კახა კალაძე: „ქართული ოცნება” მიჰყვება იმ გზას, რომელიც ქართველ ერს ილიამ დაუსახა
კახა კალაძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ყვარლის მოსახლეობას თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა.
ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გამართულ პრეზენტაციაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება” მიჰყვება იმ გზას, რომელიც ქართველ ერს ილიამ დაუსახა.
კალაძის თქმით, ეს არის საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა, თანამედროვე, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენება და ეს ყოველივე ქართული იდენტობის, კულტურისა და ღირებულებების შენარჩუნებისა და განვითარების კვალდაკვალ კეთება.
„ძალიან მიხარია, რომ ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ, ადამიანებს, რომლებთან ერთადაც 2012 წელს ყვარლის ფაქტობრივად ყველა სოფელი გვაქვს შემოვლილი ფეხით. ეს იყო ის დრო, როდესაც ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ ებრძოდნენ განსხვავებულ აზრს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს, მაგრამ ჩვენმა ერთად დგომამ, ჩვენმა შრომამ მოგვაპოვებინა ის მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი გუნდი ახალი ენერგიით, ახალი ძალებით, ქვეყნის განვითარების სწორი ხედვითა და საქართველოს წარმატებისთვის მოდის.
სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში ვიმყოფებით, ადამიანის, რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა განათლების, პროგრესისა და ამავდროულად ეროვნული ღირებულებების ფასი.
„ქართული ოცნება” მიჰყვება იმ გზას, რომელიც დაუსახა ქართველ ერს ილიამ - საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა, თანამედროვე, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენება და ეს ყველაფერი ქართული იდენტობის, კულტურის და ღირებულებების შენარჩუნებისა და განვითარების კვალდაკვალ კეთება.
ამ მიზნის საბოლოოდ მისაღწევად, ჩვენ იარაღის ჟღარუნის, პროვოკაციების, ერთმანეთის მტრობისა და შუღლის, დესტრუქციისა და რევანშის ნაცვლად, გვჭირდება განათლება, პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა, სოლიდარობა და სამშობლოს ყოველდღიური სამსახური. სწორედ სამშობლოს ყოველდღიური სამსახურია ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი და სწორედ ამისთვის ირჩევთ თქვენს წარმომადგენელს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
ყვარელს ძალიან დიდი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი აქვს, რომელიც სამწუხაროდ, პანდემიის გამო დაზარალდა, თუმცა ერთიანი ძალებით აუცილებლად შევძლებთ, რომ არა მარტო იმ ნიშნულს და ეკონომიკურ ზრდას დავუბრუნდეთ, რომელზეც ქვეყანა პანდემიამდე იყო, არამედ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახეთის რეგიონი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქები კიდევ უფრო წინ წავიდეს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეკონომიკა, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა და შვება, ეს ყველაფერი კი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთობით, ერთიანი ძალისხმევით, როგორც ეს 2012 წელს და შემდგომ არჩევნებში ძალიან ბევრჯერ გვიჩვენებია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, მაგრამ მინდა, დაგარწმუნოთ ყველა, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ყვარლის და კახეთის რეგიონის გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. ერთად, საქართველოს წარმატებისთვის!“, - განაცხადა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.
მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენას მთავრობისა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
ყველა სიახლე
27 ივლისი 2026, 16:33
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: დღეს საქართველოს რეგიონებში იწარმოება პროდუქცია, რომელიც წარმატებით იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ბაზრებზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი სხვადასხვა მიმართულების აგროსაწარმოები დაათვალიერა.
