გიგი უგულავა: ხელისუფლებასთან რაიმე ტიპის კოალიციის შექმნა არასდროს, არც ერთ მონაკვეთში არ განხილულა
გიგი უგულავა
ფოტო: არქივი
არასდროს, არც ერთ მონაკვეთში არ განხილულა ხელისუფლებასთან რაიმე ტიპის კოალიციის შექმნა. პირიქით, ივანიშვილის „ქართული ოცნება“ დამარცხების შემდეგ უპირობოდ უნდა წავიდეს ოპოზიციაში და შესაბამისად, ქვეყანას იქითა ნაპირიდან უნდა შეხედოს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ.
მან ასევე გააკრიტიკა ჟურნალისტები და განაცხადა, რომ მათ 2-3 კვირის ან ერთთვიანი მეხსიერება აქვთ.
„ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ, ჟურნალისტებს, 2-3 კვირის ან ერთთვიანი მეხსიერება გაქვთ. შეგახსენებთ, ერთი წლის წინ პირადად მე და „ევროპული საქართველო“ გამოვედით ინიციატივით და მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ პარტიას ოპოზიციაში, რომ არ შევუქმნათ კოალიცია „ქართულ ოცნებას“. მაშინ ძალიან ბევრი პარტია გამოგვეხმაურა და ძალიან ბევრმა პარტიამ ეს აიტაცა. სწორედ ამ პროცესის გაგრძელებაა და ჩვენ სექტემბერში უკვე წინასაარჩევნოდ, ამას დეკლარაციის სახეს მივცემთ. ასე რომ, „ევროპული საქართველო“ ამ პროცესის ავანგარდში იდგა, დგას და იდგება. თავისთავად ცხადია არასდროს არც ერთ მონაკვეთში არ განხილულა ხელისუფლებასთან რაიმე ტიპის კოალიციის გაკეთება. პირიქით, ივანიშვილის „ქართული ოცნება“ უპირობოდ უნდა დამარცხების შემდეგ წავიდეს ოპოზიციაში და შესაბამისად იქითა ნაპირიდან უნდა შეხედოს ქვეყანას. ნახოს ის შეცდომები, რაც მათ დაუშვეს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად გამჭვირვალეა. მეტსაც გეტყვით შეგიძლიათ დაგუგლოთ, „ევროპული საქართველო“ ამის ინიციატორია და მე პირადად ვარ ამის ინიციატორი. დაახლოებით ერთი წლის წინ“, - დაასძინა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
უგულავას თქმით, „ევროპული საქართველო“ თავისი პოზიციის ერთგულია, რაც მდგომარეობს ბიძინა ივანიშვილის „ერთპარტიული და ერთპიროვნული“ მმართველობის დასრულებაში.
„მიმაჩნია, რომ ცოტა სასაცილოა, არდაჭერილი დათვის გატყავებას ჰგავს ეს დისკუსია, რომელიც ჩვენ არ გაგვიხსნია. ჩვენ, „ევროპული საქართველო“, ვართ ერთგული იმ პოზიციის, რომ ივანიშვილის ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს. უნდა დასრულდეს ევროპული ტიპის კოალიციური მმართველობით და ასეც მოხდება. იმიტომ რომ, პროპორციული სისტემა, რომლის გამოც ამდენმა ადამიანმა იბრძოლა, ამხელა წინააღმდეგობას გაუძლო და მე მინდა გითხრათ, რომ ეს ბრძოლა ერთი წელია არ დაწყებულა, ეს ბრძოლა დაწყებულია დაახლოებით 89 წლიდან. ძალიან ბევრი თაობის ადამიანი და პოლიტიკოსი იბრძოდა ამისთვის. პროპორციული სისტემა იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არცერთი ხელისუფლება არ იქნება ბატონი, არამედ იქნება მსახური, ისევე როგორც არის ეს ევროპაში. ამიტომ ეს ისტორიული გზაგასაყარი და ეს ისტორიული მომენტი დგება და მე დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, როდესაც 31 ოქტომბერს დაფიქსირდება, ჯამურად, ოპოზიციის უპირატესობა „ქართულ ოცნებაზე“, შემდეგ უკვე დაიწყება ის კოალიციური მოლაპარაკებები, რომლებიც ბუნებრივია ჩვენი სინამდვილისთვის ახალია, მაგრამ ასე იყო ევროპაშიც ერთი საუკუნის წინ და შესაბამისად, ეს უნდა დავიწყოთ. კოალიციური მმართველობა იმას ნიშნავს, რომ არცერთი ადამიანის, ან არცერთი ჯგუფის ხუშტურზე აღარ ივლის ქვეყანა და ნაცვლად ბატონისა გვეყოლება მსახური მთავრობა“, - განაცხადა უგულავამ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა კომენტარი ოპოზიციურ პარტიებში მიმდინარე შიდა დაპირისპირებებზეც გააკეთა.
მისი თქმით, განსხვავებული აზრი ყოველთვის საჭიროა, რადგან ნებისმიერი ავტორიტარული მმართველობისკენ მიდრეკილი რეჟიმი, სწორედ ამით განირჩევა პლურალისტური, ევროპული საზოგადოებისგან.
„ღმერთმა ნუ ქნას, რომ არ იყოს განსხვავებული აზრი და პოზიცია. განსხვავებული აზრი რომ არ არის, იმიტომ არის ცუდად საქმე და იმიტომ არის განგრენის მდგომარეობაში „ქართული ოცნება“. ნებისმიერი ავტორიტარული მიდრეკილი რეჟიმი, ზუსტად მაგით გამოირჩევა პლურარისტული ევროპული საზოგადოებისგან, რომ უნდა იყოს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი არის წინაპირობა, რომ ცივილიზებული ხალხი დაჯდება საბოლოოდ და შეთანხმდება. აი, ეს არის განსხვავება დღევანდელ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის. „ქართული ოცნება“ არა შეთანხმების, არამედ იძულებისა და დაშინების გზით მიდის. ეს არის გზა, რომელსაც არაფრისკენ არ მივყავართ. და აქამდე მოიყვანა ქვეყანა. ამიტომ, მე არანაირ შეუთანხმლებლობაზე არ ვლაპარაკობ. ბუნებრივია, განსხვავებები არის, შეიძლება იყოს და არის კიდეც მკვეთრი განსხვავებები“, - განაცხადა უგულავამ.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 12:31
საზოგადოება
სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გენადი კერძევაძე წარუდგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 12:18
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს.
26 აგვისტო 2026, 12:05
საზოგადოება
28 აგვისტოს, უქმე დღესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
აღნიშნულ თარიღში საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევაზე იმოქმედებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული, არასამუშაო დროისთვის/უქმე დღისთვის დაწესებული ტარიფი.
26 აგვისტო 2026, 12:02
რეგიონი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კუმისის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, სოფელ კოდაში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 11:52
მსოფლიო
უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ელჩად შესაძლოა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება დაინიშნოს
აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დმიტრო კულებას კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 11:33
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით რომან გოცირიძის განცხადებებზე: ერთი ემირატული გიგანტის მეორეთი ჩანაცვლების „საერთაშორისო იზოლაციად“ გასაღების მცდელობა არის იაფი პოლიტიკური პროპაგანდა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში უცხოური ინვესტიციების შესახებ რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და პოლიტიკურ პროგაპანდას უწოდებს.
26 აგვისტო 2026, 11:15
მსოფლიო
Reuters: ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა
პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, სახელმწიფო საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 11:12
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროვოკაციული და ცილისმწამებლური განცხადება მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით მიზნად ისახავს საზოგადოების გარკვეული ნაწილის სიცრუეში შეყვანას და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციას
სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
26 აგვისტო 2026, 11:10
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებული შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს
„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა თანხის ბიზნეს საქმიანობაში ან მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა, რადგან სწორედ ამ თანხით ხდება სქემის მონაწილეებისთვის თითქოსდა ბიზნეს საქმიანობიდან, ამ შემთხვევაში კრიპტოაქტივებით ვაჭრობიდან, მიღებული მოგების გადახდა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება სქემაში, მით უფრო იზრდება მისი სიცოცხლისუნარიანობა“, - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.
26 აგვისტო 2026, 11:07
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გავრცელებულ ვიდეოზე: უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, ზაფხულში შექმნან თემა, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია
„2008 წლის ომი არ იყო მათი ომი? ბიჭების დაღვრილი სისხლი არ იყო მნიშვნელოვანი მათთვის? თუ მაინცდამაინც უკრაინაში უნდა შევარდნილიყო რუსეთი, რომ როგორც იქნა მათთან რაღაც პატრიოტული განწყობები გაღვივებულიყო? ეს არის ჩვეულებრივი ხელოვნური, ყალბი, დაკვეთილი პოლიტიკური აქტივობა, რომლის მიზანიც არის, რომ საერთო ანტირუსული, პროუკრაინულ ტალღას მოერგონ. ეს არის პოლიტიკურ მოდას აყოლილი პოლიტიკოსების აქტივობა“, - აცხადებს მახაშვილი.
26 აგვისტო 2026, 11:05
საზოგადოება
სტატისტიკის მიხედვით, 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ვრცელდება ვიდეო ლარსის პუნქტიდან, სადაც მათი მტკიცებით, უკონტროლო შემოდინებაა და ირაკლი ფავლენიშვილის სიტყვებით, ამ ხალხის მოშორებაა საჭირო.
26 აგვისტო 2026, 10:56
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „გარდაბნის მეცხოველეობა“ ფერმა დაათვალიერა. მინისტრმა, კომპანიის წარმომადგენლებისგან მეურნეობის საქმიანობისა და განვითარების გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
26 აგვისტო 2026, 10:52
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თურქეთის მიერ ძებნილი პირები გამოავლინეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გამოავლინეს, რომელთა მიმართაც კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 10:52
ტექნოლოგიები
მსოფლიოში პირველად შობადობა მოსახლეობის აღწარმოების დონეზე დაბლა დაეცა
მანამდე გაეროში ადრე განაცხადეს, რომ მსოფლიოში შობადობის შემცირების მიზეზებია ფინანსური სირთულეები, საცხოვრებლის ნაკლებობა, არასტაბილური დასაქმება, პარტნიორის არყოლა და მომავლის შიში. ამასთან, ბევრს კვლავ სურს შვილები: ქალების 38%-ს და კაცების 35%-ს ორი ბავშვის ყოლა სურს.
26 აგვისტო 2026, 10:49
სამართალი
პოლიციამ თბილისში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობა აღკვეთა - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
26 აგვისტო 2026, 10:47
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
26 აგვისტო 2026, 10:45
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პირველი სექტემბრიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
26 აგვისტო 2026, 10:44
მსოფლიო
პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტი მოსკოვში სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის ჯონ რეტკლიფის ვიზიტი მოსკოვში ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 10:33
ჯანდაცვა
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებთან განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები განიხილა
მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემა სწორედ ძლიერ პირველად ჯანდაცვაზე უნდა იყოს დაფუძნებული. მისი განცხადებით, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის როლის კიდევ უფრო გაძლიერება, რათა ამ რგოლმა სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქციები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა დაავადებების პრევენცია, ვაქცინაცია, სკრინინგი და მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების დროული მიწოდება.
26 აგვისტო 2026, 10:32
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას ჯამში 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველის პოზიციაზე
ვაკანსიები ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში გამოცხადდა, რომლის მიზანი ტყის დაცვის გაძლიერება და ტყით სარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა.


