14 ივლისი 2020, 17:07 / სანდო წყარო

მარიამ ჯაში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონზე: ის ხელისუფლების გადანაწილების ბალანსის პრინციპებს აზიანებს

მარიამ ჯაში

მარიამ ჯაში

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა არ დაუჭირა მხარი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას.

ფრაქცია“ დამოუკიდებელი დეპუტატების" დაფუძნების დღიდან და ახლად შექმნილი პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" დაფუძნების პირველი დღიდან მთავარი მესიჯი გახლავთ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიდგებით სახელმწიფო ინტერესების დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ვართ ოპოზიციური პოლიტიკური ფრაქცია და ახლად შექმნილი პარტია, ჩვენ დავუჭირეთ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგან ეს იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესის დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების განსამტკიცებლად უაღრესად მნიშვნელოვანი. მერწმუნეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება დღესაც და მომავალ პარლამენტშიც ჩვენი გუნდის მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ნუ გაგაკვირვებთ ჩვენი პოზიცია, თუ ვერ დავუჭერთ მხარს იმ კანონპროექტს, რომელიც აზიანებს სახელმწიფოს, აზიანებს ხელისუფლების გადანაწილების ბალანსის პრინციპებს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაზე ჰუმანური, ჩემთვის ყველაზე მშობლიური დარგი - ჯანდაცვა ხდება ავტორიტარიზმისკენ გადასადგმელი ნაბიჯის საფუძველი", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე აკვირდება, კორონავირუსის პანდემიის ფონზე თუ რომელი სახელმწიფოები არიან დემოკრატიულად მოაზროვნე და ხდება აქტიურად დაკვირვება ავტორიტარიზმისკენ გადასადგმელი ნაბიჯების და რომ საქართველო ნამდვილად ვერ მოხვდება საუკეთესო პრაქტიკაში.

„ამდენად, ყველა სამედიცინო თვალსაზრისით და საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით გამართლებულ ნაბიჯში მიგულეთ თანამოაზრედ, მაგრამ მე ვერასოდეს გავხდები თანამოაზრე ანტიკონსტიტუციური კანონის, რომელიც აზიანებს სახელმწიფოს, აზიანებს საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებს", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას კენჭი ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით უყარეს. ცვლილებს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგი იყო. რეგისტრაცია 100-მა დეპუტატმა გაიარა, კენჭისყრას არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 17:43

COVID19

თამარ გაბუნია: სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელი ნამდვილად არ არის საამაყო

სამედიცინო პერსონალის როლი მაინც კრიტიკულია, განსაკუთრებით სოფლის ექიმების ჩართულობაა ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ სოფლის ექიმები დაგვეხმარებიან სოფლის მოსახლეობის მოცვაშიც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკასთან“ ისაუბრა. მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესში მაღალი აქტივობით გამოირჩევიან სახელმწიფო სტრუქტურები.

04 აგვისტო 2021, 17:39

COVID19

EMA: ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინებით სრულად აცრა მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფს SARS-CoV-2-ით გამოწვეული მძიმე დაავადებებისა და სიკვდილისგან

ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინებით სრულად აცრა მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფს SARS-CoV-2-ით გამოწვეული მძიმე დაავადებებისა და სიკვდილისგან, მათ შორის „დელტა“ ვარიანტისგან. ამის შესახებ ევროკავშირის მარეგულირებლის, ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებაშია ნათქვამი.

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 17:38

COVID19

თამარ გაბუნია: თუ არ გავააქტიურეთ პირბადის გამოყენება, ძალიან გართულდება ეპიდემიის მართვა

თუ არ გავააქტიურეთ პირბადის გამოყენება, ძალიან გართულდება ეპიდემიის მართვა და მეორე კიდევ, ეს არის ისევ და ისევ ვაქცინაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი, ოქროს წესი ამ პანდემიისგან თავის დასაცავად მაინც არის ინდივიდუალურ დონეზე პირბადის გამოყენება.

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 17:36

COVID19

თამარ გაბუნია ვაქცინაციაზე გამოუცხადებლობის შემთხვევებზე: 3000 ადამიანი ძალიან ბევრია იმისთვის, რომ ეს შემთხვევითი იყოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აცრებზე 3000-მდე ადამიანის გამოუცხადებლობის ფაქტზე ისაუბრა. „ქრონიკის“ კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ყოფილიყო ჯგუფურად ორგანიზებული ქმედება ვაქცინაციის ჩაგდების მიზნით, გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, რადგან 3 000 ძალიან დიდი რიცხვია იმისთვის, რომ ეს შემთხვევითი იყოს.

04 აგვისტო 2021, 17:26

საზოგადოება

„ფრონტერა“ თავის ყოფილ თანამშრომელს, ზაზა მამულაიშვილს და „გრინ კაპიტალს“ ბიზნესის თაღლითური გზით მისაკუთრების მცდელობაში ადანაშაულებს

ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია Frontera Resources Corporation, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან ოპერირებს, თავის ყოფილ თანამშრომელს, ზაზა მამულაიშვილს და კომპანია „გრინ კაპიტალს“ საქართველოში „ფრონტერას“ ბიზნესის თაღლითური გზით მისაკუთრების მცდელობაში ადანაშაულებს.

04 აგვისტო 2021, 17:22

საზოგადოება

„ფრონტერა“ გენპროკურატურას თავისი ყოფილი თანამშრომლის, ზაზა მამულაიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართავს

ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია „ფრონტერა“, რომელიც თავის ყოფილ თანამშრომელს, ზაზა მამულაიშვილსა და „გრინ კაპიტალს“ საქართველოში „ფრონტერას“ ბიზნესის თაღლითურად მითვისების მცდელობაში ადანაშაულებს, გენერალურ პროკურატურას მიმართავს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ზაზა მამულაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს „ფრონტერას“ წინააღმდეგ განხორციელებული ყველა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის. საქართველოს გენერალურ პროკურატურას „ფრონტერამ“ 2021 წლის 14 ივლისს მიმართა.

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 17:22

COVID19

თამარ გაბუნია: აქტიური შემთხვევების რაოდენობა იმაზე მაღალია, ვიდრე გამოვიარეთ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში

ბოლო 2 დღეა მდგომარეობა უაღრესად საყურადღებოა - 4000-ზე მეტია შემთხვევების რაოდენობა და საერთოდ აქტიური შემთხვევების რაოდენობა იმაზე მაღალია, ვიდრე გამოვიარეთ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში, - დღეს ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

კახა კუჭავა

04 აგვისტო 2021, 17:20

სპორტი

კახა კუჭავა: საქართველოს ჰყავს ლაშა ტალახაძე - ფენომენალური სპორტსმენი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ლაშა ტალახაძეს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავს. „საქართველოს ჰყავს ლაშა ტალახაძე - ფენომენალური სპორტსმენი, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა! ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას!“, - წერს კახა კუჭავა.

თეა წულუკიანი

04 აგვისტო 2021, 17:03

სპორტი

თეა წულუკიანი: ლაშა ტალახაძის ოლიმპიური ჩემპიონობა არა მარტო ქართული სპორტის, არამედ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს

ქართული სპორტის ლეგენდას ლაშა ტალახაძეს (+109 კგ) ვულოცავ ოლიმპიურ ჩემპიონობას! ლაშამ ტოკიოს ოლიმპიურ ფიცარნაგზე ბრწყინვალე ასპარეზობით საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ლაშამ, როგორც ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური გუნდის მედროშემ, ღირსეულად ატარა საქართველოს დროშა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე და დღეს მისი გამარჯვების აღსანიშნავად ააჟღერებინა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

კარლ ჰარცელი

04 აგვისტო 2021, 16:55

საზოგადოება

კარლ ჰარცელი: მინდა მადლობა გადავუხადო კომუნიკაციების კომისიას და ექსპერტებს მედიაწიგნიერების სახელმძღვანელოს მომზადებისთვის

კარლ ჰარცელი მიმართვაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილებაზეც საუბრობს და საქართველოში მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებს.

კახა კალაძე

04 აგვისტო 2021, 16:53

სპორტი

კახა კალაძე ლაშა ტალახაძეს კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდის დამყარებასა და ოლიმპიურ ჩემპიონობას ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე ლაშა ტალახაძეს კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდის დამყარებასა და ოლიმპიურ ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ულოცავს. „კიდევ ერთხელ - ლაშა ტალახაძე მსოფლიო რეკორდსმენი და ოლიმპიური ჩემპიონია! გილოცავთ, ლაშა! ვულოცავ საქართველოს!“, - წერს კახა კალაძე.

