31 ივლისი 2020, 12:13 / სანდო წყარო

The Parliament magazine-ი: საქართველო, ნატოს მისიებში გლობალურ დონეზე, ერთ სულ მოსახლეზე, ჯარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია

საქართველო, ნატოს მისიებში გლობალურ დონეზე, ერთ სულ მოსახლეზე, ჯარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, - წერს The Parliament magazine სტატიაში სათაურით „ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შეფასება“.

სტატიის ავტორი, პოლონელი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტის წევრი, რიცარდ ცარნეკი აღნიშნავს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც შედგება თავისუფალი დასავლური სამყაროდან არჩეული წევრებისგან, მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას.

„აშშ-ს როგორც დემოკრატმა, ისე რესპუბლიკელმა პრეზიდენტებმა, ერთმანეთის მიყოლებით აღიარეს ეს და მხარი დაუჭირეს ქვეყნის მცდელობებს, გაეძლიერებინა მისი პროდასავლური და დემოკრატიული ტრადიციები. დღესდღეობით, საქართველო არის ჯარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ნატოს მისიებში გლობალურ დონეზე” - აღნიშნავს ავტორი.

როგორც რიცარდ ცარნეკი წერს, მაშინ, როცა დასავლური სამყარო ნელ – ნელა იწყებს COVID-19- ის შეზღუდვების მოხსნას, აშკარად გამოიკვეთა, რომ პანდემიამ დააჩქარა გარკვეული გეოპოლიტიკური პრიორიტეტები და წარმოქმნა სერიოზული კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ მიუდგება ევროპა ამ საკითხებს.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის წარმოშობის პოტენციური საერთაშორისო გამოძიების ფონზე - ევროკომისიამ და ევროკავშირის წამყვანმა მთავრობებმა უნდა დაიწყონ სტრატეგიული ფიქრი ახალ გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შესახებ.

„უნდა დავიწყოთ საკუთარი სამეზობლოდან. პოლონეთმა, ბალტიის ქვეყნებმა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებმა დიდი სარგებელი მიიღეს ნატოსა და ევროკავშირის წევრობისგან. ეს სახელმწიფოები რომ არ შეერთებოდა დასავლეთის ალიანსს, ძნელი წარმოსადგენი არაა, რა მოხდებოდა: შედეგი თამაშდება ყირიმის, დონბას, აფხაზეთისა და ცხინვალის ქუჩებსა და მინდვრებში“ - ვკითხულობთ სტატიაში.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

25 სექტემბერი 2020, 18:17

COVID19

თამარ გაბუნია: აჭარაში შექმნილი ეპიდვითარება ცალსახად გამოწვეულია იმით, რომ დავივიწყეთ პირბადის გამოყენება და წესების დაცვა

აჭარაში შექმნილი ეპიდვითარება ცალსახად არის გამოწვეული ზაფხულის არდადეგების ეფექტით, როდესაც დავივიწყეთ პირბადის გამოყენება, წესების დაცვა და უფრო თავისუფალი სოციალური აქტივობები იმართებოდა ამ პერიოდში. ასევე ყველა ხედავს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც არ ხდებოდა პირბადეების გამოყენება ისე, როგორც საჭიროა და სწორედ ამიტომ შეეხო ახალი შეზღუდვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 18:16

სამართალი

პენიტენციური სამსახური: ადვოკატმა კობაიძემ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების მოწოდებაზე უარი განაცხადა

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შესახებ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ადვოკატმა არ ისურვა წარმოედგინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება.

25 სექტემბერი 2020, 18:16

COVID19

ინდონეზიაში ზედიზედ მე-3 დღეა კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება

ინდონეზიაში ზედიზედ მე-3 დღეა კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 4,823 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 113 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 266,845 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 196,196-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 10,218 ადამიანი ემსხვერპლა.

25 სექტემბერი 2020, 18:10

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 101 ადამიანს გამოუვლინდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39,787 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 583 ადამიანი. ვირუსისგან 37,392 პაციენტი განიკურნა.

25 სექტემბერი 2020, 18:08

COVID19

კალიფორნიის შტატში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 800 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კალიფორნიის შტატში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 800 ათასს გადააჭარბა.

თამარ გაბუნია

25 სექტემბერი 2020, 18:00

COVID19

თამარ გაბუნია: იმედი გვაქვს, რომ ორი კვირის შემდეგ ბათუმში შემთხვევების რიცხვის შემცირებაზე ვისაუბრებთ

იმედი გვაქვს, რომ მომდევნო ორი კვირა იქნება გარდატეხის პერიოდი და შემდეგ ბათუმში შემთხვევების რიცხვის შემცირებაზე ვისაუბრებთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 17:45

სამართალი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარ მკვლელობებში ბრალდებულს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა პირს, რომელსაც 1-ელ თებერვალს მომხდარ, განზრახ მკვლელობის ორ ეპიზოდსა და პოლიციელზე თავდასხმაში ედებოდა ბრალი.

