imedi /  11 ივნისი 2017, 12:06 / სანდო წყარო

სოსო ოსორაულის მხარდამჭერმა აქციამ საგარეო საქმეთა სამინისტროდან პარლამენტთან გადაინაცვლა

სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან

სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონგოში დატყვევებული მფრინავის სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროდან აქციამ პარლამენტთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეების უმეტესობა თბილისში ქვემო ალვანიდან ჩამოვიდა. ისინი სახელმწიფოს დახმარებისკენ მოუწოდებენ და მფრინავის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქე, თუნდაც ის აფრიკაში იყოს.

მეამბოხეებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთ შვეულმფრენს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსორაული მართავდა, რომელიც ტყვედ აიყვანეს. ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა Facebook-ზე გაავრცელა. დავით ნემსაძემ მთავრობას ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდა.

სოსო ოსორაული წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

24 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონგოში მომხდარი შეტაკებების დროს ოსორაული, სავარაუდოდ, დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით, ბრიგადის გენერალმა, ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ ქართველი მფრინავის შესახებ სხვა იქ მყოფი სამხედროებისგან მიიღო ინფორმაცია და ირწმუნება, რომ ის ცოცხალია.

სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან

აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

ყველა სიახლე

29 აპრილი 2026, 18:04

პოლიტიკა

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი კანონპროექტები მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები მესამე მოსმენით წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

29 აპრილი 2026, 18:03

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: გარედან მიღებული დავალების მიუხედავად თავს ვერ იკავებენ, რომ ერთმანეთის მიმართ ეს პიროვნული ზიზღი საჯაროდ არ გამოხატონ

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაში არსებულ შიდა დაპირისპირებაზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

თენგიზ შარმანაშვილი

29 აპრილი 2026, 17:59

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველოში არ უნდა გაუმჯობესდეს არაფერი. თუ უმჯობესდება, შექმნან ის სიტუაცია და აღქმები, რომ უარესობისკენ მიდი საქმე

რაც უფრო გაუმჯობესდება მართვა სახელმწიფოში, რაც უფრო მეტი კოორდინაცია იქნება სახელმწიფო ორგანოებს შორის, ეს ოპოზიციას რატომღაც საკუთარ სისუსტედ მიაჩნია, - განუცხადა „ქრონიკას“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა.

29 აპრილი 2026, 17:53

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის დაზვერვა ირანის პოტენციურ რეაქციას სწავლობს, ამერიკის მიერ ომში გამარჯვების გამოცხადების შემთხვევაში

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები იკვლევენ, თუ რა რეაქცია ექნება თეირანს, თუ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომში თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნინო ლაცაბიძე

29 აპრილი 2026, 17:39

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: შევქმენით ახალი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტს შორის შუამავლები, რუსთაველი ახალგაზრდები იქნებიან

რუსთავის მერია კიდევ ერთ ახალგაზრდულ პროექტს - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენლები" იწყებს. პროექტი, ქალაქის განვითარებაში და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, კიდევ უდრო მეტი ახალგაზრდის ჩართვას და თანამედროვე მუნიციპალური სერვისების დანერგვას ისახავს მიზნად.

29 აპრილი 2026, 17:30

პოლიტიკა

პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები დაამტკიცა, რის შემდეგაც მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტს შეუერთდება

პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებას მხარი 84 დეპუტატმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი წავიდა.

ვახტანგ ბაჩიაშვილი

29 აპრილი 2026, 17:29

პოლიტიკა

ვახტანგ ბაჩიაშვილი: სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კონსტიტუციით გათვალისწინებული ინსტიტუტია და იქმნება, როდესაც სახელმწიფოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანის გადასაჭრელად აუცილებელია ამ თანამდებობის შემოღება

მთავრობის საპარლამენტო მდივანი „ქრონიკასთან“ განმარტავს, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტი, თავისი შინაარსით განსხვავდება სხვა მინისტრების თანამდებობებისაგან. ვახტანგ ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილებით მთავრობა აჩვენებს რა არის კონკრეტულ შემთხვევაში მისთვის პრიორიტეტი და ამჯერად ეს პრიორიტეტია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცება.

მიხეილ სარჯველაძე

29 აპრილი 2026, 17:27

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: მთლად ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია, რომ ქართველ ექიმებს არავინ ენდობა. არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ

მთლად ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია მდგომარეობს, რომ საქართველოში ქართველ ექიმებს არავინ ენდობა. არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ, ისედაც არ გაკლიათ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

29 აპრილი 2026, 17:24

პოლიტიკა

სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1558-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა შედგა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

რობერტ ფიცო

29 აპრილი 2026, 17:22

მსოფლიო

კრემლში დაადასტურეს, რომ რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ჩავა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

29 აპრილი 2026, 17:11

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც იკავებდა და დაიკავებს მამუკა მდინარაძე არის წარმატების გარანტია

„ჩვენ უკვე დადასტურებული ფაქტებით შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ძლიერდება სახელმწიფო ინსტიტუტები და უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის პანიკას, სინამდვილეში ისინი საკუთარ თავებს ჰყიდიან, რომ მათ ინტერესებში არ არის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და განვითარება. მაგრამ მოუწევთ ამ შიშებთან დარჩენა, ვინაიდან ხელს ვერ შეუშლიან ამ ყველაფერს“, - აცხადებს იონათამიშვილი.

