imedi /  24 ივლისი 2020, 14:31 / სანდო წყარო

კახა კუჭავა: ოპოზიციის მცდელობა კანონპროექტში ქვეყნისთვის საზიანო ჩანაწერები გაჩენილიყო, აშშ-ის სენატმა არ გაიზიარა

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

„სენატმა დაამტკიცა თავისი ვერსია თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის, რომელიც ცალკე განიხილება კონგრესზე, ცალკე სენატზე და საბოლოო ჯამში ეს უნდა შეჯამდეს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. მოხარულები ვართ, რომ საბოლოოდ შეჯერდა ის ვერსია, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, - საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ასე შეაფასა ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ აშშ–ს სენატის მიერ 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცების ფაქტი.

კახა კუჭავას თქმით, ოპოზიციის მცდელობა კანონპროექტში ქვეყნისთვის საზიანო ჩანაწერები გაჩენილიყო, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მხრიდან არ იქნა გაზიარებული.

„თქვენ გახსოვთ, იყო მცდელობა ოპოზიციის მხრიდან ქვეყნისთვის არასახარბიელო გარკვეული ჩანაწერები გაჩენილიყო, საბოლოოდ გავიდა ის ვერსია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მაღალი დონის მხარდამჭერი და ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს რამდენად მნიშნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო რეგიონში და არა მხოლოდ, ამიტომ სამწუხაროა როდესაც ვხედავთ ამ მცდელობებს, თუმცა სასიხარულოა საბოლოო ჯამში, რომ ოპოზიციის მსგავსი ქვეყნის საზიანო მცდელობები არ იქნა გაზიარებული“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, 2021 ფისკალური წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს.

ვიცე-სპიკერის თქმით, დღეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ახალ დონეზეა აყვანილი.

„განსაკუთრებული ხაზგასმა არის იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და რომელთა ირგვლივაც ჩვენ წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ.განსაკუთრებული ყურადღებაა შავი ზღვის რეგიონზე და იმ ქვეყნებზე გამახვილებული სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშნელოვანი და სენსიტიურია. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, მთლიანობა და ის პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და ოკუპაციასთან არის ასევე ცალსახად ხაზგასმული ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. აქ არ არის მითითებული არც გვარები და არც ტერმინი, რომლის შეტანას ცდილობდა ჩვენი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც პირველ რიგში დააზიანებდა არ მმართველ პარტიას, არამედ ქვეყნის ინტერესებს. საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ იმ საბოლოო ვერსიას, რომელიც შეჯერდება სენატის და კონგრესის მიერ და პირველ რიგში წაადგება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ყველა სიახლე

თეონა თამაზაშვილი

06 აგვისტო 2020, 12:53

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობის დაწყებას გეგმავს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მისი მოთხოვნა არ შესრულდება. თეონა თამაზაშვილის განმარტებით, იქამდე იშიმშილებს, სანამ FBI-ი არ ჩაერთვება მისი შვილის გამოძიების საქმეში და არ დაადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

ივანე მაჭავარიანი

06 აგვისტო 2020, 12:52

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ზამთარი არ იქნება იოლი, ეკონომიკის სრულ აღდგენას არ ველოდებით

ზამთარი, ჩვენი ხედვით და მოსაზრებით, არ იქნება იოლი. ეკონომიკური პროცესის აღდგენა წავა. წლის მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იქნება, მაგრამ სრულ აღდგენას არ ველოდებით ტურიზმის გამო, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „იცით, რომ 1-ლი ივლისისთვის ქვეყანა სრულად შეიძლებოდა გახსნილიყო, თუმცა, ვირუსის პირველი ტალღის გაგრძელებამ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ევროპის ქვეყნებში მეორე ტალღებმა ცხადყო, რომ წლის ბოლომდე სრული მასშტაბით კი არა, ნაწილობრივი მასშტაბითაც ვერ აღდგება ტურიზმი. ამან დაგვანახა ახალი გამოწვევები. შესაბამისად, მესამე ეტაპის ღონისძიებები შემუშავდა ამ კონტექსტის გათვალისწინებით. ამავე პაკეტში დევს ზამთრის მხარდამჭერი ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებული ნაწილისთვის დენის და გაზის გადასახადის სუბსიდირებას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

06 აგვისტო 2020, 12:47

ეკონომიკა

მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი სოციალური დახმარების პროგრამების ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი სოციალური დახმარების პროგრამების ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია. მისი თქმით, ახალი სოციალური დახმარება ნაწილობრივ StopCov ფონდში მობილიზებული თანხიდან ფინანსდება.„მოგეხსენებათ, რომ სტოპკოვ ფონდში მობილიზებულია 130 მილიონი. ესეც უკვე ბიუჯეტის ფულია, ბიუჯეტის ნაწილია. ნაწილობრივ აქედან და დანარჩენი იქნება საბიუჯეტო სახსრები. ამ დახმარების მიზანია კონკრეტული სოციალური ფართო ჯგუფების და პირველ რიგში ბავშვების დახმარება“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი ვოლსკი

06 აგვისტო 2020, 12:46

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვერ წარმომიდგენია მსოფლიოში არსებობდეს ჟურნალისტი, რომელმაც მკვლელობის გარემოება იცის და არ ამბობს იმის გამო, რომ მას ამის უფლება აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ POSTV-ის ეთერში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მედიის და ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნული თემის პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება, უზნეობად შეაფასა.

06 აგვისტო 2020, 12:46

რეგიონი

სოფელ მუშევანამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი დაიგო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპის დასრულებული სამუშაოები მოინახულა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ამ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეფერხებულა, შედეგად 1100 გრძივ მეტრ გზაზე ბეტონის საფარი დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო. პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 623 099 ლარი შეადგინა.

ეკატერინე ტიკარაძე

06 აგვისტო 2020, 12:40

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: თხოვნით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, როგორც დღემდე მოთმინებითა და მაღალი დამყოლობით შეასრულეს ყველა რეკომენდაცია, დღესაც გაითვალისწინონ ეს

კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, როგორც დღემდე მათ მოთმინებითა და მაღალი დამყოლობით შეასრულეს ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ გავცემთ, დღესაც გაითვალისწინონ ეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომელსაც მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებმა ორკვირიანი სავალდებულო კარანტის გაუქმებასთან დაკავშირებით კითხვით მიმართეს.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 12:38

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილთან ერთად შევძელით stopcov ფონდში ფინანსების მობილიზება, ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ წლის ბოლომდე ასეთი სოციალური დახმარება გაგვეწია

ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს კიდევ უფრო გონივრული, ეფექტური და პასუხისმგებლიანი და შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა გაგახსენოთ ის მოწოდებები, სამი თვის წინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს მოქალაქეებზე 1200 ლარიან დახმარებაზე სამი თვის განმავლობაში, მოწოდება იყო, რომ ძალიან ცოტააო. გონივრულობას რომ თავი დავანებოთ, თანმიმდევრულობა ხომ უნდა იყოს ამ ყველაფერში?“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა მდინარაძე

06 აგვისტო 2020, 12:27

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: არაფერი შეიძლება იყოს ისეთი ამორალური, როგორც ადამიანურ ტრაგედიასთან დაკავშირებით მოგონილი ამბების გამოყენება პოლიტიკური რევანშისთვის

„აბსოლუტურად ყველას ვალია, საზოგადოების, თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში ჩვენი, ხელისუფლების, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად შევამციროთ მსგავსი შემთხვეების რისკები, ძალადობა, ქუჩის დანაშაულები და მეორე მხრივ კი ტყუილი და სპეკულაცია, განსაკუთრებით ასეთ თემებზე, უნდა იყოს უდიდესი სირცხვილი და საზოგადოების უმწვავესი რეაქციით ფასდებოდეს“, - წერს მდინარაძე.

06 აგვისტო 2020, 12:20

სამართალი

მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული გოგოს ცხედარი იპოვეს

სამდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაკარგულ გოგოს მდინარე რიონში 24-საათიან რეჟიმში ეძებდა. ადგილზე მობილიზებული იყო 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერს ასკანირებდა. საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართული იყო სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა.

ეკატერინე ტიკარაძე

06 აგვისტო 2020, 12:19

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 200 ლარიანი დახმარება ბავშვებისთვის 1-ლი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე სრულად ანაზღაურდება

დარწმუნებული ვართ, 200 ლარიან დახმარება 1-ლი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრუულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან განმარტა, რომ ამ დახმარებას ჩვიდმეტი წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ. განაცხადების შევსებასთან დაკავშირებით კი ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 12:17

სამართალი

გიორგი გახარიას განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება

ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ეს არის ქვეყნის ტრაგედია, როდესაც ქვეყანაში მსგავსი ფაქტები ხდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ის, როგორც პრემიერ-მინისტრი, ვალდებულია ინსტიტუტებს პატივი სცეს. „მე, მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების დასრულებას და არავის მივცემ უფლებას გაგრძელდეს პოლიციისა და საერთოდ მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც დღეს ჩვენს თვალწინ ხორციელდება. ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, რასაც უპასუხისმგებლო ადამიანები მიზანმიმართულად ახორციელებენ, პირველ რიგში არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის ხვალ და არავის ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მშობლებთან ერთად ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს და მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, მე მათთან შეხვედრის არანაირი პრობლემა არ მექნება. ეს არის, ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ქვეყნის ინსტიტუტებისა და მშობლების წინაშე“, - განახადა გახარიამ.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 12:14

ეკონომიკა

გიორგი გახარია: შევდივართ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, თუ ასე გაგრძელდა, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევს

წლის ბოლომდე თუ ასე გაგრძელდა, მერწმუნეთ, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირდაპირი ფრენები აღვადგინეთ მაგალითად, მიუნხენთან, პარიზთან, ვენასთან, ეს ზღვაში წვეთია. თითო-ოროლა ტურისტს თუ იპოვით თბილისში მოსეირნეს. ამის პარალელურად, გასათვალისწინებელია ის, რაც ხდება გლობალურ ეკონომიკაში. არავინ თვლის დღეს, რომ გლობალურ ეკონომიკაში კრიზისიდან გამოსავალს ვინმე იპოვის წლის ბოლომდე ან თუნდაც მომავალი წლისთვის. ამიტომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ შევდივართ გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში. მთავრობის

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 12:12

საზოგადოება

გიორგი გახარია: კომუნალური დახმარებისთვის დაახლოებით 200 მილიონი ლარი, ბავშვებისთვის კი 170 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული

ჩვენ ყველა, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვებრძვით მძიმე კრიზისს და ვთქვით, რომ კრიზისის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა მოქალაქეებისთვის, სოციალურად ფართო წრეებისთვის იქნება თანმიმდევრული, გონივრული და აუცილებლობიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 11:58

ეკონომიკა

გიორგი გახარია: მთავრობა გააგრძელებს მუშაობას, რათა ქვეყნის ოკუპაცია იყოს სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ყველაზე აქტუალური საკითხი

გარდა ამისა, მინდა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა ქვეყნის ოკუპაცია იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში იყოს ყოველთვის, ყველაზე აქტუალური საკითხი, მუდმივად აქტუალური საკითხი, ვიდრე არ მოხდება საბოლოო ჯამში ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია“,- განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 11:52

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე და ვიქნებით მათ გვერდით

ყველა საერთაშორისო კვლევებით, ეკონომიკური კრიზისი იქნება საკმაოდ გრძელვადიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით,ეკონომიკური კრიზისის პირობებში მთავრობის ძირითადი პრინციპი რესურსების გონივრული და სამართლიანი გადანაწილება იქნება.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 11:45

საზოგადოება

11 აგვისტოს ბერლინის მიმართულებით სტუდენტებისთვის კიდევ ერთი ჩარტერული რეისი შესრულდება

11 აგვისტოს ბერლინის მიმართულებით სტუდენტებისთვის კიდევ ერთი საჰაერო ფრენა შესრულდება, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ამ მიზნით, სტუდენტდა ჯგუფების ორგნიზებისთვის გიორგი გახარიამ დავალება შესაბამის უწყებებს მისცა.

06 აგვისტო 2020, 11:42

ეკონომიკა

ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი „ლიბერთის“ მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში

პანდემიის პერიოდში „ლიბერთიმ“ პარტნიორ კომპანიებში მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტი - ბარათით გადახდა|განაღდების სერვისი დანერგა, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს აძლევს საშუალებას, ბარათით გადახდისას, საკუთარი საბარათე ანგარიშიდან 50 ლარამდე ოდენობის ნაღდი ფულიც მიიღონ. „ლიბერთი ბანკის“ ინფორმაციით, დღეიდან, ეს სერვისი წამყვანი სააფთიაქო ქსელების გარდა, „ნიკორა სუპერმარკეტში“ გახდა ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 11:25

საზოგადოება

150 სარეიტინგო ქულამდე სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ

ყველა სოციალურად დაუცველი, 150 ქულამდე სტუდენტი მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან ერთი სემესტრის, 2020-2021 წლის სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „ამასთან ერთად ყველა სტუდენტი 150 სოციალურ ქულამდე, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი თანხის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს 1 წლის, 2020-2021 წლის სასწავლო წლის საფასურს და ეს გახლავთ 1225 ლარი. საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით ისარგებლებს 33 ათასზე მეტი სტუდენტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ

06 აგვისტო 2020, 11:22

ეკონომიკა

კომუნალურ გადასახადებზე დახმარებას მოქალაქეები ზამთარშიც მიიღებენ

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „დახმარება იქნება იგივე პრინციპით, როგორც აქამდე იყო – 200 კილოვატსაათი და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. ჩვენს შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თეა ახვლედიანი

06 აგვისტო 2020, 11:17

პოლიტიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი დაინიშნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე თეა ახვლედიანი დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. თეა ახვლედიანი ესტონეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე 2014 წლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით მუშაობდა. 2019 წლის 13 ივნისს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს მოადგილედ დაინიშნა. ახვლედიანმა ქეთევან ციხელაშვილი შეცვალა, რომელიც 22 მაისიდან არის საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-ს მისიაში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში.