imedi /  24 აგვისტო 2020, 17:04 / სანდო წყარო

გია აბაშიძე: „დეკლარაციონობანა“ ფანჩატურელებისა და მათი მიმდევრების გარდა არავის აინტერესებს

გია აბაშიძე

გია აბაშიძე

ნათელაშვილის ფანჩატურის „გაერთიანებულმა ნაცებმა“ ამჯერად ერთ-ერთი სასტუმროს ჭერქვეშ ხელი მოაწერეს დეკლარაციას ე.წ. ხმების დაცვასთან დაკავშირებით. საგულისხმოა ის უტყუარი, არსებული მოცემულობა, რომ არაერთი კვლევითა და საზოგადოების აშკარა განწყობებით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს 31 ოქტომბერს და ყოველგვარი კოალიციის გარეშე ჩამოაყალიბებს მთავრობას”, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული „ქართულმა ოცნებამ“ ყველა დონის არჩევნები მოიგო და ეს არაერთხელ საჯაროდ აღიარეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა.

„გაერთიანებული ნაცებისა“ და მასში შემავალი პოლიტიკური ინდმეწარმეების ( ვოლსკის დავესესხები ) დეკლარაციონობანა კი ფანჩატურელებისა და მათი მიმდევრების გარდა არავის აინტერესებს. 2012 წლიდან მოყოლებული „ქართულმა ოცნებამ“ ყველა დონის არჩევნები მოიგო. არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი. ეს არაერთხელ საჯაროდ აღიარეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. დიდი იმედია და სურვილია, რომ პანდემია ხელს არ შეუშლის უფრო მეტი უცხოელი დამკვირვებლის ჩამოსვლას საქართველოში. ნაცოპოზიციონერებმა კი ირბინონ, იღრიალონ და ფუჭად დაიმუქრონ. ეს პერფორმანსები გვინახავს, არ გვიკვირს, იაფფასიანი ტრაგიკომიკური ჟანრია. მოუთმენლად ველი კონსტრუქციული ოპოზიციის გაძლიერებას მომავალი”, - წერს გია აბაშიძე.

არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების დასაცავად ოპოზიციურმა პარტიებმა დეკლარაცია გააფორმეს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა სიახლე

26 ოქტომბერი 2020, 10:30

COVID19

ჩინეთში უსიმპტომო კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

ბოლო 7 თვის განმავლობაში, ჩინეთში უსიმპტომო ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. სინძიანის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 137 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა, თუმცა არც ერთ მათგანს სიმპტომები არ აქვს. ტესტირება მას ჩემდეგ ჩაატარეს, რაც ტანსაცმლის საწარმოს 17 წლის თანამშრომელს ვირუსი დაუდგინდა.

26 ოქტომბერი 2020, 10:27

რეგიონი

„საქართველოს მელიორაცია“ ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს

სოფელ ქვიშხეთში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი არხის 1000 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

26 ოქტომბერი 2020, 10:14

მსოფლიო

აზერბაიჯანი და სომხეთი ზავის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფზე საარტილერიო შეტევა ლაჩინის მხრიდან განახორციელა. თავის მხრივ, სომხეთი ზავის დარღვევაზე აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში პირიქით აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

26 ოქტომბერი 2020, 09:57

სამართალი

პოლიციამ ხელვაჩაურში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ ბრალდებულები მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

26 ოქტომბერი 2020, 09:52

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია აბაშაში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად ოჯალეშის რთველში მიიღო მონაწილეობა. ასევე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. როგორიცაა შემეცნებითი ტური, ღვინის დეგუსტაცია, კანდიდატი ახალგაზრდებს ღვინის კულტურაზე ესაუბრა.

ნათია თურნავა

26 ოქტომბერი 2020, 09:34

საზოგადოება

ნათია თურნავამ ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

სტუდენტები პირველი სამი სემესტრი თსუ-ში ისწავლიან, მეოთხე სემესტრის განმავლობაში ისინი თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ კურსს ლუმიერის ლიონ 2-ის უნივერსიტეტში და ლიონის ტურისტულ კომპანიებში გაივლიან. ფრანგულ ტურისტულ კომპანიაში პრაქტიკა ქართველი სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი იქნება.

26 ოქტომბერი 2020, 09:23

მსოფლიო

ჩილეში კონსტიტუციის შეცვლას ზეიმობენ

საყოველთაო რეფერენდუმი ქვეყანაში 25 ოქტომბერს გაიმართა. ელექტორატის 78%-მა მხარი ე.წ. „პინოჩეტის კონსტიტუციის“ შეცვლას დაუჭირა. ახალი კონსტიტუციის მიღების მოთხოვნით ჩილეში საპროტესტო გამოსვლები ერთი წელია იმართება.

რონალდინიო

26 ოქტომბერი 2020, 08:56

COVID19

რონალდინიო კორონავირუსით დაინფიცირდა

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო კორონავირუსით დაინფიცირდა. 40 წლის ფეხბურთელის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და ვირუსის გამოკვეთილი სიმპტომები არ აღენიშნებნა. ამჟამად რონალდინიო თვითიზოლაციაში იმყოფება. ბრაზილიის ნაკრების მაისურით რონალდინიომ 97 მატჩი ჩაატარა და და მის ანგარიშზე 33 გოლია.

26 ოქტომბერი 2020, 08:45

COVID19

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 429 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, საიდანაც მართვით სუნთქვაზეა 106 პაციენტი. თბილისი კვლავ ეპიდემიოლოგთა ყურადღების ცენტრშია. ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი შემთხვევებიდან უმეტესობა - 788 ახალი შემთხვევა დედაქალაქს უკავშირდება.

