imedi /  08 ივნისი 2017, 13:20 / სანდო წყარო

საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება

კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების მუხლზე მორატორიუმი გამოცხადდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა. მისი თქმით, საბოლოოდ პოზიცია შეთანხმდა, რაც პარლამენტის  თავმჯდომარემ და პრემიერმინისტრმა გაახმოვანეს. შეთანხმების თანახმად, კონსტიტუციაში იქნება ფორმულირება, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების, როგორც განსაკუთრებული რესურსის, მესაკუთრე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანება, თვითმმართველი ერთეული და სახელმწიფო იქნება.

"ამავე დროს, ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით, ინიცირებული იყო პროექტი. დღეს, გადაწყვეტილება მივიღეთ და ახლა სპეციალური პროცედურით, ამ პროექტის უკან გამოწვევის თაობაზე შესაბამისი წერილი მზადდება და დღეს ახალ ცვლილებას დავარეგისტრირებთ, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების მუხლზე მორატორიუმს გამოვაცხადებთ და მისი წინაპირობა იქნება კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედებამდე, ანუ, ძალაში შესვლამდე, მორატორიუმი იქნება გამოცხადებული და ამ დროში მიწების ყოველგვარი გასხვისება შეჩერდება. ასევე მოკლე ვადაში ორგანულ კანონში ცვლილება შემუშავდება იმ საბოლოო ფორმულირებით, რომელიც შესაბამისი იქნება კონსტიტიუციური ჩანაწერის“, - აღნიშნა ბესელიამ.

მორატორიუმი იმ მუხლს შეეხება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების შესაძლებლობას ტოვებს. „ამიტომ ამ წესთან დაკავშირებით ცვლილება იქნება შემოთავაზებული, რომ ამ ნორმის მოქმედება შეჩერდეს, სანამ კონსტიტუციური ცვლილება ძალაში არ შევა და უფრო მოკლე დროში ცვლილება ორგანულ კანონში მომზადება. მორატორიუმი წინა პარლამენტში იყო გამოცხადებული, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, მაგრამ სამართლებრივი საფუძველი სხვა იყო. ამჯერად, სხვა საფუძველი იქნება მითითებული და ეს კონსტიტუციური ჩანაწერი გახლავთ, რომელიც საბოლოო ჩარჩო უნდა იყოს, რომელიც განსაზღვრავს სასოფლო-სამურნეო მიწებზე საკუთრების უფლების სუბიექტებს. შესაბამისად, სხვა კანონი კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს“, - განაცხადა ბესელიამ.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვაზე განცხადებები დღეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთეს. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მმართველ გუნდი ინიციატივით მიმართავს საკონსტიტუციო კომისიას, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების წესის შესახებ.

ყველა სიახლე

18 ივნისი 2026, 11:10

ეკონომიკა

კონცენტრაციების კონტროლის პროცესის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, „კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესში“ ვლილებები შევიდა

კონცენტრაციების კონტროლის პროცესის ეფექტურობის გაზრდისა და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, „კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ სააგენტოს თავმჯდომარის № 39 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

18 ივნისი 2026, 11:09

საზოგადოება

Grapefriend: ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გასინჯოთ ქართული ღვინო

ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო მედიასაშუალებებთან. სააგენტოს პარტნიორებს შორის არიან CNN, CBS, Netflix, The New York Times, Wine Enthusiast და სხვა გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები.

18 ივნისი 2026, 11:07

მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროპარლამენტის მიერ თურქეთის შესახებ მიღებულ ანგარიშში წარმოდგენილია მცდარი შეფასებები, რომლებიც ანტითურქული ჯგუფების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს ეფუძნება

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის მიერ თურქეთის შესახებ მიღებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

ზაზა დობორჯგინიძე

18 ივნისი 2026, 10:56

პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე: ირანი ამ ომის შედეგად სტრატეგიულად გამარჯვებული და გაძლიერებულია. საქართველოს ნორმალური ურთიერთობა ირანთან, ქვეყნის დიპლომატიური აქტივია და არა კომპრომატი

აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, პირობები არსებითად ირანის სასარგებლოა, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.

18 ივნისი 2026, 10:52

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრი მიგრაციის დეპარტამენტს ესტუმრა

შინაგან საქმეთა მინისტრი მიგრაციის დეპარტამენტს ესტუმრა

18 ივნისი 2026, 10:52

საზოგადოება

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

18 ივნისი 2026, 10:38

მსოფლიო

მედია: უკრაინამ მოსკოვზე უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დრონებით ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა

უკრაინამ მოსკოვზე უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ნატა ფერაძე

18 ივნისი 2026, 10:36

პოლიტიკა

ნატა ფერაძე: „ნაცები“ ან მათი მხარდამჭერი ვინც არ ხართ, თქვენც 24/7 ნაცების შიდა ბორდელის გარჩევით უნდა მო* * *ათ პოლიტიკური ამინდი?

ოპოზიციონერი აქტივისტი ნატა ფერაძე, “ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულ პროცესებს “შიდა ბორდელის გარჩევებს” უწოდებს.

18 ივნისი 2026, 10:36

რეგიონი

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგის პროცესი უფრო გამჭვირვალე ხდება

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგის პროცესი, კიდევ უფრო გამჭვირვალე ხდება, - ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

18 ივნისი 2026, 10:31

სამართალი

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის სამმართველომ ამერიკული აკრედიტაციის ცენტრის - A2LA-ს ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა სამმართველომ ამერიკული აკრედიტაციის ცენტრის – „A2LA“-ს ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

18 ივნისი 2026, 10:30

პოლიტიკა

ევროპარლამენტის რეზოლუცია: მოვუწოდებთ ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ

„მივესალმებით კომისიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის, რაც 2026 წლის 6 მარტიდან ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში გამოიყენება 2025 წლის 30 დეკემბერს ძალაში შესული და უფრო მოქნილი ვიზის შეჩერების მექანიზმის შესაბამისად, „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევით განხორციელებული ქმედებების შედეგად; რეზოლუცია გასცემს გაფრთხილებას, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რისთვისაც სრული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნებას“ დაეკისრება. მოვუწოდებთ კომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

18 ივნისი 2026, 10:27

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

ნანა კაკაბაძე

18 ივნისი 2026, 10:27

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: დღეს მთელ მსოფლიოში ისეა გაბატონებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავისუფლების იდეოლოგია, როგორც 100 წლის წინ იყო მსოფლიო მოდა სოციალისტური რევოლუცია, რომელსაც უნდა დაემხო ბურჟუაზიის ბატონობა და სწორედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავისუფლების სახელით ნათელი მოეფინა კაცობრიობის მომავლისათვის

„ადამიანის უფლებები - მითები და რეალობა“, - არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელი პოსტს აქვეყნებს.

18 ივნისი 2026, 10:25

სამართალი

სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

18 ივნისი 2026, 10:24

სამართალი

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით პალესტინის მოქალაქე დააკავეს.

18 ივნისი 2026, 10:13

ტექნოლოგიები

ჰუმანოიდი რობოტი ეკვადორში ვულკანზე ავიდა

16-საათიანი შტურმის განმავლობაში, სპეციალური ფეხსაცმლით, ქურთუკითა და სამთო უსაფრთხოების სისტემით აღჭურვილი ადამიანის მსგავსი რობოტი დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა იმ მონაკვეთებზე, სადაც დახრილობა 30 გრადუსზე ნაკლები იყო. თუმცა, მარშრუტის უფრო რთულ ფრაგმენტებზე ის ხელით გადაჰყავდათ. გუნდის შემდეგი მიზანი ჰავაის მწვერვალი მაუნა-კეაა, რის შემდეგაც ჯგუფი ევერესტის დაპყრობას შეეცდება.

18 ივნისი 2026, 09:56

საზოგადოება

„დაიცავი ტყეში ქცევის წესები“ - საინფორმაციო ბანერი QR კოდით სახელმწიფო ტყეში 350 ლოკაციაზე განთავსდება

„დაიცავი ტყეში ქცევის წესები“ - საინფორმაციო ბანერზე ტურისტებს საშუალება აქვთ QR კოდის საშუალებით, გაეცნონ ტყეში უსაფრთხოების წესებსა და იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობის და კოცონის დანთების დროს უნდა იყოს გათვალისწინებული. საინფორმაციო ბანერი მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ტყეში 350 ლოკაციაზე განთავსდება.

18 ივნისი 2026, 09:50

მსოფლიო

AXIOS: ტრამპის მიერ ირანთან დადებულმა შეთანხმებამ ნეთანიაჰუს განრისხება და მოკავშირეთა მძვინვარება გამოიწვია

AXIOS-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ოთხშაბათს საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან მიღწეული შეთანხმება წარადგინა და ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებაში სტრატეგიულ და პოლიტიკურ მარცხად აფასებენ.

18 ივნისი 2026, 09:36

სპორტი

ინგლისმა ხორვატიას დაძაბულ ბრძოლაში 4:2 სძლია

ინგლისის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ხორვატიის გუნდთან გამართა და ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა.

დეივი ჩეისი

18 ივნისი 2026, 09:33

კულტურა

მსახიობი დეივი ჩეისი 35 წლისა გარდაიცვალა

დეივიმ პოპულარობა საშინელებათა ფილმ „ზარში“ სამარა მორგანის როლის შესრულების შემდეგ მოიპოვა. ეს როლი მან 11 წლის ასაკში მიიღო. ამ ნამუშევრისთვის მსახიობი MTV Movie Award-ის პრემიაზე ნომინაციაში „საუკეთესო ბოროტმოქმედი“ დააჯილდოვეს.