imedi /  08 აგვისტო 2020, 09:24 / სანდო წყარო

სენატორი რონ ჯონსონი: აშშ განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას რუსეთის აგრესიის წინაშე

რონ ჯონსონი

რონ ჯონსონი

ამერიკელი სენატორი რონ ჯონსონი რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 12 წლის თავზე აშშ განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას რუსეთის აგრესიის წინაშე. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი კონფლიქტამდელ ხაზზე“, - წერს ჯონსონი.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

ყველა სიახლე

ევროპული საქართველოს გუნდი

29 სექტემბერი 2020, 12:33

პოლიტიკა

„ევროპულმა საქართველომ“ საარჩევნო გუნდი წარადგინა

შიდა კონკურენციის შედეგად დეპუტატი გახდება ის, ვისაც გადაწყვეტს „ევროპული საქართველოს“ აქტივი და ამომრჩეველი.​ ჯერჯერობით ისინი არც თანმიმდევრობას ასახელებენ და არც პრემიერობის კანდიდატს.

29 სექტემბერი 2020, 12:26

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 8200-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 1 167 805-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 160 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 20 545-ს აღწევს. ამასთან, 952 399 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

29 სექტემბერი 2020, 12:24

საზოგადოება

პეკინის გამზირსა და ჟვანიას მოედანზე არსებულ შუა ზოლში დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება

ჟვანიას მოედანსა და პეკინის გამზირზე არსებულ გზაგამყოფ თარგში სანიტარიული ჭრის სამუშაოები განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, 33 ძირი დაავადებული და ზეხმელი ფიჭვი მოიჭრება. სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. სპეციალური ტექნიკით კუნძების ჩაბურღვაც განხორციელდება და დაავადებული ხეების ნაცვლად, დიდტანოვანი მწვანე ნარგავები დაირგვება.

29 სექტემბერი 2020, 12:18

პოლიტიკა

The Hill: საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები შესაძლოა მაგალითი გახდეს დასავლეთისთვის

საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები შესაძლოა მაგალითი გახდეს დასავლეთისთვის, - სტატიას ამ სათაურით ამერიკელი ექსპერტისა და ტელეწამყვანი, იანუშ ბუგაჟსკი გამოცემა The Hill-ში აქვეყნებს. „31 ოქტომბერს, საქართველო აჩვენებს მსოფლიოს, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შესაძლებელია გლობალური პანდემიის ფონზეც, რუსეთის ჩარევის საფრთხის მიუხედავად. არასაიმედო სამხრეთ კავკასიაში, სადაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი აქტიურ ფაზაში გადადის, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში კონფლიქტების გამწვავების ფონზე, საქართველო არის სტაბილურობის კუნძული, რომლის მნიშვნელობა დასავლეთისთვის იზრდება. ქვეყანა განაგრძობს დემოკრატიის კონსოლიდაციას, ეკონომიკურ განვითარებას და ნატო-ს ალიანსში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლას. საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ეტაპია

29 სექტემბერი 2020, 12:17

COVID19

შიდა ქართლში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან 7 რეგიონში მცხოვრებია. ყველა მათგანი გადაყვანილია კოვიდკლინიკებში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

29 სექტემბერი 2020, 12:16

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 8 კოვიდინფიცირებული გადაიყვანა

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების ნაწილი ქუთაისიდან, ნაწილი კი აჭარიდან არიან. რვავე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მისივე ინფორმაციით, მედიკოსებმა კიდევ ორი პაციენტი გამოაჯანმრთელეს ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.

თამარ გაბუნია

29 სექტემბერი 2020, 12:08

COVID19

თამარ გაბუნია: აჭარაში კორონავირუსის სტაბილიზაციის ნიშნები არის

აჭარაში კორონავირუსის სტაბილიზაციის ნიშნები არის. გარკვეულწილად ეს შემთხვევების მატება არის არითმეტიკული პროგრესით და არა გეომეტრიული პროგრესიით, რაც ახასიათებს ვირუსს სწრაფი გავრცელების შემთხვევაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რომ ვამბობთ „მივეჩვიოთ ვირუსთან ერთად ცხოვრებას“, ეს ეტაპიც უნდა გადავიაროთ და ვნახოთ, რამდენად ხერხდება ინფექციის კონტროლი მინიმალური შეზღუდვების გარეშე.

გიორგი გახარია
იენს სტოლტენბერგი

29 სექტემბერი 2020, 12:01

პოლიტიკა

ბრიუსელში გიორგი გახარიასა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა იმართება

ბრიუსელში გიორგი გახარიასა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა იმართება. საქართველოს მთავრობის მეთაური და ნატოს გენერალური მდივანი მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

29 სექტემბერი 2020, 11:56

საზოგადოება

სკოლების დეპოლიტიზების მხარდამჭერი საზოგადოებრივი კომისია შეიქმნა

კომისიის შექმნა ეფუძნება 2020 წლის 17 სექტემბრის განათლების კოალიციისა და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ინიცირებულ განცხადებას, რომელშიც 38 ხელმომწერი ორგანიზაცია ხელისუფლებას განათლების სისტემის დეპოლიტიზების მოთხოვნით მიმართავს.

ელენე ნიჟარაძე

29 სექტემბერი 2020, 11:52

პოლიტიკა

ISFED: მიხეილ სააკაშვილს საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით ეკრძალება საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა

მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს ის რომ ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და მას საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით ეკრძალება საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. კამპანია აქვს პარტიას როგორც ვიცით "დაავალე მიშას", - ამის შესახებ ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ ისაუბრა.

29 სექტემბერი 2020, 11:49

COVID19

ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

50 წლის ქალს ვირუსი დედისგან გადაედო, რომელიც არსებული ინფორმაციით, ე.წ. ოქროს სავაჭრო ცენტრში მუშაობდა. როგორც სკოლის დირექტორი ელისო ჯიბლაძე განმარტავს, პედაგოგს სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხება არ ჰქონია. ის ბოლო კვირების განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა და თვითიზოლაციაში იყო.

29 სექტემბერი 2020, 11:45

საზოგადოება

ISFED-მა წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში წარადგინა

მთავარ გამოწვევად ამომრჩეველზე, აქტივისტებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტები წარმოადგენს. ამგვარი შემთხვეევბის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და აზიანებს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.

29 სექტემბერი 2020, 11:42

COVID19

ზუგდიდის საჯარო სკოლების ეგრეთ წოდებული კლასტერი გაფართოვდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 652 ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა, მათგან 15 დადებითია. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, მათგან 5 კოვიდინფიცირებული ადგილობრივია. აქედან 1 ოქროს ბირჟის ე.წ. კლასტერს განეკუთვნება, ხოლო 4 გუშინ დაინფიცირებულ რეპეტიტორთან მყოფი მოსწავლეა. არასრულწლოვნები ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან. მალხაზ თორიას ინფორმაციით, ქალაქის სკოლებში სწავლების დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისად სხვა მოსწავლეებთან მათი კონტაქტი მინიმალურია.

29 სექტემბერი 2020, 11:41

პოლიტიკა

დავით სერგეენკო ამომრჩევლებზე: საბედნიეროდ, საერთო ენას მარტივად ვპოულობთ და ვთანხმდებით აქტუალური საკითხების გადაჭრის გზებზე

ძალიან თბილი შეხვედრები მქონდა საბურთალოს რაიონის ამომრჩევლებთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით სერგეენკო Facebook-ზე წერს. მისი თქმით, დიდი მოტივაციაა, როდესაც მოქალაქეებისგან მხარდაჭერას გრძნობს.

მარინა ენდელაძე

29 სექტემბერი 2020, 11:38

COVID19

მარინა ენდელაძის თქმით, საქართველო ინარჩუნებს მწვანე ზონის სტატუსს

„უნდა ვიყოთ ყურადღებით, ვითარება საგანგაშო არ არის, მაგრამ ძალიან საყურადღებოა, საქართველოს ყველა რეგიონში, სიტუაციის სამართავად, ჯანდაცვა მზადაა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

29 სექტემბერი 2020, 11:33

COVID19

მოსკოვის სკოლებში COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა

მოსკოვში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულია ყველაზე მეტი ბავშვია, რომელთაც დაავადების სიმპტომები არ აქვთ. რუსული მედიის ცნობით, ამის გამო 5-დან 18 ოქტომბრამდე მოსკოვის სკოლებში არდადეგები გამოცხადდა. ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა თავის ბლოგში დაწერა.

29 სექტემბერი 2020, 11:26

COVID19

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 25 ბენეფიციარსა და 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარი 25 ბენეფიციარსა და 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 324 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 33 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ნონა ეფაძე

29 სექტემბერი 2020, 11:24

COVID19

ამ დროისთვის აჭარის კლინიკებში 463 კოვიდინფიცირებულ პაციენტი რჩება

ამ დროისთვის აჭარის კლინიკებში მკურნალობს 463 პაციენტი გადის, აქედან 32 ბავშვია, 10 კი ორსული, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კოვიდ-კარანტინებში მეთვალყურეობის ქვეშ 900-ზე მეტი კოვიდინფიცირებულია, აქედან 60-მდე ბავშვია.

29 სექტემბერი 2020, 11:23

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ტრენინგი უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სხვა საპოლიციო ქვედანაყოფების მოსამსახურეებისთვის ონლაინ ტრენინგი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

29 სექტემბერი 2020, 11:18

COVID19

მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით 25 კრიტიკულად მძიმე პაციენტია

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურში 28 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 2 მძიმე და ერთი კრიტიკული პაციენტია.