imedi /  08 აგვისტო 2020, 12:55 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს მშვიდობიანი განვითარება არის აუცილებელი პირობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც ამ ტრაგიკულ დღეს, ახლა აქ ხდება, მიუხედავად ბრალდებისა, ქვეყნის ბედით და მომავლით სპეკულირებისა კერძო პოლიტიკური ინტერესებიდან პერსონალური, კონკრეტული ადამიანების პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვახერხებთ და ვაღრმავებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე. ეს არის რა თქმა უნდა - ნატო, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აშშ, ევროკავშირი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საქართველოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას არაფერი ემუქრება და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს მშვიდობიანი განვითარება არის აუცილებელი პირობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

„ამ მიმართულებით ვინც რანაირი სპეკულირება არ უნდა გააგრძელოს საქართველოს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას არაფერი ემუქრება, პირიქით, ეს ურთიერთობა ბოლო წლებში გახდა ისეთი, როგორიც არ ყოფილა არასოდეს, სწორედ, ამის შედეგია მსგავსი განცხადებები. დღეს საქართველო სრულად არის მზად წევრობისთვის და ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ, აფასებენ, რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს მშვიდობიანი განვითარება არის აუცილებელი პირობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

01 ოქტომბერი 2020, 18:14

COVID19

ამირან გამყრელიძე: განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ იმერეთის რეგიონის მიმართ

უფრო მეტ ყურადღებას ვიჩენთ იმერეთის რეგიონის მიმართ, სადაც დღეს დაგვფიქსირდა 96 ახალი შემთხვევა. ასევე, განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით თბილისში ფართომასშტაბიანი პრევენციული ღონისძიებების გატარებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მის ვიდეომიმართვას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

სოზარ სუბარი

01 ოქტომბერი 2020, 18:14

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მახასიათებელი ხალხისთვის ღირსების წართმევა იყო

„„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იყო წამება ციხეებში, პოლიციაში, სასამართლოს არარსებობა, რაზეც მეტყველებს ერთი გამამართლებელი განაჩენი წლის განმავლობაში, ადამიანები ავადმყოფობის გამო სახლებს ყიდდნენ, ოპერაცია არ ფინანსდებოდა. ეს დეტალებია, ამ ყველაფერს თავი რომ მოვუყაროთ და ერთ სიტყვაში მოვაქციოთ, ეს იყო სრული უუფლებობა ადამიანებისთვის და წართმეული ღირსება. სწორედ ეს ღირსება დაიბრუნა ქართველმა ხალხმა“.

გიორგი ვოლსკი

01 ოქტომბერი 2020, 18:10

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საზოგადოება გამოსავალს ხედავს იმ პოლიტიკურ ძალაში, ვინც სტაბილურობა უზრუნველყო

გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა იმ შედეგებზე, რასაც ხელისუფლებამ ოპოზიციის დაპირისპირებისა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე მიაღწია და აღნიშნა, რომ განხორციელდა მნიშნელოვანი სტრატეგიული პროექტები და ეს მიმართულებები კვლავ გაგრძელდება.

ჯუზეპე კონტე

01 ოქტომბერი 2020, 18:09

COVID19

იტალიაში პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდება

იტალიაში პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 18:08

ეკონომიკა

საპენსიო აქტივებმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საპენსიო აქტივებმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით 484-მა ადამიანმა ისარგებლა. მათ შორის: საპენსიო ასაკის შეუსრულების საფუძვლით - 223 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო - 1, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით - 201, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა - 59 პირმა.

ემანუელ მაკრონი

01 ოქტომბერი 2020, 18:00

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: თურქეთმა მთიან ყარაბაღში საომრად სირიელი ჯიჰადისტები გაგზავნა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, თურქეთმა მთიან ყარაბაღში საომრად სირიელი ჯიჰადისტები გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ამირან გამყრელიძე

01 ოქტომბერი 2020, 17:55

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში 650 000-მდე PCR და 340 000-მდე სწრაფი ტესტი ჩატარდა

დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან, კორონავირუსი აჭარაში 241 ადამიანს გამოუვლინდა, გურიაში - 7, თბილისში - 62, გურიაში -56, კახეთში - 2, მცხეთა-მთიანეთში ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

01 ოქტომბერი 2020, 17:41

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ 19:00 საათზე გააკეთებს

თენგიზ ცერცვაძე ამ დრომდე მედიასთან არ გამოჩენილა, თუმცა ჟურნალისტები მას ინფექციურ საავადმყოფოში 19:00 საათისთვის ელოდებიან, სადაც ის სავარაუდოდ მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძემ უკვე მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი წერილით, თუმცა უწყებაში ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა.

დავით ზალკალიანი

01 ოქტომბერი 2020, 17:40

პოლიტიკა

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს პორტებში ნატოს ხომალდების შემოსვლა გახშირდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს. მისი თქმით, შავი ზღვა მართლაც სულ უფრო და უფრო მეტ დატვირთვას იძენს საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით.

ივერი მელაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 17:31

სამართალი

დავით-გარეჯის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერ მელაშვილის ოფისში ჩხრეკა დასრულდა

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში საგამოძიებო უწყებამ ჩხრეკა ჩაატარა. მელაშვილი 2006-2017 წლებში იყო კომისიის წევრი, ახლა კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტში მუშაობს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

01 ოქტომბერი 2020, 17:28

მსოფლიო

ერდოღანი: ვაფრთხილებ მათ, ვინც სომხეთის ბანდიტურ სახელმწიფოს მხარს უჭერს - პასუხს აგებთ კაცობრიობის სინდისის წინაშე

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რეგიონში მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ძალები გაიყვანოს.

01 ოქტომბერი 2020, 17:15

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 80 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 80 ადამიანს გამოუვლინდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 40,309 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 593 ადამიანი. ვირუსისგან 38,068 პაციენტი განიკურნა.

01 ოქტომბერი 2020, 17:14

ტექნოლოგიები

Xiaomi-მ ყველაზე იაფი ტელევიზორი წარადგინა

ახალი ტელევიზორის სერია Smart TV A-ს ახალი მოწყობილობაა. მოდელი Smart TV A32 Xiaomi-ს ტელევიზორების ხაზში ყველაზე იაფიანია. მისი ღირებულება 799 იუანია (117$). იგეგმება თუ არა მისი მსოფლიო ბაზარზე გამოშვება, ჯერჯერობით უცნობია.

თორნიკე რიჟვაძე

01 ოქტომბერი 2020, 17:11

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პარტიული სიის სათავეში თორნიკე რიჟვაძეა

ათეულში არიან თინათინ ზოიძე; გიორგი მანველიძე; ირაკლი ჭეიშვილი; ნადიმ ვარშანიძე; ფატი ხალვაში; დავით თედორაძე და ლადო მგალობლიშვილი. აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (უსკო) უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სიებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება.

თეა ახვლედიანი

01 ოქტომბერი 2020, 17:10

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: ირაკლი ბებუას დაკავება საოკუპაციო რეჟიმის არალეგალური და საგანგაშო ქმედებების გაგრძელებას წარმოადგენს

კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტი წარმოადგენს იმ არალეგალური და საგანგაშო პროცესების გაგრძელებას, რასაც უკვე წლების განმავლობაში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის სახით, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გალში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუას უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 17:07

რეგიონი

დაბა მანგლისში ადგილობრივები და დამსვენებლები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკურორტო ზონებში წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რებილიტაციას აქტიურად განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაბა მანგლისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებები მიღება ხვალ სრულდება.

გიორგი ვოლსკი

01 ოქტომბერი 2020, 17:06

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, შევძელით მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების განხორციელება

„საზოგადოება პრობლემების მიუხედავად გამოსავალს მაინც იმ პოლიტიკურ პარტიაში ხედავს, რომელმაც უზრუნველყო სტაბილურობა და მიუხედავად ათასნაირი სხვადასხვა უშველებელი არსენალისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოედინებოდა, შევძელით განგვეხორციელებინა საგანგებოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული განათლებით დამთავრებული“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

დიმიტრი პესკოვი

01 ოქტომბერი 2020, 17:03

მსოფლიო

კრემლი: ალექსეი ნავალნისთან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპეციალისტები მუშაობენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნისთან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპეციალისტები მუშაობენ.

მთიანი ყარაბაღი

01 ოქტომბერი 2020, 16:58

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა, ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა მთიანი ყარაბაღის საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების - აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ჰარი პოტერი ძეგლი

01 ოქტომბერი 2020, 16:54

კულტურა

ლონდონში ჰარი პოტერს ძეგლი დაუდგეს ⚡👓

ბრინჯაოს ქანდაკება ფილმის „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ სცენას ასახავს, რომელშიც ჯადოქარი ქვიდიჩს თამაშობს. ძეგლი კინოთეატრ „ოდენთან“ დგას, სადაც 2001 წელს ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა.