IMEDI /  15 სექტემბერი 2020, 13:00 / სანდო წყარო

The American Spectator: საქართველოს რეფორმირება სააკაშვილს არ ძალუძს, რადგან თავად კორუფციაშია ბრალდებული

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

„ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასავლეთზე მოახდინოს სწორება და არა რუსეთზე. სააკაშვილმა ეს იცის. ამიტომ, ჩნდება კითხვა: ნეტავ რა აქვს ამჯერად ჩაფიქრებული? - წერს გამოცემა The American Spectator სტატიაში სათაურით „ოდესღაც და მუდამ შარიანი სააკაშვილი”.

როგორც სტატიის ავტორი ბრაიან მაკნიკოლი წერს, „სავარაუდოდ, სააკაშვილი უბრალოდ შარზეა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში რაიმე აუცილებლობის გარეშე ამოიჩემა რუსეთთან ბრძოლა და ამისთვის უმალვე თავადაც დაისაჯა და ქვეყანაც“.

„საქართველოს რეფორმირება სააკაშვილს არ ძალუძს, რადგან თავად კორუფციაშია ბრალდებული პრეზიდენტობის პერიოდიდან. უკრაინაში ბინადრობს და ოდესის ოლქის გუბერნატორადაც მსახურობდა წინა პრეზიდენტის - პეტრო პოროშენკოს პერიოდში. შემდეგ მისდამი მადლიერება სამსახურიდან წასვლით და ოპოზიციური პარტიის შექმნით გამოხატა, რომელიც პოროშენკოსვე დაუპირისპირდა და ამის შემდეგ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა,” - წერს ავტორი.

მისივე თქმით, ახლანდელმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეობა აღუდგინა სააკაშვილს და მთავრობაში სამსახურიც დააწყებინა.

ახლა ის ზელენსკის უქმნის პრობლემებს, ხოლო უკრაინასა და საქართველოში ოფიციოზი ღიზიანდება. „ზელენსკი მკაფიოდ და გამუდმებით აცხადებს, რომ სააკაშვილი მისი სახელით არ საუბრობს. საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „როდესაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის, ასოცირებული წევრების ადგილისა და მომავლის გადახედვას ახორციელებს და როდესაც პარტნიორებთან ურთიერთობების საერთო მომავალი განისაზღვრება, ამ პარტნიორობის შესუსტების ნებისმიერი მცდელობა ჩვენს ორ ქვეყანას მხოლოდ დაასუსტებს და საოცრად კრიტიკულ დროს შეამცირებს საქართველოსა და უკრაინის გავლენას ამ ძალიან გადამწყვეტ დებატებში“, - წერს ბრაიან მაკნიკოლი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, შარში გახვევისას სააკაშვილის პარტნიორად გვევლინება ამერიკის პოლიტიკურ ეშელონებში მნიშვნელოვანი კავშირების მქონე ორგანიზაცია, რომელიც თავად არის ცნობილი შარებში გახვევისა და გახლეჩა-დაშორიშორებისთვის - ჯონ მაკკეინი.

„აწ უკვე გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორი არიზონის შტატიდან - ჯონ მაკკეინი - თავისივე ქვეყანაში უთხრიდა ძირს დემოკრატიულ პროცესს რუსებთან და სხვებთან ერთად პრეზიდენტი ტრამპის წინააღმდეგ ტალახის აგორებით. რადგან მაკკეინი აღარ არის ცოცხალი, ახლა უკვე მისი ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რენდი შენემანი გამოჩნდა და მოირგო მისი ყოფილი უფროსის როლი. ის არის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგისტრირებული წარმომადგენელი, რომელიც ზურაბიშვილის მთავრობას ოპონირებს”, - ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებში სააკაშვილის კაცია რენდი და, მისი ყოფილი უფროსის მსგავსად, მისი ლიოალობა - რბილად რომ ვთქვათ - წინააღმდეგობებით ხასიათდება. „შენემანი სენატის დატოვებამდეც მუშაობდა საქართველოზე და ჯორჯ სოროსის რეგისტრირებული ლობისტია. სოროსის ღია საზოგადოების ფონდიდან სხვა იურისტებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად იღებდა მონაწილეობას სედონას ფორუმში, რომელიც ყოველწლიურად ქ. სედონაში იმართება აკადემიური წრეებისთვის მაკკეინის ინსტიტუტის სპონსორობით. ამის გარდა, ის არის საქართველოს მოქმედი ლობისტი, არადა ამავდროულად კვლავ მაკკეინის აპარატის წევრია. მან სენატორი დაითანხმა საქართველოსა და სხვა კლიენტი ქვეყნების (ლატვიის, მაკედონიის, რუმინეთისა და ტაივანის) სასარგებლოდ ოთხი ბრძანების ინიცირება მოეხდინა. ახლახან შენემანმა საზოგადოებრივი აზრი ააზვირთა, ვითომდა ქართველები კვლავ არ ენდობიან მთავრობას და რომ პესიმიზმი კვლავ ისადგურებს ქვეყნის მოქალაქეთა გულებს. საქართველოს ხელისუფლების მოწინააღმდეგე პარტიასთან გაფორმებული კონტრაქტით მას მილიონის მეოთხედს უხდიან და ამიტომ ცდილობს დამალოს ქვეყანაში მიღწეული წინსვლა”, - წერს ავტორი.

მისივე თქმით, არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი, რომ სააკაშვილი განაგრძობს პრობლემების შექმნას. „ის ქარიზმატული და ენიგმატური ფიგურაა, თუმცა თავისივე მოქალაქეებს ვერ ეწყობა ვერც უკრაინაში და ვერც საქართველოში. მისი ფეთქებადი და იმპულსური აზროვნების გამო კონდოლიზა რაისს იმის თქმაც მოუწია მისთვის, რომ ალიანსი საქართველოს ვერ დაუჭერდა მხარს რუსეთთან შერკინებაში. რბილად რომ ვთქვათ დასანანია, რომ საქართველოს თავისუფლების მასშტაბის გაფართოების, ეკონომიკის ზრდის, დასავლეთთან დაახლოებისა და კორუფციის შემცირებისკენ მიმართულ ძალისხმევის დაკნინებას ცდილობს ამერიკელი. თუმცა ეს გასაკვირი აღარც არის როდესაც ვიგებთ, რომ ის მაკკეინის აპარატის წევრია და მის გარდაცვლილი სენატორის საქმიანობას უკავშირდება”, - წერს ბრაიან მაკნიკოლი.

ყველა სიახლე

02 სექტემბერი 2026, 11:38

მსოფლიო

Bloomberg: Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $95,50 დოლარამდე გაიზარდა

Bloomberg-ის ცნობით, ​ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ეს უკვე მეოთხე მატებაა, რადგან ჰორმუზის სრუტის გავლით ენერგეტიკული ნაკადების შემდგომი შეფერხების რისკი გაიზარდა.

02 სექტემბერი 2026, 11:36

საზოგადოება

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. სამსახურის ავტოპარკს 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

02 სექტემბერი 2026, 11:29

საზოგადოება

კახა კალაძე: ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს

რუსთაველის გამზირზე არსებული ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა რეკონსტრუქციის შედეგად, მაქსიმალურად შეინარჩუნებს მის პირვანდელ იერსახეს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

02 სექტემბერი 2026, 11:27

საზოგადოება

მდინარე ვერეს კალაპოტში მასშტაბური საპრევენციო ღონისძიებები განხორციელდა

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, განხორციელებული სამუშაოები ხელს შეუწყობს მდინარე ვერეს შეუფერხებელ გატარებას გაზრდილი წყალნაკადის პირობებში.

დავით ქართველიშვილი

02 სექტემბერი 2026, 11:25

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები სახელისუფლებო ყველა სივრცე დღემდე „საბოტაჟის მენეჯმენტით“ არის გავსებული

2014 წლიდან დაწყებული, ქვეყნიდან ბელადის გაქცევის შემდეგ, ნაცკორპორაციის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა საკუთარი მომხრეების ხელისუფლების ყველა შტოში, მედიაში, ბიზნესში მაქსიმალური შენარჩუნების უზრუნველყოფა. მასიურად მიდიოდა 2013 წლიდან ხელისუფლებაში დაბრუნებული პროფესიონალების სულ რაღაც წელიწადნახევარში კვლავ ქუჩაში გაყრის პროცესი და ნაცებით გამოთავისუფლებული პოზიციების გამაგრება, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

სკოტ ბესენტი

02 სექტემბერი 2026, 11:17

მსოფლიო

სკოტ ბესენტმა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები დააანონსა

ამერიკის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. მისივე თქმით, შეერთებული შტატები განიხილავს თვითმფრინავების სალიზინგო კომპანიებისა და სხვა ბიზნესების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ საქმიან ურთიერთობას ისევ განაგრძობენ.

02 სექტემბერი 2026, 11:13

მსოფლიო

ვენესუელამ აშშ-სთან სანავთობო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

კარაკასში, ამერიკის ენერგეტიკის მდივნის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ ტრამპის ადმინისტრაციასთან სანავთობო შეთანხმებას მხარი დაუჭირა. მანამდე გარიგებას, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებს ვენესუელის ნავთობის რეზერვების მეხუთედზე ექნება წვდომა, თეთრი სახლის ლიდერმა უპრეცედენტო უწოდა.

არჩილ გორდულაძე

02 სექტემბერი 2026, 11:10

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სააკაშვილი არის მაოხრებელი გზირი. მისთვის, რაც ადამიანური და ქართულია, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, მზად არის სისხლი დაიღვაროს და შემდეგ ამ დაღვრილ სისხლსა და დაკარგულ ტერიტორიებს ისევ ქვების გროვა უწოდოს

სააკაშვილისთვის რაც ადამიანური და ქართულია, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, მზად არის სისხლი დაიღვაროს და შემდეგ ამ დაღვრილ სისხლსა და დაკარგულ ტერიტორიებს ისევ ქვების გროვა უწოდოს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მიხეილ სააკაშილის განცხადების შეფასებისას.

02 სექტემბერი 2026, 11:06

მსოფლიო

ნეპალსა და ჩინეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

გაეროს ინფორმაციით, ნეპალსა და ჩინეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 100-ს გადააჭარბა გაიზარდა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 4 500-მდე ადამიანი. მათგან 580 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სტიქიის ზონაში სამუშაო ამ დრომდე გრძელდება.

02 სექტემბერი 2026, 11:04

სამართალი

პროკურატურამ ადვოკატის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

02 სექტემბერი 2026, 11:04

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

02 სექტემბერი 2026, 10:50

საზოგადოება

GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 8 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 110 %-ით არის გაზრდილი

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 8 თვეში, GCCA-ში - 1 758 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 5 367 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 110 %-ით არის გაზრდილი.

02 სექტემბერი 2026, 10:47

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალება აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

02 სექტემბერი 2026, 10:47

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: მთავარი ამოცანაა, რომ მიგვავიწყონ ოკუპირებული ტერიტორიები სხვადასხვა ფორმით

მთავარი ამოცანაა, რომ მიგვავიწყონ ოკუპირებული ტერიტორიები სხვადასხვა ფორმით, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას.

02 სექტემბერი 2026, 10:42

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 93 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, კუბის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ერაყის, თურქეთის, კამერუნის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ბენინის, ეთიოპიის, ეგვიპტის, იამაიკის, სუდანის, ალჟირის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 93 მოქალაქე.

02 სექტემბერი 2026, 10:40

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

02 სექტემბერი 2026, 10:26

თავდაცვა

სუს-ისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით, ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება „NEXUS Georgia 2026“ ჩატარდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით, ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება „NEXUS Georgia 2026“ ჩატარდა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

02 სექტემბერი 2026, 10:12

მსოფლიო

აშშ-მა ირანზე დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების განცხადებით, 5 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სარაკეტო თავდასხმისას რაკეტის ნამსხვრევები სამხრეთ ირანში, სერიქში მდებარე იმ სახლს მოხვდა, სადაც ქორწილი იმართებოდა.

დიმიტრი სამხარაძე

02 სექტემბერი 2026, 09:27

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის - „ასავალ - დასავალის“ დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება

სამხარაძე მიმართავს „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს, რომ ყოფილი პრემიერის საქციელი მორიგი გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის - “ თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე.”

02 სექტემბერი 2026, 09:22

სპორტი

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, პადელში კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა

ფონდის ჩართულობისა და სუბსიდირების წყალობით, შეჯიბრების მონაწილე კომპანიებმა შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლეს. ღონისძიების ფარგლებში, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სპორტის ფსიქოლოგიისა და სპორტული კვების თემაზე სპეციალური სემინარი ჩატარდა.