imedi /  25 სექტემბერი 2020, 19:08 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნის დასავლური საპარლამენტო დემოკრატიული სისტემისთვის დამახასიათებელ ანალოგს, რაც ქვეყანას კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წაიყვანს დემოკრატიული განვითარების გზაზე

გიორგი გახარია

ჩვენ გავატარეთ ისტორიული მნიშვნელობის საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგადაც 2020 წლიდან საქართველო ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, ხოლო 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ცვლილებით მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო ის, რაც ქართული სახელმწიფოს 30-წლიანი არსებობის განმავლობაში ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ გააჟღერა, თუმცა, ვერავინ გაბედა, რომ აღესრულებინა.

„ქართველი ერი ძლიერი და თავისუფლების მოყვარულია, საქართველოს ისტორია - უძველესი, ქვეყანა კი - დემოკრატიული და მომავალზე ორიენტირებული. დღეს საქართველო თავს აცნობს მსოფლიოს როგორც ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტი აქვს რეგიონში, მიღწევებით არ კმაყოფილდება და მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და დღესაც ვართ დასავლური ფასეულობების მატარებელი ერი, რომელიც საქართველოს მიწაზე ორგანულად აზავებდა დასავლურ კულტურას და ცივილიზაციას აღმოსავლურთან. ჩვენ გავატარეთ ისტორიული მნიშვნელობის საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგადაც 2020 წლიდან საქართველო ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, ხოლო 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ეს საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნის სრულიად ახალ, დასავლური საპარლამენტო დემოკრატიული სისტემისთვის დამახასიათებელ ანალოგს, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წაიყვანს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ ცვლილებით მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო ის, რაც ჩვენი სახელმწიფოს 30-წლიანი არსებობის განმავლობაში ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ გააჟღერა, თუმცა, ვერავინ გაბედა, რომ აღესრულებინა. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ამ უმნიშვნელოვანესმა არჩევნებმა, რომლის ჩატარებაც გვიწევს პანდემიის პირობებში, ჩაიაროს თავისუფალ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში, სადაც საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური დასწრების ფონზე, საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური ნება,“ - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

06 მარტი 2026, 15:58

საზოგადოება

ავთანდილ კასრაძე: ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გააგრძელებს ისეთი პლატფორმების შექმნას, სადაც ქართული სტარტაპები გააძლიერებენ შესაძლებლობებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან დასაკავშირებლად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე და Glovo-ს დამფუძნებელი და ტექნოლოგიური ლიდერი საშა მიშუ, თბილისის ტექნოპარკში, სტარტაპებს შეხვდნენ.

06 მარტი 2026, 15:46

ჯანდაცვა

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩაჩავას კლინიკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ და ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან გოცირიძემ მოაწერეს.

06 მარტი 2026, 15:42

რეგიონი

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.

06 მარტი 2026, 15:33

რეგიონი

ქუთაისის მუნიციპალიტეტში „მეეზოვის დღე“ აღნიშნეს

ქუთაისის მუნიციპალიტეტში „მეეზოვის დღე“ აღინიშნა. ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, ქუთაისის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პროფესიული დღე ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებს მიულოცეს.

06 მარტი 2026, 15:30

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს, დაახლოებით 6.65 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია

2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 358.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები დაახლოებით 6.65 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

ნიკოლ ფაშინიანი

06 მარტი 2026, 15:29

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: არ მახსენდება, ოდესმე მეთქვას, რომ ჩვენ მივდივართ დასავლეთისკენ. როგორც წესი, ვამბობ, რომ ჩვენ არცერთი კონკრეტული მიმართულებით არ მივდივართ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მას არასდროს უთქვამს, რომ ერევანი დასავლეთისკენ მიდის.

ჯეიჰუნ ბაირამოვი

06 მარტი 2026, 15:16

მსოფლიო

ჯეიჰუნ ბაირამოვი: ირანული მხარე დაგვპირდა, რომ მომხდარს საფუძვლიანად გამოიძიებს, ჩვენ ველოდებით შედეგებს

ირანულმა მხარემ დრონებით გუშინდელი შეტევის სერიოზულად გამოძიების პირობა დადო. როგორც Report იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

06 მარტი 2026, 15:09

საზოგადოება

თბილისის შემოსავლელი გზის 34-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სახიდე გადასასვლელზე სამუშაოები დასრულებულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

06 მარტი 2026, 15:08

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს უნგრეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ უნგრეთში გამგზავრებისგან.

06 მარტი 2026, 15:07

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია: აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს, შესაბამის საკანონმდებლო ნორმებს კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ და ობიექტურობის სტანდარტების დაცვა უზრუნველყონ.

06 მარტი 2026, 15:04

სამართალი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 80 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

ხათუნა თოთლაძე

06 მარტი 2026, 14:57

პოლიტიკა

ხათუნა თოთლაძე: ჩვენზე ფინანსურად ძლიერი სახელმწიფოებიც კი თავიანთ მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ რეკომენდაციებს აძლევენ და იშვიათად უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ ე.წ. ესკალაციის ზონებიდან

მათ შორის ჩვენზე ფინანსურად ძლიერი სახელმწიფოებიც კი თავიანთ მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ რეკომენდაციებს აძლევენ და იშვიათად თუ რომელიმე ქვეყანა თავიანთი მოქალაქეების უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ე.წ. ესკალაციის ზონებიდან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ.

მასატო კანდა 
ირაკლი კობახიძე

06 მარტი 2026, 14:54

ეკონომიკა

ADB-ის პრეზიდენტმა საქართველოს ეკონომიკური ზრდისადმი მხარდაჭერა დაადასტურა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასატო კანდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ADB-ის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორის ქვეყნისადმი ძლიერ მხარდაჭერას, - ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

06 მარტი 2026, 14:49

ეკონომიკა

მწვანილის ექსპორტის ღირებულება 22%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 1.1 მლნ აშშ დოლარის 503 ტონა მწვანილი. წინა წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, ექსპორტირებული მწვანილის ღირებულება 22%-ით, ხოლო რაოდენობა 15%-ით გაიზარდა. მწვანილის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, ბულგარეთი და სხვა. ამასთან, მზარდია მწვანილის საექსპორტო ფასი. 2025 წელს კილოგრამი მწვანილის საექსპორტო ფასმა 2.12 $-ს მიაღწია.

ნინო ლომჯარია

06 მარტი 2026, 14:41

პოლიტიკა

მას შემდეგ, რაც „ქრონიკამ“ ამხილა ლომჯარიასა და პეტერ ფიშერის დახურული შეხვედრა და მაყურებელს მოუყვა შეხვედრის სკანდალური შინაარსი, გერმანიის ელჩმა ნინო ლომჯარია საელჩოს უკანა გასასვლელიდან გააპარა

მას შემდეგ, რაც „ქრონიკამ“ ამხილა ლომჯარიასა და პეტერ ფიშერის დახურული შეხვედრა და მაყურებელს მოუყვა შეხვედრის სკანდალური შინაარსი, გერმანიის ელჩმა ნინო ლომჯარია საკუთარ ავტომანქანაში ჩასვა და საელჩოს უკანა გასასვლელიდან გააპარა.

06 მარტი 2026, 14:35

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების პროცესი გაიმართა. მოწმის სახით გამოიკითხა დაზარალებული პოლიციელი.

06 მარტი 2026, 14:33

მსოფლიო

აზერბაიჯანს ირანიდან საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლები გაჰყავს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა გასცა განკარგულება თეირანის საელჩოდან და თავრიზის გენერალურ საკონსულოდან თანამშრომლების აზერბაიჯანში ევაკუაციის შესახებ. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

06 მარტი 2026, 14:32

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: უკრაინელებს ჰპირდებოდნენ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, მაქსიმალურად გვერდში დგომას და მაშინ როდესაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ფრონტის ხაზზე, ასეთ კრიტიკულ მომენტში, ფაქტობრივად, კარი ცხვირწინ მიუხურეს

რასაც უკრაინელებს უკეთებდნენ, ეს იყო გაბრუება ცრუ დაპირებებით, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა „პოლიტიკოს“ სტატიას, რომლის მიხედვით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა განაცხადეს, რომ მხარს არ უჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრების დაჩქარებულ ფორმატს.

06 მარტი 2026, 14:26

თავდაცვა

თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი კურსი დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს და დიპლომები გადასცეს.

არჩილ გორდულაძე

06 მარტი 2026, 14:21

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ვახტანგ კაპანაძის განცხადებაზე: როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ საუბრობდე შენი ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული სარაკეტო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობაზეც კი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გენერალ - მაიორის ვახტანგ კაპანაძის განცხადებას ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, სადაც ვახტანგ კაპანაძე უშვებს შესაძლებლობას, ირანმა დარტყმა მიაყენოს საქართველოს.