imedi /  15 ივნისი 2017, 18:38 / სანდო წყარო

არასამთავრობოები საზოგადოებრივზე გადაცემების დახურვას ეხმაურებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემის "წითელი ზონა" და "ინტერVIEW"-ს დახურვას ეხმაურებიან.

ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა ეს გადაცემები სატელევიზიო ეთერში შეინარჩუნოს და ამასთან, წარმოადგინოს კონკრეტული დასაბუთება და დეტალური არგუმენტაცია, თუ რატომ მიიღეს ამ გადაცემების დახურვის გადაწყვეტილება. ორგანიზაციები ასევე მოითხოვენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაუწყებლის რეფორმირებისა და სატელვიზიო ბადის შერჩევის შემდგომი პროცესი იმგვარად წარმართოს, რომ მაქსიმალურად დაიცვას საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პლურალიზმის პრინციპები.

"ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ განცხადებას, რომელიც მიმდინარე წლის ივლისის თვიდან  და საზოგადოებრივ მაუწყებელზე სატელევიზიო პროექტების - „წითელი ზონა“ და„ინტერVIEW“ დახურვას უკავშირდება. ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ „რადიო თავისუფლების“ გადაცემების დახურვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან ხელისუფლების მწვავე კრიტიკის გაქრობის ინტერესს შეიძლება უკავშირდებოდეს და აჩენს ეჭვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან აღნიშნული გადაცემების დახურვის პოლიტიკურ დაინტერესებულობასთან დაკავშირებით.

მაუწყებლისა და რადიო  „თავისუფლების" ერთობლივი სატელევიზიო პროექტები, „წითელი ზონა“ და „ინტერVIEW“ გამორჩეული პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის გადაცემებია, რომელიც ძალაუფლებრივი ღერძებისა და პოლიტიკური პროცესების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა. აღნიშნული გადაცემები ხელს უწყობს ჩაგრული და უხილავი სოციალური ჯგუფებისა და სისტემური პოლიტიკური და სოციალური პრობლემების აქტუალიზებას და აძლიერებს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას. ორივე გადაცემა ზედმიწევნით შეესაბამება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეასა და საქმიანობის პრინციპებს და სარგებლობს საზოგადოების მაღალი მხარდაჭერით. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა კვლევებით დადასტურდა, „წითელი ზონას“ მაღალი შეფასება გააჩნია[1], „ინტერVIEW“-ს მნიშვნელობას კი საჯაროდ აღიარებს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი. ამ პირობებში საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან აღნიშნული გადაცემების დახურვა მხოლოდ ზოგადი და  აბსტრაქტული დასაბუთებით, რომ ხელმძღვანელობას არ სურს პოლიტიკური გადაცემების გარე რესურსით მომზადება, დაუსაბუთებელი და თვითნებური ჩანს და სწორედ პოლიტიკური შინაარსის გადაცემებზე მენეჯმენტის მხრიდან მაქსიმალური და პირდაპირი კონტროლის მოპოვების ინტერესზე მიუთითებს", - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF), კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).

გადაცემების დახურვის შესახებ ცნობილი 13 ივნისს გახდა. მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატეგიული სამსახურის უფროსმა ია ანთაძემ განაცხადა, რომ მაუწყებელმა გარე სტუდიებთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა, რის გამოც შესაბამისად დაიხურა რადიო “თავისუფლებასთან” თანამშრომლობით გაკეთებული "წითელი ზონა" და "ინტერVIEW".

ყველა სიახლე

ჭოუ ციენი

27 ივნისი 2026, 17:32

პოლიტიკა

ჭოუ ციენი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის. თუ საქართველო ჩინეთში ექსპორტის მხრივ სავაჭრო ჰაბის როლს უკეთ შეითავსებს, მოსალოდნელია, რომ შესაბამის სფეროებში ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის.

27 ივნისი 2026, 17:30

რეგიონი

ირაკლი კობახიძე უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ

პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები არიან შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების შვილები, ომის შედეგად დაობლებული ბავშვები და მათი თანმხლებნი კიევიდან. სტუმრები, 10 დღის განმავლობაში კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში ჩაერთვებიან.