ჯო ბაიდენი

26 ოქტომბერი 2020, 08:31

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ-სთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია

აშშ-სთვის დღეისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა. „ვფიქრობ, ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი გვიქმნის, ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტი კი ჩინეთია,“-აღნიშნა ბაიდენმა ტელეარხ CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

26 ოქტომბერი 2020, 08:20

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 ოქტომბერს ქუთაისში დღისით ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი 19. ასევე მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +25 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +26 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დონალდ ტრამპი

26 ოქტომბერი 2020, 08:05

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს სამშვიდობო შეთანხმებას ულოცავს

„ვულოცავ სომხეთის პრემიერ მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე ახლახანს შეთანხმდნენ. ამით ბევრი სიცოცხლე გადარჩება“,- წერს დონალდ ტრამპი Twitter-ის გვერდზე.

მაიკ კრისტიანსენი

26 ოქტომბერი 2020, 00:50

ტაბლოიდი

ამერიკელმა ერთი წლის განმავლობაში ლატარეის ჯეკპოტი მეორედ მოხსნა

გათამაშება Money Clip Scratch-ის პირველი ბილეთი ნებრასკელმა კაცმა მარტში იყიდა და შედეგად 50 ათასი დოლარი მოიგო. ოქტომბერში კი ლატარეის კიდევ ერთი ბილეთი შეიძინა და დამატებით 100 ათასი დოლარი ხვდა წილად.

ეზელდინ ბაჰადერი

26 ოქტომბერი 2020, 00:38

მსოფლიო

74 წლის ეგვიპტელი მსოფლიოს უხუცესი ფეხბურთელი გახდა. ვიდეო

ეზელდინ ბაჰადერი მსოფლიოს უხუცესი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას FirstPost-ი, გინესის მსოფლიო რეკორდებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 74 წლის ბაჰადერმა რეკორდის მოხნისთვის მცდელობა 2020 წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა მსოფლიოში მიმდინარე კორონავირუსული პანდემიის ფონზე ეს პროცესი გადაიდო.

ყარაბაღი

26 ოქტომბერი 2020, 00:31

მსოფლიო

მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს ზავი ამოქმედდება

„აშშ ხელს უწყობდა საგარეო საქმეთა მინისტრებსა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შორის მოლაპარაკებებს, იმისთვის რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას მიუახლოვდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯოან ჰოკქუარდი

26 ოქტომბერი 2020, 00:15

მსოფლიო

ბრიტანეთის უხუცესი მოქალაქე 112 წლისა გარდაიცვალა

ჯოან ჰოკქუარდი 1908 წლის 29 მარტს დაიბადა. ცხოვრების პირველი წლები კენიაში გაატარა, სადაც მამამისი მსახურობდა, მეორე მსოფლიო ომის დროს კი ლონდონში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მძღოლად მუშაობდა.

გიორგი გაბუნია

26 ოქტომბერი 2020, 00:11

კულტურა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია გიორგი უშიკიშვილის განთავისუფლების მიზეზებს განმარტავს

მდიდარი და უძველესი ქართული მრავალხმიანობა ფოლკლორის ცენტრში ინახება და არამარტო ინახება - ცოცხლობს. ის, რასაც საუკუნეების განმავლობაში მამები შვილებს და კიდევ მათ შვილებს გადასცემდნენ, განსაკუთრებულ მოვლასა და მოფრთხილებას და შენარჩუნების საჭიროებს. ეს არამატერიალური განძი, რომელსაც გაქრობა არ ემუქრება, დღეს, ისე როგორც არასდროს, საიმედო ხელშია.

თეონა ყოლბაია

26 ოქტომბერი 2020, 00:09

საზოგადოება

როგორ ცხოვრობს ყოფილი მსჯავრდებული, რომელიც „ვოისში“ მონაწილეობდა

26 წლის თეონა ყოლბაიას ცხოვრება ერთმა საბედისწერო დღემ მთლიანად შეცვალა, თუმცა ახლა იმ დღეს განსხვავებულად ხედავს და იხსენებს. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ვიოისმა“ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ადამიანი, რომელმაც თეონა ყოლბაიას თავისუფლება აჩუქა, იმდროინდელი სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი იყო. მსოფლიო ტელესივრცეში უპრეცენდენტო შემთხვევას მაშინ BBC-ც გამოეხმაურა.

ქართული ოცნება

26 ოქტომბერი 2020, 00:01

პოლიტიკა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გორში გამართავს

რიგით მეოთხე პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება საგარეო პოლიტიკის, შერიგების, დემოკრატიული მმართველობის, მართლწესრიგის, უსაფრთხოების და თავდაცვის პროგრამული მიმართულებები.

ირაკლი ჩიქოვანი

25 ოქტომბერი 2020, 23:54

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო

„ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა გეგმები გვაქვს მომავალში, რის განვითარებას ვაპირებთ და რა პრიორიტეტები გვექნება. ჩვენ გვქონდა საუბარი, არა მხოლოდ ამ უბნის განვითარებაზე, არამედ მთლიანად ზუგდიდის განვითარებაზე, გავაცანით ჩვენი ხელისუფლების გეგმები, რაც გვაქვს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. მხარდაჭერა არის საგრძნობი და დარწმუნებული ვარ ერთ კვირაში ჩვენ მივიღებთ დიდ მხარდაჭერას აქაური მოსახლეობისგან“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.