IMEDI /  16 სექტემბერი 2020, 18:00 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: არჩევნების გადადების საჭიროება არ არსებობს და ბრალდება, თითქოს მმართველი გუნდი ამას აპირებს, ტყუილია

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ფიქრადაც არ გაგვივლია, ეს არის ტყუილი და დაბრალება, რომ თითქოს, მმართველი გუნდი არჩევნების გადადებას ფიქრობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა მეორედ არ გაჩერდება, რადგან ჯანდაცვის სიტემა ახლა უფრო გამოცდილი და მომზადებულია პანდემიასთან საბრძოლველად. მამუკა მდინარაძის თქმით, კოვიდითთ სიკვდილიანობის პროცენტის შემცირება იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი არაფრად მივიჩნიოთ და ერთმანეთს არ გავუფრთხილდეთ.

„ძალიან კრიტიკული გაზაფხული გვქონდა. დღეში, ქვეყნის მასშტაბით 200 ტესტამდე კეთდებოდა და მსოფლიოში სიკვდილიანობა შვიდ პროცენტზე იყო. იყო ქვეყნები, სადაც 10-15 პროცენტამდე იყო. ჩვენ ყველაზე კრიტიკული მომენტი გადავლახეთ. მსოფლიოს მიდგომა, რომ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ, სწორი მიდგომაა, რადგან ჩაკეტვა და უმკაცრესი ღონისძიებები, რაც გამართლებული იყო და რისი შედეგიც ვნახეთ პირველ ეტაპზე, ახლა გამართლებული არ არის და მსოფლიოც ასე იქცევა. არჩევნების საკითხსაც ასე უნდა მივყვეთ - არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ, ეკონომიკაც არ უნდა გავაჩეროთ, რადგან ამისი აუცილებლობა არ არის, მაგრამ ამავე დროს, სიკვდილიანობის პროცენტის ასე შემცირება იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი არაფრად მივიჩნიოთ და ერთმანეთს არ გავუფრთხილდეთ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, შეიძლება, ეს მდგომარეობა ერთი წელი იყოს და ეკონომიკას ვერავინ გააჩერებს. პირველ ეტაპზე, როცა ვირუსს არ იცნობდნენ, ჯანდაცვის სისტემა ასეთი მომზადებული არ იყო, მაშინ საჭირო იყო ის ღონისძიებები, რამაც შედეგი მოიტანა, მაგრამ დღეს ამის აუცილებლობა არ არის, ვირუსს ერთად უნდა ვებრძოლოთ. სხვათა შორის, ოპოზიციის მხრიდან ბრალდება წამოვიდა, რომ ხელისუფლებას სჭირდება არჩევნების გადადებაო. ფიქრადაც არ გაგვივლია, ეს არის ტყუილი და დაბრალება, რომ თითქოს, მმართველი გუნდი არჩევნების გადადებას ფიქრობს. არანაირი საჭიროება გადადების არ არსებობს, რადგან ვირუსთან თანაცხოვრება არა მხოლოდ ეკონომიკის არჩაკეტვას, არამედ არჩევნების ჩატარებასაც გულისხმობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

ზაალ უდუმაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 13:05

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: შესაძლოა, შაშკინს ტანსაცმლის ქვემოდან გამოუჩნდა იარაღი

შესაძლოა, მექანიკურად მოხდა, რომ დიმიტრი შაშკინს ტანსაცმლის ქვემოდან გამოუჩნდა იარაღი, თორემ არ მგონია ან მას, ან კახა ოქრიაშვილს იარაღის ტარების დემონსტრირების აუცილებლობა ჰქონდეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 12:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მილიონზე მეტი ხმის მობილიზებას ვვარაუდობთ

ჩვენ ვვარაუდობთ მილიონზე მეტი ხმის მობილიზებას ამ არჩევნებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყოველ ერთ საათში შედის „ქართული ოცნების“ შტაბში მონაცემები მათი მხარდაჭერის თაობაზე.

მოზრაობა „სტრატეგია აღმაშენებელი“

31 ოქტომბერი 2020, 12:53

პოლიტიკა

ისნის რაიონში დილიდან საარჩევნო უბნებთან მოძრაობის „სტრატეგია აღმშენებელი“ ბრენდირებული მაგიდები შენიშნეს

ისნის რაიონში დილიდან საარჩევნო უბნებზე შენიშნეს მოძრაობის „სტრატეგია აღმშენებელი“ ბრენდირებული მაგიდები, სადაც სავარაუდოდ, არასრულწლოვნები აგიტაციას ეწეოდნენ. მოძრაობის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებთან ახლოს იმყოფებოდნენ და კანონით გათვალისწინებული საჭირო დისტანცია დაცული არ იყო.

31 ოქტომბერი 2020, 12:49

პოლიტიკა

ბუბა კიკაბიძე: კარგ, ნორმალურ ცხოვრებას მივეცი ხმა

საკუთარი არჩევანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიციის“ სიის პირველმა ნომერმა დააფიქსირა. ბუბა კიკაბიძის თქმით, მან კარგ, ნორმალურ ცხოვრებას მისცა ხმა და მას გამარჯვების მოლოდინი აქვს. ხმის მისაცემად მისულ კიკაბიძეს თავდაპირველად საარჩევნო უბანი შეეშალა. ამის შესახებ მას კომისიის წევრმა უთხრა, როდესაც მის სახელსა და გვარს საარჩევნო სიაში ვერ მიაგნო.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 12:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პარტიის აქტივისტებს კარდაკარის ჩატარებაზე გავლილი აქვთ არაერთი ტრენინგი, რომელსაც ატარებდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები

საჯაროდ მინდა ვუთხრა ჩვენს აქტივისტებს, აგიტატორებს, რომ მათ აქვთ ყველანაირი უფლება, ჰქონდეთ სიები, სიების მიხედვით აღრიცხონ ამომრჩევლები და გამოიყენონ მათთვის მინიჭებული უფლება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, კარდაკარი ტარდება, პოლიტიკური პარტიების მიერ, რის საფუძველზეც აგიტატორებს აქვთ სიები.

31 ოქტომბერი 2020, 12:29

პოლიტიკა

ნატო ჩხეიძემ ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნატო ჩხეიძემ, ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში საკუთარი არჩევანი გააკეთა. ნატო ჩხეიძემ სოფელ ყელქცეულის 72-ე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.

ლელა ტალიური

31 ოქტომბერი 2020, 12:28

პოლიტიკა

„მრავალეროვანი საქართველო“: ცეცხლსასროლი იარაღით უბანზე შესვლა არასასურველია

არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო“ ბოლნისში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილების ფაქტს ეხმაურება.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 12:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაში სჭირდება დიმიტრი შაშკინს ან კახა ოქრიაშვილს იარაღი, როდესაც საარჩევნო უბანზე არიან?!

კიდევ ერთხელ მათ გვინდა მკაფიოდ ვუთხრათ, რომ ნებისმიერი დესტრუქციის მცდელობა, ბუნბრივია, იქნება მკაცრად პასუხგაცემული კანონის საფუძველზე, -ა მის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, დიმიტრი შაშკინსა და კახა ოქრიაშვილზე განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 12:23

თავდაცვა

ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ. არჩევნები COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ავღანეთში დილის რვა საათზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მაზარ-ი-შარიფში და გერმანულ ბაზა „მარმალზე“გაიხსნა. ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის” შტაბის ბაზაზე დისლოცირებული სამხედროები კი, საპარლამენტო არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლები, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით აფიქსირებენ საკუთარ არჩევანს.

31 ოქტომბერი 2020, 12:22

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 18,140 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 18,140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი ინფიცირების 1,618,116 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 334 ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 27,990 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 12:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 10:00 საათის მონაცემებით აქტივობის მაჩვენებელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება

10:00 საათის მონაცემებით აქტივობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მაჩვენებელსაც კი. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მოქალაქეებს განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 12:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბოლნისის 55-ე უბანზე „ევროპული საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა გადასატანი ყუთის გატაცება სცადეს

ჩვენ გასული დღეების განმავლობაში საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები გავაფრთხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების დღეს დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების შესახებ, რომელთა ნაწილი უკვე დადასტურდა. მაგალითად, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უარი თქვეს საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გასანაწილებელ კენჭისყრებში მონაწილეობაზე. შეინიშნება ჩვენ მიერ მხილებული ნაცმოძრაობის ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან გამოირჩევა „პლატფორმა 2020“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კელი დეგნანი

31 ოქტომბერი 2020, 12:04

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ვხედავ, არის სიმშვიდე და მშვიდობიანი ატმოსფერო, ვიმედოვნებ, მთელი დღე ასე გაგრძელდება

ვხედავ, არის სიმშვიდე და მშვიდობიანი ატმოსფერო, ვიმედოვნებ, მთელი დღე ასე გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. „ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები მარნეულში როგორც არჩევნების დამკვირვებელი. კარგია იმის ნახვა, რომ მოსახლეობა ხმის მისაცემად მოდის და ატარებს ნიღბებს. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია

31 ოქტომბერი 2020, 12:04

პოლიტიკა

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: დილის 10 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 10% შეადგინა

ყველა უბანი საბურთალოს რაიონში დილის 8 საათზე გაიხსნა, პროცედურა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ განცხადება საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბესიკ ლაჩაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, დილის 10 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 10 % შეადგინა.

31 ოქტომბერი 2020, 11:58

COVID19

სომხეთში ბოლო 24 საათში, 41 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,381 პაციენტს დაუდასტურდა, 41 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 89,813 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,341 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 55,317.

31 ოქტომბერი 2020, 11:55

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 8,752 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 8,752 ადამიანს დაუდასტურდა, 155 კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 387,481 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 7,196 პაციენტი ემსხვერპლა, 158,928 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

31 ოქტომბერი 2020, 11:53

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 48,268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 48,268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 8,137,119-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 551 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 121,641-ს აღწევს, ჯამში 7,432,829 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

31 ოქტომბერი 2020, 11:51

პოლიტიკა

დავით სერგეენკომ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

„ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. „დღეს მე ხმა მივეცი ქვეყნის გაძლიერებას. ხმა მივეცი იმას, რომ ადამიანის უფლებები, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის დაცვის უფლება იყოს პრიორიტეტი და ადამიანებმა შეძლონ, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, ვიდრე დღევანდელია“, - განაცხადა სერგეენკომ.

ანა მიქელაძე

31 ოქტომბერი 2020, 11:51

პოლიტიკა

10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 8,33% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 292 587 ამომრჩეველია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქთ შესაძლებლობა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ მათი კონსტიტუციური უფლება და გააკეთონ არჩევანი.

კახა ოქრიაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 11:44

პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილი: მეც იარაღით დავდივარ

მეც იარაღით დავდივარ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დიმიტრი შაშკინს, რომელიც დღეს ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილდებოდა, იარაღის ტარების უფლება აქვს. „მაგრად ვიგებთ, 65 პროცენტით ვიგებთ. იარაღის ტარების უფლება აქვს და მეც გადავაადგილდები იარაღით“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.