბამისად იქნება ეს სააკაშვილი, კეზერაშვილი თუ მათი კლასტერი, შესაძლოა იყვნენ ამ პროცესში ჩართული. უკვე მიმდინარე საქმეა ისრაელში, პროკურატურა დაობს ამ მძიმე დანაშაულთან მიმართებაში და თუ ბრალდება დადასტურდება, არ არის გამორიცხული, რომ კიდევ უფრო მეტ პირზე გავიდნენ და კიდევ უფრო ფართო მასშტაბი შეიძინოს ამ დანაშაულმა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა ისრაელის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს. ანრი ოოხანაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ უპრეცედენტო მასშტაბი მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების საერთაშორისო დონეზე გასამართლებამ და მხილებამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში და „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც კრიმინალური გაერთიანების წარმომადგენლების საერთაშორისო დონეზე მხილებამ და გასამართლებამ.

„ეს ამ კლასტერს არ უკვირს ხოლმე, როდესაც მათ სრულიად სამართლიანად მოიხსენიებენ კრიმინალურ ოპოზიციად, არ უკვირთ იმიტომ, რომ მათ აქვთ ჩადენილი ის მძიმე და უმძიმესი დანაშაულები, როგორც კრიმინალურ გაერთიანებას, ასევე მათ წარმომადგენლებს, რაზეც არსებობს ფაქტები. ეს ჩვენი შეფასება არ არის. ეს არის ფაქტების კონსტანტაცია. ფაქტია ის, რომ ამ კრიმინალურმა ოპოზიციამ წაართვა თავის დროზე „რუსთავი-2“ თავის კანონიერ მესაკუთრეს და ეს დადასტურებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებით, გირგვლიანის საქმეზე გაასამართლა სრულიად ხელისუფლება და დამნაშავედ ცნო „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში, ასევე, ციხის ბუნტის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მაშინდელი ხელისუფლება, ვინმე ჭაკუას ექსტრადირება, სადაც გერმანიის სასამართლომ მიიღო მტკიცებულებად, რომ არანაირი პოლიტიკური დევნა მის მიმართ არ განხორციელებულა და პირიქით მიიღო მტკიცებულებები, რომ მას შესაძლოა აქვს დანაშაული ჩადენილი და ამის ნათელი დადასტურებაა კიდევ შემდგომი გამოვლინება, სადაც ისრაელის პროკურატურამ, კეზერაშვილთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებაში, იქნებიან ეს ახლო ნათესავები თუ ბიზნეს პარტნიორები, დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს დავა, საქმე შეეხება უმძიმეს ბრალდებას, საუბარია დაახლოებით 11 მილიონ დოლარზე, როდესაც საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში, როცა ქვეყანა ჩართული იყო ომში, ამ დროს სააკაშვილი, ვინმე კეზერაშვილი და მათთან დაკავშირებული დაჯგუფება, ეს კლასტერი, შესაძლოა სჩადიოდნენ უმძიმეს დანაშაულებს, როგორიც არის გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხების საქართველოდან გატანა, მიმალვა და შემდგომ მოპარვა. ამას ედავებიან ამ ხალხს, ამ კრიმინალურ ოპოზიციას. არა მხოლოდ სტრასბურგის სასამრთლოში, არა მხოლოდ საქართველოს სასამართლოში, რამედ, ახლა უკვე ისრაელის სასამართლოსა და პროკურატურაში. ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ პროცესს, ჩვენ არ გვიკვირს და “ნაციონალურ მოძრაობას“ არ უკვირს მათი მხილება ასეთ ქმედებებში, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს და ქართულ მართლმსაჯულებას ეს არაერთხელ აქვს დადასტურებული“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

ისრაელის პროკურატურა გადამდგარი გენერლისთვის გალ ჰირშისთვის და მისი 3 ბიზნესპარტნიორისთვის, რომელთაგანაც ერთ-ერთი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ნათესავია, ბრალის წარდგენას გეგმავს.

მათ, კომპანიაში - „დამცავი ფარი“ ედავებიან საქართველოსთან თავდაცვის სფეროში საქმიანობის შედეგად მიღებულ 11 მილიონზე მეტი ოდენობის შემოსავლებზე გადასახადებისთვის თავის არიდებას. სავარაუდოდ, დანაშაულს ადგილი ჰქონდა 2007-2009 წლებში“, - ნათქვამია სტატიაში.

