imedi /  01 სექტემბერი 2020, 15:46 / სანდო წყარო

რატი იონათამიშვილი სააკაშვილზე: ამ ადამიანს ბოდიშის მოხდის უფლება მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც დაკისრებულ სასჯელს მოიხდის

რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

„ქართული ოცნების“ გუნდი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში. ჩვენი კამპანია უკვე დაწყებულია ამ პრინციპებზე დაფუძნებით, კიდევ უფრო გამყარდება და იქნება ნამდვილი ევროპული ტიპის, საქმეზე ორიენტირებული, შინაარსიანი, თემატური და მრავალფეროვანი, რადგანაც ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის წინაშე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოება ხედავდეს, ვინ როგორ მომზადებული ხვდება საარჩევნო პროცესებს, ვის რა მიზნები გააჩნია, ვინ რა ტაქტიკას ირჩევს და როგორ ელაპარაკება საკუთარ ამომრჩეველს.

„მაგალითად, რადიკალური და ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან მთელი თვეების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით მხოლოდ ერთ სურათს - ხან როგორ ვერ თანხმდებოდნენ მაჟორიტარ კანდიდატებზე, ხან როგორ თანხმდებოდნენ, ხან მერე ისევ როგორ ვერ თანხმდებოდნენ და ამით, ფაქტობრივად, გაიკოტრეს საბოლოოდ ისედაც გაკოტრებული იმიჯი და რეპუტაცია ჩვენი მოსახლეობის წინაშე.

„სულ რამდენიმე დღის წინ ჩემთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის რუკა, სადაც გაწითლებული იყო საქართველოს განუყოფელი ტერიტორიები და ეს ჩემთვის იყო ძალიან შემაძრწუნებელი. დავეთანხმები მდინარაძეს, როდესაც მან თქვა, რომ თავიდან ფეიკი ეგონა და მეც თავიდან სიცრუე მეგონა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ატრიბუტიკის გამოყენებას ვინმე გაბედავდა, მით უმეტეს, საარჩევნო კამპანიაში. დიახაც, საქართველოს რუკას ისეთივე პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ, როგორც ჩვენს ეროვნულ დროშას და არავის აქვს უფლება, რომ საარჩევნო რეკვიზიტად გამოიყენოს, დაქუცმაცებულად წარმოაჩინოს ის რუკა, რაც ჩვენთვის ორგანულია და განუყოფელია, ამიტომ ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნამდვილად დადგება და დარწმუნებული ვარ ამისი პასუხი იქნება მოახლოებულ არჩევნებში“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ფრაქციის თავმჯდომარე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ამ დღეებში ბოდიშის მოხდის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ადამიანს ბოდიშის მოხდის უფლება მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც დაკისრებულ სასჯელს მოიხდის.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ფარისევლურ ბოდიშის მოხდას - დიახ, ამ ადამიანს ბოდიშის მოხდის უფლება ექნებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სამი ინსტანციით მსჯავრდებული ადამიანი მოიხდიდა სასჯელს, გამოვიდოდა საპატიმროდან და მაშინ მოიხდიდა ბოდიშს მთლიანად საზოგადოების წინაშე. ასევე იმ ოჯახების წინაშე, რომლებიც გააუბედურა თავისი მტარვალი რეჟიმის დროს და არა მაშინ, როდესაც არჩევნებამდე არის დარჩენილი ორ თვეზე ნაკლები. ამიტომ არ არის ის გულწრფელი. ამიტომ იტყუება ის ამჯერადაც და ეს არის ზუსტად მისი სახე და ნებისმიერი ადამიანი, ვინც მას მხარს დაუჭერს, ვინც მის „გაპრავებას“ ეცდება, ავტომატურად იქნება მხარდამჭერი და თანამოაზრე მისი წარსულში ჩადენილი დანაშაულების, იმიტომ, რომ მომავალში მას დანაშაულის ჩადენის უფლებას და საშუალებას ჩვენ არ მივცემთ მას, გამოსწორების შანსი შეიძლება მივცეთ, როდესაც ის საბოლოო ჯამში ნამდვილად აღმოჩნდება ქართულ საპატიმროში, რადგანაც სამართლიანობა იმსახურებს ამას. ასეთ ტყუილებს რომ კადრულობთ ახლა, წინასაარჩევნოდ, რამდენ ტყუილსაც იკადრებთ, იმდენი მწარე პასუხი იქნება არა მხოლოდ ჩვენგან, არამედ ქართული საზოგადოების მხრიდანაც. „ქართული ოცნება“ თავის ამომრჩეველს და მოსახლეობას ელაპარაკება მხოლოდ საქმეზე, ელაპარაკება მხოლოდ მომავალზე, რადგანაც ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის, რომ ერთად ვიშრომოთ ჩვენი ქვეყნის - საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.​

ყველა სიახლე

ანდრეი სიბიგა

28 ივლისი 2026, 22:39

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას დეესკალაციისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ დღეს „გულახდილი“ სატელეფონო საუბარი გამართა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან, სადაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის „არასაჭირო ესკალაციის“ თავიდან აცილების აუცილებლობას.

დონალდ ტრამპი ლინდსი გრემი

28 ივლისი 2026, 22:03

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“. ტრამპმა ეს განცხადება სამშაბათს, სენატორის დაკრძალვამდე გააკეთა.

