imedi /  23 ივლისი 2020, 10:57 / სანდო წყარო

МОЛНІЯ: იმის ნაცვლად, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიჰყოლოდა, უკრაინის მთავრობამ სააკაშვილსა და ადეიშვილს რეფორმები ანდო

ოლეგ დეინეკა ვალერი ტოვმაჩი

უკრაინული გადაცემა МОЛНІЯ-ს ბოლო გამოშვებაში, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებებს ატარებს, საუბარია გერმანიის მიერ დავით ჭაკუა საქართველოში ექსტრადიციის შესახებ. ჟურნალისტები ვალერი ტოვმაჩი და ოლეგ დეინეკა სვამენ კითხვას - რატომ არ მიჰყვება ბერლინის მაგალითს კიევი და რატომ არ ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს განაჩენს.

„2012 წელს ე.წ. „ცოცხების საქმემ“, რომელმაც სტრასბურგის სასამართლო საშინელი სისასტიკით გააოგნა, სასამართლომ კიდევ 17 ადამიანი გამოააშკარავა.

როგორც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, მაშინდელი მთელი უმაღლესი რანგის ქართული ხელმძღვანელობა დამნაშავედ ცნეს. „კრიმინალური რეჟიმი“, რომელიც, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელი თანამდებობიდან განეშორებინა და სასამართლოსთვის გადაეცა, პირიქით, ყველა შესაძლო ფორმით ხელს უწყობდა აღმსრულებლის კარიერულ წინსვლას და მის არაადამიანურ განვითარებას: 2006 წლის ციხის აჯანყებაში მონაწილეთა სისხლიანი ხოცვიდან დაწყებული, შემზარავი არაადამიანური "ცოცხების საქმემდე".

სტრასბურგის სასამართლომ „დანაშაულებრივი რეჟიმის“ მთელი ელიტა დამნაშავედ ცნო ამ ბოროტების ჩადენაში, მათ შორისაა ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მოხელეები მაგის ქარდავა, რევაზ ჭარბაძე და კოხტა კოდუა.

ნაცვლად იმისა, რომ გერმანიის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიჰყოლოდა და მასობრივი მკვლელების და მოძალადეების საქართველოში ექსტრადიცია განეხორციელებინათ, უკრაინის მთავრობამ ყველაფერი პირიქით გააკეთა - სააკაშვილ-ადეიშვილს ანდო სამართალდამცველების რეფორმა, კერძოდ, პროკურატურას, და კიდევ უფრო ფულადი - საბაჟო სფეროს რეფორმა“, - ამბობენ გადაცემის ავტორები.

მათივე თქვით, ეს უკრაინისთვის აბსურდული და საშიში გადაწყვეტილება, რომლის მიღებაშიც პრეზიდენტ ზელენსკის არც იმან შეუშალა ხელი, რომ ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება. ადეიშვილს არ აქვს უნგრეთის დატოვების უფლება, რომელმაც მას პოლიტიკური დავშესაფარი მიანიჭა.

„უკრაინის ხელისუფლების მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დემონსტრატიული უგულებელყოფა „სააკაშვილი-ადეიშვილისა და მისი თანამოაზრეების შესახებ“ და უკრაინაში ქართველი სახელმწიფო დამნაშავეების სრული დაუსჯელობა, საშუალებას აძლევს მათ არა მხოლოდ ხელი მოაწერონ ყოველ ნაბიჯზე პრეზიდენტ ზელენსკის პირადი მხარდაჭერით, არამედ მიითვისონ უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი უფლებამოსილება, მოახდინონ რეფორმების ეროვნული საბჭოს უფლებამოსილების უკანონოდ გადაცემა ერთი თვის წინ მათ მიერვე შექმნილ საზოგადოებრივ ფუყე ორგანიზაციაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის და მისი დიდი ხნის ქვეშევრდომის ოდესის საბაჟოდან სემიონ კრივონოსთან ერთად დარეგისტრირდა, რომელმაც სკანდალურად დატოვა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ოდესის ფილიალის უფროსობის კონკურსი მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ამხილეს მისი კორუფციული მოგება და მიწების და ბინების მაქინაციები, ახლა კი სააკაშვილის „მარტივი გადაწყვეტილებების ოფისის“ ჩრდილოვანი კურატორია“, - ამბობენ ჟურნალისტები.

ყველა სიახლე

მელანია ტრამპი

24 სექტემბერი 2026, 00:53

მსოფლიო

მელანია ტრამპი: დონალდ ტრამპი შეუჩერებლად მუშაობს, მასზე მეტი ენერგია არავის აქვს - დილიდან საღამომდე, უწყვეტ რეჟიმში შრომობს

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა FOX & Friends-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადა შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი „აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია“.

კახა აბულაძე

24 სექტემბერი 2026, 00:43

საზოგადოება

კახა აბულაძე: თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტია დედაქალაქში და ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ყველა საერთაშორისო სტანდარტი დანერგილია. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი დედაქალაქში და ხშირად ხდება ხოლმე დარტყმებისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, - ამის თაობაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რამდენიმე ბაგა-ბაღში ნოროვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით გავრცელებულ არაერთ დეზინფორმაციაზე მსჯელობისას.

მარკო რუბიო

24 სექტემბერი 2026, 00:42

მსოფლიო

რუბიო: აშშ სერბეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს

აშშ სერბეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს, - განაცხადა ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.

კახა აბულაძე

24 სექტემბერი 2026, 00:37

საზოგადოება

კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღებაზე: დავეყრდენით სპეციალისტების რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც, დაავადების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, რომ არ მიიღონ რძის პროდუქტი

თბილისის მერის მოადგილის კახა აბულაძის განმარტებით, დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღება დაკავშირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებთან, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ დაავადების მიმდინარეობისას არ მიიღონ რძის პროდუქტი და სხვა ცხიმიანი საკვები.

სოსო მანჯავიძე

24 სექტემბერი 2026, 00:33

პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე: მათ არ აქვთ არავითარი პრობლემა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ უზარმაზარი აქვთ და რატომ უნდა გადასცენ სუვერენიტეტის ნაწილი იმ გაერთიანებას, რომელსაც ბუნდოვანი მომავალი აქვს?

მათ არ აქვთ არავითარი პრობლემა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ უზარმაზარი აქვთ და რატომ უნდა გადასცენ სუვერენიტეტის ნაწილი იმ გაერთიანებას, რომელსაც ბუნდოვანი მომავალი აქვს? - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე მსჯელობისას.

ალიშერ უსმანოვი

24 სექტემბერი 2026, 00:24

მსოფლიო

Reuters: ევროკავშირი მზარდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ორი რუსი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნის გამო - გაერთიანების ზოგიერთი წევრის განცხადებით, ეს ნაბიჯი ძირს უთხრის უკრაინის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერის ფუნდამენტურ პრინციპს და სიგნალია იმისა, რომ ბლოკი დაშანტაჟებას დაემორჩილება

ევროკავშირი მზარდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ორი რუსი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნის გამო - გაერთიანების ზოგიერთი წევრის განცხადებით, ეს ნაბიჯი ძირს უთხრის უკრაინის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერის ფუნდამენტურ პრინციპს და სიგნალია იმისა, რომ ბლოკი დაშანტაჟებას დაემორჩილება, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

სოსო მანჯავიძე

24 სექტემბერი 2026, 00:18

პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე: მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რადიკალური მემარჯვენე ნაწილის გაძლიერება შეიძლება გამოვიდეს დღევანდელი ევროპის მმართველი ელიტის კონტროლის ზონიდან

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რადიკალური მემარჯვენე ნაწილის გაძლიერება შეიძლება გამოვიდეს დღევანდელი ევროპის მმართველი ელიტის, რომელსაც დიფ სტეიტს ეძახიან, კონტროლის ზონიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ ევროპის ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით. მანჯავიძემ ევროკავშირზე საუბრისას, გაერთიანებასთან დაკავშირებით, ბუკოვსკის ცნობილი სიტყვებიც გაიხსენა.

სოსო მანჯავიძე

24 სექტემბერი 2026, 00:15

პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე: კატასტროფაა, როდესაც მმართველი გუნდი კონკრეტულ ფედერალურ მიწაზე პარლამენტში ვერ შედის. ეს გერმანულ პოლიტიკურ სისტემაში არსებული კრიზისის სიმპტომია

ნამდვილად კატასტროფაა, როდესაც მმართველი გუნდი კონკრეტულ ფედერალურ მიწაზე პარლამენტში ვერ შედის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე. გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა - რა შედეგებსაც AFD აჩვენებს, რისი სიმპტომია?

