imedi /  07 აგვისტო 2020, 11:31 / სანდო წყარო

ირაკლი ბერაია: ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი საყრდენია შერიგება, ომით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია

ჩვენი პასუხი ოკუპაციაზე არის მშვიდობა, დეესკალაცია, შერიგება და ჩართულობა, საერთაშორისო ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაცია რუსეთზე ზეწოლის გაზრდის და ვალდებულების შესრულების იძულების მიზნით, უწყვეტი განვითარება და ძლიერი ქართული დემოკრატია - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციიდან 12 წლისთავთან დაკავშირებით საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ დავკარგეთ ჩვენი სამხედროები, სამართალდამცავები, მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩემი მშობლიური ქალაქიდან - სენაკიდან აგვისტოს ომს შეეწირა კაპრალი ლევან თეფანია და კაპრალი თემურ ბოკუჩავა, რომლებიც გმირულად დაეცნენ ცხინვალის მისადგომებთან, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები ჯონი და როლანდ ქარდავები, მეირა ინჯგია, რომლებიც ემსხვერპლნენ სენაკზე განხორციელებულ რუსულ ავიადარტყმას. საქართველოში დამატებით გაჩნდა 30,000 დევნილი, უკონტროლო ტერიტორიებს დაემატა ახალგორი და კოდორის ხეობა, 130-ზე მეტი სოფელი. განხორციელდა საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და უკანონო აღიარება რუსეთის ფედერაციის მიერ. რუსული აგრესიის შედეგად დარღვეულია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, არამედ სერიოზული საფრთხის წინაშეა რეგიონული და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება.

ოკუპანტ სახელმწიფოს კვლავ შეუსრულებელი აქვს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები. რუსეთი აგრძელებს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციას, სამხედრო წვრთნებს, დე ფაქტო ანექსიის პროცესს, ხელს უშლის ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრულად განხორციელებას და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომას ოკუპირებულ რეგიონებში.

უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ეთნიკური ნიშნით წამების, არაადამიანური მოპყრობის და მკვლელობის შემთხვევები, რასაც ადასტურებს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები, აგრეთვე ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება უკანონო ტყვეობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფსბ-ს ე.წ. სასაზღვრო ბაზაზე.

თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის და ადგილობრივი მოსახლეობის იზოლაციის მიზნით ადგილი აქვს გადასასვლელების უკანონო ჩაკეტვას, ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს - მავთულხლართების გავლებას და სხვა უკანონო ხელოვნული ბარიერების აღმართვას. გრძელდება ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებები. ოკუპირებულ ცხინვალში კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩებიან ზაზა გახელაძე, ხვიჩა მღებრიშვილი და გენადი ბესტაევი.

ქართული კვალის წაშლის მიზნით ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ეთნიკური ქართველების სახლები. სკოლის მოსწავლეებს ეკრძალებათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღება. ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი კვლავაც მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობას.

ოკუპირებული რეგიონებიდან გართულებული ან შეუძლებელია სამედიცინო ევაკუაციები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რითაც გამოწვეულია გარდაცვალების გახშირებული ფაქტები. ყოველივე ეს გაუსაძლისს ხდის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რასაც კიდევ უფრო ართულებს რფ-ს მიერ პანდემიის პერიოდში დაწესებული უკანონო შეზღუდვები და პროვოკაციული ქმედებები.

დეოკუპაციისთვის და ქვეყნის გამთლიანებისთვის საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან, თანმიმდევრულ, პრაგმატულ და პრინციპულ პოლიტიკას, რომელსაც აქვს სრული მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

ჩვენი პასუხი ოკუპაციაზე არის მშვიდობა, დეესკალაცია, შერიგება და ჩართულობა, საერთაშორისო ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაცია რუსეთზე ზეწოლის გაზრდის და ვალდებულების შესრულების იძულების მიზნით, უწყვეტი განვითარება და ძლიერი ქართული დემოკრატია.

აუცილებელია, რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეცვალოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება, გადადგას ქმედითი ნაბიჯები კონფლიქტის დიალოგის გზით მოწესრიგებისა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით, ხელი არ შეუშალოს შერიგების პროცესს და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარების ძალისხმევას.

ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი საყრდენია შერიგება, ომით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა. ჩვენი გულები და ფიქრები არის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან - ქართველებთან, აფხაზებთან, ოსებთან, საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან. იმ პირობებში, როდესაც საოკუპაციო ძალა ცდილობს ისინი დააშინოს იარაღით და შეაკავოს ხელოვნური ბარიერებით, ჩვენ მათ ვთავაზობთ ყველა შესაძლებლობას ღირსეული აწმყოსა და მომავლისთვის, ყველა სიკეთეს რაც უზრუნველყოფილია მავთულხლართებს გამოღმა მცხოვრები მათი თანამემამულეებისთვის. ჩვენი ნაბიჯები ემყარება მათ საჭიროებებს, მათ სწრაფვას განვითარებისა და უკეთესი მომავლისკენ. კონფლიქტი და დაშორიშორება არ შედის არც ქართველების, არც აფხაზების და ოსების ინტერესებში.

საქართველო ყოველდღიურად აძლიერებს დემოკრატიას, ავითარებს ეკონომიკას, სწრაფი ტემპებით მიისწრაფვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ და სარგებლობს ინეგრაციის პროცესში მიღებული უმნიშვნელოვანესი სიკეთეებით. წარმატებები, რასაც ვაღწევთ, თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს. ამ წარმატებებს ვაღწევთ საქართველოს ყველა მოქალაქის სახელით და ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ - რასაკვირველია ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეების სახელით და მათ საკეთილდღეოდ. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, სადაც დაცულია თითოეული მოქალაქისა და ეთნიკური ჯგუფის ღირსება, უფლებები და იდენტობა. მავთულხლართები, რომლებიც ჩვენ გვყოფს აუცილებლად ჩამოიშლება. ჩვენ გვაქვს საერთო წარსული და ჩვენ ასევე გვაქვს ბევრად უფრო საინტერესო საერთო მომავალი ერთიან ევროპულ სახელმწიფოში, სადაც დაცულია ყველა ადამიანის ღირსება და უზრუნველყოფილია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა“, - წერს ირაკლი ბერაია.

ყველა სიახლე

13 ივლისი 2026, 11:08

მსოფლიო

მსურველთა კოალიციის ლიდერების შეხვედრა დღეს პარიზში გაიმართება

მიზანი - მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადაუდებელი საკითხების შესრულებაა. შეხვედრაზე 30 ლიდერია მიწვეული, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, დროებითი კოალიციის ყველაზე მასშტაბურ შეკრებას წარმოადგენს.

13 ივლისი 2026, 11:04

მსოფლიო

საპარლამენტო არჩევნები ისრაელში გეგმის მიხედვით გაიმართება

არჩევნებისთვის ოფიციალური მზადება 17 ივლისს დაიწყება. ამის შემდეგ მთავრობა დროებით მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით იმოქმედებს და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ვეღარ შეძლებს, გარდა ფართო მხარდაჭერის მქონე კანონპროექტებისა, მიმდინარე ადმინისტრაციული საკითხებისა და ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე აუცილებელი ზომებისა.

13 ივლისი 2026, 11:02

მსოფლიო

ნავთობი ისევ გაძვირდა

Brent-ის მარკის სექტემბრის ფიუჩერსების ფასმა ბარელზე $76.48 შეადგინა, რაც 23 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აზიის საფონდო ბირჟებზე არაერთგვაროვანი ტენდენცია დაფიქსირდა: ტოკიოსა და სეულში აქციების ფასები მკვეთრად დაეცა, ხოლო ტაიბეისა და ჰონგ-კონგში მატება აღინიშნა.

13 ივლისი 2026, 11:02

ეკონომიკა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს, ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ესწრება. LIVE

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

კაია კალასი

13 ივლისი 2026, 10:55

მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი ჯერ ვერ შეათანხმა

მიუხედავად იმისა, რომ ახალი პაკეტი ჯერ შეთანხმებული არ არის, მან დააანონსა, რომ 13 ივლისს სანქცირებულთა სიებს კიდევ 250 რუსი ფიზიკური და იურიდიული პირი შეიძლება დაემატოს. მისი თქმით, „ეს არის ფიგურანტების ყველაზე დიდი რაოდენობა, რომელიც კი ოდესმე შეგვიყვანია სიებში“.

13 ივლისი 2026, 10:45

ეკონომიკა

ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

ევროპის პარლამენტის კვლევითი სამსახური, ე.წ. ნორმანდიის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობის მსოფლიო რეიტინგს აქვეყნებს.

ილჰამ ალიევი

13 ივლისი 2026, 10:43

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან მთლიანად რომც გამოვიდეს, ჩვენს ქვეყანაში ამას ვერავინ შეამჩნევს

„შეიძლება საბჭოს წევრად დარჩენა სჯობდეს კიდეც, არ ვიცი. ჩვენ არ გვსურს კონფრონტაციაში შესვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის მხრიდან აზერბაიჯანზე რეგულარულ თავდასხმებს ეხება. ვიმეორებ: ისინი ჩვენ წინააღმდეგ დაუსაბუთებელ ნაბიჯებს დგამენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი მხრიდან გარკვეული სახის აკვიატებაა“, - განაცხადა ალიევმა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

13 ივლისი 2026, 10:36

მსოფლიო

გერმანიის პრეზიდენტი: ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო წესრიგი, ჩვენ გვჭირდება სამართალი და წესები

გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, „დაუნდობლობის ახალ სულს“, რომელსაც, მისი თქმით, ამჟამად რუსეთის ფედერაცია და აშშ აძლიერებენ, „ევროპული მოდელი“ უნდა დაუპირისპირდეს. ტელეკომპანია ZDF-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შეუძლიათ იცხოვრონ სამართლისა და წესების გარეშე სამყაროში და გარკვეული დროით აქედან სარგებელიც კი ნახონ.

13 ივლისი 2026, 10:33

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

13 ივლისი 2026, 10:31

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

ლევან ჟორჟოლიანი

13 ივლისი 2026, 10:25

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: 2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია

2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ეთერში.

ლინდსი გრემი

13 ივლისი 2026, 10:25

მსოფლიო

ლინდსი გრემის გარდაცვალების მიზეზი დასახელდა

სენატორის ოფისის ინფორმაციით, გრემის გარდაცვალების მიზეზი გახდა „აორტის განშრევება, რომელიც ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებამ გამოიწვია. განცხადებაში, რომელსაც Politico ციტირებს, ნათქვამია, რომ საბოლოო დასკვნები ტოქსიკოლოგიური და მიკროსკოპული კვლევების შედეგების მიღების შემდეგ გაკეთდება.

ლევან ჟორჟოლიანი

13 ივლისი 2026, 10:23

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემოა, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აკეთოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესი და გვაქვს ძალიან მარტივი, მიმზიდველი საგადასახადო სისტემა

იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემო არის, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, შეგვიძლია ასე მოვიხსენიოთ, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აკეთოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესი და გვაქვს ძალიან მარტივი და მიმზიდველი საგადასახადო სისტემა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერში“.

ლევან ჟორჟოლიანი

13 ივლისი 2026, 10:20

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება - გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ 2024 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, არ არსებობს გადაწყვეტილება, განკარგულება, დადგენილება, რომელიც ღია არ არის ნებისმიერი პირისთვის

პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ 2024 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. არ არსებობს გადაწყვეტილება, განკარგულება, დადგენილება, რომელიც ღია არ არის ნებისმიერი ხელმისაწვდომი პირისთვის, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ეთერში.

სემ ნილი

13 ივლისი 2026, 10:14

კულტურა

მსახიობი სემ ნილი გარდაიცვალა

ახლობლებს მისი გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ კიბო, რომელსაც ის რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა, რემისიის სტადიაში იყო.

13 ივლისი 2026, 10:13

მსოფლიო

უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, გუშინდელი საღამოს შემდეგ რუსეთის დედაქალაქს და მის მიმდებარე ტერიტორიას 350-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა შეუტია. ვრცელდება ცნობები საცხოვრებელი სახლების დაზიანების შესახებ. ასევე, ისტრაში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დრონის ჩამოვარდნის შესახებ დაიღუპა 3 და დაშავდა 3 ადამიანი.

13 ივლისი 2026, 10:05

მსოფლიო

პარიზთან ტყის ხანძართან ბრძოლაში ავიაცია ჩაერთო

ფონტენბლოს ტყის ხანძარმა, რომელსაც ოფიციალურმა პირებმა „მძვინვარე“ და „განსაკუთრებული მასშტაბის“ უწოდეს, ნაწილობრივ ჩაკეტა ქვეყნის მთავარი ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალი, რამაც მოძრაობა შეაფერხა.

რადისლავ სიკორსკი

13 ივლისი 2026, 09:44

მსოფლიო

რადისლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსი არ აქვს, თუმცა შესაძლოა მოსკოვმა პროვოკაციები მოაწყოს

„შეშფოთება არსებობს, რადგან პუტინმა უკრაინას ოპტიმისტური და სრულიად ცრუ შეფასებების საფუძველზე შეუტია. მან უკრაინაში შეჭრის ამ გიჟური და დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით მთელ ევროპაში უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა და მძიმე ეკონომიკური დანაკარგები გამოიწვია. ამიტომ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება არ შეუძლია, შეიძლება მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

13 ივლისი 2026, 09:38

მსოფლიო

ისრაელმა ღაზაში მეტალურგიულ ქარხანას დაარტყა

ისრაელმა ღაზის სექტორში, საბრას რაიონში, მეტალურგიულ ქარხანაზე იერიში მიიტანა. „ცაჰალის“ ცნობით, საწარმო ტერორისტულ ინფრასტრუქტურად გამოიყენებოდა. ოპერაციის სხვა დეტალები არ ვრცელდება.

13 ივლისი 2026, 09:35

სპორტი

სკოპიეში 20-წლამდელ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა - ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 3 მედალი მოიპოვეს

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 20-წლამდელ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ტურნირი 3 მედლით დაასრულეს. მთავარი მწვრთნელის, ბელდუხ გავაშელიშვილის ხელმძღვანელობით, ნაკრების წევრების ანგარიშზე 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალია.