IMEDI /  31 ივლისი 2020, 18:42 / სანდო წყარო

ხათუნა ბურკაძე: ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპის ურყევი მხარდამჭერია

ხათუნა ბურკაძე

ხათუნა ბურკაძე

„ჯეოქეისის“ მკვლევარი, ხათუნა ბურკაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 ფისკალური წლის ასიგნებების აქტში გაკეთებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.


„ეს არაა საბოლოო გადაწყვეტილება. კონგრესი შედგება ორი პალატისგან. წარმომადგენელთა პალატისა და სენატისგან. საუბარია წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე, თუმცა აქვე უნდა გითხრათ, რომ თუ ჩვენ ჩანაწერს კარგად შევისწავლით და გავაანალიზებთ, აქ საუბარია, რომ უფრო მეტი რეფორმა განახორციელოს ქვეყანამ, იქნება ეს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით თუ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით“, - აღნიშნა ბურკაძემ.


მისი თქმით, როცა ჩვენ მსგავსი ჩანაწერი გვაქვს, ეს გვაძლევს ბიძგს, რომ კიდევ გავაძლიეროთ რეფორმები ამ მიმართულებებით. „აღნიშნული საკითხის განხილვა უნდა მოხდეს სენატში. როგორც წესი იშვიათადაა პრაქტიკაში, როცა სენატის და წარმომადგენელთა პალატის ფრაზეოლოგია ერთმანეთს ემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, სენატის მიერ სხვა ტიპის დოკუმენტის ინიცირება მოხდეს. ამ შემთხვევაში ორივე პალატის დონეზე ხდება საკითხის განხილვა ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. თუმცა, კანონპროექტი პროცედურების თანახმად, იგზავნება პრეზიდენტთან თეთრ სახლში. პრეზიდენტს, მოგეხსენებათ, აქვს უფლება ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს და უკან დაუბრუნოს კონგრესს. ეს საკმაოდ დიდი პროცესია, რომელსაც აქვს თავისი შრეები და ეტაპები. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა იმის, რომ აბსოლუტურად სხვა ტიპის ჩანაწერი ვიხილოთ“, - აღნიშნა ბურკაძემ.


„ჯეოქეისის“ მკვლევარი, აცხადებს, რომ ასევე ეს დოკუმენტი, შეიცავს არაერთმნიშვნელოვან ჩანაწერს. „მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, როდესაც ის სახელმწიფო დეპარტამენტს და სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, რომ შეისწავლოს ყველა ის ქვეყანა, რომლის მიმართაც დადგება რამე ტიპის კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ რამე ფორმით მოხდა ოკუპაციისადმი მხარდაჭერა. თუ მსგავსი ფაქტი გამოვლინდა, ეს იწვევს აღნიშნული ქვეყნის მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას. ეს არაღიარების პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვის კუთხით ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ამ ჩანაწერით ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპის ურყევი მხარდამჭერია“, - აღნიშნა ბურკაძემ.

ყველა სიახლე

17 აგვისტო 2026, 17:22

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. კითხვებს დღესაც რომეო მიქაუტაძემ უპასუხა. პროკურორის თქმით, მოწმემ დაადასტურა როგორც ქრთამის მოთხოვნა, ასევე მიღებისა და გადაცემის ფაქტები.

ლევან მახაშვილი

17 აგვისტო 2026, 17:20

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი გიორგი უშიკიშვილზე: ერთი მხრივ, დიდგულობენ, გულზე მჯიღს იცემენ, ქართველობასა და ანტირუსულ განწყობას აჩენენ საქართველოში და მეორე მხრივ, არ ეთაკილებათ ცეკვა-თამაში, ფიანდაზების დაფენა რუსებისთვის და მოსკოვში, კრემლში გამოსვლები

„ღიმილის მომგვრელია, როდესაც ჩვენ ვისმენთ ამ ორსახოვნებას ამ ადამიანების მხრიდან. მათი მთავარი ღირებულება ეს არის ფული. შესაძლოა, მათ სოციალურ მედიასა თუ ტელევიზიებში იდიდგულონ. გულზე მჯიღი იცენ, მაგრამ როგორც კი ფულს დაანახვებენ, რუსები იქნებიან თუ სხვები, ისინი საკუთარ სამშობლოსაც ჰყიდიან, აფხაზეთსაც ჰყიდიან, იქ მებრძოლი ბიჭების ხსოვნასაც ჰყიდიან და ამის ზემოდან, თუ საჭირო იქნება, საკუთარ დედასაც გაყიდიან".

ნიკა გვარამია

17 აგვისტო 2026, 17:15

პოლიტიკა

ნიკა გვარამია „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს და თავს სოციალურ ქსელში იმართლებს

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს და თავს სოციალურ ქსელში იმართლებს.

17 აგვისტო 2026, 17:12

მსოფლიო

Telegraph: რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოების სიახლოვეს საიდუმლო სამხედრო ბაზებს აშენებს

Telegraph-ის ცნობით, რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოების სიახლოვეს საიდუმლო სამხედრო ბაზებს აშენებს. გამოცემა წერს, რომ მოსკოვი ამ ობიექტებიდან ალიანსის ტერიტორიის სიღრმეში თანამედროვე დრონების გაშვებას შეძლებს. "ტელეგრაფის" ჟურნალისტებმა ათი ბაზა გამოავლინეს, რომელთა ნაწილს მოსკოვი უკრაინაზე იერიშებისთვის უკვე იყენებს.

ჯარედ კუშნერი

17 აგვისტო 2026, 17:05

პოლიტიკა

ჯარედ კუშნერი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ისრაელშია. ის ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მოლაპარაკების მთავარი თემა ღაზის სექტორში სამშვიდობო შეთანხმების შესრულების მეორე ეტაპზე გადასვლის საკითხი იყო.

17 აგვისტო 2026, 16:58

პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

17 აგვისტო 2026, 16:45

ეკონომიკა

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 350 მლნ აშშ დოლარი (922.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით, ანუ 13.1 მლნ აშშ დოლარით მეტია, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 აგვისტო 2026, 16:41

სპორტი

სპორტის მინისტრი საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ლევან ქეცბაიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

17 აგვისტო 2026, 16:37

სპორტი

ბადმინტონის მოთამაშეებმა ქეთევან წამალაიძემ და ნინო ტუხაშვილმა „Azerbaijan Junior Open 2026-ზე“ წყვილთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენებმა, ქეთევან წამალაიძემ და ნინო ტუხაშვილმა „Azerbaijan Junior Open 2026-ზე“ წყვილთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც საქართველოსთვის ისტორიული შედეგია.

ვახტანგ ცინცაძე

17 აგვისტო 2026, 16:30

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წელთან შედარებით, 19%-ზე მეტად გაიზარდა, ხოლო ინვესტიციების მოცულობამ მილიარდ 900 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო

მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონით საქართველო შესადარის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

ირაკლი ნადარეიშვილი

17 აგვისტო 2026, 16:24

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა და 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკროსესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება

ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი. მისი თქმით, 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკროსესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება.

17 აგვისტო 2026, 16:07

ეკონომიკა

საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა რეგიონებში არასაბანკო სექტორისთვის სემინარები გამართა

არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში სემინარების სერია „არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“ ჩატარდა, რომელსაც 200-ზე მეტი სუბიექტი დაესწრო.

17 აგვისტო 2026, 15:51

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუდანის ჯგუფის აზოსაღებავებზე გამოკვლეული 50 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ ერთში გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში სუდანის ჯგუფის აზოსაღებავების გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან 50 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია.

17 აგვისტო 2026, 15:49

რეგიონი

საგარეჯოს ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოს საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

17 აგვისტო 2026, 15:41

თავდაცვა

„არმია“ საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონი მეორედ გახდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდმა „არმიამ“ საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

17 აგვისტო 2026, 15:34

მსოფლიო

Al Arabiya: აშშ-მა და ირანმა ზავი კიდევ 60 დღით გაახანგრძლივეს

18 ივნისს აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების 60 დღით შეწყვეტასა და ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებდა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მემორანდუმის მიხედვით, 17 აგვისტომდე მოქმედებდა.

17 აგვისტო 2026, 15:24

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 11,8407 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონს (ფუძე)“. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და მისი დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

ცაზარი ტომჩიკი

17 აგვისტო 2026, 15:08

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ჩვენ რუსეთთან ომისთვის ვემზადებით იმის იმედით, რომ ეს არასოდეს მოხდება

„ჩვენ ომისთვის ვემზადებით იმის იმედით, რომ ეს არასოდეს მოხდება. სცენარებს უკვე რეალურ და არარეალურად კი არა, მხოლოდ სავარაუდო და ნაკლებად სავარაუდო სცენარებად ვყოფთ. დღეს მე საბოლოო ვადას აღარ დავასახელებდი. კრემლის მხრიდან რაიმე მასშტაბური პროვოკაციაც კი სრულიად შესაძლებელია რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდეს“, - აღნიშნა ტომჩიკმა.

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი

17 აგვისტო 2026, 14:32

მსოფლიო

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი: სურსათის უვნებლობა ფუფუნება არ არის. ეს ეროვნული უსაფრთხოების საფუძველია. არ შეგვიძლია დავუშვათ ვითარება, როდესაც ევროპელები იძულებულები იქნებიან საკუთარი ფერმები დახურონ

„ვინ აწარმოებს საკვებს? ბიუროკრატი ბრიუსელში? კლიმატის აქტივისტი? ან იქნებ რომელიმე პოლიტიკოსი? საკვებს ფერმერი აწარმოებს. პოლონელმა ფერმერებმა დიდი ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი იმას, რაც ახლა ნიდერლანდებში ხდება. სურსათის უვნებლობა ფუფუნება არ არის. ეს ეროვნული უსაფრთხოების საფუძველია. არ შეგვიძლია დავუშვათ ვითარება, როდესაც ევროპელები იძულებულები იქნებიან საკუთარი ფერმები დახურონ“, - წერს ევროპარლამენტარი.

17 აგვისტო 2026, 14:26

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის პრესსამსახური ავრცელებს.