ჭოუ ციენი

27 ივნისი 2026, 17:29

პოლიტიკა

ჭოუ ციენი: ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთნდობის მაღალ დონეს აჩვენებს და დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. იგი სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის და ახალ თავს წერს

პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოთქვა რწმენა, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები, რომლებიც ახალ საწყის წერტილზეა, აუცილებლად მიაღწევს უფრო მეტ განვითარებას, უფრო დიდ წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ერთობლივ პროგრესში მოდერნიზაციისკენ და კიდევ უფრო გააუმჯობესებს ორივე ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა.

27 ივნისი 2026, 17:23

სპორტი

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთვება - უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე უელსის ნაკრებია

რამდენიმე წუთში საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთვება. უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე უელსის ნაკრებია. „ჯუნიორ ოლ ბლექსთან“ ამხანაგურ შეხვედრაში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა ძირითადი შემადგენლობა თითქმის უცვლელი დატოვა.

ირაკლი ქადაგიშვილი

27 ივნისი 2026, 17:23

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ისედაც გამოირჩეოდა ამ მიმართულებით ძალიან მაღალი კონტროლის ხარისხით, დღეს კიდევ უფრო ხვეწს და გარკვეულწილად ამკაცრებს თავის კანონმდებლობას

ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ისედაც გამოირჩეოდა ამ მიმართულებით ძალიან მაღალი კონტროლის ხარისხით, დღეს კიდევ უფრო ხვეწს და გარკვეულწილად ამკაცრებს თავის კანონმდებლობას, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

27 ივნისი 2026, 17:07

რეგიონი

ძლიერი წვიმა და წყალმოვარდნები სენაკში

სტიქია სენაკის მუნიციპალიტეტში. ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობამ მოსახლეობა დააზარალა, დააზიანა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. დაიტბორა ქუჩები, ეზოები და სახლების პირველი სართულები, ასევე სახნავ-სათესი ფართობები.

ნარენდრა მოდი დონალდ ტრამპი

27 ივნისი 2026, 16:51

მსოფლიო

რუბიოს განცხადებით, ტრამპი მომდევნო წლის დასაწყისში ინდოეთში ჩავა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ინდურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალი წლის დასაწყისში ინდოეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

27 ივნისი 2026, 16:20

მსოფლიო

The Telegraph: გერმანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას 2027 წლიდან განიხილავს

გერმანიაში 2027 წლიდან ყველა მამაკაცისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

27 ივნისი 2026, 16:07

მსოფლიო

ტრამპმა აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით პასპორტის ახალი დიზაინის ფოტო გამოაქვეყნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით თავის სოციალურ ქსელში პასპორტის ახალი დიზაინის ფოტო გამოაქვეყნა.

გიორგი პატარიძე

27 ივნისი 2026, 15:51

სამართალი

გიორგი პატარიძე: თუ ისევ გავაგრძელებთ ბრიფინგებით საუბარს და არ გადავალთ კონკრეტულ საქმეზე და კონკრეტული პროცესების მართვაზე, მაშინ მე იძულებული ვიქნები, უკვე სხვა ნაბიჯები გადმოვდგა. თუმცა, მე ვიცავ ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის ინტერესებს, ეს დაიმახსოვრეთ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ კომენტარი გააკეთა ელენე ხოშტარიას ექიმთან კომუნიკაციასა და მასთან შეთავაზებულ შეხვედრაზე.

გიორგი პატარიძე

27 ივნისი 2026, 15:30

სამართალი

გიორგი პატარიძე ხოშტარიას მკურნალ ექიმზე: როდესაც ექიმი აფასებს ასე პაციენტის მდგომარეობას, რომ გააჩნია ისეთი ტკივილები, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო მისი გასინჯვა, მესმის, რომ შეიძლება, დაკავებული ბრძანდება, თუმცა ვფიქრობ, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას უნდა გადაედო ყველაფერი და მომხდარიყო ჩვენთან შეხვედრა

„ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე პრაქტიკულად მესამედ მიწევს უკვე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ წინა ჯერზე, იმ სავალდებულო და მართლაც რომ ძალიან მარტივი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, მყისიერად მოხდა ელენე ხოშტარიასთან შესაბამისი დარგის სპეციალისტი ექიმის, ქალბატონი მაკა იოსელიანის დაშვება. ეს განხორციელდა, პრაქტიკულად, 15 წუთის განმავლობაში, როგორც ჩემს მიერ იყო წინასწარ აღნიშნული.