კახა კუჭავა

25 სექტემბერი 2020, 17:38

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საქართველო არ არის ერთადერთი გამონაკლისი და მისიები სხვა ქვეყნებშიც იგზავნება

ახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიციის განცხადებები, რომ პანდემიის ფონზე სადამკვირვებლო მისიებს მხოლოდ საქართველოში გზავნიან, ტყუილი და სპეკულაციაა.

25 სექტემბერი 2020, 17:37

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება

რთველის საკოორდინაციო შტაბი მოქალაქეებს სოფლის რწმუნებულებთან კოორდინირებული მუშაობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რათა რეგიონში რთველის პიკური პერიოდის დროს ქარხნებთან რიგებში დგომა დიდხანს არ მოუწიოთ. ამ თემაზე პრესკონფერენცია რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან მევენახეებს რიგში დგომა უწევთ.

25 სექტემბერი 2020, 17:33

მსოფლიო

ლონდონში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, პოლიციელი სასიკვდილოდ დაჭრეს

დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ ლონდონში, პოლიციის ოფიცერი დაჭრეს. სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა კროიდონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დაკავებულმა, 23 წლის პირმა გახსნა. ის თავადაც დაჭრილია და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

25 სექტემბერი 2020, 17:29

საზოგადოება

Times Higher Education ქუთაისის უნივერსიტეტზე: „მილიარდერის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი უნივერსიტეტი დიდი ამბიციებით“

„მილიარდერის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი უნივერსიტეტი დიდი ამბიციებით“ - ამ სათაურით გამოცემა Times Higher Education-ი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ხვიჩა მღებრიშვილი

25 სექტემბერი 2020, 17:22

სამართალი

ხვიჩა მღებრიშვილი​: ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა, რა ლაბორატორია, ინგლისური არ ვიცი, რა ამერიკელები

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან, - ამის შესახებ ხვიჩა მღებრიშვილმა ცხინვალის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ ის ერგენთის ე.წ. გამშვებ პუნქტთან, ქართულ მხარეს გადმოსცეს. ხვიჩა მღებრიშვილს დე ფაქტო ცხინვალი აბსურდულ ბრალდებას უყენებდა და ლუგარის ლაბორატორიაში ჩაბარების მიზნით ღამურების დაჭერას ედავებოდა. ის მოგვიანებით ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის გაასამართლეს. ამ დროისათვის გათავისუფლებული პირი, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში გადაიყვანეს. ის ოჯახში სწორედ, სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ დაბრუნდება. მღებრიშვილმა სულ ცოტა ხნის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

კახა კუჭავა

25 სექტემბერი 2020, 17:19

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მოხარულნი ვართ, რომ საქართველოში არჩევნებს ეუთო/ოდირის წარმომადგენლები დააკვირდებიან

დღეს ჩვენ მოვისმინეთ ეუთო/ოდირის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით. როგორც გრძელვადიანი ისე მოკლევადიანი დამკვირვებლების ნაწილი ჩამოსულია“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 17:16

რეგიონი

აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდებმა ონლაინ ფორმატში მიიღეს მონაწილეობა.

25 სექტემბერი 2020, 17:15

COVID19

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20,000-ს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20,000-ს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7,212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1,128,836-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით 108 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 20,056-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 934,146 პაციენტი.

მურთაზ ზოდელავა

25 სექტემბერი 2020, 17:04

რეგიონი

ხობის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტიის მხარდამჭერებთან და აქტივისტებთან ერთად ხობის აგრარულ ბაზარს სტუმრობდა. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ისინი ხალხთან საარჩევნო პროგრამაზე სასაუბროდ იყვნენ მისულები.

25 სექტემბერი 2020, 17:00

საზოგადოება

ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება

თბილისის მერიის ინფორმაციით,ზაჰესში გზის მოწესრიგების სამუშაოები, თავისუფლების ქუჩის მონაკვეთზე სრულდება. აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო წყალარინების ქსელი. ამ ეტაპზე კი, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

კახა კუჭავა

25 სექტემბერი 2020, 16:52

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სტატიაში მოყვანილი ფაქტები აცდენილია რეალობას

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ უზუსტობებზე დაფუძნებული სტატია გამოაქვეყნა ყოფილმა დიპლომატმა. კონკრეტული ფაქტები აქვს მოყვანილი, რომელიც არ არის ზუსტი და აცდენილია რეალობას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა „ცუდი ნიშანია აღორძინებადი დემოკრატიისთვის“.

25 სექტემბერი 2020, 16:46

სპორტი

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი მატჩები „ბაბლის“ სისტემით გაიმართება

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე დარჩენილი მატჩები „ბაბლის“ სისტემით გაიმართება, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველი ჯგუფის ოთხ-ოთხ მატჩს ერთი ქალაქი უმასპინძლებს. დიდი ალბათობით თებერვლის ფანჯრის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს. შესარჩევი ეტაპის ფანჯრების „ბაბლის“ სისტემით ჩატარების ინიციატივით ფიბას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა და ფიბას ბორდის წევრმა გიორგი ქართველიშვილმა მიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 სექტემბერი 2020, 16:26

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო გახდა ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა, რომელიც მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას შეუერთდა

„საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს - მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას“, - აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.