imedi /  15 აგვისტო 2020, 18:15 / სანდო წყარო

ანრი ოხანაშვილი: დავით ბაქრაძემ პირდაპირ ეთერში აღიარა საკუთარი სახელმწიფოს, ხალხისა და ჩვენი გმირი ჯარისკაცების ღალატი

ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

დავით ბაქრაძემ პირდაპირ ეთერში აღიარა საკუთარი სახელმწიფოს, ხალხისა და ჩვენი გმირი ჯარისკაცების ღალატი - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბაქარაძემ დაადასტურა ფაქტი, რომ მათ მხარი დაუჭირეს ისეთ რეზოლუციას და დაუშვეს რეზოლუციაში ისეთი ტექსტის ჩაწერა, რომლითაც საკუთარ სამშობლოსა და ჩვენს ჯარისკაცებს ომის დაწყება დააბრალეს.

„ეს არის წარმოუდგენელი რამ. ჩვენ ამიტომ ვამბობდით და ვამბობთ, რომ ეს ადამიანები არიან მოღალატეები საკუთარი სამშობლოს, ხალხისა და ჩვენი გმირი ჯარისკაცების. როგორ შეიძლება დაუშვა ტექსტში იმის ჩაწერა და დააბრალო საკუთარ სამშობლოს, რომ ომი თურმე საქართველომ დაიწყო. ამის შემდეგ ისინი ცდილობენ, რომ უსუსურ საბაბად მოიშველიონ ის, რომ თითქოს ტექსტში უნდოდათ ჩაწერილიყო ოკუპაცია. ეს ადამიანები ერთის მხრივ ამბობენ იმას, თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი და ამასთანე საუბრობენ იმაზე, რომ ამით მათ სურდათ ჩაწერილიყო ოკუპაცია. ფაქტი და მარტივი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არის ის, რომ საქართველო არის ოკუპირებული. საქართველოს ოკუპაციის მიზეზად როდესაც ასახელებ საკუთარი ქვეყნის მიერ ომის დაწყებას, გამოდის, რომ საკუთარ ქვეყანას ადანაშაულენ ოკუპაციაში. მეტი რუსული დღის წესრიგის საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე გამოტანა და დადასტურება, არ არსებობს, ვინაიდან მარტივი ლოგიკაა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მიზეზად მათ დაასახელეს საქართველოს მიერ ომის დაწყება. ეს ადამიანები კიდევ ცდილობენ პოლიტიკურ ველზე თვითაქტუალიზაციას, მათ ჰგონიათ რომ ქართველი ხალხი დასკვნებს ვერ აკეთებს და არ იქნება სათანადო შეფასება. ჩვენ დღეს მათი მოღალატეობრივი ნაბიჯების გამო, გვიწევს საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ჯარისკაცების ინტერესების დაცვა. ყველანაირად ვიბრძოლებთ, რათა დადასტურდეს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, სწორედ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა და ეს უნდა დადასტურდეს სასამართლო აქტებში“- განაცხადა ოხანაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, წინა ხელისუფლების მიერ ხელმოწერილ რეზოლუციაზე 1633 საუბრისას, განაცხადა: „კომპრომისი იქ იყო, თუ ვწერთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, რაღაცაში უნდა ვახსენოთ ქართული მხარის პასუხისმგებლობაც. ამ დოკუმენტში ყველაფერი არის ძალიან კარგი, ერთადერთი პუნქტია, სადაც საუბარი არის ომის დაწყებაზე, სადაც არის შერეული ბრალი, რომ ქართული მხარეც მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში შემოსული რუსის წინააღმდეგ, ამიტომ კომპრომისი იქ იყო, რომ კი, ბატონო, თუ ვწერთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი დამნაშავეა, რაღაცაში უნდა ვახსენოთ ქართული მხარის პასუხისმგებლობაც“.

2008 წლის 2 ოქტომბრის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მიღებულ იქნა „საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების” შესახებ 1633 რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, როგორც საქართველოს, ასევე - რუსეთს დაეკისრა გარკვეული ვალდებულებები.

ყველა სიახლე

30 სექტემბერი 2020, 07:45

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს: არც კი გამოიყენოთ სიტყვა ჭკვიანი ჩემთან საუბრისას - თქვენში არაფერია ჭკვიანი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას ეჭვის ქვეშ დააყენა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის გონებრივი შესაძლებლობები.

30 სექტემბერი 2020, 01:58

მსოფლიო

კორონავირუსის გამო, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ტელედებატების დაწყებისას ერთმანეთს ხელს არ ჩამოართმევენ

კორონავირუსის პანდემიის გამო, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები რიგი ცვლილებების გათვალისწინებით ჩატარდება.

ზაურ დარგალი

30 სექტემბერი 2020, 01:55

რეგიონი

ზაურ დარგალი: ამ დროისთვის, მარნეულში სიმშვიდეა

ამ დროისთვის, მარნეულში სიმშვიდეა და დაპირისპირება დასრულებულია, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა განუცხადა.

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2020, 01:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი კლივლენდში ჩავიდნენ, სადაც რამდენიმე საათში პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები დაიწყება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი კლივლენდში ჩავიდნენ, სადაც პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები გაიმართება.

30 სექტემბერი 2020, 01:24

საზოგადოება

მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„პირველ პაციენტთან ცხვირის ძვლის მოტეხილობაა. მეორე პაციენტთან ტრავმული დაზიანებები არ არის გამოხატული, დაზიანებებია სახის არეში. ორივე პაციენტი ამ დროისთვის რჩება კლინიკაში. მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან. ხოლო, რაც შეეხება მესამე პაციენტს, ის უკვე გაეწერა", - განაცხადა ექიმმა.

არჩილ თალაკვაძე

30 სექტემბერი 2020, 01:10

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არავის მივცემთ უფლებას, რომ ძალადობრივი ინციდენტებით ჩრდილი მიაყენონ წინასაარჩევნო კამპანიას

ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ძალადობრივი ინციდენტებით ჩრდილი მიაყენონ წინასაარჩევნო კამპანიას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბეჭდების მბრძანებელი

30 სექტემბერი 2020, 00:52

კულტურა

ახალ ზელანდიაში „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღებები განახლდა

ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე Amazon-ის სერიალ „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღების ნებართვა გასცა. ამის შესახებ Deadline წერს. მანამდე გადაღებები რამდენჯერმე კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა.

30 სექტემბერი 2020, 00:41

ეკონომიკა

ბრიტანელმა პენსიონერმა ფაიფურის ჩაიდანი £390 ათასად გაყიდა

ბრიტანელმა პენსიონერმა სახლის დალაგებისას იპოვა ფაიფურის ჩაიდანი, რომელიც აუქციონზე £390 ათასად გაყიდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, ჩაიდანი პენსიონერის ბაბუას ეკუთვნოდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შორეულ აღმოსავლეთში მსახურობდა. ნივთის შემფასებელმა განაცხადა, რომ ეს XVIII საუკუნის ნივთია და ჩინეთის იმპერატორ ციანლუნის სასახლის ჭურჭლის სერვიზის ნაწილია.

30 სექტემბერი 2020, 00:40

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ,,ქართული ოცნების“ ოფიციალურ facebook-გვერდზე განთავსებული განცხადება ბოტების სამიზნე გახდა

„ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადება, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტს ეხებოდა, ყალვი ფეისბუქ -მომხმარებლების, ე.წ. ბოტების სამიზნე გახდა. როგორც ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რადიკალიზაცია ნაცების არჩევანია არჩევნებზეც და სოციალურ ქსელებშიც.

გოგი მეშველიანი

30 სექტემბერი 2020, 00:35

პოლიტიკა

გოგი მეშველიანი: რაც ხდება, ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესში ნამდვილად რომ არ შედის, ყველამ ვიცით

ბუნებრივია, რაც ხდება, ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესში ნამდვილად რომ არ შედის, ყველამ ვიცით. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. მას კითხვით მიმართეს, დღეს მარნეულში, ასევე, ამ დღეებში, სოფელ ნახიდურში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, თუ ვის ინტერესში შედის მსგავსი პროვოკაციების მოწყობა.

30 სექტემბერი 2020, 00:33

მსოფლიო

რუმინეთში მერის არჩევნებში ხმის მიცემამდე 10 დღის წინ გარდაცვლილმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ალიმანს ხმა 1600 ამომრჩევლიდან 1020-მა მისცა. ხმის მიცემის შემდეგ ადგილობრივები მის საფლავზე მივიდნენ და პოლიტიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსახლეობამ არჩევანი იმით ახსნა, რომ ასე მერისადმი პატივისცემის გამოხატვა უნდოდათ, რადგან მისი საქმიანობით ყოველთვის კმაყოფილები იყვნენ.

ბობ მენენდესი

30 სექტემბერი 2020, 00:17

მსოფლიო

სენატორი ბობ მენენდესი: ტრამპის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევა უნდა შეაჩეროს

„დემოკრატი“ სენატორი, ბობ მენენდესი მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავებას გამოეხმაურა და აზერბაიჯანი დაგმო.

