ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: არჩევნების წინ გაგიაქტიურდათ ინსტინქტი
ანრი ოხანაშვილ
ფოტო: Facebook
„მე მესმის, რომ არჩევნების წინ გაგიაქტიურდათ ინსტინქტი, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში ბევრად შემცირებული იქნებით, თუ იქნებით, და გადალახეთ ბარიერი, ეს კიდევ საკითხავია და მაქსიმალურად ცდილობთ ტრიბუნა გამოიყენოთ და კარგია, საზოგადოებამ უნდა დაინახოს რას საუბრობთ რა ინტერესებს იცავთ, როგორ „ზრუნავთ“ საზოგადოების ინტერესებზე. ალბათ, ოცნებობდით, რომ რამე შეცდომა დაგვეშვა, სამწუხაროდ ასეთი მავნე პოლიტიკოსებიც არიან, რომ ფიქრობდნენ, იქნებ მეტი გარდაიცვალოს, რომ ამით ვინმემ იხეიროს. ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან როცა გვაქვს საქმე, ძალიან ძნელია თქვენ გესაუბროთ რაიმე აზრიან საკითხებზე, იმიტომ რომ თქვენი საზრუნავი და თქვენი ამოცანაა როგორმე რადიკალიზაციის გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ამის არანაირი რესურსი არ გაქვთ და მაინც ცდილობთ იგივე ქმედებების განმეორებას, რასაც არაერთხელ ჰქონდა თქვენი მხრიდან ადგილი“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის კრიტიკას პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვერც ერთ საკითხზე, რომელსაც ოპოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ისინი არგუმენტს ვერ წარმოადგენენ.
მისივე თქმით, ეს პროექტი ემსახურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას, ეს პროექტი არის დროებითი ღონისძიებების შესახებ, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდმა და მთავრობამ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით უნდა გაატაროს.
„დაისვა საკითხი, რომ თურმე საგანგებო ვითარების მსგავს მდგომარეობას ვაცხადებთ, თურმე ამას გამოიყენებს ბოროტად მთავრობა, თურმე არის რისკები და პირდაპირ ავტოკრატიის შემოღება ხდება და მგავსი პოლიტიკური არაკორექტული და სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები. ვფიქრობ, თქვენ მართლა გგონიათ, რომ კონსტიტუციის და კანონის დაცვა მარტო პარლამენტს ეხება და მთავრობას - არა. წარმოადგინეთ ერთი კონკრეტული ფაქტი და შემთხვევა, სად გამოიყენა მთავრობამ ბოროტად უფლებამოსილება, სად არ მოხდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა კონსტიტუციის შესაბამისად? ასეთს ვერ წარმოადგენთ.
რაც შეეხება იმ იდეას და იმ პროექტს, რომელიც წარმოადგინა ბატონმა დიმიტრიმ, ეს არის ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნით განპირობებული. სხვა მიზანი ამ პროექტს არ გააჩნია. ამ პროექტს, რომელიც დღემდე მოქმედებს, კი ერქვა და ქვია უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, მაგრამ რეალურად, ჩვენ ამ კანონის მოქმედების ფარგლებში არა თუ უფრო შევზღუდეთ უფლებები, პირიქით, კიდევ უფრო გავხსენით მთელი რიგი საქმიანობა. შევამსუბუქეთ ეს შეზღუდვები და ამით ნათლად დასტურდება, რომ არავის მიზანი არაა დამატებითი შეზღუდვები და რეგულაციები. ერთადერთი მიზანი და პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ამოცანა და პირდაპირი მოვალეობაა, ფაქტის და რისკის წინაშე არა დააყენოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა. ჩვენ ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი ოპოზიციონერი ზოგიერთი კოლეგა ბრიფინგებს ატარებდა, როგორი მოუმზადებელი ხვდებოდა საქართველო. თურმე შედეგის თვალსაზრისით ერთ-ერთი წარმატებული და მომზადებული ქვეყანა აღმოჩნდა ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით საქართველო“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისვე განცხადებით, ოპოზიცია ვერ დაასახელებს ვერც ერთ უფლებას, რომლის შეზღუდვაც შესაძლოა დაჭირდეს მთავრობას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად არ შეიძლება შეიზღუდოს.
„აქ არ არის საუბარი არჩევნებთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვაზე. ამას არ ვეხებით. ჩვენი ამოცანაა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად იმიტომ განვახორციელეთ საარჩევნო კანონმდებლობაში უპრეცედენტო ცვლილებები, რომ დემოკრატიის მაღალი სტანდარტით და მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარვმართოთ ეს პროცესი. ამიტომ, არანაირი ინტერესი არ გვაქვს იმის, რომ რაიმე ფორმით თქვენ მოგცეთ საბაბი საუბრის და შემოდავების, რომ თითქოს არჩევნებთან დაკავშირებით ვინმე რამეს გეგმავს. არანაირად. ჩვენი ამოცანაა უსაფრთხოდ, მაღალი დემოკრატიის სტანდარტით, მშვიდად ჩავატაროთ არჩევნები“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ყველა სიახლე
19 ივნისი 2026, 11:45
მსოფლიო
CNN: აშშ და ირანი შეთანხმების რეალიზებასთან დაკავშირებით საიდუმლო წინადადებებზე მუშაობენ
აშშ და ირანი მიმდინარე კვირას ხელმოწერილი 14-პუნქტიანი შეთანხმების განხორციელების მიზნით საიდუმლო წინადადებების შემუშავებაზე მუშაობენ. ინფორმაციას CNN-ი მოლაპარაკებების პროცესში ჩართული სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე, ერთ რეგიონულ მაღალჩინოსანსა და აშშ-ის ყოფილ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 11:28
სამართალი
სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს.
