30 სექტემბერი 2020, 14:24 / სანდო წყარო

გიორგი ვაშაძე: პროვოკაციული ქმედებები წახალისებულია ერთადერთი მიზეზით - არ ვისაუბროთ კორონავირუსზე

სამწუხაროდ, მსგავსი პროვოკაციული ქმედებები წახალისებულია. ეს მათ აწყობთ ერთადერთი მიზეზით - არ ვისაუბროთ კორონავირუსზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მან კომენტარი ბოლო დღეებში ქვეყანაში საარჩევნო პრცესებთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტებზე გააკეთა. ვაშაძე დარღვევების წახალისებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

„როდესაც მსგავსი რამ ხდება, პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების და რატომ? - როდესაც შენ გყავს სამართალდამცავი ორგანოები, პოლიცია და ის რეაგირებას არ ახდენს ასეთ ფაქტებზე, არცერთზე არ მოახდინა რეაგირება, რაც მოხდა, დაწყებული ბოლნისიდან სხვა რაიონებით გაგრძელებული, აგერ ავლაბრის მეტროსთან, აგერ ჩვენთან, პლაკატების გაკვრის დროს რაც მოხდა ინციდენტები, სამწუხაროდ, მსგავსი პროვოკაციული ქმედებები წახალისებულია. ეს მათ აწყობთ ერთადერთი მიზეზით - არ ვისაუბროთ კორონავირუსზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ლაშა გოგნიაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

ყველა სიახლე

26 ოქტომბერი 2020, 17:30

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა სამედიცინო უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებთან და სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

საარჩევნო ყუთი ცესკო

26 ოქტომბერი 2020, 17:30

პოლიტიკა

ოპოზიცია ცესკოს საარჩევნო ყუთის მოთხოვნის წესების გამო აკრიტიკებს

„საარჩევნო ადმინისტრაციას ზომაზე მეტი ფინანსები აქვს, იმისთვის რომ დააორგანიზოს ის, რომ ბოლო დღემდე ვინც იქნება თვითიზოლაციაში ან ვისაც კორონავირუსი დაუდგინდება, ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ყველა ამ მანიპულაციას ადგილი აქვს ერთი რამისთვის - „ქართულ ოცნებას“ უნდა როგორმე შეამციროს ამომრჩევლების რაოდენობა საარჩევნო უბნებთან. ფიქრობენ, რომ ეს მათ უშველის“, - მიიჩნევს ვაშაძე.

26 ოქტომბერი 2020, 17:19

ეკონომიკა

პროექტ „იმუშავე საქართველოდან“ პლატფორმაზე რეგისტრირებულია 1100-მდე ადამიანი

საქართველოს მთავრობამ ინოვაციური პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად შეიმუშავა. პროექტის მონაწილეთა ქვეყანაში შემოსვლის პროცედურა შემუშავდა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით, რაც ასევე თანხვედრაშია ქვეყნის საზღვრების ეტაპობრივი გახსნის პოლიტიკასთან.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

26 ოქტომბერი 2020, 17:19

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქებს მოუწოდებს, ფრანგული ნაწარმი არ იყიდონ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინონ ფრანგული ნაწარმი. ამასთან, ქვეყნის პირველი პირი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, შეაჩერონ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის „ანტიისლამური“ დღის წესრიგი.

თამარ გაბუნია

26 ოქტომბერი 2020, 17:17

COVID19

თამარ გაბუნია: ქვეყანაში 17 ათასი საწოლფონდი გვაქვს, მაგრამ ყველას კოვიდისთვის ვერ გამოვიყენებთ

„ჩვენ ვვარაუდობთ რომ კოვიდის მიზნებისთვის დღეს მობილიზებულ 4 ათასამდე საწოლს შესაძლოა დაემატოს ათასი, ორი ათასი, იმისდა მიხედვით, თუ რისი საჭიროება იქნება. აქ მთავარია გამოვიყენოთ მიზნობრივად ჰოსპიტალური სექტორი და მივმართოთ სხვა საშუალებებს.“.

26 ოქტომბერი 2020, 17:11

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაზიანში მდებარე მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში სამუშაოები დასრულდა. ბაზა სრულად მოდერნიზებულია და თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. ბაზის ტერიტორიაზე გარემონტებული და რეაბილიტირებული შენობა-ნაგებობები თავდაცვის მინისტრმა დაათვალიერა და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

რუსთავი

26 ოქტომბერი 2020, 17:10

COVID19

რუსთავში გარდაიცვალა 21 წლის ახალგაზრდა, რომელმაც კოვიდსასტუმრო გუშინ დატოვა

რუსთავში 21 წლის კაცი გარდაიცვალა. მან საკარანტინე სივრცე გუშინ დატოვა და კორონავირუსი უკვე აღარ ჰქონდა. ადგილზე ახლა ეპიდემიოლოგები მუშაობენ. შემთხვევის ადგილთან მისასვლელი გადაკეტილი აქვთ სამართალდამცველებს.

ეკატერინე ტიკარაძე

26 ოქტომბერი 2020, 17:03

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საველე ჰოსპიტლის სცენარი განიხილება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, გვაქვს რესურსი პაციენტები განვათავსოთ კლინიკებში კომფორტულად, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ

​​​​​​​საწოლფონდის რაოდენობას ვამოწმებთ ყოველ 6 საათში, ეს ინფორმაცია ახლდება, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ ხდება სტაციონარებში ადამიანების მოთავსება, მათი დიაგნოსტირება, შემდეგ რიგი კვლევების ჩატარება, ხოლო გამოჯანმრთელებულთა ბინაზე გაწერა, - ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

26 ოქტომბერი 2020, 17:00

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ვულოცავ ჩვენს მოჭადრაკეებს მსოფლიოს სასკოლო ონლაინ ჩემპიონატზე წარმატებულ ასპარეზობას

3-25 ოქტომბერს, მოჭადრაკეთა შორის გამართულ მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ეკატერინე ფიფიამ 17-წლამდე ასაკის გოგონათა შორის გამართულ შეჯიბრში 8 ქულა დააგროვა, 40 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა. 7 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა ნია დონღვანმა, ხოლო 5 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა დიანა ლომაიამ.

იტალია კორონავირუსი

26 ოქტომბერი 2020, 17:00

COVID19

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

ქვეყანაში საცურაო აუზები, კინოთეატრები, თეატრები, სპორტული დარბაზები დაიხურება. რესტორნები, ბარები და კაფეები მუშაობას 18:00 საათზე შეწყვეტენ, გატანის სერვისი კი შუაღამემდე იმოქმედებს. ახალი შეზღუდვები მაღაზიებსა და ბიზნესებს არ შეეხება.

26 ოქტომბერი 2020, 16:58

COVID19

ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით 5400-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 5 426 ადამიანს დაუდასტურდა, 73 კი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 348 934 ადამიანს დაუდგინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქვეყანაში ვირუსს სულ 6464 პაციენტი ემსხვერპლა, 142 537 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

26 ოქტომბერი 2020, 16:51

COVID19

ეპიდსიტუაციის გამო, შეზღუდვები გერმანიის კიდევ ერთ რაიონში დაწესდება

გერმანიაში, ბავარიის ადმინისტრაციული ერთეული გახდა კიდევ ერთი მიწა, სადაც, ახალი კორონავირუსის გამო, შეზღუდვები განახლდა. ახალი რეგულაციები ხვალინად, 27 ოქტომბრიდან ამოქმედდება. უფრო ზუსტად; ადგილობრივები ვერ შეძლებენ სახლებიდან გამოსვლას, თუ ამისთვის დასაბუთებული მიზეზი არ ექნებათ. ამასთან, სკოლები და საბავშვო ბაღები ორი კვირით დაიხურება.

26 ოქტომბერი 2020, 16:48

მსოფლიო

პატრულირებისას მეგაფონიდან ტრამპის მხარდაჭერის მოწოდების გაკეთების გამო, ნიუ-იორკში პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერეს

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა საპატრულო პოლიციის ოფიცერს უფლებამოსილება შეუჩერა იმის გამო, რომ ქუჩების პატრულირებისას მეგაფონიდან დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მოწოდებებს აკეთებდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2020, 16:46

COVID19

ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 900-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში კორონავირუსის 973 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. სომხეთში დადასტურებულ შემთხვევათა საერთო ჯამი 78 810-ს შეადგენს, სულ გარდაცვლილია 1 535 პაციენტი.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2020, 16:45

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველა ინფიცირებულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს

ყველა ინფიცირებულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი ცესკოს განცხადებაზე გააკეთა.

თამარ გაბუნია

26 ოქტომბერი 2020, 16:40

COVID19

თამარ გაბუნია: მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პიკი რაც შეიძლება ნაკლებად ციცაბო და რაც შეიძლება გვიან დადგეს

ჩვენთვის ასე გამოდის, რომ ახლა გვაქვს მეორე ტალღა, ამას ჯერ პიკს ვერ დავარქმევთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „postvs“- ის ეთერში განაცხადა.

ბექა მჭედლიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 16:38

თავდაცვა

ბექა მჭედლიშვილი: გრძელდება თავდაცვის სამინისტროს, მისი დღევანდელი მენეჯმენტის და ჯარის მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ცილისწამებების და დეზინფორმაციების გავრცელება

„თან სულ ერთი და იგივე ადამიანები არიან ამ დეზინფორმაციების გამავრცელებლები, ვითომ არ ვიცით, ვინ არიან, ვინ კარნახობთ და რა მიზნით. ე.წ ჟურნალისტი, ელისო კილაძე, მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს „დელტას“ და საავიაციო ქარხნის გაყიდვას“, - აცხადებს მჭედლიშვილი.

26 ოქტომბერი 2020, 16:34

ეკონომიკა

1-ლი აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე 7 684 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე 7 684 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 41,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2020, 16:19

სპორტი

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მზიურის კორტებზე საჩოგბურთო ტურნირი გაიმართა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მზიურის კორტებზე საჩოგბურთო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი შერეულ წყვილთა თანრიგში ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იყო პროფესიონალი და მოყვარული ჩოგბურთელებით.

26 ოქტომბერი 2020, 16:19

ეკონომიკა

2019 წელთან შედარებით, ვაშლის ექსპორტი თითქმის 8-ჯერ გაიზარდა

1-ლი აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში, 3 005 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა თითქმის 8-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს.