ბიძინა ივანიშვილი: ჩვენმა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით, პროგრესი თვალსაჩინოა პრაქტიკულად ყველა სფეროში
ბიძინა ივანიშვილი
ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პროგრესი ყველა მიმართულებით თვალსაჩინოა, თუმცა არავინაა ილუზიაში, რომ პრობლემები აღარ არსებობს.
„პროგრესი თვალსაჩინოა პრაქტიკულად ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, არავინაა იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები აღარ არსებობს. ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება. რყევებით სავსე ეპოქაში, საქართველომ ბოლო რვა წლის განმავლობაში შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში. დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში, რა თქმა უნდა, საქართველოც დგება ახალი გამოწვევებისა და საკითხების ახლებურად გააზრების საჭიროების წინაშე. გამოწვევები მართლაც ბევრია, საშინაო თუ საგარეო, რომლებსაც ქვეყანა მზად უნდა დახვდეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ყველა სიახლე
30 ივნისი 2026, 11:02
კულტურა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, პირველ მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან ერთად რეზო გაბრიაძის თეატრში ახალი კამერული კულტურული სივრცის -„Gabriadze Wonders Station“ გახსნას დაესწრო
„რეზო გაბრიაძე ქართული კულტურისა და ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა. მან შექმნა ერთი შეხედვით კამერული, მშვიდი სამყარო, რომელიც სინამდვილეში უნივერსალური და გლობალურია. კინოში, თეატრში, მხატვრობასა და ხელოვნების სხვა სფეროებში რეზო გაბრიაძემ წარუშლელი კვალი დატოვა. ამავდროულად, თბილისს აჩუქა ადგილი, რომელიც მსოფლიოსთვის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სიმბოლოდ იქცა. რეზო გაბრიაძე დღეს 90 წლის გახდებოდა. ბედნიერებაა, რომ მისი თანამედროვეები ვიყავით“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
30 ივნისი 2026, 10:53
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი.
30 ივნისი 2026, 10:52
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში, იმერეთსა და ქვემო-ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სულაურში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებსა და რუსთავში. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
30 ივნისი 2026, 10:49
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ილონ მასკი, დონალდ ტრამპი და სხვა ევროპელი თუ უკრაინელი მაღალჩინოსნებიც ღიად ამბობენ, რომ რუსეთ-უკრაინაში პროქსი-ომი მიმდინარეობს - ეს ის მოცემულობაა, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს პროქსი ომად აფასებენ არა მხოლოდ ილონ მასკი, არამედ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მისი თქმით, ამ საკითხზე საუბრობენ ასევე ამერიკელი ოფიციალური პირები, უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსნები და ევროპელი პოლიტიკოსებიც.
30 ივნისი 2026, 10:48
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთში ვიზიტისას ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება პორტი რეგიონისა და ზოგადად შუა დერეფნისთვის
„ყაზახეთთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებით მზარდია“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
30 ივნისი 2026, 10:44
მსოფლიო
პოლონეთი უკრაინისთვის Mig-29 ტიპის თვითმფრინავების გადაცემაზე უარს აცხადებს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ვარშავა კიევს Mig-29 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს აღარ გადასცემს.
30 ივნისი 2026, 10:43
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს კონტრტერორისტულ კვირეულში მონაწილეობს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ლაშა მაღრაძე, გაეროს კონტრტერორისტულ კვირეულის ფარგლებში, მონაწილეებს ნიუ-იორკში მიმდინარე მსოფლიო კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელი პირების კონფერენციაში, რომლის მთავარ თემას წარმოადგენს „ტერორიზმისგან თავისუფალი მომავალი: მრავალმხრივი მიდგომებისადმი გლობალური ერთგულების განმტკიცება წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობითა და ქმედებით“.
