ელმან ნასიროვის ბრალდებებს ქართველი დეპუტატები და სუსი გამოეხმაურნენ
ელმან ნასიროვი
ფოტო: Facebook@History Of Truth
დღეს, აზერბაიჯანელმა დეპუტატმა, ელმან ნასიროვმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი აფგან მუხტარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურების თანამშრომლობის შედეგად დააპატიმრეს. ნასიროვს ქართველმა დეპუტატებმა უპასუხეს და ბრალდებებზე მტკიცებულებების წარმოდგენა მოსთხოვეს. ბრალდებას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიც გამოეხმაურა.
"ანალიზი აჩვენებს, რომ აფგან მუხტარლი დიდი ქსელის ერთი ნაწილია და მხოლოდ ის რომ ყოფილიყო პრობლემა, ბუნებრივია, მისი დაპატიმრება საჭირო არ იქნებოდა", - განაცხადა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ ბიუროსთან ინტერვიუში აზერბაიჯანის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრმა პარლამენტარმა ელმან ნასიროვმა.
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, აზერბაიჯანელი დეპუტატის შეფასება უსაფუძვლოა. კახიანის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.
„ამ ეტაპზე, ამ საქმესთან დაკავშირებით რაც ცნობილია, ეს აზერბაიჯანური მხარის განმარტებაა, რომ ჟურნალისტის დაკავება საზღვრის კვეთის პროცესში მოხდა. ჩვენი მხრიდან გამოძიება მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, თუ რა ვითარებაში აღმოჩნა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან აზერბაიჯანში. ამ პროცესში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობას კატეგორიულად გამოვრიცხავ. გამცხადებელს თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, უფრო მეტი უნდა ეთქვა. ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა“, - აღნიშნავს კახიანი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აზერბაიჯანელი დეპუტატის განცხადებას სკანდალურს უწოდებს. მისი თქმით, ქართველი სპეცსამსახურები ადამიანის თავისუფლების აღკვეთაში ჩართული ვერ იქნებოდნენ.
„თუ აზერბაიჯანელ კოლეგას რაიმე მტკიცებულება აქვს, წარმოადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძალიან დიდი პროვოკაცია იქნება და არასტანდარტული განცხადებაა", - განაცხადა ოხანაშვილმა.
"აზერბაიჯანელი დეპუტატის ელმან ნასიროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის დაკავება იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგი, სიმართლეს არ შეესაბამება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეპუტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და რაიმე კავშირს აფგან მუხტარლის საქმესთან კატეგორიულად უარყოფს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.", - ნათქვამია სუსის განცხადებაში.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ოჯახმა 29 მაისს განაცხადა, რომ მუხტარლი გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა.
აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, აფგან მუხტარლიმ საზღვარი გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, პირადობის მოწმობის გარეშე გადაკვეთა.
ადვოკატის ინფორმაციით, მუხტარლის ბრალად წაუყენეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა, სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა (სისხლის სამართლის კოდექსის 318.1, 206.1 და 315.2 მუხლები). მას სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 19:56
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ საპატიო ქობულეთელების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში, „საპატიო ქობულეთელის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
28 მაისი 2026, 19:55
ეკონომიკა
ინგა ფხალაძემ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელობით გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა ანგარიშის პრეზენტაცია - „სამართლიანი ტრანზიციის საგზაო რუკის შემუშავებისკენ: საქართველოსთვის მდგრადი და ნახშირბად-ნეიტრალური სისტემისკენ“. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძის გამოსვლით გაიხსნა, სადაც მან ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
28 მაისი 2026, 19:40
საზოგადოება
„ღვინის ქარხანა №1“ -ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ენოთეკის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
28 მაისი 2026, 19:37
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო - იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო - ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!
ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა სამართალდამცავებს პარლამენტის ტრიბუნიდამ.
28 მაისი 2026, 19:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს
ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ქარხანა N1-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური საცავის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
28 მაისი 2026, 19:31
პოლიტიკა
პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
28 მაისი 2026, 19:30
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას. მინისტრ, სულხან თამაზაშვილისა და სახელმწიფოს მხრიდან გორის ფაქტზე გამოვლენილი პოზიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სტანდარტებს
დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სახელმწიფოს მხრიდან გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოჩენილ პოზიციაზე.
28 მაისი 2026, 19:25
პოლიტიკა
ექიმი მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს
მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაციას ეწევიან - წერს ექიმი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.
28 მაისი 2026, 19:22
სამართალი
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
28 მაისი 2026, 19:20
პოლიტიკა
პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.
28 მაისი 2026, 19:19
პოლიტიკა
პარლამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით დაუჭირა მხარი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
28 მაისი 2026, 19:17
პოლიტიკა
პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 19:16
რეგიონი
„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა
„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 19:14
პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში - გახარიას პარტიის წევრების ბრალდებებს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაცებს“ დაემსგავსა, მმართველი გუნდის წევრებმა უპასუხეს და ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს მათ რიგებში მყოფ „ყოფილ ნაცებზე“ მიუთითეს
ხმაური პარლამენტში - ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატების, სოფო ხორგუანისა და გიორგი შარაშიძის გამოსვლას მმართველი პარტიის წევრები მხრიდან საპასუხო განცხადებები მოჰყვა.
28 მაისი 2026, 19:05
სამართალი
გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მკურნალი ექიმი: შემოყვანილია თავის ტრავმით. თქვა, რომ ბლაგვი საგანი აქვს მოხვედრილი, ჩაუტარდა შესაბამისი სტაციონარული მომსახურება, ამჟამად იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე
გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც „ქრონიკას“ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის უფროსმა გიორგი ჯავახიშვილმა განუცხადა, დაზარალებულს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აქვს.
28 მაისი 2026, 18:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს
ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
28 მაისი 2026, 18:50
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მიიღო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.
28 მაისი 2026, 18:49
პოლიტიკა
პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 18:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს
ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
28 მაისი 2026, 18:46
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო
მინისტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, რეგიონული განვითარების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა როგორც გზების რეაბილიტაციის, ისე სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენისა და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების სამუშაოები.


