გოგა ხაინდრავა ანდრიუს კუბილიუსს: ბატონო კუბილიუს, იყენებთ რა ევროპარლამენტარის მაღალ სტატუსს, ფაქტობრივად აშანტაჟებთ ქართულ საზოგადოებას
გოგა გხაინდრავა
ფოტო: იმედი
გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტის დეპუტატს, ანდრიუს კუბილიუსს გიორგი რურუას, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიების გამო აკრიტიკებს.
კინორეჟისორი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარს საქართველოში ე.წ. პოლიტპატიმრებზე საუბრისას მეტი პასუხისმგებლობა მართებს, რადგან გიორგი რურუას, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენება საზოგადოებისთვის მიუღებელია.
ხაინდრავამ მიმართვაში ყურადღება გაამახვილა დასავლური პარტნიორების ფინანსურ ინსტიტუტებზეც და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის გამოყოფილი დახმარების შეჩერებით მანიპულირება დაუშვებელია. გოგა ხაიმდრავამ კუბილიუსს ღია წერილით უკვე მიმართა.
„ბატონო კუბილიუს! თქვენ, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილ მოქალაქეს, კარგად უნდა გახსოვდეთ, როგორ სჯიდა ბოლშევიკური რეჟიმი საბჭოთა იმპერიის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში და სახელდობრ ლიეტუვაში, სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ პატრიოტებს, როგორ სწამებდა მათ ცილს, რაცხავდა მათ კრიმინალებად და მრავალი წლით „გულაგის“ საპატიმროებში აგზავნიდა. ამ ადამიანების, დისიდენტების თავგანწირვამ, ათწლეულობით გადატანილმა ტანჯვამ და დაუღალავმა ბრძოლამ მოგცათ შესაძლებლობა თქვენ და ბევრ თქვენს კოლეგას ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან, რათა ბრძანდებოდეთ დღეს გაერთიანებული ევროპის პარლამენტის წევრები და იყენებდეთ ამ პოლიტიკური ინსტიტუტის მაღალ ტრიბუნას საჯარო გამოსვლებისთვის. ეს დიდი პრივილეგიაა პოლიტიკოსისთვის, თუმცა ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც, განსაკუთრებით იმ ადამიანების სულების წინაშე, ვინც ამ დიადი მიზნისთვის, იცხოვრა თავისუფალ, დემოკრატიულ სამყაროში, საკუთარი ცხოვრება და ხშირ შემთხვევაში სიცოცხლეც გასწირა! მინდა, მოგაგონოთ მხოლოდ რამდენიმე მათგანის სახელი (ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მათ სრულ ჩამონათვალს ვერც ერთი წერილი ვერ დაიტევს): კარდინალი სიგიტას ტამკიავიჩუსი, ლიეტუვის ჰელსინკის ჯგუფის წევრები კაროლის გარუცკასი, ვიკტორას პიატკუსი, ტომას ვენცლოვა, თავისუფალი ლიეტუვის ლიგის დამაარსებელი ანტანას ტერლიაცკისი... ეს ადამიანები და მათი თანამებრძოლები, ქართველები მერაბ კოსტავა, გიორგი ჭანტურია, სომეხი პარუირ აირიკიანი და რუსი ვლადიმირ ბუკოვსკი პოლიტპატიმრები იყვნენ! ჭეშმარიტი პოლიტპატიმრები! კომუნისტური რეჟიმის მიერ კრიმინალებად შერაცხულები! და არა პოლიტიკას ამოფარებული კრიმინალები, რომელთაც თქვენ და ზოგიერთი თქვენი კოლეგა, დღეს, გაერთიანებული ევროპის ეპოქაში, „პოლიტპატიმრებად“ ასაღებთ! რითაც შეურაცხჰყოფთ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის თავდადებულთა წმინდა ბრძოლასა და მათ ნათელ ხსოვნას!
