imedi /  01 ოქტომბერი 2020, 20:24 / სანდო წყარო

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ არ ვიტყუებოდით და მათსავით სამ-სამჯერ არ ვხსნიდით ხიდსა თუ საწარმოს, წითელ ლენტს არ ვჭრიდით თითო კილომეტრ დაგებულ გზაზე, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწორებდით მათ გამრუდებულს

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

ხელისუფლების დაკარგვის დღიდან, „ნაციონალურმა მოძრაობამდაიწყო ფიქრი რევანშზე, რომლის განხორციელებისთვის, ისევ იმ მრავალნაცად ხერხს მიმართეს, რომელსაც მართლაც სწორუპოვრად ფლობენ და რომლის ხარჯზეც ინარჩუნებდნენ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებას - სიცრუე და ძალადობა, დაუსრულებელი ცილისწამება და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ფიზიკურს ჩაენაცვლა, - ამის შესახებ პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მათ შეიმუშავეს მთელი კონცეფცია, რომლის მიხედვით, საკუთარი დანაშაულებრივი მმართველობის შედეგად ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი, მოჩვენებითი აღმშენებლობის პროპაგანდით და მათი ეგრეთ წოდებული ეფექტურობით უნდა გამართლებულიყო, ხოლოქართულ ოცნება“, წარმოჩენილიყო არაკომპეტენტურ და არაფრისშემძლე ერთობად.

ასე დაიწურა მათი პროპაგანდისტური მოძღვრება, ერთ მარტივ ტერმინშიუნიათობა“, რომელიც უნდა ქცეულიყოქართული ოცნებისმთავარ მახასიათებლად, ზედსართავ სახელად, რათა მომხდარიყო მმართველი გუნდის დისკრედიტაცია.

მათ წლები მოანდომეს ამ ეპითეტის დამკვიდრებას. ამოცანა ცხადი და კონკრეტული იყო - რაკი ვერაფერი გაათეთრებდანაციონალური მოძრაობისწარსულს, ამიტომ უნდა გაშავებულიყოქართული ოცნება“. ამ ორ ძალას შორის კი, ქართველ ხალხს, უნიათოს ნაცვლად, ეფექტური უნდა აერჩია.

სიცრუეში დახელოვნებულებმა, საკუთარი შანსი ჩვენს სიმართლეში დაინახეს: ჩვენ არ ვიტყუებოდით და მათსავით, სამ-სამჯერ არ ვხსნიდით რომელიმე ხიდს თუ საწარმოს; წითელ ლენტს არ ვჭრიდით, თითო კილომეტრ დაგებულ გზაზე; არ ვპირდებოდით ხალხს მილიონიანი ქალაქების ორ წელიწადში აშენებას და საუკუნის პროექტებს არ ვარქმევდით მათ; ვიწრო კოშკში ჩადგმულ საბავშვო ატრაქციონს, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად არ ვასაღებდით; არ ვაშენებდით მოჩვენებით კეთილდღეობას. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწორებდით მათ გამრუდებულს, და ამიტომ შეგვრაცხეს უნიათოებად“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, სიცრუემ არ იმუშავა. გამჭრიახმა ქართველმა ხალხმა სატყუარა არ მიიღო და ზედიზედ ხუთ არჩევნებში უარი უთხრანაციონალურ მოძრაობასმართვის სადავეების დაბრუნებაზე.

პერმანენტული მარცხით გაწბილებულებმა და ხელმოცარულებმა, სხვა გზა რომ ვერ ნახეს, ბოროტად ისარგებლეს ხელისუფლების უნებლიე შეცდომის გამო აღელვებული ახალგაზრდობის გულწრფელი პროტესტით და მათ ხარჯზე სცადეს ძალაუფლების არალეგიტიმური გზით დაბრუნება - საქართველოს პარლამენტზე მიიტანეს ძალადობრივი შტურმი.

სახელმწიფომ გაუძლო ამ გამოწვევას და აღკვეთა ამბოხი, რასაც შედეგად, ჩვენდა სამწუხაროდ, ათეულობით დემონსტრანტის და სამართალდამცველის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. იყო სამწუხარო გადაცდომებიც, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებასაც.

სწორედ ამ ფონზე შემოიტანა ნაციონალურმა პროპაგანდამ, ჩაფლავებულიუნიათობისპარალელურად, ტერმინი - „სისხლიანი რეჟიმი“ - დამნაშავემ მსხვერპლის მანტია მოირგო და დიქტატურასა და ტირანიაზე ურცხვად ალაპარაკდა.

არც ამან იმუშავა. ხალხის მოტყუება კვლავ ვერ შეძლეს.

მერე, როგორც ჩანს, თავადვე აღმოაჩინეს, რომუნიათო ტირანიალოგიკურად არათავსებადი ცნებების ნაზავი და საღ აზრთან წინააღმდეგობაში მყოფი ნამდვილი აბსურდი იყო და ისევ ძველ ტაქტიკას დაუბრუნდნენ.

ოღონდ ერთი შესწორებით - თუკი ადრე, ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის, სუსტი და იოლად უარსაყოფი არგუმენტები მაინც მოჰყავდათ, აპელირებდნენ ციფრებით, პროცენტებით, მანიპულირებდნენ სტატისტიკით, - დღეს ამაზეც უარი თქვეს. ფაქტი, მოვლენა, და არგუმენტი, საერთოდ გაქრა მათი რიტორიკიდან. დარჩა მხოლოდ იარლიყი, და დაუსაბუთებელი ბრალდება, როგორც ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, რადგან დღესნაციონალურ მოძრაობასაღარ გააჩნია ფიზიკური ტერორის ბერკეტი, ახლა ნამდვილ მორალურ ტერორს უწყობენ ხალხს, ცდილობენ დათესონ შიში, სასოწარკვეთა და უიმედობა.

რას აღარ შთააგონებენ ხალხს, რომ თითქოს გაჩერდა ეკონომიკა, თითქოს გაჩერდა მშენებლობა, თითქოს ჩამოშლილია პოლიცია, თითქოს წაგვლეკა კრიმინალმა და ისევ 90-იანებში აღმოვჩნდით, თითქოს შეჩერებულია ევროინტეგრაცია და ქვეყანა კორუფციის ჭაობშია ჩაფლული, რომ თითქოს არ არსებობს სასამართლო და დაინგრა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, თითქოს განვითარება შეჩერებულია, თითქოს ქვეყანა კატასტროფისკენ მიექანება და, საერთოდ, რა დღიდანაც ისინი აღარ არიან ხელისუფლებაში, ქვეყანა უფსკრულშია.

ჭაობი“, „დაღუპვის წინაშე მდგარი ქვეყანა“, „უპერსპექტივო აწმყო“, - უხვად იფრქვევა, უპრეცედენტოდ თავისუფალი მედიაგარემოს წიაღში აღმოცენებული, მათი მრავალრიცხოვანი პროპაგანდისტული პლატფორმებიდან.

პრინციპში, არც გაემტყუნებათ - პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა ყველა სფეროში, რომ სრულიად განიარაღებულებს თავად აღარ აწყობთ სტატისტიკაზე საუბარი, რადგან თვალს ვერ უსწორებენ ფაქტებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2026, 22:52

სამართალი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დასჯადია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დასჯადია. სასამართლოებში სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს.

დავით მათიკაშვილი

22 სექტემბერი 2026, 22:48

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიციის ფრუსტრირების პროცესი მიდის დასასრულისკენ - ეს არის ის პროცესი, რომელიც, დიდი იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ მათი განულებით დასრულდება და ისინი გაქრებიან პოლიტიკური ველიდან

„მათ მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღაბი და წარმოაჩინეს ანტიქართული, ანტიეროვნული, უსამშობლოო სახე, რაც სინამდვილეში საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის. ეს არის ის პროცესი, რომელიც დიდი იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდება მათი განულებით და ისინი გაქრებიან პოლიტიკური ველიდან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 22:45

მსოფლიო

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ. მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ზელენსკისთან უკრაინაში Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოების შესაძლებლობას განიხილავს.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 22:08

მსოფლიო

ტრამპი: პუტინი მზადაა შეხვედრისთვის - მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების თემაზე „შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს“.

ანდრეი სიბიგა

22 სექტემბერი 2026, 22:02

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია - მოსკოვი ზეიმობს, რადგან მიიღო ის, რაც სურდა, დაუსჯელობის შეგრძნება, ევროკავშირის დამცირება და ევროპელებს შორის განხეთქილება

უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.

ლევან მახაშვილი

22 სექტემბერი 2026, 21:58

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ახვლედიანის ორგანიზებულ სემინარზე: აღმაშფოთებელია, რომ ასე ფარულად, მალულად და როგორც ჩანს კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა

აღმაშფოთებელია, რომ ასე ფარულად, მალულად და როგორც ჩანს კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.

ნიკოლოზ სამხარაძე

22 სექტემბერი 2026, 21:43

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელგიაში ვიზიტზე: გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და მკაფიოდ გავუსვით ხაზი იმას, რომ დღევანდელი არსებული მდგომარეობა არ არის არც ჩვენს ინტერესში და არც ევროკავშირის ინტერესში

გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და მკაფიოდ გავუსვით ხაზი იმას, რომ დღევანდელი არსებული მდგომარეობა არ არის არც ჩვენს ინტერესში და არც ევროკავშირის ინტერესში, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის ბელგიაში ვიზიტთან დაკავშირებით.

მიხაილ ფრიდმანი

22 სექტემბერი 2026, 21:37

მსოფლიო

POLITICO: რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება

რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება, - წერს გამოცემა POLITICO.

22 სექტემბერი 2026, 21:16

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სერბეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში „ახალი ერა“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სვეტოზარ მილეტიჩის ფონდის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში - „ახალი ერა“, რომელიც სერბეთში გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

22 სექტემბერი 2026, 21:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები

შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

მარკო რუბიო

22 სექტემბერი 2026, 21:09

მსოფლიო

რუბიო: ტრამპი ირანის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის ღიაა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ზოგადად ღიაა „ყველასთან“ შეხვედრისთვის, მათ შორის ირანის პრეზიდენტთან, მასუდ პეზეშკიანთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ტელეკომპანია NBC News-ის ეთერში განაცხადა.

22 სექტემბერი 2026, 21:05

ეკონომიკა

ყურძნის კონდიციურობის მიხედვით ახალი ფასები განისაზღვრა - სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს. ცვლილებები შევიდა დაბალკონდიციური ყურძნის ფასებშიც. სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

პაველ ჰერჩინსკი

22 სექტემბერი 2026, 21:03

პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩმა „კორძის“ კონცერტის შესახებ „ქრონიკის“ კითხვას არ უპასუხა და გადაწყვეტილებას არ გაემიჯნა

ევროკავშირის ელჩი „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს. პაველ ჰერჩინსკი საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. იზიარებს თუ არა ევროკავშირი პასუხისმგებლობას მილიონზე მეტი ქართველის შეურაცხყოფაზე - კითხვა, რომელიც „კორძის“ კონცერტს და ევროკავშირის მხარდაჭერას უკავშირდებოდა, ელჩმა უპასუხოდ დატოვა. ის ამ გადაწყვეტილებას არ ემიჯნება.

22 სექტემბერი 2026, 21:03

საზოგადოება

ბავშვების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - დედაქალაქის მერი საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით გახმიანებულ ცილისწამებას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღების შემოწმებას განაგრძობს. ინსპექტირების ჯგუფები ამოწმებენ საკვებ პროდუქტებს და ბაღებისთვის სურსათის მიმწოდებელი კომპანიების პროდუქციას.

ირაკლი კობახიძე
იგნასიო კასისი

22 სექტემბერი 2026, 20:58

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

22 სექტემბერი 2026, 20:55

პოლიტიკა

ახალაიას მეუღლე „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოში, ჩერგოლეიშვილის ბრალდებები კუპრაძეს, დაპირისპირება აქტივისტებსა და აქციების ორგანიზატორებს შორის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა და განმარტა, რომ შეთავაზება ლევან ხაბეიშვილისგან მიიღო. ოპოზიცია კი ისევ ურთიერთმხილების რეჟიმშია. არ დაგვავიწყდეს ნაყიდი, ყალბი პოლიტიკის და ნაყიდი, ყალბი ტელემედიის შედეგი. ათობით უდანაშაულო, გაბრიყვებული ადამიანი ციხეში და რეჟიმის ყიჟინი მონანიებაზე.

22 სექტემბერი 2026, 20:54

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

გენერალური დებატების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მთავარი თემაა - “ნდობის აღდგენა, ტრანსფორმაციის მართვა: გაერო, რომელიც ყველასთვის შედეგიანად მუშაობს”.

22 სექტემბერი 2026, 20:50

საზოგადოება

1 000-მდე მაღალი რანგის დელეგატი მსოფლიოდან, თბილისში ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი იმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

1 000-მდე მაღალი რანგის დელეგატი მსოფლიოდან, თბილისში ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი იმართება.

22 სექტემბერი 2026, 20:41

პოლიტიკა

დასავლური ინსტიტუციებისა და კულტურული ფონდების თანამშრომლობა მუსიკოს „კორძისთან“ - ხელისუფლების წარმომადგენლები ხელოვნების საფარქვეშ პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაზე საუბრობენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კვლავ აქტიური განხილვის თემაა დასავლური ინსტიტუციებისა და კულტურული ფონდების პოზიცია მუსიკოს „კორძისთან“ თანამშრომლობაზე. ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ ეთიკური ნორმების დარღვევაზე და ხელოვნების საფარქვეშ პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაზე, პარტნიორი ორგანიზაციები კი ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადებებისგან თავს იკავებენ. მარიამ ბუღაძე გიამბობთ.

22 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

უწყობს თუ არა ხელს სამოქალაქო დიალოგს რადიკალი პოლიტიკოსის დაფინანსება? პარლამენტის თავმჯდომარის კითხვის ადრესატი ევროსაბჭოა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აუდიტის სამსახურმა უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა კანონი არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს მხარდაჭერით ჩატარებული სემინარით ან ჰქონდა თუ არა ადგილი კანონისთვის გვერდის ავლის ფაქტს. ევროსაბჭომ კონკრეტული სემინარისთვის გრანტის გაცემა უარყო, თუმცა მხარდაჭერა დაადასტურა.