imedi /  06 აგვისტო 2020, 00:24 / სანდო წყარო

საგარეო საქმეთა სამინისტრო: გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა მტკიცედ განაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

5 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე განიხილეს საკითხი - „მდგომარეობა საქართველოში“. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ სხდომის დასრულების შემდგომ, ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, აგრეთვე ირლანდიისა და ნორვეგიის სახელით გაეროში გერმანიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ გააკეთა განცხადება პრესისათვის. აღინიშნა, რომ 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დაწყებიდან 12 წელი სრულდება.

საბჭომ მოისმინა გენერალური მდივნის მოადგილის მიროსლავ იენჩას მოხსენება აღნიშნულთან დაკავშირებით. წევრმა სახელმწიფოებმა წუხილი გამოხატეს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს დადებული შეთანხმებების შემდგომ მიღწეული პროგრესი მცირეა. მათ მტკიცედ განაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული სამხედრო ძალების ყოფნა საქართველოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებში და რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს, საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს სუვერენიტეტს, ასევე წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და საფრთხეს უქმნის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

განცხადებაში გამოხატულია უკიდურესი შეშფოთება გასულ წელს და COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პერიოდში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციის გამო. წევრი სახელმწიფოები აღნიშნავენ, რომ ამ რთულ პერიოდშიც, დე ფაქტო ხელისუფლებები, რომლებიც საქართველოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებში ეფექტურ კონტროლს ახორციელებენ, აგრძელებდნენ თვითნებური დაკავებების პრაქტიკას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები არ თანხმდებიან სამედიცინო მიზნებით მოსახლეობის ევაკუაციასა და შესაბამისი ჰუმანიტარული დახმარების მიღებას. განცხადებაში ასევე გამოხატულია შეშფოთება პანდემიისა და ჯანდაცვის საკითხებსა და ლუგარის ცენტრის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქმიანობის თაობაზე, რუსეთის მიერ წარმოებული სადეზინფორმაციო კამპანიისა და ცრუ პროპაგანდის გამო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ქმედებები ახანგრძლივებს კონფლიქტს, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, ხელს უშლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულფასოვან გამოყენებას, უარყოფითად მოქმედებს საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ახდენს მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას. წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსულ მხარეს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები. აქვე ხაზი გაესვა, რომ 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთის მიერ შეირაღებული ძალების დაპირისპირებამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანას. შეთანხმება ასევე მოუწოდებს მხარეებს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბებისკენ. წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მათი მხარდაჭერა ადამიანის უფლებების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობის მიმართ და ხაზი გაუსვეს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვისა და საკუთარ სახლებში მათი უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლების განხორციელების მნიშვნელობას, საერთაშორისო სამართლის თანახმად. აღინიშნა, რომ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თემა რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების არსებითი მნიშვნელობის საკითხად.

განცხადებაში გამოიხატა წუხილი, რომ რუსეთის მხრიდან შერიგების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის შესახებ თავდაპირველი დაპირებების მიუხედავად, ის არ ასრულებს აღნიშნულ დაპირებას, რაც განაპირობებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში პროგრესის ნაკლებობას. წევრმა სახელმწიფოებმა ასევე მოუწოდეს დე ფაქტო ხელისუფლებებს, რომლებიც საქართველოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებში ეფექტურ კონტროლს ახორციელებენ, ხელი შეუწყონ შესაბამისი ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების სფეროებში მოღვაწე აქტორებისა და სხვა პირთათვის, აღნიშნულ რეგიონებში შეუფერხებელი დაშვების უზრუნველყოფას, მათ შორის რელიგიური მნიშვნელობის ადგილებზე. განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ წევრი სახელმწიფოები რჩებიან საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მყარ მხარდამჭერებად და მოუწოდებენ ყველა მხარეს, გააძლიერონ თავისი ძალისხმევა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში“, - აღნიშნავენ უწყებაში.

ყველა სიახლე

თორნიკე რიჟვაძე

30 ნოემბერი 2021, 13:07

რეგიონი

მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის მთავრობასთან და შესაბამის სამინისტროებთან დამატებით 1 წლიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.

30 ნოემბერი 2021, 13:03

პოლიტიკა

ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირში დაგეგმილ უმაღლესი დონის შეხვედრებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს

ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ იმსჯელეს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მოლოდინებზე, რაც 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში არსებობს.

მირზა გელაშვილი

30 ნოემბერი 2021, 12:54

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით

მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა 10 თვის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას. მისი თქმით, ჯამში პირველ 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა.

არჩილ თალაკვაძე

30 ნოემბერი 2021, 12:49

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სააკაშვილის ნებისმიერი გადაადგილება მათთვის არის პროვოკაციის შესაძლებლობა

მისი ნებისმიერი გადაადგილება არის მათთვის პროვოკაციის შესაძლებლობა და ამისთვის სჭირდებოდათ სასამართლოზე მოსვლა, თორემ ვნახეთ, სასმართლოზევე თქვა, რომ აღარც დაესწრება და არც აღიარებს სასამართლო პროცესს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

30 ნოემბერი 2021, 12:45

სპორტი

დღეს საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება

დღეს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა...

30 ნოემბერი 2021, 12:44

რეგიონი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო ავიაციამ თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო რეისები განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ალვანიდან თუშეთის მიმართულებით რეგულარული რეისები განაახლა. ვერტმფრენმა განახლებული სამოქალაქო რეისით სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა.

30 ნოემბერი 2021, 12:38

მსოფლიო

ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, ყარაბაღის ომმა 91 000-ზე მეტი ადამიანი აქცია დევნილად

„გასული წლის შემოდგომიდან ამ დრომდე, აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შედეგად, 91 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია, იძულებით დაეტოვებინა საცხოვრებელი“, - განაცხადა სომხეთის მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა არმენ ხაზარიანმა გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საბჭოს 112-ე სესიაზე გამოსვლისას.

30 ნოემბერი 2021, 12:36

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 262 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 262 მილიონს გადააჭარბა.

30 ნოემბერი 2021, 12:34

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე გადამზადების კურსი ჩაუტარდათ.

30 ნოემბერი 2021, 12:31

საზოგადოება

კახა კალაძემ მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა

დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა. კახა კალაძის თქმით, ვიცე-მერის თანამდებობას კვლავ ირაკლი ხმალაძე ჩაიბარებს.

30 ნოემბერი 2021, 12:27

სამართალი

პოლიციამ საქართველოს რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია 10 პირი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1962 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.რ. თელავში დააკავეს. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის, ეზოს და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკისას, არარეგისტრირებული მცირეკალიბრიანი შაშხანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

არტის პაბრიკსი

30 ნოემბერი 2021, 12:20

მსოფლიო

ლატვიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთის შესაკავებლად ლატვიას ქვეყანაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა ესაჭიროება

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა განაცხადა, რომ რუსეთის შესაკავებლად ლატვიას ქვეყანაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა ესაჭიროება.

30 ნოემბერი 2021, 12:08

მსოფლიო

ეგეოსის ზღვაში, თურქეთთან, მიწისძვრა მოხდა

ეგეოსის ზღვაში, იზმირთან, 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ურლას დასახლებიდან 56,18 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. ბიძგები ზედაპირიდან 3,97 კილომეტრის სიღრმეში შეინიშნებოდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

ნათია თურნავა

30 ნოემბერი 2021, 12:04

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ველოდებით, რომ წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში

ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა კვლავინდებურად მაღალია და 6.9 პროცენტს შეადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ორნიშნაა და 10,5 პროცენტია. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასების მაჩვენებელი 2021 წლის ოქტომბერსა და 10 თვეში. აღნიშნული ინფორმაცია დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

30 ნოემბერი 2021, 11:59

COVID19

Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამჟამად არსებული ვაქცინები ისეთივე ეფექტური იქნება „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ, როგორც „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ იყო

კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამჟამად არსებული ვაქცინები ისეთივე ეფექტური იქნება კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ, როგორც „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ იყო.

ეკატერინე ტიკარაძე

30 ნოემბერი 2021, 11:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ონლაინ შეხვედრა გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 11:56

ეკონომიკა

Fodors Travel-ი სვანეთის შესახებ წერს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, სამოგზაურო გამოცემა Fodors Travel-ი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ედიშერ გვენეტაძე

30 ნოემბერი 2021, 11:52

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: მიშასთანა შარლატანების, უგულავასთანა ვირთხების, ბარამიძისთანა მლიქვნელების, გუბაზისნაირი ყვარყვარეების, ხოშტარიასნაირი „მოშიმშილეების“ და კირკიტაძისნაირი უვიცების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს

„არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა"! ეს ნათლად დაამტკიცა გუშინდელმა დღემ, როდესაც სასამართლოს შენობის გარეთ მყოფები უტევდნენ პოლიციელებს - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვიჩვენა, რომ აუცილებელია ქვეყნის ნამდვილი დამოუკიდებლობა და არა პიარებზე გათვლილი და ფიქტიური.

ედგარს რინკევიჩსი

30 ნოემბერი 2021, 11:47

პოლიტიკა

ედგარს რინკევიჩი: კარგად ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ეს ძალიან დასაფასებელია - სიმართლე გითხრათ, ევროპული პერსპექტივა ჯერ კიდევ წლების წინ უნდა დაფიქსირებულიყო

„ევროპული პერსპექტივა ძალიან საინტერესო საკითხია და ასოცირებულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა. ვიტყოდი, რომ როგორც MAP-ია ნატოში, ისეა ევროპული პერსპექტივის აღიარება. მე თბილისში ვიზიტით ვიმყოფებოდი ივნისის დასაწყისში. ვესაუბრე საქართველოს პრემიერ- მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს და პარლამენტის წევრებს. ვისაუბრეთ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. ძალიან კარგად ვიცით, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ეს ძალიან დასაფასებელია“, - აცხადებს „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი.

30 ნოემბერი 2021, 11:45

პოლიტიკა

ედგარს რინკევიჩი: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან

უკვე საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პრინციპია მეტი მეტისთვის. თუ ასოცირებულები არიან მზად დაწინაურდნენ სექტორული თანამშრომლობის კუთხით, პოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებით, მაშინ ევროკავშირმა ეს უნდა გააკეთოს. ამ იდეას და მიდგომას ლატვია მხარს უჭერს და ამ თემაზე აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა რინკევიჩმა.