Imedi /  21 სექტემბერი 2020, 18:00 / სანდო წყარო

კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები წალკაში კიდევ 20-მა ადამიანმა დატოვა

კახა ოქრიაშვილის ყოფილი მხარდამჭერები

კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები ყოველდღიურად მცირდება.

დმანისის, კოდას, თეთრიწყაროს, დაბა კაზრეთისა და მანგლისის შემდეგ ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები დღეს წალკში კიდევ 20-მა აქტივისტმა დატოვა. მიზეზი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” მისი პოლიტიკური ალიანსი და კოალიცია „ძალა ერთობაშიას” სახელით საარჩევნო მარათონში ჩართვაა.

კახა ოქრიაშვილის ახლა უკვე ყოფილი მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს რადიკალური გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელი იყო.

ჯამში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტებში ოქრიაშვილს გამოეყვნენ და პარტია “ქართულ ოცნებას” შეუერთდნენ უკვე 300-ზე მეტია.

კახა ოქრიაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ წასვლის გადაწყვეტილება პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენიდან რამდენიმე დღეში მიიღო. ის „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა, რის შემდეგაც ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგებს თითქმის ყოველდღე ათობით ადამიანი ტოვებს.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 12:12

პოლიტიკა

გიორგი გახარია: 31 ოქტომბერს ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ვანახოთ როგორი არის სანიმუშო, ღია, დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში

31 ოქტომბერს ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ვანახოთ როგორი არის სანიმუშო, ღია, დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში, ასეთი მაგალითი უნდა მივცეთ ყველას და ამის შესაძლებლობა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვოლსკის წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძე

29 ოქტომბერი 2020, 12:10

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვაგრძელებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას და გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ორი დღე

დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს, რომ 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური განვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დიდუბე- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვოლსკის წარდგენისას განაცხადა.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 12:06

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს, ხოლო გაზის საფასურის ანაზღაურება 650 ათას ოჯახს შეეხება

„როგორც ადრე დავაანონსეთ, ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპზე, პირველი ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) უკვე ამოქმედდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 ოქტომბერი 2020, 12:02

COVID19

ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა Facebook-ის საშუალებით გაავრცელა.

ნათია მეზვრიშვილი

29 ოქტომბერი 2020, 11:57

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: გამოჯანმრთელებულთა ზრდის კუთხით დღესაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 075 პირი

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 709 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 11:50

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,342 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,342 ადამიანს დაუდასტურდა, 113 კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 370,417 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 6,868 პაციენტი ემსხვერპლა, 151,632 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

29 ოქტომბერი 2020, 11:44

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,383 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,383 პაციენტს დაუდასტურდა, 29 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 85,034 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,272 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 53,257.

29 ოქტომბერი 2020, 11:42

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია: პლურალისტურ და მრავალფეროვან წინასაარჩევნო მედიაგარემოში მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი - სიძულვილის ენით და უცენზურო გამონათქვამებითაა გაჯერებული

კომუნიკაციების კომისია საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის თვისებრივ და რაოდენობრივ პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. როგორც კომუნიკაციების კომისია იუწყება, თვისებრივი მედიამონიტორინგი 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელს, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“, საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიას“, „რუსთავი 2-ს“, „ტელეიმედს“, ტელეკომპანია „პირველს“ და „მთავარ არხს“ ჩაუტარდა.

გიორგი ვოლსკი

29 ოქტომბერი 2020, 11:37

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სადისტური მმართველობა, რომელიც არსებობდა, არსად წასულა, ის ელოდება თავის ჯერს

„ძალიან კარგად გრძნობენ, რომ , ჩასაფრებულია და ვითომ ფარისევლური ბოდიშებით უნდა თავი დააღწიოს მათზე შექმნილ საკმაოდ ობიექტურ შეხედულებებს. არიან პოლიტიკური თაღლითები, რომლებიც პირდაპირ ტყუილზე არიან გადასულები, იქნებ ვინმე მოატყუონ. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ქაოტური სიტუაცია შექმნან და იქნებ ამ ქაოსში, ამღვრეულ წყალში რაღაც გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. ხალხს ძალიან კარგად ესმის სად არის სიმართლე და ზუსტად იციან რა არის ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სახანძრო-სამაშველო შენობა

29 ოქტომბერი 2020, 11:35

რეგიონი

ჩხოროწყუში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ ჩხოროწყუში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 11:33

პოლიტიკა

გიორგი გახარია: 31 ოქტომბერს ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვება უნდა მივულოცოთ ერთმანეთს