ყველა სიახლე

03 აგვისტო 2026, 12:33

საზოგადოება

გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს.

03 აგვისტო 2026, 12:26

საზოგადოება

www.ekalata.gov.ge-ს პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა

www.ekalata.gov.ge-ს პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა

ცოტნე ანანიძე

03 აგვისტო 2026, 12:10

რეგიონი

ცოტნე ანანიძე: მთა იყო და არის საქართველოს გადარჩენა. ყოველთვის, როცა მტერი შემოგვესეოდა, მთა ინახავდა ჩვენს ხალხს, ერს, კულტურასა და დამწერლობას. აჭარის მთებმა, ურთულეს ვითარებაში, სამი საუკუნის განმავლობაში ქართველობა შეინარჩუნა, მოიტანა დღემდე. დღევანდელი დღე ცოცხალი ხიდია წარსულსა და აწმყოს შორის

„მთა იყო და არის საქართველოს გადარჩენა. ყოველთვის, როცა მტერი შემოგვესეოდა, მთა ინახავდა ჩვენს ხალხს, ერს, კულტურასა და დამწერლობას. აჭარის მთებმა, ურთულეს ვითარებაში, სამი საუკუნის განმავლობაში ქართველობა შეინარჩუნა, მოიტანა დღემდე. დღევანდელი დღე ცოცხალი ხიდია წარსულსა და აწმყოს შორის. მინდა, ყველას მოვუწოდო, ამობრძანდნენ ბეშუმში, გოდერძიზე, დაისვენონ ხულოს მუნიციპალიტეტში. ჩვენ ასე ვამბობთ: „რომ ქართულად ძგერდე, გულო, ხულო უნდა ინახულო“, - ამ სიტყვებით მიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ, ბეშუმში, „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულზე შეკრებილ საზოგადოებას.

03 აგვისტო 2026, 11:59

მსოფლიო

ირანთან ახალი მოლაპარაკებების შესახებ ტრამპის განცხადებების ფონზე ნავთობი იაფდება

Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 4,49 დოლარით (5,11%-ით) შემცირდა - 83,44 დოლარამდე, ამერიკული WTI მარკის ნავთობის ფასმა კი 79,77 დოლარი შეადგინა ბარელზე, რაც წინა მაჩვენებელზე 4,90 დოლარით (5,79%-ით) ნაკლებია.

 მასუდ ფეზეშქიანი

03 აგვისტო 2026, 11:43

მსოფლიო

მასუდ ფეზეშქიანი: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მტერი ვაიძულოთ, იმ ვალდებულებების ერთგული დარჩეს, რომლებსაც ხელი მოაწერა

„ხელმოწერილი მემორანდუმი შურას საბჭოს წევრების კოლექტიური სიბრძნის შედეგია და ყველა წევრი უჭერს მხარს. მჯერა, რომ მომავალში ეს მემორანდუმი ჩვენი საგარეო ურთიერთობების მთავარიო საყრდენი გახდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მტერი ვაიძულოთ, იმ ვალდებულებების ერთგული დარჩეს, რომლებსაც ხელი მოაწერა. ეს მემორანდუმი გააძლიერებს როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებს“, - წერს პრეზიდენტი.

03 აგვისტო 2026, 11:22

მსოფლიო

ვაშინგტონის შტატში ხანძარმა ასობით შენობა გაანადგურა

ცეცხლმა 600 შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები გაანადგურა. რეგიონში ხანძრის სამი აქტიური კერაა, მათი ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება. განადგურებულია 2 200- მდე ჰექტარი ტყის ფართობი.

03 აგვისტო 2026, 11:16

მსოფლიო

რუსეთმა ზაპოროჟიეზე მიიტანა იერიში, უკრაინამ კი Wildberries-ის მორიგი საწყობი დაბომბა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მართვადი საავიაციო ბომბებით ზაპოროჟიეს ორჯერ შეუტიეს. დაიღუპა ერთი, დაშავდა 31 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ზაპოროჟიეზე განხორციელებული ორი იერიშის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, სასაწყობე და კომერციული ნაგებობები.

03 აგვისტო 2026, 11:08

საზოგადოება

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა

03 აგვისტო 2026, 11:06

მსოფლიო

პაკისტანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა პაკისტანში მომხდარი აფეთქებისას. ბომბი პოლიციის განყოფილებასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. რეგიონული პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 5 პოლიციელი, 8 მშვიდობიანი მოქალაქე, 1 კი თავად თავდამსხმელია.

