imedi /  16 სექტემბერი 2020, 15:27 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მემორანდუმზე: ახლა სახლობანას თამაში დაიწყეს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

რაც არ უნდა დაიწყონ ახლა სახლობანას თამაში და იმის ჩამოწერა, ვინ პრემიერი იქნება, ვინ სუსს გააუქმებს და ვინ სასამართლო სისტემას, ეს ისეთ ნათამაშებად დარჩება, როგორც აქამდე თამაშობდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ გაფორმებულ მემორანდუმს გამოეხმაურა.

„ახლა სახლობანას თამაში დაიწყეს. ამ სახლობანასი ვისაც სჯერა, მათ დარწმუნებას ცდილობენ, რომ მათ რაღაც შანსები აქვთ, რაც გამორიცხულია. მათივე კვლევებითაც კი მსგავსი შანსები არ უჩნდებათ. რაც არ უნდა დაიწყონ ახლა სახლობანას თამაში და იმის ჩამოწერა, ვინ პრემიერი იქნება, ვინ სუსს გააუქმებს და ვინ სასამართლო სისტემას, ეს ისეთ ნათამაშებად დარჩება, როგორც აქამდე თამაშობდნენ. ძალიან არასერიოზულია, როდესაც ეს ხალხი, რომელმაც თავისი რეიტინგი კარგად იცის, ასეთ მემორანდუმებს აფორმებს“, - აცხადებს მდინარაძე.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და კახა ოქრიაშვილის პარტიამ „პროგრესი და თავისუფლება“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლითაც ოქრიაშვილის პარტია კოალიციას „ძალა ერთობაშია“ შეუერთდა. ამავე პარტიაში გაწევრიანდა ცეზარ ჩოჩელი, რომელიც მცხეთის სამაჟორიტარო ოლქში იყრის კენჭს.

ყველა სიახლე

19 სექტემბერი 2020, 17:11

პოლიტიკა

რომელ პარტიას რა ნომერი ექნება მინიჭებული 2020 წლის არჩევნებში - სია

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2020, 17:08

პოლიტიკა

კახა კალაძე: ხალხის ხარჯზე სარგებლის მიღების ნაცვლად, დღეს ხელისუფლება საზოგადოებაზე, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს

ხონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებზე, რეგიონის სპეციფიკაზე მორგებული უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისკენ მიმართული პროგრამები მოქმედებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ხონში პარტიის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

19 სექტემბერი 2020, 16:56

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დღეს სახელმწიფო სამართლიანია თავის მოქალაქეებთან ურთიერთობაში და არჩევნებსაც ზუსტად ასე ვატარებთ

„თქვენი მხარდაჭერით, ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება და ახლა გვაქვს გამოცდილება, გვყავს ძლიერი განახლებული გუნდი, ძლიერი ლიდერებით და ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენი მხარდაჭერით მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხონში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.

გიორგი გახარია

19 სექტემბერი 2020, 16:55

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა სამუშაო ადგილებია და ამ პრობლემას ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ

საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა არის სამუშაო ადგილები და ამ პრობლემას, ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ და ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ პრობლემაზეც. ამიტომ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, სახელმწიფო, თავის სოციალურ პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის მიმართ სრულად ათვითცნობიერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხონში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 16:26

რეგიონი

ფოთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

ირაკლი ჩოქოვანი

19 სექტემბერი 2020, 16:23

საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანი: ქართულ ავიაციას და თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს წარმატებას ვუსურვებ

დღეს ქართული სამხედრო ავიაციის დღეა. საჰაერო სივრცე ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი, Facebook-ზე წერს და სამხედრო ავიაციის მოსამსახურეებს ამ დღეს ულოცავს.

გიორგი გახარია

19 სექტემბერი 2020, 16:19

რეგიონი

გიორგი გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამტრედია სატრანსპორტო კვანძის ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი გახდეს

„სამტრედია ყოველთვის იყო გამორჩეული ქალაქი საქართველოში, თავისი სარკინიგზო კვანძით, სატრანსპორტო კვანძით და სამწუხაროდ, 90-იანი წლების შემდეგ, ეს ფუნქციაც შენელდა, დაიკარგა. ახლა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფუნქცია სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდეს“.

გიორგი გახარია

19 სექტემბერი 2020, 16:14

რეგიონი

გიორგი გახარია: ჩვენ ზედმიწევნით ვიცით, რომელ სოფელში რა პრობლემაა

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზედმიწევნით იცის სად, რომელ სოფელში რა პრობლემაა. ამ პრობლემების გადაწყვეტა უკვე დაწყებულია და ჩვენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად, უახლოეს პერიოდში ვიამაყოთ ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი, რა თქმა უნდა, განათლებული და ევროპული სახელმწიფოთი“.

არჩილ თალაკვაძე

19 სექტემბერი 2020, 16:13

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თქვენი მხარდაჭერით ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები, რომლითაც მოქალაქეებს უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი გექნებათ ქვეყნის მმართველობაზე

თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, თუ რისი გაკეთება შევძელით ერთად და რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში - ალბათ ეს ორი კითხვაა სწორედ ის, რასაც პასუხობს ადამიანი, როდესაც თავის არჩევანს აკეთებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სამტრედიაში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

19 სექტემბერი 2020, 16:06

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა დაათვალიერეს. მმართველი გუნდის ლიდერები მიმდინარე სამუშაოებით დაინტერესდნენ. აღინიშნა, რომ პროექტის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

ჯაბა ჯიშკარიანი

19 სექტემბერი 2020, 16:01

COVID19

ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის საკრებულოს წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა,- ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „ამ წუთას მოვიდა ტესტის პასუხი: covid 19 - დადებითი ... ყველაფერი კარგად იქნება !“, - აცხადებს ჯიშკარიანი.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2020, 15:59

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენი ხელისუფლებისთვის, თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება გახლავთ ადამიანი, ადამიანის თავისუფლება

მინდა გავიხსენო წლები, როდესაც მართლაც მარტივი არ იყო დამდგარიყავი სიმართლის მხარეს. ეს ძალიან მძიმე და ძალიან რთული იყო. თუ როგორ გამოვიარეთ ეს, მე მგონი ყველამ კარგად ვიცით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

19 სექტემბერი 2020, 15:52

რეგიონი

ლევან დავითაშვილი: პროცესის დაძაბვისა და პოლიტიზების მიუხედავად, წელს რთველი საკმაოდ მშვიდად მიდის

პროცესის დაძაბვისა და პოლიტიზების მიუხედავად, წელს რთველი საკმაოდ მშვიდად მიდის. სამწუხაროდ, ასეთი მცდელობები არის, ეს არის მშრომელი ადამიანის ემოციებზე თამაში, რაც ვფიქრობ, აბსოლუტურად ამორალურია, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ზოგიერთი ჯგუფის მიერ რთველის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს კახეთში ვიზიტისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

გივი ჭიჭინაძე

19 სექტემბერი 2020, 15:46

რეგიონი

გივი ჭიჭინაძე: კარგად ვიცნობ ვანის მუნიციპალიტეტს, ყველა სოფლის პრობლემა ვიცი და ვეცდები, აქტიურად ვიზრუნო ჩვენი ამომრჩევლის საერთო თუ პიროვნული პრობლემების მოგვარებისთვის

„გამოვთქვამ რწმენას, რომ ვანის, ხონის, სამტრედიის და წყალტუბოს მოსახლეობა გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, რომ კიდევ ერთხელ დაუდგეთ ერთმანეთს გვერდით ჩვენი რეგიონის - იმერეთისთვის“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ვანში, წარდგენაზე.

19 სექტემბერი 2020, 15:39

საზოგადოება

გამყრელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონში, გამყრელიძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც, სადმელის ქუჩის კვეთიდან ბარამიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული ქუჩების დახმარებით. კერძოდ, ბარამიძის, კაკაბაძის, ველისციხის, სადმელის, ჩარგლის გასასვლელისა და ირემაშვილის ქუჩების გამოყენებით.

19 სექტემბერი 2020, 15:39

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტს ვიურტემბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი ეწვია

დავით შერაზადიშვილმა ვიურტემბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსს, დოქტორ ფრანკ ოტფრიდ იულის უმასპინძლა. ბოლნისის მუნიციპალიტეტს ვიურტემბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი, დოქტორი ფრანკ ოტფრიდ იული ეწვია.

19 სექტემბერი 2020, 15:34

საზოგადოება

შავი ზღვის სანაპირო რაიონებსა და მტკვრის აუზში ძლიერი ქარი, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წვიმა, სეტყვა და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე მტკვრის აუზში დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

19 სექტემბერი 2020, 15:22

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერები სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა დაათვალიერეს.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2020, 15:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია

„ჩვენ მზად ვართ, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, იმერეთის რეგიონს, სამტრედიელებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 15:16

სპორტი

თორნიკე შენგელიამ „ცსკა“-ში პირველი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო

თორნიკე შენგელიას „ცსკა“ ალეკსანდრ გომელსკის თასის გამარჯვებული გახდა, ქართველმა კალათბურთელმა კი პირველი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო. ტურნირის ფინალში მოსკოვის გუნდმა პერმის პარმა უპრობლემოდ -91:51 დაამარცხა.