27 ივნისი 2026, 15:29

რეგიონი

რევაზ სოხაძე: სამინისტროს ახალი პროგრამა მომავალ თაობებზე ორიენტირებული ურბანული გარემოს შექმნას ემსახურება

ვიწყებთ ახალ პროგრამას – „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის”, რომლის მიზანია ჩვენს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში ისეთი ურბანული გარემოს შექმნა, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელობაზე, არამედ მომავალ თაობებზე იქნება ორიენტირებული. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქალაქებისა და დაბებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ კარგი ინფრასტრუქტურისა და ხარისხიანი ობიექტების მშენებლობა, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების შექმნა, რომლებიც მომავალზე იქნება გათვლილი. მიხარია, რომ ეს ყველაფერი დღეს სწორედ რუსთავიდან დაიწყო და ჩვენ ამ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ მთელი საქართველოს მასშტაბით. შემდეგი ქალაქი საქართველოს ყველა დანარჩენი ქალაქი იქნება, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რუსთავში გამწვანების ღონისძიების შემდეგ.

გიორგი პატარიძე

27 ივნისი 2026, 15:23

სამართალი

გიორგი პატარიძე: კიდევ ერთხელ თქვენი ეთერის საშუალებით მინდა ვისარგებლო და მივმართო ქალბატონ მაკა იოსელიანს, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ექიმს: მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და რეალური დინამიკა მივცეთ ამ პროცესს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას შესახებ თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, პარასკევს ელენე ხოშტარიასთან ექიმის ვიზიტის შემდეგ შეთავაზებული იქნა მსჯავრდებულის პირადი ექიმის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა, თუმცა ეს შეხვედრა ორშაბათამდე მსჯავრდებულის ექიმის მაკა იოსელიანის სურვილით გადაიდო.

კაროლ ნავროცკი

27 ივნისი 2026, 15:19

მსოფლიო

პოლონეთში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ინტერნეტში კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება ედება ბრალად

პოლონეთში უკრაინის მოქალაქე დააკავეს - პოლონური მედიის ცნობით, მას ინტერნეტში ქვეყნის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება ედება ბრალად.

ცოტნე ანანიძე
ანზორ ჩუბინიძე

27 ივნისი 2026, 15:14

რეგიონი

ცოტნე ანანიძე: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი გარანტია, გილოცავთ დაარსებიდან 32-ე წლისთავს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უწყების დაარსების 32 წლისთავი აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა: ცოტნე ანანიძემ, ზურაბ პატარაძემ და სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ მიულოცეს.

27 ივნისი 2026, 15:03

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

27 ივნისი 2026, 14:55

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას იწყებს

პროგრამა „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ეფუძნება თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარების პრინციპს, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურა მხოლოდ ახალი ობიექტების მშენებლობას არ გულისხმობს. თანამედროვე მიდგომით, გზა, სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული თუ სარეკრეაციო სივრცე სრულ ღირებულებას მაშინ ქმნის, როდესაც ის ჰარმონიულად ერწყმის გარემოს და ადამიანებს ჯანსაღ, უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრად გარემოს სთავაზობს.

27 ივნისი 2026, 14:51

მსოფლიო

თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით 178 ადამიანი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 178 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ალექსანდრ სტუბი

27 ივნისი 2026, 14:41

მსოფლიო

DW: ფინეთმა ქვეყანაში ბირთვული იარაღის შეტანასა და განთავსებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ხელი მოაწერა ცვლილებებს კანონში ატომური ენერგიის შესახებ, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ბირთვული იარაღის შეტანასა და მის განთავსებაზე დაწესებული მრავალწლიანი აკრძალვა უქმდება. ინფორმაციას DW ავრცელებს.

27 ივნისი 2026, 14:28

თავდაცვა

მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2026“ დასრულდა

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლების - „კავკასიის არწივი 2026“ დასრულების ცერემონიალი გაიმართა.