გოგი მეშველიანი

30 სექტემბერი 2020, 00:15

პოლიტიკა

გოგი მეშველიანი: ჩვენი ოპონენტები ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდში ძალადობრივი სცენარით ხელისუფლებაში დაბრუნება სცადონ

ჩვენი ოპონენტები შეგუებულები არიან, რომ საარჩევნო მარათონს დაასრულებენ წაგებით, და ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდში სცადონ, ძალადობრივი სცენარით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში

ელიოტ ენგელი

29 სექტემბერი 2020, 23:58

მსოფლიო

ელიოტ ენგელი: თურქეთი მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტში უგუნურად ერევა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელიოტ ენგელმა განაცხადა, რომ თურქეთი მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტში უგუნურად ერევა.

სოზარ სუბარი

29 სექტემბერი 2020, 23:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: დამარცხდებიან, რადგან ძალადობის, ყაჩაღობისა და რეკეტის დრო წასულია

„ამ დრომდე, წინასაარჩევნო პროცესი ძალიან მშვიდად მიდიოდა. მოხდა გარკვეული ინციდენტები, და იმედი მაქვს, რომ ეს შემთხვევები ძალიან მალე იქნება გამოძიებული, თუმცა, ის რაც ბოლო დღეებში მოხდა ბოლნისსა და მარნეულში, ძალიან სერიოზულ გამოძიებას საჭიროებს და ყველა ადამიანმა უნდა აგოს პასუხი. ეს მთავარი პრევენციაა“.

სოზარ სუბარი

29 სექტემბერი 2020, 23:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ქვემო ქართლში განვითარებულ მოვლენებზე: ამას რომ პოლიტიკური ძალა კადრულობ, ეს არის მტრობა

„ამას რომ ადამიანი კადრულობ, ამას რომ პოლიტიკური ძალა კადრულობ, ეს არის მტრობა. მაგრამ აქ კიდევ გასაოცარია მეორე. დღეს ვუსმენდი „ევრონაცების“ წარმოამდგენლებს და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც პირდაპირ მხარს უჭერენ ამ მოძალადეებს და ადამიანებს, რომელთა მხრიდანაც დესტაბილიზაციის მცდელობას აქვს ადგილი და ცდილობენ ცეცხლს ნავთი დაასხან. მათ ჰქონიათ, რომ მღვრიე წყალში ადვილად დაიჭერენ თევზს, მაგრამ არავის მივცემთ წყლის ამღვრევის საშუალებას, ეს კარგად გაითავისოს ყველამ“, - განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარი

29 სექტემბერი 2020, 23:48

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობის“ წევრები პირდაპირ მიაკუთვნებდნენ დავით გარეჯს აზერბაიჯანს, როცა ჯერ არაფერი იყო შესწავლილი

როდესაც პროკურატურის განცხადება მოვისმინე, ამოვწიე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ძველი განცხადებები, რომლებიც საოცრებებს ამბობდნენ, როდესაც ჯერ არაფერი არ იყო დადასტურებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ სამგორის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

29 სექტემბერი 2020, 23:39

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: რეკეტიორები, ყაჩაღები, მკვლელები - ეს 3 სიტყვა ზუსტად ახასიათებს „ნაციონალურ მოძრაობას“

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, როცა სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმას, ხულიგნობას, ყაჩაღობას, ცემას, ძალადობას აცხადებენ გმირობად, აცხადებენ ადამიანობად, აცხადებენ ადამიანის უფლებათა დაცვად ქონების წართმევას. აღარ ვლაპარაკობ უკვე ციხეში რა დღეში იყვნენ. ეს საერთოდ ცალკე ისტორიაა, მართლა ცალკე სამყაროა. აი ამის მობრუნება უნდათ ისევ. ხედავენ, რომ წაგებული აქვთ ყველანაირი არჩევნები, ყველანაირი რეიტინგებით და ცდილობენ ისევ და ისევ ამ ძალადობით დაიბრუნონ თავისი ადგილი“, - განაცხადა სუბარმა

29 სექტემბერი 2020, 23:39

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს

სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს და ყველა პირი, ვინც კანონის ფარგლებს გაცდება, უმკაცრესად დაისჯება, - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში, რომლითაც მარნეულის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენებს ეხმაურება.

29 სექტემბერი 2020, 23:23

სამართალი

შსს-მ მარნეულში ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგანს საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გოგნიაშვილმა აღნიშნა, რომ მომხდარ დანაშაულის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.