IMEDI /  16 ივლისი 2020, 11:10 / სანდო წყარო

დეპუტატები რომან კაკულია და ლევან კობერიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

რომან კაკულია

რომან კაკულია

დეპუტატები რომან კაკულია და ლევან კობერიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ხმაური საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით განხილავისას მოჰყვა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ლევან კობერიძეს მიმართა, დარწმუნებულია თუ არა, რომ სიღრმისეულად იცის კანონპროექტი და თუ იცის, რაზეც საუბრობს.

„მგონია, რომ შენ არ ხარ დარწმუნებული და სხვის დაკრულზე ცეკვავ. ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე ხარ ოთხი წელია და რა ხდება ეკონომიკაში, ვერც შენ გაგირკვევია და ვერც სხვას, არც პასუხი მოგითხოვია არავისთვის. თუ ეგ ლაპარაკი გინდა, შემიძლია გავაგრძელო, მათ შორის გინდა ენერგეტიკა, გინდა ტელეკომუნიკაცია, რა პოლიტიკას ატარებ, თუ იცი“, - მიმართა ლევან კობერიძემ რომან კაკულიას.

კობერიძის ამ განცხადებას კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა და დეპუტატს წესიერად საუბრისკენ მოუწოდა. „მორჩი ამ ბღვერებს და წესიერად ილაპარაკე. შენ რომ ძალიან გვიან გამოიღვიძე, ძალიან მოხარულები ვართ ამ გამოღვიძებით. შენი პოლიტიკური ბულინგის არავის ეშინია. შენ შეაშინე, ვისაც შეშინებია, ის. დაწყნარდი, თუ ძმა ხარ, მორჩი ბოდიალს და პოლიტიკურ დემაგოგიას“, - მიმართა კაკულიამ კობერიძეს.

„მგონია, რომ ძალიან პირადულ შეურაცხყოფაზე გადადიხარ. დაყენებული სახით ლაპარაკობ, მიიღებ ერთ ალიყურს და ღირსიც იქნები. შენ ხარ უზრდელი და მაგისთვის მიიღებ, დემაგოგიც ხარ და მიიღებ მაღალ ალიყურს. ცოტა ღირსება შეინარჩუნე, თუ გვაქვს კიდევ ცოტა რესურსი“, - უპასუხა ლევან კობერიძემ რომან კაკულიას.

ყველა სიახლე

10 აგვისტო 2020, 10:30

სამართალი

ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავარიას 3 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ქვეითი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას კიდევ სამი ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მაქს ფერსტაპენი

10 აგვისტო 2020, 10:26

სპორტი

ფორმულა 1-ის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სილვერსტოუნის რბოლა მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა

ფორმულა 1-ის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სილვერსტოუნის რბოლა მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა. „რედ ბულის“ 22 წლის ჰოლანდიელი პილოტი სტარტზე მეოთხე იყო, თუმცა რბოლის მიმდინარეობისას სიტუაცია გამოასწორა და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. საერთო ჩათვლას 107 ქულით „მერსედესის“ მრბოლელი ლუის ჰემილტონი ლიდერობს, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ ფერსტაპენს 30 ქულით უსწრებს. ფორმულა 1-ის მომდევნო გრან პრი 16 აგვისტოს ესპანეთის ქალაქ მონტემელოში შედგება.

10 აგვისტო 2020, 10:25

თემა

აფეთქება ბეირუთის პორტში. რა არის ამ დროისთვის ცნობილი?

4 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე ბეირუთის პორტში აფეთქება მოხდა. შემდეგ გაჩნდა ხანძარი, რასაც მცირე აფეთქებების სერია მოჰყვა და საბოლოოდ - მორიგი ძლიერი აფეთქება, რომელმაც დამანგრეველი ტალღა გამოიწვია. ეს არის ლიბანის დედაქალაქში მომხდარი მოვლენების ქრონოლოგია, რაც ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ექსპერტებმა აღადგინეს. აფეთქებამ რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რამ გამოიწვია ეს ტრაგედია და როგორია მისი შედეგები? Deutsche Welle-მ ძირითადი ფაქტები შეკრიბა.

10 აგვისტო 2020, 10:19

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიის მონიტორები წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისთვის ევროპის საბჭოს ექსპერტმა, რასტო კუზელმა გადაამზადა

კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს 1-ელ სექტემბერს დაიწყებს და 50-მდე სამაუწყებლო არხის რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს.

10 აგვისტო 2020, 10:02

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1250 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1010-ს შეადგენს.

10 აგვისტო 2020, 09:56

COVID19

გერმანიაში კორონავირუსი კიდევ 436 ადამიანს დაუდასტურდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 436 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 216 327-მდე გაიზარდა. დღე-ღამეში ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ზურაბ ჯაფარიძე

10 აგვისტო 2020, 09:46

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს

„რამდენიმე კვირის წინ, გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოთიშოდა ოპოზიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით, გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე“.