თორნიკე ჭეიშვილი

28 ივლისი 2026, 21:39

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია - მკაფიოდ არის ზღვარი გასავლები, თუ სად მთავრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება

რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია, რაც არამც და არმც არ შეიძლება, იყოს დაცული იმ ძირითადი უფლებით, რასაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჰქვია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

28 ივლისი 2026, 21:39

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანი არის უფლებამოსილი, რომ გააკრიტიკოს ის, რაც არ მოსწონს ან გააკრიტიკოს ის ადამიანი, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ ღირსების შემლახავი პოსტების დაწერის უფლება არავის არ აქვს

ადამიანები მიეჩვივნენ იმას, რომ შეიძლება ნებისმიერი ტიპის შეურაცხყოფა მიაყენო სხვა ადამიანს და Facebook-ი იყო გაჯერებული ასეთი შეურაცხყოფებით, გინებით და ღირსების შელახვით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

დონალდ ტუსკი

28 ივლისი 2026, 21:35

მსოფლიო

დონალდ ტუსკმა პოლონეთში უკრაინელების მიმართ ძალადობა დაგმო

უკრაინელ წყვილზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის შემდეგ, პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა მკვეთრად გააკრიტიკა ქვეყანაში უკრაინელების მიმართ მზარდი ძალადობა.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 ივლისი 2026, 21:20

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია

ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 ივლისი 2026, 21:18

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მოსწრებული ვარ ყველა სახის და ყველა ტიპის მიტინგს, არც ერთ ამ ღონისძიებაზე უხამსობა არა თუ ბანერზე ან მიკროფონში, არამედ საერთოდ არავის აზრადაც არ მოსვლია - რაც ახლა ხდება, არ არის არც სიტყვის თავისუფლება, არც პროტესტის გამოხატვა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აქციებზე შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას აფასებს.

28 ივლისი 2026, 21:11

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

28 ივლისი 2026, 20:57

კულტურა

საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წარმოდგენა, ანშლაგი და აღფრთოვანებული მაყურებელი ბრიტანეთის დედაქალაქში - საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა.

28 ივლისი 2026, 20:52

კულტურა

ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღს კიდევ ერთი სახელი შეემატა. სასახლის ბაღში მუსიკოსის, საგუნდო დირიჟორისა და ხალხური სიმღერის ქომაგის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. ის მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა.

28 ივლისი 2026, 20:44

მსოფლიო

ირანი აცხადებს, რომ იარაღის საწარმოო ხაზები „იმაზე აქტიურია, ვიდრე ოდესმე“

ირანის თავდაცვის მრეწველობა წარმოებას აფართოებს და პრიორიტეტს საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებას ანიჭებს. ამის შესახებ სამშაბათს ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.

28 ივლისი 2026, 20:41

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი სრულდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეტი რეისი, გაზრდილი ტვირთნაკადი და ახალი შესაძლებლობები ტურიზმისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი დასასრულს უახლოვდება.

28 ივლისი 2026, 20:37

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი, მიწისქვეშა სამუშაოების ეტაპი უკვე დაიწყო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ქვეყნის მთავარი გამზირი ფუნდამენტური განახლებისთვის ემზადება. რუსთაველზე ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი, მიწისქვეშა სამუშაოების ეტაპი უკვე დაიწყო.

28 ივლისი 2026, 20:37

პოლიტიკა

კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვა - განხილვას ევროკავშირში „ნეიტრალური საქართველო“ ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკავშირი თამაშის წესების ფუნდამენტური ცვლილების ზღვარზეა. კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ განხილვას თბილისში მკვეთრი პოლიტიკური რეაქცია მოჰყვა.

28 ივლისი 2026, 20:32

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. მოსამართლემ ერთს ხუთდღიანი პატიმრობა, ერთს კი ხუთი ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა.

28 ივლისი 2026, 20:31

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში სამჯერ ნასამართლევმა პირმა სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულის დაუფლება განიზრახა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებულის ოჯახების წევრები დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილის - ცოტნე ივანიშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის - გეკა გელაძის ჩართულობითა და დახმარებით უზრუნველყოფდა მათ გათავისუფლებას, შემდგომში კი არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ბრალდებული საჭირო პირობების თითქოსდა მოსამზადებლად და დაცვის მხარისთვის მისაღები ალტერნატიული ექსპერტიზების დასკვნების ვითომდა მოპოვების სანაცვლოდ, პერიოდულად სთხოვდა დაზარალებულს ფულს და იღებდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.

28 ივლისი 2026, 20:28

პოლიტიკა

ეროვნული ღირებულებების დასაცავად - სახალხო მოძრაობა „ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ღირებულებების და ტრადიციული ფასეულობების დაცვა - ახალი სახალხო მოძრაობა „ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირდა.

28 ივლისი 2026, 20:21

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სავარაუდო სამართალდარღვევების გამოვლენას და მათზე რეაგირებას განაგრძობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მკაფიო ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სავარაუდო სამართალდარღვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების პროცესს განაგრძობს. სამმართველომ ამ დრომდე უკვე ორასამდე სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

28 ივლისი 2026, 20:17

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 20:17

მსოფლიო

Deutsche Welle: ვაშინგტონში, ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა - მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა

ვაშინგტონში, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.