ფრიდრიხ მერცი

03 აგვისტო 2026, 10:41

მსოფლიო

Der Spiegel: ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში ფრიდრიხ მერცის თანამდებობიდან შესაძლო წასვლას განიხილავენ

2026 წლის სექტემბერში არჩევნები უნდა გაიმართოს ბერლინის, საქსონია-ანჰალტისა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ პარლამენტებში. ბოლო გამოკითხვების თანახმად, რომლებსაც Der Spiegel ეყრდნობა, შედეგები ქდკ-ისთვის შესაძლოა არახელსაყრელი აღმოჩნდეს. არჩევნების შემდეგ, როგორც გამოცემის რესპონდენტები აცხადებენ, ამ ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებმა შესაძლოა მერცს კანცლერის თანამდებობის დატოვების წინადადებით მიმართონ.

03 აგვისტო 2026, 10:33

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

03 აგვისტო 2026, 10:32

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, 6 პირი დააკავეს.

03 აგვისტო 2026, 10:27

მსოფლიო

Telegraph: დიდი ბრიტანეთი შიშობს, რომ „მსურველთა კოალიციას“ „ნელი სიკვდილი“ ემუქრება

საფრანგეთის პრეზიდენტს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ დატოვოს ელისეს სასახლე მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც მისი მეორე ვადა ამოიწურება. თუმცა, იმ აშკარა კანდიდატის არარსებობის ფონზე, რომელიც მის პოლიტიკას გააგრძელებდა, ბუკმეკერების ფავორიტი მის შემცვლელად მარინ ლე პენია - უკიდურესად მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი.

03 აგვისტო 2026, 10:26

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

03 აგვისტო 2026, 09:45

მსოფლიო

ტრამპმა ირანთან ახალი მოლაპარაკებები დააანონსა

„მე მსურს შეთანხმების დადება. ხალხის დახოცვა არ მომწონს“, - დასძინა ტრამპმა.

03 აგვისტო 2026, 09:41

სპორტი

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა. ბორჯომში ნაკრების საწვრთნელი შეკრება მიმდინარეობს, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ლობჟანიძე, გენერალური მდივანი დავით წიკლაური, ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე და გენერალური მენეჯერი ბაკურ გოგოჭური ესტუმრნენ.

03 აგვისტო 2026, 09:40

მსოფლიო

იტალიურმა სამხედრო ხომალდმა ხმელთაშუა ზღვაში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი შეამოწმა

ევროკავშირის საზღვაო მისიამ იტალიის ხელმძღვანელობით, ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სანქცირებულ ტანკერ Toa Payoh-ზე დესანტი გადასხა. ოპერაციის მიზანი გემის დროშისა და რეგისტრაციის კანონიერების შემოწმება იყო.

03 აგვისტო 2026, 09:34

სპორტი

ბაქოში 17-წლამდე მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველმა მოჭიდავეებმა 2 მედლით დაასრულეს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 17-წლამდე მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. ქართველმა მოჭიდავეებმა ტურნირი 2 მედლით დაასრულეს.

03 აგვისტო 2026, 09:28

სპორტი

საქართველო 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

საქართველო 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანთან ერთად დაესწრო.

03 აგვისტო 2026, 09:26

მსოფლიო

რუმინეთში, ატომური ელექტროსადგურის მუშაობის უზრუნველსაყოფად, დუნაის კალაპოტის შესაცვლელად აფეთქებითი სამუშაოები დაიწყეს

„ენერგეტიკული განგაშის სამუშაო ჯგუფის სპეციალისტებმა გაანალიზეს და გადაწყვიტეს, რომ ბალას განშტოებაზე წყალქვეშა ზღურბლი შეექმნათ, რათა მდინარის ნაკადის მნიშვნელოვანი პროცენტი ძველ დუნაის არხში გადამისამართებულიყო, ვვარაუდობთ რომ მიზანს სამშაბათისთვის მივაღწევთ და ჩერნავოდას ატომურ ელექტროსადგურისკენ მიმავალი წყლის დონე აიწევს“, - განმარტა რუმინეთის საზღვაო ძალების შტაბის უფროსის მოადგილე, კონტრადმირალმა მარჩელ ნეკულაემ.