04 აგვისტო 2021, 16:49

საზოგადოება

ირაკლი შოთაძემ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტ მრჩეველთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ რეზიდენტ მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში ლანა ოუვენსს და ყოფილ რეზიდენტ მრჩეველს, მაიკლ გრანტს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

04 აგვისტო 2021, 16:44

სპორტი

ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობა ტელეფონით მიულოცა

მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია, ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში წერს.

ლაშა ტალახაძე

04 აგვისტო 2021, 16:28

სპორტი

ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია 🏋‍♂🥇🇬🇪

ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშამ ატაცში 223 კილოგრამი, აკვრაში კი 265 კილოგრამი ასწია. შესაბამისად, ორჭიდში ლაშამ 488-კილოგრამიანი შედეგი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.

04 აგვისტო 2021, 16:18

COVID19

ბელგია უკრაინას, კოსოვოს, სომხეთსა და საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემს

ბელგია უკრაინას, კოსოვოს, სომხეთსა და საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

04 აგვისტო 2021, 16:08

რეგიონი

თუშეთის გზაზე ხევში გადაჩეხილი ავტომობილიდან გერმანელი ტურისტის ამოყვანა შეძლეს

თუშეთის გზაზე ავტოავარიის შედეგად დაშავებული გერმანელი ტურისტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივებმა იგი ხევიდან უკვე ამოიყვანეს. რაც შეეხება კიდევ ორ მგზავრს, რთული რელიეფის გამო მათი ამოყვანა გართულდა, თუმცა ადგილზე სამაშველო ეკიპაჟებს ელოდებიან.

ლევან იოსელიანი

04 აგვისტო 2021, 16:04

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლისგან არანაირ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა

„უნდა ვისაუბროთ პარტნიორებთანაც და მმართველ პარტიასთანაც იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევძლოთ ამ შეთანხმებასთან დაბრუნება. ყველა სხვა მოლოდინის შექმნა, რომელიც მმართველ პარტიას აიძულებს დაუბრუნდეს ამ შეთანხმებას, მათ შორის, პერსონალურ სანქციებზე საუბარი რელევანტურად არ მიმაჩნია, რადგან ასეთი საუბრები ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ შედეგი არ დამდგარა. არსებით საკითხებზე საუბარი მიმაჩნია სწორად. როცა სანქციებზეა საუბარი, ეს ვნებს ქვეყანას. კონკრეტულ ადამიანებს რა სანქციები დაედებათ, ეს მე ნაკლებად მადარდებს, მაგრამ თუ დაედება რაიმე ტიპის სანქცია ქვეყანას და ამის გამო დაზარალდებიან მოქალაქეები, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე სამწუხარო და მტკივნეული ამ ამბავში, მაგრამ მე გუშინ მქონდა შეხვედრა და ამ საკითხებზე იქ საუბარი არ ყოფილა. მე უფრო მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა დავბრუნდეთ მსჯელობაში იმ ნაწილზე, რომელსაც მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს. მაგალითად, შეგვიძლია თუ არა გავაგრძლოთ მსჯელობა სასამართლო რეფორმაზე, პარლამენტს შიგნით ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე და წამოვა თუ არა ამაზე მმართველი პარტია - ჩემთვის ეს არის საინტერესო,"- განაცხადა იოსელიანმა.

ნიკო თათულაშვილი

04 აგვისტო 2021, 15:49

პოლიტიკა

ნიკო თათულაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერის მრჩევლად დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიკო თათულაშვილს განათლება მიღებული აქვს ესექსის, ლუნდის, ცენტრალური ევროპის, ბერნის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

ლაშა ტალახაძე

04 აგვისტო 2021, 15:39

სპორტი

ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ატაცის ვარჯიშის შემდეგ პირველ ადგილზეა.

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 15:26

COVID19

თამარ გაბუნია: ინფიცირების 4000-ზე მეტი შემთხვევა მიუთითებს იმას, რომ მეოთხე ტალღის პიკია

„7 000-მდე საწოლია დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებული, დამატებითი კლინიკებიცაა ჩართული, რომ თუ პაციენტს ჰოსპიტალური მართვა სჭირდება, ჰოსპიტალში იყოს. გუშინ ჩვენ კიდევ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი, იმისთვის რომ სატელეფონო ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს. პრევენციული ზომების გატარება ამ პირობებში საკმაოდ რთულია, მთავარი დაცვის საშუალება პირბადის გამოყენებაა“, - განაცხადა გაბუნიამ.