imedi /  08 სექტემბერი 2020, 12:51 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ჩერგოლეიშვილმა აღიარა, რასაც დიდი ხანია ვამბობთ - ნაცები და მათი კომპანიები უკვე წლებია აყალბებენ სოციოლოგიურ კვლევებს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ნაცებმა აღიარეს, რომ მათი პარტია მართლაც კრიმინალური ოპოზიციაა და გეგმაში მხოლოდ არეულობა აქვთ, რადგან მათ ლუსტრირებული (მსჯავრდებული) და სხვა ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად წარადგინეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო დღეების 5 აღიარების შესახებ წერს და აცხადებს, რომ აღიარების სერია და ლუსტრაცია გაგრძელდება.

„ნაცების“ ბოლო დღეების 5 აღიარება:

1. სააკაშვილმა აღიარა მძიმე დანაშაულები, უბრალოდ „ვორდინგში“ სიტყვა დანაშაული სიტყვა შეცდომით ჩაანაცვლა.

2. გვარამიამ აღიარა, რომ ოჯახის სიყვარული ავადმყოფობად მიაჩნია.

3. ნაცებმა აღიარეს, რომ მათი პარტია მართლაც კრიმინალური ოპოზიციაა და გეგმაში მხოლოდ არეულობა აქვთ, რადგან მათ ლუსტრირებული (მსჯავრდებული) და სხვა ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად წარადგინეს.

4. ვაშაძემ აღიარა, რომ სააკაშვილი მისთვის უკვე ფულის მსხვილ კუპიურასთან ასოცირდება.

5. და ბოლოს, ჩერგოლეიშვილმა აღიარა ის, რასაც დიდი ხანია ვამბობთ - ნაცები და მათი კომპანიები უკვე წლებია აყალბებენ სოციოლოგიურ კვლევებს. თქვა, რომ ისინი კვლევებში მალავდნენ მონაცემებს იმის შესახებ, რომ თავად ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა ნახევარიც კი არ უჭერდა მხარს სააკაშვილის პრემიერობას.

სამწუხარო ისაა, რომ ამ კვლევებს ხშირად ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციები აქვეყნებენ, რომლებსაც ისევე ატყუებდნენ, როგორც ქართულ საზოგადოებას.
იმდენად არიან აჭრილები, რომ დარწმუნებული ვარ, აღიარების სერია და ლუსტრაცია გაგრძელდება“, - წერს მამუკა მდინარაძე.

ყველა სიახლე

კორონავირუსი გარდაცვალება 21

22 სექტემბერი 2020, 10:48

COVID19

საქართველოში კორონავირუსით დღეს ორი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 22-ე პაციენტი გარდაიცვალა. 72 წლის კაცს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფიში მკურნალობდნენ. მას თანმდები დაავადება ჰქონდა. მანამდე ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ 80 წლის ქალი გარდაიცვალა.

22 სექტემბერი 2020, 10:37

მსოფლიო

ტეხასს ტროპიკული შტორმი „ბეტა“ დაატყდა თავს

აშშ-ში ტეხასის სანაპიროს შტორმი „ბეტა“ დაატყდა თავს. ინფორმაციას აშშ-ის ნაციონალური ცენტრი ავრცელებს.შტორმი „ბრტა“ მექსიკის ყურეში შაბათს ჩამოყალიბდა.

22 სექტემბერი 2020, 10:34

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 21-ე პაციენტი 80 წლამდე ქალია, მას მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა

80 წლამდე ქალს მძიმე თანმხლები დაავადებები – ინსულტი, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.

22 სექტემბერი 2020, 10:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 21-ე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. პაციენტი ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი ბათუმიდან იყო. 80 წლის ქალს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.

ჟაკლინ სტალონე

22 სექტემბერი 2020, 09:44

მსოფლიო

სილვესტერ სტალონეს დედა გარდაიცვალა

მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ჟაკლინ სტალონე ცნობილი ასტროლოგი და ასევე მოცეკვავე იყო. ჟაკლინ სტალონე 1921 წელს ვაშინგტონში დაიბადა. მამის მხრიდან მისი წინაპრები ოდესიდან აშშ-ში 1888 წელს გადავიდნენ.

22 სექტემბერი 2020, 09:21

COVID19

ათონის მთაზე კორონავირუსით სულ მცირე 8 ბერი დაინფიცირდა

ერთ-ერთი ინფიცირებული სასულიერო პირი წმინდა პავლეს სახელობის მონასტრიდან სალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა. კორონავირუსის შემთხვევები რამდენიმე მონასტერშია გამოვლენილი, რის გამოც ათონის მთაზე პილიგრიმების ჩასვლა შეზღუდულია.

22 სექტემბერი 2020, 08:44

საზოგადოება

მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მაღალი დონის ვებინარი გაიმართა

დისკუსიას მოდერაცია გაუწია საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საბინ მახლმა. ღონისძიებაში დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოში აკრედიტებულმა სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, საელჩოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.

22 სექტემბერი 2020, 08:24

რეგიონი

ზუგდიდში საბავშვო ბაღებს დეზინფექცია ჩაუტარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბერს დაიწყება. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად საბავშვო ბაღებში დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა. პრევენციის მიზნით საბავშვო ბაღებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა თოლორაია გაეცნო.

22 სექტემბერი 2020, 08:08

საზოგადოება

დღეს პარლამენტში მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს განიხილავენ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ძირითადად ეხება სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებსა და ასევე ცვლილებებს დასაქმებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ.