თქვენ, ბატონო კუბილიუს, უკვე როგორც ევროკავშირის მოქალაქე და ევროპარლამენტის დეპუტატი, „პოლიტპატიმრებად“ რაცხავთ სისხლის სამართლის დამნაშავეებს, ვისაც საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში, ბრალი მიუძღვით უმძიმეს კრიმინალურ დანაშაულებებში და ეს მათი ბრალი დადასტურებილია სუვერენული ქვეყნის სასამართლოს მიერ. მეტიც, ეს ადამიანები წარმოადგენენ სწორედ იმ რეჟიმს, რომლის მიმართ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გამოტანილი აქვს არა ერთი ვერდიქტი, სადაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები იმხილებიან სისტემურ, უმძიმეს დანაშაულებებში, ისეთებში, როგორიც არის წამება, პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, მკვლელობები, გატაცებები, ბიუჯეტის ქურდობა, რეკეტი, სხვისი ქონების ძალადობრივი მითვისება! რის გამო, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, გადასახადების გადამხდელები იძულებულები ვართ, საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმების სახით, მილიონობით ლარი გადავუხადოთ დაზარალებულების და მიცვალებულების ოჯახებს, რაც სამართლიანია! ეს განაჩენები და სტატისტიკა ადვილად ხელმისაწვდომია, მით უმეტეს ევროპარლამენტარებისთვის, მხოლოდ მონდომება და პოლიტიკური კეთილსინდისიერება არის საჭირო მათ გასაცნობად.
თქვენ, ბატონო კუბილიუს, იყენებთ რა ევროპარლამენტარის მაღალ სტატუსს, ფაქტობრივად აშანტაჟებთ ქართულ საზოგადოებას და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, როდესაც დაჟინებით მოითხოვთ, „პოლიტპატიმრების“ (სინამდვილეში სისხლის სამართლის დამნაშევეების) გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და ჟორიკა რურუას განთავისუფლებას. გვემუქრებით რა, ევროპის ფინანსური ინსტიტუტების მიერ, ამ საერთო საკაცობრიო უბედურების, პანდემიის ჟამს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის გამოყოფილი დახმარების შეჩერებით?!
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს თქვენი საქციელი შესაბამისად არის შეფასებული ქართული საზოგადოების მიერ. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, როგორც არავინ მსოფლიოში, კარგად ვიცით, რა აქვთ ჩადენილი და რას წარმოადგენენ, თქვენთვის „პოლიტპატიმრები“ და ჩვენთვის კრიმინალები რურუა, უგულავა და ოქრუაშვილი. ასევე გარწმუნებთ, რომ თქვენ ამომრჩევლებსაც ლიეტუვაში, კოლეგებს და ოპონენტებს ევროპარლამენტში, აუცილებლად ეცოდინებათ ვის ქომაგობთ თქვენ საქართველოში. აი რა მიზნით და რა მიზეზით, ამის ახსნა მათთვის, თქვენთვის მომინდია“, - აცხადებს ხაინდრავა წერილში.
ყველა სიახლე
29 მაისი 2026, 02:41
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა ერთი თვით, 27 ივნისამდე გაახანგრძლივა ლიცენზია, რომელიც კომპანიებს უფლებას აძლევს, მოლაპარაკებები აწარმოონ „ლუკოილთან“ მისი უცხოური აქტივების შესყიდვის თაობაზე
აშშ-მა ერთი თვით, 27 ივნისამდე გაახანგრძლივა ლიცენზია, რომელიც კომპანიებს უფლებას აძლევს, მოლაპარაკებები აწარმოონ „ლუკოილთან“ მისი უცხოური აქტივების შესყიდვის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
29 მაისი 2026, 01:00
მსოფლიო
კონგრესმენები აცხადებენ, რომ აშშ-მა უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი რაკეტები უნდა გაუგზავნოს
ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობამ დადებითად უნდა უპასუხოს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას დამატებითი საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების შესახებ, რათა უკრაინის დედაქალაქი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ესკალაციისა და დაბომბვებისგან დაიცვას.
29 მაისი 2026, 00:15
პოლიტიკა
დავით ლორთქიფანიძე: სულიკო ასათიანი იყო პრინციპულად წესიერი კაცი და სიმართლის მთქმელი ადამიანი. შეუთვალეს, რომ ენა გააჩერე, თორემ მაგ ენას ამოგიღებენ ზევითო. სამწუხაროდ, გამართლდა კიდევაც
სულიკო ასათიანი იყო პრინციპულად წესიერი კაცი და სიმართლის მთქმელი ადამიანი. შეუთვალეს, რომ ენა გააჩერე, თორემ მაგ ენას ამოგიღებენ ზევითო. სამწუხაროდ, გამართლდა კიდევაც, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ.
29 მაისი 2026, 00:05
პოლიტიკა
დავით ლორთქიფანიძე ოპოზიციის აქციაზე: 26 მაისს რუსთაველზე სისხლის მდინარეები დააყენეს, მერე გადარეცხეს და მეორე დღეს აღლუმი ჩაატარეს და ღირსების და ბრწყინვალების ორდენები დაარიგა მაგათმა ე.წ. მთავარსარდალმა. და იქ რომ აქციას აანონსებ?! ძალიან კარგი სიტყვაა იმერული, უტუხს ეძახიან მაგას იმერეთში
26 მაისს რუსთაველზე სისხლის მდინარეები დააყენეს, მერე გადარეცხეს და მეორე დღეს აღლუმი ჩაატარეს და ღირსების და ბრწყინვალების ორდენები დაარიგა მაგათმა ე.წ. მთავარსარდალმა. და იქ, რომ აქციას აანონსებ?! ძალიან კარგი სიტყვაა იმერული, უტუხს ეძახიან მაგას იმერეთში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ ოპოზიციის აქციაზე საუბრისას.
28 მაისი 2026, 23:51
პოლიტიკა
დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისზე: პირდაპირი მნიშვნელობით, ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც განახორციელა მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ საპროტესტო მუხტი სისხლში ჩაეხშოთ
პირდაპირი მნიშვნელობით ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია [2011 წლის 26 მაისი], რომელიც განახორციელა მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ საპროტესტო მუხტი სისხლში ჩაეხშოთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ. მისივე თქმით, ნაციონალების და მათი მხარდამჭერების პრობლემა ის არის, რომ ისინი ქართულ ფენომენს არ იცნობენ.
28 მაისი 2026, 23:50
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი კაია კალასის განცხადებაზე, რომ ევროპული უსაფრთხოების ინტერესშია, რუსული ჯარები არ იყვნენ საქართველოში: ეს განცხადება სწორად იქნებოდა ფორმულირებული, თუ იტყოდა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაშიც მისთვის საქართველო არ აღმოჩნდა საფრთხის პირველი და მთავარი ობიექტი. აღმოჩნდა შორს მყოფი ევროკავშირი, საქართველო გამოტოვა
კაია კალასის განცხადება სწორად იქნებოდა ფორმულირებული თუ იტყოდა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაშიც მისთვის საქართველო არ აღმოჩნდა საფრთხის პირველი და მთავარი ობიექტი. აღმოჩნდა შორს მყოფი ევროკავშირი, საქართველო გამოტოვა, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კაია კალასის განცხადებასთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი სააკაშვილზე: მისი დამოკიდებულება დღევანდელი პროცესის მიმართ არის სწორედ რადიკალური. მან ისიც იცის, რომ ამ ოპოზიციით დალაგებულ ვითარებაში არჩევნებს ვერ მოიგებს, ამიტომ მუდამ რევოლუციაზე აპელირებს
„ამდენად, მისი დამოკიდებულება დღევანდელი პროცესის მიმართ არის სწორედ ასეთი რადიკალური. მან ისიც იცის, რომ ამ ოპოზიციით დალაგებულ ვითარებაში არჩევნებს ვერ მოიგებს. ამიტომ, ის მუდამ აპელირებს იმაზე, რომ რევოლუცია, რევოლუცია, რევოლუცია... ამით მას უნდა, რომ თავისი თავი, როგორც ლიდერი წარმოაჩინოს და მეორე მხრივ, რეალურადაც ხედავს, რომ ამ ოპოზიციას დღეს არჩევნებით გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.
28 მაისი 2026, 23:34
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ნატოს გენერალურ მდივანს შევატყობინე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის
ნატოს გენერალურ მდივანს შევატყობინე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.
28 მაისი 2026, 23:27
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი გორში მომხდარზე: სისტემური მიდგომაა სახელმწიფოში იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფაქტები შესაბამის სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს, სწორედ ასეთი მიდგომა ძირშივე არის პრენეცია იმისა, რომ ასეთი ფაქტები არ გახდეს სისტემური ქმედება
ეს მძიმე ფაქტი [pოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება] ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა, პოლიციის სახელისთვის ზიანის მისაყენებლად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თამჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. მისივე თქმით, გორში მომხდარი ფაქტისას პოლიციელების ქმედება არის კანონის უხეში დარღვევაა, რაზეც სახელმწიფო ორგანოებმა მყისიერად იმოქმედეს.
28 მაისი 2026, 23:25
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის მთავარი პრობლემა იდეების კრიზისი და სამოქმედო გეგმის არარსებობაა. ვერ ჩამოყალიბდნენ რევოლუცია უნდთ თუ უნდა ემზადონ არჩევნებისთვის. მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რაც იწვევს განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილეებს შორის
პირველ რიგში მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რომელიც გარკვეულ ეტაპობრივ შედეგებამდე მაინც მივა. ეს აქცია აქციისთვის ან აქცია ისეთი მიზნებით, რომელსაც განხორციელება არ უწერია, იწვევს აქციის იდეის და შინაარსის დაკნინებას და განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილე ადამიანებს შორის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
28 მაისი 2026, 23:06
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი: ომანმა აშშ დაარწმუნა, რომ ჰორმუზის სრუტეზე გადასახადს არ დააწესებს
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ომანისგან მიიღო გარანტია, რომ ქვეყანა ჰორმუზის სრუტეზე ბაჟის დაწესებას არ გეგმავს.
28 მაისი 2026, 22:46
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი ირანთან შეთანხმებაზე: ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რის გაკეთებას გადაწყვეტს პრეზიდენტი - პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელი ხალხისთვის წამგებიან გარიგებაზე არ წავა
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის შესაძლო შეთანხმება ირანთან იმაზე იქნება დამოკიდებული, დაუჭერს თუ არა მას მხარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
28 მაისი 2026, 22:35
რეგიონი
დავით კოდუა: ანაკლია-განმუხურის ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია - დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დილითვე დაიწყება
ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერი დავით კოდუა შემთხვევის ადგილიდან ავრცელებს.
28 მაისი 2026, 22:31
მსოფლიო
კაია კალასი: ომის დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ იცვლება
მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური ფაქტორების გამო რუსეთი ახლა არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, კიევზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმებით იგი დღემდე არ აჩვენებს მშვიდობისკენ სვლის რეალურ სურვილს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.
28 მაისი 2026, 22:16
სპორტი
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის ჩემპიონატზე მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრების მატჩს დაესწრო
სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის მეორე მატჩი საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
28 მაისი 2026, 21:00
კულტურა
საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა.
28 მაისი 2026, 20:53
საზოგადოება
ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში - მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებშიც. სამუშაოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.
28 მაისი 2026, 20:46
პოლიტიკა
განათლების მინისტრი ინტერპელაციის წესით, ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. გივი მიქანაძემ „გახარიას პარტიას“ კომპეტენცია დაუწუნა, უმრავლესობამ კი პოპულიზმში დაადანაშაულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
განათლების რეფორმა, დაფინანსება, საკადრო პოლიტიკა, ზოგადი განათლება - პარლამენტში გივი მიქანაძეს მოუსმინეს.
28 მაისი 2026, 20:40
საზოგადოება
„ღვინის ენოთეკა“ ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც მე-19 საუკუნის ეროვნული არქიტექტურის ნიმუშ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქართული მეღვინეობის საუკუნოვან ისტორიას ინახავს.
28 მაისი 2026, 20:32
პოლიტიკა
ალიანსში კონფლიქტს მიხეილ სააკაშვილი აღვივებს - „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მელია დუმს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს, გვარამიას კი სააკაშვილის გზავნილები, გაუგებარი და უდროო ჰგონია.