„31 ოქტომბერს ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვება უნდა მივულოცოთ ერთმანეთს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დიდუბესა და ჩუღურეთში მაჟორირატი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვოლსკის წარდგენისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 11:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების გეოგრაფიული გადანაწილება თანაბარი იქნება

„მსგავსი ინფექციის მართვის კომპონენტში მნიშვნელოვანია, როდესაც პაციენტების ლოკალიზაცია და განთავსება ხდება რეგიონში, პაციენტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე და ასევე პერსონალიდან გამომდინარე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში უწევს პაციენტის გადაყვანა სხვადასხვა რეგიონიდან ცენტრალიზებულად, როდესაც ისინი პაციენტთან ერთად ატარებენ დახურულ სივრცეში 4 საათს შესაბამისი ეკიპირებით, მაგრამ ეს მოიცავს ძალიან დიდ რისკებს. ამიტომ გადანაწილება იქნება ძალიან თანაბარი და ეს ყველაფერი გეგმაში არის გაწერილი“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია მეზვრიშვილი

29 ოქტომბერი 2020, 11:19

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ამ ეტაპზე გვყავს 511 მძიმე პაციენტი, 128 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 364. 4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 106, აჭარაში - 696. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში - 255, აჭარაში - 78. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი - მათ შორის, თბილისში - 70, აჭარაში - 29, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 11:18

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის სიბრძნეში და მჯერა, რომ მოსახლეობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის სიბრძნეში და მჯერა, რომ მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრი იმედოვნებს, რომ ხალხი არ აჰყვება პროვოკაციასმ მივა არჩევნებზე და გააკეთებს საკუთარ არჩევანს, რაც ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება.

ინფექციური საავადმყოფო

29 ოქტომბერი 2020, 11:16

COVID19

დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან თბილისში - 445, აჭარაში - 437, იმერეთში კი - 388 დაფიქსირდა

დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში - 437, იმერეთში - 388, ქვემო ქართლში - 32, შიდა ქართლში - 125, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 151, კახეთში - 40, მცხეთა-მთიანეთში - 12, სამცხე-ჯავახეთში - 44, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 11:13

COVID19

კახეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 5 ყვარელში, 17 გურჯაანში, 27 თელავში, 5 ლაგოდეხში, 4 სიღნაღში, 2 დედოფლისწყაროში, ხოლო საგარეჯოში დაინფიცირების ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

29 ოქტომბერი 2020, 11:08

თემა

ხანდახან გაუცნობიერებლად ვყიდულობ ისეთ ნივთებს, რომელთა შეძენას არ ვგეგმავდი. რატომ?

ამის მიზეზია პრედიქტული იგივე პროგნოზირებადი ანალიტიკა. ამ ტექნოლოგიას ბევრი კომპანია იყენებს. მათ შორის არის თითქმის ყველა მიმართულება - მედიცინით დაწყებული, ნავთობმოპოვებით დასრულებული. სწორედ ეს ეხმარება ბიზნესს პოტენციურ კლიენტზე, ფაქტობრივად, ყველაფერი გაიგოს, რათა ესა თუ ის პროდუქტი მას სასურველი ფორმით შესთავაზოს.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 11:08

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს თამამად შეუძლია, მივიდეს და უსაფრთხოდ გააკეთოს თავისი არჩევანი

ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რამდენიმე თვის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, ცესკო, ეპიდემიოლოგები და შრომითი უსაფრთხოების სამსახური მუშაობდნენ იმაზე, თუ რა გარემოში უნდა დაეფიქსირებინა თავისი არჩევანი საქართველოს მოსახლეობას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 10:57

პოლიტიკა

ნათია თურნავა: ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ყველა ობიექტური კვლევის და მოსახლეობის განწყობის მიხედვით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის და მათ ძალადობრივ სცენარებზე ფიქრის გარდა არაფერი დარჩათ.

ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 10:54

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოში გაზიფიცირების დონე 90%-ს გადააჭარბებს

„კიდევ დამატებით 211 პუნქტი იქნება გაზიფიცირებული. ეს ნიშნავს, რომ ახალი, ორეტაპიანი გეგმის ფარგლებში, 2019 წლიდან დაწყებული 2024 წლით დასრულებული, 600 დასახლებულ პუნქტზე მეტი დამატებით იქნება გაზიფიცირებული. როგორც მოგახსენებთ, 90%-ს დიდად გადააჭარბებს გაზიფიკაციის დონე საქართველოში და ასევე ეს არის ძალიან ნათელი გამოხატულება ახალი პრიორიტეტების, რაც ჩვენმა სამთავრობო გუნდმა დაადგინა“, - განაცხადა თურნავამ.