ზაზა ლომინაძე

29 აპრილი 2026, 16:56

ჯანდაცვა

ზაზა ლომინაძე: გაოცებას ვერ ვმალავ „გახარია-საქართველოსთვის“ გუნდის გამონათქვამებით, თქვენი გამოსვლა იყო ამორალური, სრულიად გახვედით საექიმო და საპარლამენტო ჩარჩოებიდან, ამას არც ოპოზიცია ჰქვია

მინდოდა გამეგრძელებინა თქვენი საუბარი იმ გამოწვევებზე, თუ რა გვაქვს დღეს საქართველოში, რა უნდა გავაკეთოთ თითოეული მოსახლისათვის, რა უნდა გავაკეთოთ იმ 100 ბავშვისათვის, ისევე, როგორც გავაკეთეთ იმ 20 ბავშვისათვის, რომელიც აქონდროპლაზიით არის დასნეულებული, მაგრამ, სამწუხაროდ, გაოცებას ვერ ვმალავ "გახარია-საქართველოსთვის" გუნდის გამონათქვამებით, ასეთი არ მოგვსწრებია პარლამენტში უკვე მეორე მოწვევაა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ, ჯანდაცვის მინისტრ, მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაციაზე განაცხადა.

29 აპრილი 2026, 16:50

მსოფლიო

Reuters: სტარმერის მუქარის მიუხედავად, ბრიტანეთი რუსულ გემებს არ აკავებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მუქარას რუსული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემების დაკავებასთან დაკავშირებით, შედეგი არ გამოუღია, რადგან ბრიტანეთის წყლებში რუსული გემები დღემდე თავისუფლად გადაადგილდებიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

29 აპრილი 2026, 16:49

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: მაინტერესებს, როგორ აპირებს ინვესტიცების ახალი სააგენტო ქართული პროდუქციის ექსპორტის ეფექტურ ლობირებას საერთაშორისო ბაზრებზე, როდესაც ადგილობრივი წარმოება შიდა ბაზარზეც კი დაუცველია

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე „ინვესტიციების სააგენტოს“ მუშაობის პრიორიტეტს უწუნებს. „სააგენტოს ფუნქცია არ მგონია, რომ ზოგადად გამოფენებზე სიარული უნდა იყოს, მას სჭირდება უფრო სერიოზული პრეზენტაბელურობა, - განაცხადა ქადაგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ განსახილველად წარადგინა.

ირაკლი კობახიძე

29 აპრილი 2026, 16:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომლის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვისებრივად გაძლიერდა და ძლიერდება

მამუკა მდინარაძის დანიშვნა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე გააძლიერებს სტრუქტურებისა და მთლიანად მთავრობის მუშაობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სამსახურის ახალი უფროსის, გეკა გელაძის წარდგენისას.

29 აპრილი 2026, 16:41

ეკონომიკა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ოპერირებას ახალი საერთაშორისო ინვესტორი - ამერიკული კომპანია Aspect Georgia LLC დაიწყებს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ახალი საერთაშორისო ინვესტორი - Aspect Georgia LLC შემოვიდა, რომელიც კვლევა-მოპოვებითი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში 70 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ნინო წილოსანი

29 აპრილი 2026, 16:31

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: პოლონეთის გადაწყვეტილება პასუხობს ქართველი რადიკალების მოთხოვნას, რომ დეზინფორმაციის და მავნებლური პროპაგანდის ახალი კერა გაჩნდეს

ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს შემთხვევაში ვუყურებთ, რამდენად აბსურდისკენ მიექანება რიგი ბიუროკრატების გადაწყვეტილებები, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.

გენადი არველაძე

29 აპრილი 2026, 16:24

ეკონომიკა

გენადი არველაძე: ჩინური მხარისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის უპირატესობები, რომლებსაც საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე მიიღებს, შესაბამისად, შევძლებთ ჩინური ავტოინდუსტრიული კომპანიების მოზიდვას

დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ ჩინური ავტოინდუსტრიული კომპანიების დაინტერესებას და მათ მოზიდვას საქართველოს ბაზარზე, - აღნიშნა ჩინეთში გამართული შეხვედრების შეფასებისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

29 აპრილი 2026, 16:22

საზოგადოება

ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ევროპის I მათემატიკური ოლიმპიადა (EMO-2026) გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართველმა მოსწავლეებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლის მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვეს.

ფრიდრიხ მერცი

29 აპრილი 2026, 16:20

მსოფლიო

POLITICO: გერმანიის ეკონომიკა ეცემა, ხოლო მერცი ამაში ადანაშაულებს ყველას, საკუთარი თავის გარდა

გერმანიის ეკონომიკა დაღმასვლას განაგრძობს, ხოლო ქვეყნის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ამაში ყველას ადანაშაულებს საკუთარი თავის გარდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.