27 ივლისი 2026, 16:01
ეკონომიკა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროს გურამ დუმბაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
27 ივლისი 2026, 15:58
ეკონომიკა
ნინო ენუქიძემ საკონსულტაციო კომპანია HIDRIA Ciencia ambiente y desarrollo S.L-ის ჯგუფის ხელმძღვანელთან საქართველოს სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების მიმდინარე სამუშაოები განიხილა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ, საკონსულტაციო კომპანია HIDRIA Ciencia ambiente y desarrollo S.L-ის ჯგუფის ხელმძღვანელ მასიმილიანო გრანჩერი ბრადასკიასთან ერთად, საქართველოს სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების მიმდინარე სამუშაოები განიხილა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
27 ივლისი 2026, 15:46
მსოფლიო
მედია: ანდრეა პირლომ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა სავარაუდოდ რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობის გამო ვერ მიიღო
ორშაბათს, Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში პირლომ დაწერა, რომ წუხელ შეიტყო, რომ ის აღარ არის იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი. ყოფილმა ნახევარმცველმა მანამდე განაცხადა, რომ Fonbet-თან გარიგება დაკავშირებული იყო მის სამუშაოსთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ატარებდა „ექსკლუზიურად კომერციულ და სპორტულ ხასიათს“. მან ასევე დასძინა: „ამ თანამშრომლობისთვის პოლიტიკური მნიშვნელობის მინიჭება ნიშნავს ჩემთვის ისეთი შეხედულებების მიწერას, რომლებიც არასდროს გამომითქვამს და ჩემი არ არის“.
27 ივლისი 2026, 15:38
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: ირანელები და ჩრდილოეთკორეელები უკვე დაგვესხნენ თავს. იმედი მაქვს, რომ ისინი ამ თავდასხმებს არ გააძლიერებენ, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ
„ჩვენ სიფრთხილე გმართებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არავითარ შემთხვევაში არ გავხსნათ ახალი ფრონტი. მაგრამ გულწრფელები უნდა ვიყოთ. ირანელები და ჩრდილოეთკორეელები უკვე დაგვესხნენ თავს. იმედი მაქვს, რომ ისინი ამ თავდასხმებს არ გააძლიერებენ, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანებს ვერ ვენდობით. იმიტომ, რომ თავიდანვე, ჩვენი მხრიდან რაიმე ესკალაციის შესახებ ყოველგვარი ცნობების გარეშე, ირანმა რუსეთს მიაწოდა იარაღი, ჩრდილოეთ კორეამ მიაწოდა იარაღი, დრონები, სარაკეტო ჭურვები, 155 კალიბრის არტილერიის საბრძოლო მასალა, 10 000 ჩრდილოეთკორეელი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
27 ივლისი 2026, 15:28
ჯანდაცვა
სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთსა“ და კავკასიის მედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთსა“ და კავკასიის მედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
27 ივლისი 2026, 15:16
საზოგადოება
გივი მიქანაძემ თურქ კოლეგასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრმა იუსუფ თექინმა უმასპინძლა.
27 ივლისი 2026, 15:03
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას პრემიერის მიერ ინიციირებულ ანაზღაურებად სტაჟირებაზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი სისხლი, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში, პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებაზე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
27 ივლისი 2026, 14:50
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი დეზინფორმაციაზე, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს: ამ ძალების მთავარი მიზანი არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაღაც ახალ-ახალი ჭორების გავრცელება, ახალი ცილისწამების აგორება იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგი იერიში განახორციელონ
ამ ძალების მთავარი მიზანი არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაღაც ახალ-ახალი ჭორების გავრცელება, ახალი ცილისწამების აგორება იმისთვის, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგი იერიში განახორციელონ, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილმა რადიკალების დეზინფორმაციაზე, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს.
27 ივლისი 2026, 14:47
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თაღლითობის საქმეზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
27 ივლისი 2026, 14:33
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ისეთი საწარმოების განვითარებას, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებით აწარმოებენ კონკურენტუნარიან ქართულ პროდუქციას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ქუთაისში შპს „ფემილირითეილის“ საწარმოს ეწვია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
27 ივლისი 2026, 14:27
პოლიტიკა
სოსიაშვილი პაატა ბურჭულაძის მიმართვაზე: როგორც ჩანს, ციხეში ჯდომა მობეზრდათ. ამ ადამიანებმა, რომლებიც ერის სახელით გამოდიოდნენ, ბევრი ახალგაზრდა გაწირეს ციხისთვის და კეთილი უნდა ინებონ და მოიხადონ სასჯელი, ან დანაშაული აღიარონ და მერე ილაპარაკონ კანონისმიერ შეღავათებზე
ამ ადამიანმა ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ამ რადიკალებს მოუწოდებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ხელისუფლების დამხობისკენ და მათ პრეზიდენტის სასახლეზე პირდაპირი შტურმი მიიტანეს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი პაატა ბურჭულაძის განცხადებას.
27 ივლისი 2026, 14:27
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი დეზინფორმაციაზე, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს: მერამდენე მცდელობაა ასეთი ტყუილებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, რომ ააღელვონ, აღაშფოთონ
„მერამდენე მცდელობაა ასეთი ტყუილებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, რომ ააღელვონ, აღაშფოთონ. დებენ ერთი ადამიანის ფოტოს, საუბარია მეორე ადამიანზე. როგორც ჩანს, არცერთს აქვს საზღვარი გამოკვეთილი. ეს არის მცდელობა, დათესონ საზოგადოებაში პანიკა, შფოთვა, რადიკალიზაციის და ამ გზებით საკუთარი მიზნები მიაღწიონ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
27 ივლისი 2026, 14:24
პოლიტიკა
სოციალურ ქსელში ოპოზიციის და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება
სოციალურ ქსელში ოპოზიცია და მათი აქტივისტები ავრცელებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს.
27 ივლისი 2026, 14:17
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: როგორც ჩანს, ევროკავშირი სახეს იცვლის, უფლებიან და უუფლებო წევრებად დაიყოფა. ის შემოთავაზება, რომელიც გერმანიამ წარმოთქვა და მას 12-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, სრულებით მიუღებელია ისეთი სუვერენული სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა
„როგორც ჩანს, ევროკავშირი სახეს იცვლის, უფლებიან და უუფლებო წევრებად დაიყოფა. ის შემოთავაზება, რომელიც გერმანიამ წარმოთქვა და მას 12-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, სრულებით მიუღებელია ისეთი სუვერენული სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
27 ივლისი 2026, 14:17
მსოფლიო
წყალდიდობას ჩინეთში მსხვერპლი მოჰყვა
სტიქიამ განსუს პროვინციაში ტურისტული რაიონი დააზიანა. ათობით ტურისტი რომლებიც სტიქიის გამო უსაფრთხო ადგილას გასვლას ვერ ახერხებდნენ საგანგებო სამსახურებმა რამდენიმე საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს.
27 ივლისი 2026, 14:14
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ იმ ევროკავშირში შევალთ, რა ფორმითაც დღეს გვთავაზობენ, სუვერენიტეტის დაცვა ნამდვილად აღარ დაგვჭირდება იმიტომ, რომ აღარ გვექნება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ქრონიკასთან“ ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას ეხმაურება.
27 ივლისი 2026, 14:11
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ევროკავშირში ვეტოს გაუქმების შესახებ გერმანიის ინიციატივაზე: ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატია დაადგა სოვეტიზაციის გზას. ასეთი რამ ჩვენ გამოვლილი გვაქვს 70 წლის მანძილზე, როდესაც ფურცელზე დაწერილი იყო, რომ მაგალითად საბჭოთა კავშირის თხუთმეტივე ქვეყანას ჰქონდა უფლება, რომ გასულიყო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ არავითარი პრაქტიკული შესაძლებლობა ამისთვის არ არსებობდა
ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატია დაადგა სოვეტიზაციის გზას. ასეთი რამ ჩვენ გამოვლილი გვაქვს 70 წლის მანძილზე, როდესაც ფურცელზედ აწერილი იყო, რომ მაგალითად საბჭოთა კავშირის თხუთმეტივე ქვეყანას ჰქონდა უფლება, რომ გასულიყო საბჭოთა კავშირისგან მაგრამ არავითარი პრაქტიკულ შესაძლებლობა ამისთვის არ არსებობდა, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროკავშირში გერმანიის ინიციატივაზე.
27 ივლისი 2026, 14:08
მსოფლიო
ბერლინში პრაიდზე თავდასხმის შემდეგ მერცმა მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბერლინში პრაიდ აღლუმზე მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ ძალადობა მხოლოდ თავდასხმა არ არის. მერცი მიიჩნევს, რომ ძალადობის პროვოცირებას დისკრიმინაცია, გაუაზრებელი შენიშვნა და შესაძლოა ცუდი ხუმრობაც კი ახდენს.
27 ივლისი 2026, 14:06
მსოფლიო
სიეტლში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, მეორე ეჭვმიტანილს ეძებენ.