30 ივნისი 2026, 10:37
ტექნოლოგიები
ჩინეთში პირველ სრულად რობოტიზებულ სასტუმროს გახსნიან
სასტუმრო West Artificial Island გუანდუნის პროვინციაში, შენჟენ-ჯუნშანის რაიონში, ხელოვნურ კუნძულზე გაიხსნება. მას მართავს კომპანია, რომელიც რესტორნების, მაღაზიებისა და დასუფთავებისთვის განკუთვნილ სერვის-რობოტებს ქმნის.
30 ივნისი 2026, 10:36
პოლიტიკა
პრემიერი: ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა, დიალოგი, მათ შორის, მათი მხრიდან პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება, საკითხების წამოჭრა, ამ ყველაფრის გაზიარება, ამას ეთმობოდა ის შეხვედრები, რომლებიც გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით
„ამ შეხვედრების დატვირთვა ჩვენთვის იყო განსაკუთრებული, გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. მათ უნდა გადაიბარონ ამ ქვეყნის მართვა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებასა და ახალგაზრდებს შორის, მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა, დიალოგი, მათ შორის, მათი მხრიდან პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება, საკითხების წამოჭრა, ამ ყველაფრის გაზიარება“.
30 ივნისი 2026, 10:33
ტაბლოიდი
უელსის პრინცესამ 24 საათში ბრიტანეთის 3 უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო
„კიბოს მხოლოდ სხეულზე არ აქვს გავლენა - ის ცვლის ჩვენს აზრებს, გრძნობებს და გავლენას ახდენს ცხოვრების ყველა ასპექტზე. ჩემთვის ამ გამოწვევაში მონაწილეობა არა მხოლოდ ფიზიკური გამოცდა, არამედ დიაგნოზს მიღმა ცხოვრების შესაძლებლობა იყო“, - დაწერა პრინცესამ სოციალურ ქსელში.
30 ივნისი 2026, 10:33
პოლიტიკა
პრემიერი: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დავასრულოთ ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილი და აგრესია ჩვენს ქვეყანაში, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავასრულოთ ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილი და აგრესია ჩვენს ქვეყანაში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში.
30 ივნისი 2026, 10:31
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა და საერთაშორისო ფინანსური ცენტრი დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა დაათვალიერა. საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჟანიბეკ ტაიჟანოვმა უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრი ქარხნის საწარმოო პროცესს გაეცნო.
30 ივნისი 2026, 10:26
ჯანდაცვა
სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა
ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ ჩიქოვანი, EMT მიმართულების საერთაშორისო ექსპერტები და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
30 ივნისი 2026, 10:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ძალიან მძიმე ვითარებაა ჩამოყალიბებული აგენტურის შიგნით, ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ამ აგენტურაში
ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ამ აგენტურაში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს.
30 ივნისი 2026, 10:24
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა, იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება
ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა, იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს.
30 ივნისი 2026, 10:22
ტაბლოიდი
სიცხის გამო ეიფელის კოშკი 10 სანტიმეტრით გაიზარდა
„როდესაც ტემპერატურა -10-დან +40 გრადუსამდე იცვლება, ეიფელის კოშკი დაახლოებით 10 სანტიმეტრით იზრდება. ეს შეესაბამება 2 სანტიმეტრს ყოველ 10 გრადუსზე“, - განმარტა ლემუანმა.
30 ივნისი 2026, 10:21
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს
ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს.
30 ივნისი 2026, 10:18
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის
„ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩვენთვის საინტერესოა ქვეყნის განვითარება, ჩვენ ვართ მთლიანად კონცენტრირებული ამაზე. რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
30 ივნისი 2026, 10:18
რეგიონი
ComCom-მა მარტვილში ინტერნეტის მიზნობრივ და უსაფრთხო გამოყენებაში მეწარმეები გადაამზადა
ადგილობრივმა მეწარმეებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც საკუთარი საქმიანობისთვის ეფექტიანად გამოიყენებენ. მათ შორის, პროგრამის ბენეფიციარები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.
30 ივნისი 2026, 10:09
პოლიტიკა
გერმანიის ელჩმა საქართველოში მისია დაასრულა
გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველოში მისი მისია დასრულებულია.