სელმა ჰაიეკი

22 სექტემბერი 2020, 00:53

ტაბლოიდი

54 წლის სელმა ჰაიეკი Instagram-ზე საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა

მექსიკური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი სელმა ჰაიეკი Instagram-ზე საცურაო კოსტიუმით გამოჩნდა და თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა. ფოტოზე 54 წლის ვარსკვლავი ღრმად ამოჭრილ საცურაო კოსტიუმში პოზირებს. ფოტოს 684 ათასი მოწონება აქვს. ფანები სწერენ ჰაიეკს, რომ ის მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი ქალია, რომელსაც ლამაზი სხეული აქვს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 სექტემბერი 2020, 00:35

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეგახსენებთ, რომ ეს არის ომი არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშიც

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი მსოფლიოს გავლენების სფეროებად დაყოფის მცდელობაში დაადანაშაულა.

22 სექტემბერი 2020, 00:24

მსოფლიო

ნიუ-იორკში როკფელერების საგვარეულო სახლი $11,5 მილიონად იყიდება

აშშ-ში, ნიუ-იორკში, მსოფლიოს ერთ-ერთ უძვირეს ქუჩაზე, მეხუთე ავენიუზე როკფელერების ოჯახის სახლი იყიდება. ამის შესახებ Bloomberg წერს. უძრავი ქონება $11,5 მილიონადაა შეფასებული. მეხუთე ავენიუზე მდებარე 812 სახლი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ნელსონ როკფელერს ეკუთვნოდა, რომელსაც ეს თანამდებობა გასული საუკუნის 70-იან წლებში ეკავა. ნელსონი აშშ-ში პირველი მილიონერის ჯონ როკფელერის შვილიშვილია. ოჯახის ამ სახლში 60 წელი ცხოვრობდა.

22 სექტემბერი 2020, 00:02

მსოფლიო

ესპანეთში, სახლიდან გამოასახლეს კაცი, რომელიც 110 კატასთან ერთად ცხოვრობდა

ესპანეთში, ცხოველების დამცველებმა სახლიდან გამოასახლეს კაცი, სადაც 110 კატასთან ერთად ცხოვრობდა. ამის შესახებ The Guardian წერს. გამოცემის ცნობით, ისტორია 3 წლის წინ დაიწყო. კაცის სახლის ფართობი 100 კვ/მეტრია, მან სახლში კატების წყვილი მოიყვანა, რომელიც გამრავლდა. თავიდან ცხოველთა უფლებების დამცველები კატების რაოდენობას ვერ ითვლიდნენ. მათი გათვლებით, სახლში 90 კატა ცხოვრობდა.

კრიშტიანო რონალდუ

22 სექტემბერი 2020, 00:02

სპორტი

„სპორტინგის“ საფეხბურთო აკადემია კრიშტიანო რონალდუს სახელობის იქნება

ლისაბონის „სპორტინგმა“ თავის საფეხბურთო აკადემიას კრიშტიანო რონალდუს პატივსაცემად სახელი გადაარქვა. კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ამიერიდნ ის სწორედ რონალდუს სახელობის იქნება.

მაია ბუწაშვილი

21 სექტემბერი 2020, 23:54

COVID19

მაია ბუწაშვილი: ადამიანები უნდა დავარწმუნოთ, რომ საარჩევნო პროცესი უსაფრთხოდ ჩაივლის

პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკვე რამდენიმემ ქვეყანამ არჩევნები ჩაატარა და ყველა ქვეყანა ერთხმად ამბობს, რომ ამომრჩევლის აქტივობა წელს არის ძალიან დაბალი, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

მაიკ პომპეო

21 სექტემბერი 2020, 23:48

მსოფლიო

მაიკ პომპეო: აშშ-ს კოალიციის შექმნა სურს, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება არ დაუშვას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ს კოალიციის შექმნა სურს, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება არ დაუშვას. ამის შესახებ მაიკ პომპეომ გერმანული გამოცემა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი ხოჯევანიშვილი

21 სექტემბერი 2020, 23:30

რეგიონი

გიორგი ხოჯევანიშვილი: მოსახლეობის ჩართულობა საშუალებას გვაძლევს, სწორად განვსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტები

„მოსახლეობის ჩართულობა საშუალებას გვაძლევს, სწორად განვსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტები“, - ამის შესახებ გორსა და კასპში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ტყვიავის, ქერეს, ქვეშისა და ქვემო არცევის მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა. გიორგი ხოჯევანიშვილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და თავის მხრივ, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

მაიკ პომპეო

21 სექტემბერი 2020, 23:03

მსოფლიო

მაიკ პომპეო: არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ აშშ ნავალნის საქმეზე სათანადო რეაგირებას არ მოახდენს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია და აშშ ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე რეაგირებას მოახდენს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გერმანული გამოცემა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ალექსანდრე მოწერელია

21 სექტემბერი 2020, 22:45

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, ლესიჭინეს, ქვედა ჩხოროწყუსა და ჭოღას მოსახლეობას შეხვდა.

დავით მათიკაშვილი

21 სექტემბერი 2020, 22:40

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიციური ერთობა ჩავარდა და ნათელაშვილის ეზო-კარის საძმოც დაიშალა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მოსალოდნელი იყო, რომ „ოპოზიციური ერთობა ჩავარდებოდა და ნათელაშვილის ეზო-კარის საძმოც დაიშალებოდა. მისი თქმით, „11%-იანი რეიტინგის მქონე ნახევრად პოლიტიკურ-კრიმინალური ძალა ერთპარტიულად ვერ დააკომპლექტებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ეს პოლიტიკით დაინტერესებულმა მოზარდმაც ძალიან კარგად იცის“.