19 ივნისი 2026, 11:27
პოლიტიკა
გორდულაძე: სააკაშვილის თითოეული განცხადება მცდელობაა, რომ როგორმე საქართველოს მომავალი ჩამოინგრეს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის პარტია გაუქმდეს, რომელსაც მართავს უცხო ქვეყნის მოქალაქე, დამნაშავე სააკაშვილი, რომელიც სრულად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან
სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარე მმართველობის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
19 ივნისი 2026, 11:25
საზოგადოება
თბილისის შემოვლითი გზის კიდევ ორი მონაკვეთის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მე-4 და მე-5 ლოტების სამშენებლო სამუშაოებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
19 ივნისი 2026, 11:21
პოლიტიკა
ტელეკომპანია „იმედი“ ლომჯარიას საკუთარი პოზიციის ვრცელ გაშუქებას სთავაზობს
ტელეკომპანია „იმედი“ ნინო ლომჯარიასგან შეთავაზებაზე პასუხს ელოდება. ტელეკომპანია მას საკუთარი პოზიციის ვრცელ გაშუქებას სთავაზობს. ყოფილმა ომბუდსმენმა „იმედს“ სამი თვის წინ გაშუქებულ ამბავზე უჩივლა. ბრიფინგის შესახებ კი იმედს არ შეატყობინა.
19 ივნისი 2026, 11:14
სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
19 ივნისი 2026, 11:12
სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 11:01
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ირანის მოლაპარაკებების გადადება, შესაძლოა, ლიბანში არსებულ ვითარებას უკავშირდებოდეს
აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ბიურგენშტოკში დღეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, ლიბანში არსებული ვითარების გამო გაუქმდა. ინფორმაციას AXIOS-ის კორესპონდენტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 10:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის შესახებ: მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის პარტნიორობას აძლიერებს
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, მაღალი დონის ვიზიტები დამატებით შესაძლებლობებს ქმნის როგორც ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ისე სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.
19 ივნისი 2026, 10:57
რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რუხისა და ჭითაწყარის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სოფელ რუხის საჯარო სკოლის მშენებლობასა და სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 10:46
მსოფლიო
ესტონეთის პრემიერი კოშტას მცდელობას, რუსეთთან დიალოგი დაამყაროს, მცდარ ნაბიჯს უწოდებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას მცდელობამ კრემლთან არაოფიციალური დიპლომატიური კომუნიკაციის არხების გახსნის მიმართულებით, შესაძლოა, ევროკავშირის უკრაინისადმი მხარდაჭერა დააზიანოს, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა.
19 ივნისი 2026, 10:31
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტაჯიკ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.
19 ივნისი 2026, 10:20
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 10:18
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე დააკავეს
კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 54 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - ნიგერიის, ინდოეთის, ნეპალის, უზბეკეთის, თურქეთის, იორდანიის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, იემენის, თურქმენეთის, ჩინეთის, პაკისტანისა და ლიბანის მოქალაქეები.
19 ივნისი 2026, 10:04
სპორტი
კანადამ კატარი 6:0 გაანადგურა
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის ფარგლებში კანადისა და კატარის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ანგარიშით 6:0 კანადელების სასარგებლოდ დასრულდა.
19 ივნისი 2026, 09:48
მსოფლიო
უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას ეწინააღმდეგება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი ინიციატივით ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ მიღებული დოკუმენტიდან ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ამოიღეს.
19 ივნისი 2026, 09:38
კულტურა
იტალიური კინოს მეცხრე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თბილისში ფოტოგამოფენა „მარჩელო“ იმართება, რომელიც იტალიური კინოს ლეგენდას ეძღვნება
იტალიური კინოს მეცხრე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თბილისში ფოტოგამოფენა „მარჩელო“ იმართება, რომელიც იტალიური კინოს ლეგენდას ეძღვნება.
19 ივნისი 2026, 09:33
მსოფლიო
Reuters: აშშ-სა და ირანს შორის პარასკევს დაგეგმილი მოლაპარაკებები აღარ გაიმართება
აშშ-სა და ირანს შორის პარასკევს დაგეგმილი მოლაპარაკებები, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ბიურგენშტოკში უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ინფორმაციას Reuters-ი შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 09:27
სპორტი
ჩეხეთმა სამხრეთ აფრიკასთან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში გამართული A ჯგუფის შეხვედრა ჩეხეთისა და სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.
19 ივნისი 2026, 09:22
რეგიონი
რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გრძელდება
რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გრძელდება. რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ საფესტივალო სცენაზე, გერმანიიდან, შვედეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორების ანსამბლები დღეს გრანდიოზული კონცერტით წარდგებიან.


