განცხადების დაგვიანებით წარდგენის გამო, ცესკო-მ „რესპუბლიკურ პარტიას” საარჩევნო რეგისტრაციაზე უარი უთხრა
ფოტო: ცენტრალური საარჩევნო კომისია
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „რესპუბლიკურ პარტიას” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიერ ხელმოწერილი განკარგულება კომისიის გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც განკარგულებიდან ირკვევა, „საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ” კომისიას განცხადებით 15 ივლისს მიმართა, თუმცა განცხადებების წარდგენა 14 ივლისის ჩათვლით იყო შესაძლებელი.
„საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის 15 ივლისს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოს რესპუბლიკური პარტია” მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება №გ-01/14/07/20/28 (ცესკო-ში რეგისტრაციის №1037) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მიზნით. მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „საქართველოს რესპუბლიკური პარტია” და მის წარმომადგენელს თამუნა კორძაიას უარი უნდა ეთქვას საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 197-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკო-ს თავმჯდომარეს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტით დადგენილ პირობას. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკო-ს თავმჯდომარე ცესკოს სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 42-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განკარგულებას (ამ განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოს რესპუბლიკური პარტია” განცხადება №გ-01/14/07/20/28 (ცესკო-ში რეგისტრაციის №1037) საქართველოს ცენტრალურ კომისიაში შემოტანილი იქნა ვადაგადაცილებით, კერძოდ, არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 197-ე მუხლით დადგენილ ვადაში, 2020 წლის 15 ივლისამდე, რაც წარმოადგენს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ”ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 78-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 197-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-10 პუნქტისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოს რესპუბლიკური პარტია” №გ-01/14/07/20/28 განცხადების (ცესკო-ში რეგისტრაციის №1037) საფუძველზე, ვადგენ: მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარი ეთქვას მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „საქართველოს რესპუბლიკური პარტია” და მის წარმომადგენელს თამუნა კორძაიას“ - აღნიშნულია განკარგულებაში.
დოკუმენტის მიხედვით, განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიღებიდან ორი კალენდარული დღის ვადაში.
ყველა სიახლე
29 ივლისი 2026, 03:09
მსოფლიო
აშშ-ის განათლების დეპარტამენტი: მშობელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, მიზეზი კი ცნობებია იმის შესახებ, რომ მოსწავლეებს შეხება ჰქონდათ სქესის შეცვლისთვის განკუთვნილ პრეპარატებთან და სექსუალიზებულ სასკოლო აქტივობებთან - დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ დავიცავთ მშობლების უფლებებს და სკოლებს პასუხისმგებლობას დავაკისრებთ
აშშ-ის განათლების დეპარტამენტი დენვერის საჯარო სკოლებში მომხდარ ინციდენტს იძიებს. საქმე ეხება მასწავლებელს, რომელსაც ბრალად ედება, რომ სასკოლო დავალების ფარგლებში გოგონებს ერთმანეთის კოცნა აიძულა.
29 ივლისი 2026, 01:45
მსოფლიო
Sky News: ევროპული ქვეყნები მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის შესაძლებლობას განიხილავენ, თუ ჯანი ინფანტინო ფიფას წილის კერძო ინვესტორებზე გასხვისების გეგმაზე უარს არ იტყვის
Sky News-ის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნები მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის შესაძლებლობას განიხილავენ, თუ ჯანი ინფანტინო ფიფას წილის კერძო ინვესტორებზე გასხვისების გეგმაზე უარს არ იტყვის.
29 ივლისი 2026, 01:24
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ტრამპთან შეხვედრა იყო ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი ოდესმე გვქონია
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დონალდ ტრამპთან გამართული „შესანიშნავი“ შეხვედრა ორ ლიდერს შორის შემდგარ დიალოგებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
29 ივლისი 2026, 01:14
მსოფლიო
Reuters: ზელენსკის ოფისმა უკრაინის გენერალურ პროკურორს ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხის განხილვის თხოვნით მიმართა
სამშაბათს გასაჯაროებული წერილის თანახმად, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა უკრაინის გენერალურ პროკურორს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხის განხილვის თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 00:50
მსოფლიო
„სენატის გოლიათი და ჭეშმარიტი ამერიკელი“ - დონალდ ტრამპმა ლინდსი გრემს პატივი მიაგო
ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და მსოფლიო ლიდერებმა „რესპუბლიკელ“ სენატორს, ლინდსი გრემს პატივი მიაგეს. სამგლოვიარო ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართა.
29 ივლისი 2026, 00:14
მსოფლიო
საფრანგეთის ატლანტის სანაპიროზე მდებარე ტურისტული ზონებიდან თითქმის 4 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
საფრანგეთის ატლანტის სანაპიროზე მდებარე ტურისტული ზონებიდან თითქმის 4 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
28 ივლისი 2026, 23:56
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დამარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმა განზრახ არ მომხდარა და უკრაინა ესკალაციას არ ცდილობს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დამარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმა განზრახ არ მომხდარა და უკრაინა ესკალაციას არ ცდილობს, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
28 ივლისი 2026, 22:39
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას დეესკალაციისკენ მოუწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ დღეს „გულახდილი“ სატელეფონო საუბარი გამართა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან, სადაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის „არასაჭირო ესკალაციის“ თავიდან აცილების აუცილებლობას.
28 ივლისი 2026, 22:03
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“. ტრამპმა ეს განცხადება სამშაბათს, სენატორის დაკრძალვამდე გააკეთა.
28 ივლისი 2026, 21:39
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია - მკაფიოდ არის ზღვარი გასავლები, თუ სად მთავრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება
რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია, რაც არამც და არმც არ შეიძლება, იყოს დაცული იმ ძირითადი უფლებით, რასაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჰქვია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
28 ივლისი 2026, 21:39
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანი არის უფლებამოსილი, რომ გააკრიტიკოს ის, რაც არ მოსწონს ან გააკრიტიკოს ის ადამიანი, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ ღირსების შემლახავი პოსტების დაწერის უფლება არავის არ აქვს
ადამიანები მიეჩვივნენ იმას, რომ შეიძლება ნებისმიერი ტიპის შეურაცხყოფა მიაყენო სხვა ადამიანს და Facebook-ი იყო გაჯერებული ასეთი შეურაცხყოფებით, გინებით და ღირსების შელახვით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
28 ივლისი 2026, 21:35
მსოფლიო
დონალდ ტუსკმა პოლონეთში უკრაინელების მიმართ ძალადობა დაგმო
უკრაინელ წყვილზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის შემდეგ, პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა მკვეთრად გააკრიტიკა ქვეყანაში უკრაინელების მიმართ მზარდი ძალადობა.
28 ივლისი 2026, 21:20
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია
ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
28 ივლისი 2026, 21:18
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: მოსწრებული ვარ ყველა სახის და ყველა ტიპის მიტინგს, არც ერთ ამ ღონისძიებაზე უხამსობა არა თუ ბანერზე ან მიკროფონში, არამედ საერთოდ არავის აზრადაც არ მოსვლია - რაც ახლა ხდება, არ არის არც სიტყვის თავისუფლება, არც პროტესტის გამოხატვა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აქციებზე შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას აფასებს.
28 ივლისი 2026, 21:11
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
28 ივლისი 2026, 20:57
კულტურა
საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წარმოდგენა, ანშლაგი და აღფრთოვანებული მაყურებელი ბრიტანეთის დედაქალაქში - საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა.
28 ივლისი 2026, 20:52
კულტურა
ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღს კიდევ ერთი სახელი შეემატა. სასახლის ბაღში მუსიკოსის, საგუნდო დირიჟორისა და ხალხური სიმღერის ქომაგის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. ის მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა.
28 ივლისი 2026, 20:44
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ იარაღის საწარმოო ხაზები „იმაზე აქტიურია, ვიდრე ოდესმე“
ირანის თავდაცვის მრეწველობა წარმოებას აფართოებს და პრიორიტეტს საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებას ანიჭებს. ამის შესახებ სამშაბათს ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.
28 ივლისი 2026, 20:41
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი სრულდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეტი რეისი, გაზრდილი ტვირთნაკადი და ახალი შესაძლებლობები ტურიზმისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი დასასრულს უახლოვდება.
28 ივლისი 2026, 20:37
პოლიტიკა
კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვა - განხილვას ევროკავშირში „ნეიტრალური საქართველო“ ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირი თამაშის წესების ფუნდამენტური ცვლილების ზღვარზეა. კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ განხილვას თბილისში მკვეთრი პოლიტიკური რეაქცია მოჰყვა.