10 აგვისტო 2020, 09:29

საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით აქცია „ექიმები თეთრი ხალათებით" გაიმართება

დღეს, საქართველოს მასშტაბით, ექიმები თეთრი ხალათებით, გამოვლენ სამედიცინო დაწესებულებების წინ და „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" ექიმებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას გააპროტესტებენ, - ინფორმაციას საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

10 აგვისტო 2020, 09:14

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 182 შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 240 804 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 844 ადამიანი, 223 759-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

10 აგვისტო 2020, 08:51

მსოფლიო

ჰონგ-კონგში, უცხოურ ძალებთან შეთქმულების ბრალდებით, მედიამაგნატი დააკავეს

ჰონგ-კონგში, უცხოურ ძალებთან შეთქმულების ბრალდებით, მედიამაგნატი ჯიმი ლაი დააკავეს. ჯიმი ლაი, რომელიც ოფიციალური პეკინის პოლიტიკის მწვავე კრიტიკოსია, ჰონგ კონგში მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციების ორგანიზატორად მიიჩნევა.

10 აგვისტო 2020, 08:27

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს კახეთში ამომრჩეველს შეხვდებიან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენენ

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთით იწყებს. პირველი შეხვედრა 10 აგვისტოს, 11:00 საათზე თელავში გაიმართება. მმართველი პარტია თელავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს.

10 აგვისტო 2020, 08:18

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში კორონავირუსის 23 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა და 572 ადამიანი კი გარდაიცვალა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 23 010 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 572 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 3 035 422 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 101 049 ადამიანი გარდაიცვალა.

10 აგვისტო 2020, 08:05

მსოფლიო

„წითელმა ჯვარმა“ ჩრდილოეთ კორეაში 43 ათასზე მეტი მოხალისე გაგზავნა

„წითელმა ჯვარმა“ ჩრდილოეთ კორეაში, ახალ კორონავირუსთან და წყალდიდობასთან ბრძოლაში დასახმარებლად, 43 ათასზე მეტი მოხალისე გაგზავნა. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, მოხალისეები ქვეყნის ცხრავე პროვინციას ეხმარებოდნენ.

10 აგვისტო 2020, 04:33

მსოფლიო

მინსკის ცენტრალურ ნაწილში საპროტესტო აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი დაიშალა - ამ დროისთვის სიტუაცია მშვიდია

მინსკის ცენტრალურ ნაწილში საპროტესტო აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი დაიშალა. ამ დროისთვის სიტუაცია მშვიდია.

10 აგვისტო 2020, 04:06

მსოფლიო

მინსკში პოლიციის მანქანამ საპროტესტო აქციის მონაწილე გაიტანა

მინსკში პოლიციის მანქანამ საპროტესტო აქციის მონაწილე გაიტანა. აღნიშნულ კადრებს BBC-ი ავრცელებს.

10 აგვისტო 2020, 03:25

მსოფლიო

ბელარუსის შს სამინისტროში საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებების გამოყენებას ადასტურებენ

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის, ოლგა ჩემოდანოვას განცხადებით, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენეს.

10 აგვისტო 2020, 03:12

მსოფლიო

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სიტუაციას სრულად აკონტროლებენ

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სიტუაციას სრულად აკონტროლებენ.

10 აგვისტო 2020, 03:01

მსოფლიო

ბელარუსში საპროტესტო აქციების ფარგლებში 119 ადამიანი დააკავეს

მინსკში სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად 47 ადამიანი დააკავეს, ხოლო ბელარუსის მასშტაბით კი 119. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი უფლებადამცველ ორგანიზაცის „ვიასნაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

10 აგვისტო 2020, 02:52

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია სამართალდამცველებს: გთხოვთ, შეაჩერეთ ძალადობა - ხვალ ბელარუსები ახალ ქვეყანაში გაიღვიძებენ

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ძალოვნებს მიმართვას.

პალმერსტონი კატა

10 აგვისტო 2020, 00:53

ტაბლოიდი

კატა პალმერსტონმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თაგვებზე მონადირის თანამდებობა დატოვა🐈

„ძალიან მომწონს სოფელში ჩემს ახალ სახლთან ხეებზე ძრომიალი და მინდვრებში სეირნობა. ოჯახი ჩემს ახალ სახლში კარგად მივლის. რა თქმა უნდა, ოფისის აურზაური და ხმაური მომწონს... მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რომ დიპლომატიურ მოვალეობებს უნდა ჩამოვშორდე და დრო საკუთარ თავს დავუთმო“, - წერია განცხადებაში.