www.imedi /  16 ივლისი 2020, 18:54 / სანდო წყარო

ვიქტორ ყიფიანი: დღევანდელი კონტექსტი სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტისა, თვისობრივად განსხვავდება წინა პერიოდებისგან

ვიქტორ ყიფიანი

ვიქტორ ყიფიანი

დღევანდელი კონტექსტი სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტისა, თვისობრივად განსხვავდება იმ ვითარებისგან, რაც არსებობდა, თუნდაც 5 წლის წინ, ან თუნდაც შარშან და ეს განსხვავება რამდენიმე არსებით მომენტში გამოიხატება, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების წევრი ქვეყანა და ამ შეთანხმებას აქვს ნატოს ცნობილი მეხუთე მუხლის ანალოგი, თავდასხმა ქვეყანაზე, განიხილება როგორც თავდასხმა შეთანხმების სხვა წევრ ქვეყნებზე.

„პირველია ის ფრთხილი კურსი, რასაც აზერბაიჯანი მისდევს საგარეო პოლიტიკის კურსის კუთხით. ამან ე.წ. კასპიის ფორმატის სახელწოდება შეიძინა და ეს იგივეა, რაც აზერბაიჯანის ერთგვარი ნეიტრალიტეტის საგარეო კურსის გატარება. აზერბაიჯანი ძალიან ფრთხილობს ამ კურსის გატარებისას და ეს გამოიხატება იმაში, რომ ის თანაზომიერად ცდილობს დაუახლოვდეს როგორც რუსეთს, ასევე დასავლეთს და ეს ბაქოს მხრიდან არასდროს არ ხდება ან ერთი, ან მეორე მიმართულებით რომელიმე მსხვილი ბანაკის ინტერესების ხარჯზე. ეს ძალიან არსებითი და საყურადღებო ვექტორია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სომხეთის საგარეო კურსი რეგიონში დიდი გავლენის ქვეშ არის რუსეთის. რთულია დღეს მოვძებნოთ რომელიმე მკვლევარი ან პრაქტიკოსი, რომელიც დაამტკიცებს, რომ სომხეთი ავტონომიურად იღებს გადაწყვეტილებებს. ამით არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ ჩვენი კარგი მეზობლის სახელმწიფოებრიობას, მაგრამ ამ თეზას მინდა გავუსვა ხაზი. ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების წევრი ქვეყანა და ამ შეთანხმებას აქვს ნატოს ცნობილი მეხუთე მუხლის ანალოგი, თავდასხმა ქვეყანაზე, განიხილება როგორც თავდასხმა შეთანხმების სხვა წევრ ქვეყნებზე“ - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

მისივე თქმით, რუსეთმა ამ კონფლიქტთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი განცხადება გააკეთა.

„რუსეთმა ამ მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი განცხადება გააკეთა. ეს აფეთქება კონფლიქტის პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის პარალელურად თურქეთმა გააკეთა არაორაზროვანი განცხადება და თქვა, რომ კონფლიქტის გაღვივების შემთხვევაში ის მხარს დაუჭერს აზერბაიჯანს. ეს ძალიან საყურადღებოა და ამ განცხადებას დაემთხვა რუსეთის ერთ-ერთი ბაზიდან სამხედრო პატრულირების გააქტიურება სომხეთ-თურქეთის საზღვრის გასწვრივ. ამას ასევე დაემთხვა ოფიციალური ერევნის განცხადება, რომ თურქეთი რეგიონში დესტაბილიზაციის გამღვივებლის ფუნქციას თამაშობს. ჩვენ თუ ყოველივე ამას ერთად მოვუყრით თავს და შევაჯერებთ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ისტორიულად არ გამოირჩევა ჰარმონიით და მსოფლიო რუკასაც თუ გადავავლებთ თვალს ჩვენ ახლო სამეზობლოში, იქნება ეს სირია თუ ლიბია, ვხედავთ რუსული და თურქული ინტერესების დაპირისპირებას. ასევე ნუ დაგვავიწყდება, რომ შავი ზღვა, რომელიც ტრადიციულად რუსულ-თურქული ინტერესების დაჯახების ერთგვარი ასპარეზია. ყველა ეს ფაქტორი და გარემოება გასათვალისწინებელია ამ კონკრეტულ მოცემულობაში“ - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ყველა სიახლე

თორნიკე რიჟვაძე

13 აგვისტო 2020, 20:19

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ შემდეგ წელსაც ხალხთან ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების გამარჯვების შანსებზე ისაუბრა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატები პირველივე ტურში გაიმარჯვებენ. მისი თქმით, პირველივე ტურში ვგეგმავთ ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებას.

ანტონ საროკა

13 აგვისტო 2020, 19:57

სპორტი

საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელი დააკავეს

ბელარუსის ნაკრებისა და ბორისოვის „ბატეს“ ფეხბურთელი ანტონ საროკა საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 28 წლის თავდამსხმელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დააკავეს, სასჯელის სახით მას 7-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

13 აგვისტო 2020, 19:54

COVID19

ვენესუელაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტის, დელსი როდრიგესის განცხადებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 150 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

გიორგი ვოლსკი

13 აგვისტო 2020, 19:48

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ლევან კობერიძესა და ელენე ხოშტარიას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ

„ლევან კობერიძე და ელენე ხოშტარია შესაძლოა, როგორც ოპონენტები ეფექტურები არიან პარლამენტში, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მათი საქმიანობა პროდუქტიული არ იქნება და მხოლოდ ახალი დაპირისპირების შექმნას მოემსახურება. მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ, რადგან ამომრჩევლების გაცილებით უფრო მეტმა რაოდენობამ იცის, რომ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაპირისპირების, დესტრუქციის, გამოუვალი მდგომარეობის და ჩიხების შექმნის ოსტატები არიან, არ შეიძლება, რომ კონკრეტული უბნისა და ოლქის ინტერესებს წარმოადგენდნენ საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენ ასე ვხედავთ, რომ მათი პოზიცია განსხვავებულია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

13 აგვისტო 2020, 19:37

რეგიონი

სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარი, ზარალის ანაზღაურების თანხას, 38 870 ლარს მიიღებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარს, დავით დოლმაზაშვილს, 15 ივლისს მოსულმა სეტყვამ და ქარიშხალმა ატმის მოსავლის 75% გაუნადგურდა, - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფერმერი ზარალის ანაზღაურების თანხას, 38,870 ლარს მიიღებს. 9 ჰა ფართობის დაზღვევისთვის ფერმერის მიერ გადახდილი თანხა 1,652 ლარს შეადგენს.

გიორგი ვოლსკი

13 აგვისტო 2020, 19:35

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების განვითარება ისე არავის ეჩქარება, როგორც ხელისუფლებას

„უსუსური განცხადება, თითქოსდა, ხალხის ჩამოყვანა არ გვინდა და მასობრივი ავიარეისები ჩამოვა საქართველოში უსაფრთხო ქვეყნებიდან, რომელიც არ არსებობს და შეავსებენ „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერთა რიგებს, არის ისეთივე ფანტაზია, როგორიც თავის დროზე სააკაშვილს ჰქონდა – ღრუბელ-ღრუბელ ფრენით, ან მიწით, ზღვით, ხმელეთით საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. დაახლოებით იგივე ემოციები და განწყობებია. ორი ფრთა ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ სამწუხაროდ, ხასიათი არ შეუცვლიათ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ბეირუთი აფეთქება

13 აგვისტო 2020, 19:30

მსოფლიო

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქებებისგან მიყენებული ზარალი 15 მილიარდ დოლარს აღემატება

ლიბანის პრეზიდენტის, მიშელ აუნის განცხადებით, ბეირუთის პორტში 2750 ტონა ამიაკის სელიტრის აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალი 15 მილიარდ დოლარს აღემატება. ამის შესახებ გამოცემა Anadolu წერს. ლიბანის უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზარალდა 3 972 შენობა და 4 214 ავტოსატრანსპორტო საშუალება.

13 აგვისტო 2020, 19:25

მსოფლიო

ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობების სრულ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ნატო უკრაინა

13 აგვისტო 2020, 19:11

მსოფლიო

კვლევის მიხედვით, ნატოში გაწევრიანებას უკრაინელთა 48% უჭერს მხარს

გამოკითხულ უკრაინელთა ნახევარზე მეტი მზადაა ევროკავშირი ქვეყნის გაწევრიანებას დაუჭიროს მხარი, თუ ეს საკითხი რეფერენდუმზე უახლოეს კვირას გავიდოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ცენტრ SOCIS-ისა და „რაზუმკოვის ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ევროკავშირი გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 57,7% დაუჭერდა, წინააღმდეგი 26,9% იქნებოდა, რესპონდენტთა 5,8% კი ამბობს, რომ რეფერენდუმში მონაწილეობას არ მიიღებდა.

13 აგვისტო 2020, 18:57

რეგიონი

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მესტიის მუნიციპალიტეტს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მესტიის მუნიციპალიტეტს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ეხმარება ხანდაზმულ, მარტოხელა ადამიანებს, რომლებსაც COVID-19-ით გამოწვეული საფრთხე განსაკუთრებით ემუქრებათ.

გიორგი ვოლსკი

13 აგვისტო 2020, 18:47

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპონენტების მთავარი ამოცანა არის დესტრუქცია, ცხელი კერების შექმნა

„ოპონენტების მთავარი ამოცანა არის დესტრუქცია, ცხელი კერების შექმნა და ისეთი სიტუაციების პროვოცირება, რომ შესაძლებლობისთანავე, საქართველოს ხელისუფლება გარკვეული საკითხების მიმართ არადემოკრატიულ მიდგომებში დაადანაშაულონ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დესტრუქციულ ქმედებებს განვითარების საშუალება არ მიეცეს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

13 აგვისტო 2020, 18:41

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე უკრაინის ელჩს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა, რომელიც ქუთაისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, საუბარი შეეხო როგორც კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებას, ასევე სამომავლო პერსპექტივებს.

13 აგვისტო 2020, 18:37

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 750 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 750 ათასს გადააჭარბა.

იგორ დოლგოვი

13 აგვისტო 2020, 18:33

ეკონომიკა

უკრაინის ელჩი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ნაბიჯი ახალი მეცნიერებისა და ახალი განათლებისკენ

„იმედი მაქვს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ნაბიჯი მომავალში, ახალი მეცნიერებისა და ახალი განათლებისკენ", - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნიკა ნინუა

13 აგვისტო 2020, 18:30

სპორტი

ნიკა ნინუა „პაოკთან“ კონტრაქტს უახლოეს საათებში გააფორმებს

თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი ნიკა ნინუა სალონიკში ჩავიდა და „პაოკთან“ კონტრაქტს უახლოეს საათებში გააფორმებს. ბერძნული მედიის ცნობით,, 21 წლის ფეხბურთელი დღეს საღამოს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მისი წარდგენა სავარაუდოდ ხვალ მოხდება.

13 აგვისტო 2020, 18:27

COVID19

ერაყში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 841 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

იაგო ხვიჩია

13 აგვისტო 2020, 18:18

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: თუკი ოპოზიცია ვერც სამოქმედო გეგმაში შეთანხმდა, ვერც მაჟორიტარებში და ცალ-ცალკე დარჩნენ, შეიძლება ხმები საერთოდ დაიკარგოს

თუკი ოპოზიციამ დაანახა ადამიანებს ის საქმე რომლის გაკეთებასაც ერთობლივად გეგმავდნენ, რაზეც შეთანხმდნენ მაშინ არსებობს შანსი, მათი ხმები შეიკრიბოს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

იანეზ იანშა

13 აგვისტო 2020, 18:17

მსოფლიო

სლოვენიის პრემიერი: ბელარუსში საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს

სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანშამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბელარუსში საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.

გოჩა ენუქიძე

13 აგვისტო 2020, 18:15

რეგიონი

გოჩა ენუქიძე: ზემო რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 45 მილიონ ლარამდე გამოიყო

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ 45 მილიონ ლარამდე გამოყო ზემო რაჭაში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის და მიმდინარეობს მუშაობა დამატებითი თანხების მოძიებისთვისაც.

13 აგვისტო 2020, 18:09

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, მაცაცო ნარიმანიძე ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, მაცაცო ნარიმანიძე ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირინე ფხოველიშვილს შეხვდა. აუდიენციას რეგიონის მუნიციპალიტეტების მერის მოადგილეები და კულტურის სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.