გიორგი ვოლსკი

23 სექტემბერი 2026, 23:54

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს

შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის ჩავარდნილ სცენარებსა და მარცხის მიზეზებზეც ილაპარაკა.

გიორგი ვოლსკი

23 სექტემბერი 2026, 23:50

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს. ეს მიზანი გაცილებით აშკარა გახდა 2022 წლის შემდეგ

ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, ეს მიზანი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა 2022 წლის შემდეგ.

გიორგი ვოლსკი

23 სექტემბერი 2026, 23:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს

მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რათა ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

23 სექტემბერი 2026, 23:29

პოლიტიკა

ვოლსკი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ოპოზიციის კამპანიურ განცხადებებზე: რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ სწორედ აქეთ მიდის საქმე, რომ დაძაბულობამ იმ ხარისხს მიაღწიოს, როდესაც განახლდება ის პროცესი, რომელსაც შეიძლება სროლა მოჰყვეს

რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ სწორედ აქეთ მიდის საქმე, რომ დაძაბულობამ იმ ხარისხს მიაღწიოს, როდესაც განახლდება ის პროცესი, რომელსაც შეიძლება სროლა მოჰყვეს? - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ოკუპირებულ ტერიტორებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილის კამპანიური განცხადებების შეფასებისას. მისი თქმით, საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე 35 000-მდე ქართველი ცხოვრობს, რომლებიც თავიანთ უფლებებში სერიოზულად არიან შეზღუდულები.

გიორგი ვოლსკი

23 სექტემბერი 2026, 23:18

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: შალვა პაპუაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, როცა ვიზიტს გეგმავს, მთავარი ამოცანა არის, რომ არგუმენტირებული პოზიციით ჩახვიდე

შალვა პაპუაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, როცა ვიზიტს გეგმავს, მთავარი ამოცანა არის, რომ არგუმენტირებული პოზიციით ჩახვიდე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარის ბელგიაში ვიზიტის შესახებ. მისი თქმით, ნებისმიერ ასეთ შეხვედრას წინ უძღვის ვითარების მოდელირება იმის შესახებ, თუ საიდან წარმოიშვა საქართველოს მიმართ დღეს არსებული დამოკიდებულება, როცა საგარეო კურსის შეცვლის თაობაზე ლაპარაკს საფუძველი არ აქვს.

კახა აბულაძე

23 სექტემბერი 2026, 23:01

საზოგადოება

კახა აბულაძე: საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული - ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომ კონკრეტული პასუხები მივიღოთ

ნოროვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა ინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2026, 22:50

მსოფლიო

ზელენსკი: წელს რუსულმა არმიამ უკრაინაში ბრძოლის ველზე თითქმის 250 ათასი ადამიანი დაკარგა

მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, რუსულმა არმიამ უკრაინაში ბრძოლის ველზე 248 964 ჯარისკაცი დაკარგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2026, 22:41

მსოფლიო

ზელენსკის თქმით, „ნულოვანი პაციენტი“ პუტინი საფრთხეს უქმნის მსოფლიოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს „ნულოვანი პაციენტი“ უწოდა და განაცხადა, რომ რაც უფრო მეტი მოქმედების თავისუფლება აქვს მას, „მით უფრო საშიში ხდება სამყარო ყველა დანარჩენისთვის“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2026, 22:30

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა ომით შეპყრობილი არ არის და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძვის

უკრაინა ომით შეპყრობილი არ არის და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2026, 22:21

მსოფლიო

„მხოლოდ ერთ ადამიანს სურს ომი უკრაინაში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის „დამამცირებელ მარცხზე“ საუბრობს

უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაზე მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან და ამ კონფლიქტის გაგრძელება მხოლოდ ერთ ადამიანს სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სერგეი ლავროვი

23 სექტემბერი 2026, 22:03

მსოფლიო

ლავროვი: რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ პაუზის აღებას არ გეგმავს

რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ პაუზის აღებას არ გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

23 სექტემბერი 2026, 21:31

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აღნიშნულ საკითხზე დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, იან ბეიტსონის განცხადებით, უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აღნიშნულ საკითხზე დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება.