imedi /  19 სექტემბერი 2020, 14:03 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში და ეს იქნება არა ერთი პარტიის გამარჯვება, არამედ ქვეყნის გამარჯვება

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

დიდი პატივია, აქ, ანტიკურ ნაქალაქარში თქვენთან ერთად საუბარი მომავალზე, თან მე-20 საუკუნის გენიოსი ქართველის, გალაკტიონის სახლ-მუზეუმში. ეს ისეთი სინერგიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ემოციებს იწვევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენისას, ვანში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბევრი საჭირო საქმეა დაწყებული ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც უნდა დასრულდეს და ერთობლივი შრომით ხვალინდელი დღე უნდა იყოს უკეთესი.

„მიუხედავად ჩვენი წარმატებებისა, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანა, სამწუხაროდ, ისეთ მდგომარეობაშია, რომ ბევრი მაგარი დაწყებული საჭირო საქმე გვაქვს ერთად დასასრულებელი. მარტივ, ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობთ - გზა, წყალი, გაზი, სკოლა, ბაღი და ა.შ. ამ მიმართულებითაც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენ 2012 წელს ქვეყანა ისეთ დღეში დაგვხვდა, რომ ადამიანის ჯანდაცვა საერთოდ იყო უგულებელყოფილი, ბავშვების საუკეთესო ინტერესები იყო უგულებელყოფილი, საერთოდ, გზებზე, წყალმომარაგებაზე, როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ვანში ნორმალური, 24-საათიანი წყალმომარაგება არ არსებობდეს. ამას ყველაფერს თავი უნდა დავანებოთ, არავის არაფერში უნდა შევეჯიბროთ, თავი უნდა დავხაროთ და 24-საათიანი შრომით, ყოველდღიურად, ჩვენი დღევანდელობა უნდა გავხადოთ უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და უნდა გვქონდეს ხვალინდელი დღის იმედი. ერთად შრომით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. მარტივ, ელემენტარულ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ. მაგალითად იმაზე, რომ ქვეყანაში შიდა სოფლის გზები უნდა იყოს იდეალურ მდგომარეობაში. ვანში სერიოზული პრობლემაა, როგორც წყალმომარაგება, ისე სანიაღვრე არხები, ასევე, მდინარეების კალაპოტების გაწმენდა და კიდევ ბევრი რამ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის გახსნა იქნება სერიოზული ნაბიჯი, რომ ვანმა მნიშვნელოვანი ტურისტული აზრი შეიძინოს არა მხოლოდ ქვეყანის, არამედ საერთაშორისო დონეზე.

„ყველაფერთან ერთად რა თქმა უნდა, ჩვენი წარსულიც უნდა გვახსოვდეს და ვანის არქეოლოგიური მუზეუმის გახსნა იქნება სერიოზული ნაბიჯი წინ, იმისთვის, რომ ვანმა მნიშვნელოვანი ტურისტული აზრი შეიძინოს არა მხოლოდ ქვეყანის, არამედ საერთაშორისო დონეზე. აქ ტურისტების დიდი რაოდენობა იქნება, იმდენად მნიშვნელოვანი ექსპონატები იქნება ამ არქეოლოგიურ მუზეუმში. ვანი ვერ გახდება მხოლოდ და მხოლოდ ტურისტული ცენტრი. ვანში ყოველთვის იყო და ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ექნება სოფლის მეურნეობას“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, შეუძლებელია, სახელმწიფოს არ ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რომ დაეხმაროს გლეხს, გახდეს ძლიერი ფერმერი. პრემერმა აღნიშნა, რომ პროგრამამ - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, გააერთიანა ყველა ის პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო, თითოეულ ადამიანს ეხმარება.

„შეუძლებელია, სახელმწიფოს არ ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რომ დაეხმაროს გლეხს, გახდეს ძლიერი ფერმერი. ადამიანს, ვანში, რომელსაც აქვს სურვილი, თავის თავზე რისკი აიღოს, შიში გადალახოს, გადადგას პირველი ნაბიჯი და თავისი საქმე დაიწყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში, თუ სხვა დარგებში, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, გვერდით უნდა დაუდგეს. ჩვენ ამისთვის გავაკეთეთ პროგრამა - „სახელმწიფო შენი პარტნიორია“, რომელმაც გააერთიანა ყველა ის პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო, თითოეულ ადამიანს ეხმარება. წელს, ვანში გაკეთდა საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გახსნა. იმისთვის, რომ პროგრამაში - „აწარმოე საქართველოში“ მიგეღოთ მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამებში მიგეღოთ მონაწილეობა, ეს იქნება „დანერგე მომავალი“ თუ სხვა რამ, უნდა ჩასულიყავით თბილისში და იქ მიგეღოთ ინფორმაცია. ეს ყველაფერი, დღეს, აქ გაქვთ, ვანში, საზოგადოებრივ ცენტრში. ერთი ნაბიჯი გაქვთ გადასადგმელი, რომ მიხვიდეთ. იქ სრული ინფორმაციაა იმ დონემდე, რომ კონტრაქტის გაფორმებაა შესაძლებელი, ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობის მსურველი იქნება. ეს ყველაფერი კეთდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას თანაბარი პირობები ყველასთვის და ნიჭიერმა ადამიანმა, რომელსაც შეუძლია პირველი ნაბიჯი გადადგას, სახელმწიფო დაუდგეს გვერდით და საქართველო გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა. თანაბარი შესაძლებლობის ქვეყანა ყველასთვის, ვისაც შეუძლია, ღირსეული შრომით, ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი და შემდეგ, გაძლიერდეს ისე, რომ დაასაქმოს მეზობელი, ნათესავი და ა.შ. ეს არის ძირითადი მიზანი. ეს იყო ყოველთვის „ქართული ოცნების“ მიზანი. „ქართული ოცნების“ ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე იყო ადამიანი, მისი ღირსება, სამართლიანობა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეუძლებელია სახელმწიფო არ ზრუნავდეს და არ ფიქრობდეს ბავშვებზე და მათი საუკეთესო ინტერესები არ იყოს სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ისევე, როგორც შეუძლებელია, სახელმწიფო არ ფიქრობდეს ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე და სამარცხვინო იყო, როდესაც პენსიის ზრდა, არჩევნების წინ, ყოველთვის იყო პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. დღეს, ჩვენ შევძელით ის, რომ საკანონმდებლო დონეზე ეს არის შეტანილი კანონში, რომელიც გარანტიას აძლევს თითოეულ პენსიონერს, ყოველწლიურად, ეკონომიკის ზრდის პარალელურად, მისი შემოსავალი გაიზარდოს,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ისეთი სისტემური პროფესიების წარმომადგენლები, როგორებიც არიან - მასწავლებლები, ექიმები და პოლიციელები, იყვნენ სახელმწიფოს ყურადღების გარეშე.

მისივე თქმით, ხელისუფლების ძირითადი მიზანი იქნება, თანაბარი პირობები შექმნას ყველასთვის და არ ჰქონდეს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ვანში ცხოვრობს, თბილისში, ბათუმში, სამტრედიაში თუ ქუთაისში.

„შეუძლებელია, ისეთი სისტემური პროფესიების წარმომადგენლები, როგორებიცაა მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი, იყვნენ სახელმწიფოს ყურადღების გარეშე. ეს ის ხალხია, რომელიც სახელმწიფოს სახელით ემსახურება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ უდიდესი ყურადღება გვექნება და მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა თქვან და ვისაც რა არ უნდა მოსწონდეს, ჩვენ ამ ხალხის მიმართულებით ყურადღებას გავაგრძელებთ. ძირითადი მიზანი იქნება, თანაბარი პირობები შევქმნათ ყველასთვის, არ ჰქონდეს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ვანში ცხოვრობს, თბილისში, ბათუმში, სამტრედიაში თუ ქუთაისში. ყველას უნდა შეეძლოს, მიიღოს ერთნაირი განათლება, ჰქონდეს ერთნაირი შესაძლებლობები, ერთნაირი სამედიცინო და სოციალური დახმარება. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. დარწმუნებული ვარ, ამ მიზნის განსახორციელებლად ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. რაც მთავარია, ეს გამარჯვება იქნება სამართლიან ბრძოლაში და ეს არ იქნება ერთი პარტიის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ, ვანელებო!“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

27 ივლისი 2026, 09:09

რეგიონი

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ მოთავსებული 6 პაციენტიდან, 3- მა კლინიკა გუშინ დატოვა. კლინიკაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი რეანიმაციულ, ხოლო ორი ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში განაგრძობს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას.

27 ივლისი 2026, 09:02

საზოგადოება

სოფელ ნასაგურში, სასაწყობე შენობაში ხანძარი იყო

სამგორის რაიონის სოფელ ნასაგურში გუშინ საღამოს ძლიერი ხანძარი იყო. ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნივთების სასაწყობე ფართს ეკიდა, რომელიც დაახლოებით 4 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

რადოსლავ სიკორსკი

27 ივლისი 2026, 08:54

პოლიტიკა

რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს და არ არის გამორიცხული, ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდეს.

27 ივლისი 2026, 08:43

მსოფლიო

ბერლინის პოლიციამ დაადასტურა, რომ პრაიდის ღონისძიებაზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ბერლინის პოლიციამ დაადასტურა, რომ პრაიდის ღონისძიებაზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. პოლიციამ მას შპანდაუს რაიონში მიაკვლია. ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს დანით დაესხა თავს. ის ადგილზე გაანეიტრალეს.

ვლადიმერ პუტინი

27 ივლისი 2026, 08:35

მსოფლიო

პუტინი: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ ერთი გარანტი იყო და ეს იყო რუსეთი, მაგრამ მათ საჭიროდ, შესაძლებლად და სასარგებლოდ მიიჩნიეს რუსეთის მტრად გამოცხადება

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მტერი დავამარცხოთ, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რუსეთი იძულებული გახდა, სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაეწყო იმისთვის, რომ უკრაინის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დაესრულებინა.

27 ივლისი 2026, 08:26

სპორტი

ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურა

ქალაქ ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე მდებარე ოქროს ტბის წყალსათხილამურო ბაზაზე, წყალსათხილამურო სპორტის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის დასკვნით დღეს ფინალური ასპარეზობები სლალომსა და ფიგურებში გაიმართა.

27 ივლისი 2026, 08:11

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის სრულდება ძველი ასფალტის საფარის მოფრეზვის სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს მოაჯირების, ბორდიურების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული დეტალის დემონტაჟი. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაწყებული აქვს მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის საწყისი ეტაპი.

26 ივლისი 2026, 23:48

სამართალი

შსს: საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 10 პირი, რომლებსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. გარდა ამისა ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

დაჩი ცაგურია

26 ივლისი 2026, 23:00

პოლიტიკა

დაჩი ცაგურია: საქართველოს რკინიგზაზე ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა

არსებული მატარებლების ისეთი განახლება მიმდინარეობს, რომ ფაქტობრივად, ახალი მატარებლები გვეყოლება. სრულიად იცვლება ამ მატარებლებზე შიდა სივრცე, სავარძლები, იატაკი, განათება, ასევე მონტაჟდება სამეთვალყურეო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. საუკეთესო სავარძლები ავირჩიეთ. გვექნება კომფორტული, ძალიან კარგი მოძრავი შემადგენლობები. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს რკინიგზაზე არ ყოფილა, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანების დირექტორმა დაჩი ცაგურიამ.

26 ივლისი 2026, 22:50

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული (წვრილმანი ხულიგნობა).

თამარ იოსელიანი

26 ივლისი 2026, 22:41

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს, - განუცხადა "იმედის კვირას" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მისივე თქმით, ტვირთბრუნვის კუთხით რკინიგზაში ძალიან კარგი ტენდენციები ფიქსირდება, მათ შორის ბოლო ათი წლის ჭრილში.

26 ივლისი 2026, 22:21

კულტურა

რობერტ სტურუა - 88. „იმედის კვირის“ მილოცვა მაესტროს

ქართული თეატრალური სამყაროს უმნიშვნელოვანეს ფიგურას, მაესტროს, რობერტ სტურუას „იმედის კვირა“ 88 წლის იუბილეს წინასწარ ულოცავს.

26 ივლისი 2026, 22:17

საზოგადოება

„იმედი“ გვაერთიანებს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ტრადიციულად, სეზონის ბოლოს „იმედის კვირა“ „ტელეიმედის“ უნიჭიერეს, გემოვნებიან, ღირსეულ და პატრიოტ თანამშრომლებზე მოგიყვებათ.

26 ივლისი 2026, 22:10

რეგიონი

მთა ჩუდურაულში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა

მთა ჩუდურაულში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

26 ივლისი 2026, 22:04

საზოგადოება

ქართული ფოლკლორის ქომაგი - გია ბაღაშვილის სამეცნიერო საქმიანობა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გაგაცნოთ ქართული ფოლკლორის ქომაგს - ადამიანს, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება, რადგან „იმედის“ მაყურებლების ყველა თაობა მისი ნიჭის თაყვანისმცემელია.

26 ივლისი 2026, 21:57

საზოგადოება

კულინარიის ბასკური გაკვეთილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველოდან ჩასულ შეფმზარეულებს ცოდნა და გამოცდილება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ სასწავლებელში გაუზიარეს.

26 ივლისი 2026, 21:40

ეკონომიკა

3 აგვისტოდან თბილისიდან ბათუმში მატარებელი 4 საათში ჩავა - რკინიგზის მასშტაბური განახლება. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

მატარებლით მგზავრობა კიდევ უფრო კომფორტული გახდება, ისეთ რეგიონებს შეგიძლიათ ეწვიოთ სარკინიგზო მარშრუტით, სადაც ბოლოს მატარებელი ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს გაჩერდა.

აბას არაღჩი

26 ივლისი 2026, 21:39

მსოფლიო

აბას არაღჩი: ზელენსკი ირანის სავაჭრო გემს დაესხა თავს, მოკლულია ერთი მეზღვაური. ეს გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა - შეუძლებელია, რომ რაც კიევში ამ მუქთახორამ გააკეთა, პასუხგაუცემელი დარჩეს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში უკრაინის მიერ ირანის სავაჭრო გემზე თავდასხმის შესახებ წერს.

26 ივლისი 2026, 21:22

სამართალი

იოსებ სიგუასა და სოფია სიგუას ოჯახური კონფლიქტი - სკანდალური საქმის დეტალები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ბოლო დროის ერთ-ერთი სკანდალური და რეზონანსული თემაა იოსებ სიგუასა და სოფია სიგუას ოჯახური კონფლიქტი, სადაც ქალი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მოძალადემ პასუხი უნდა აგოს.

ლაშა აბაშიძე

26 ივლისი 2026, 21:21

ეკონომიკა

ლაშა აბაშიძე: სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს

რკინიგზაში რა პროცესიც მიმდინარეობს, ეს არის სამგზავრო მიმართულება და სატვირთო გადაზიდვების მიმართულება, ამ ორივე მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, - განუცხადა „იმედის კვირას“ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ. მისივე თქმით, ახალციხის სარკინიგზო ხაზის განახლება უკვე სრულდება და პარალელურად ახალციხეში დაწყებულია ახალი სადგურის მშენებლობა.