ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ქართული სოფლის ფეხზე დასაყენებლად, 2 მილიარდ 500 მილიონ ლარზე მეტი ჩაიდო, წინა ხელისუფლებამ კი, ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში მხოლოდ 650 მლნ ლარი გაიმეტა
ბიძინა ივანიშვილი
ფოტო: IMEDI
ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და ასეც რომ არ იყოს, ეს მიმართულება, ჩვენთვის, მხოლოდ ეკონომიკის ერთ-ერთი დარგი როდია - ქართული სოფელი, განსაკუთრებით ქართული ვაზი, და ქართული ღვინო, ჩვენი იდენტობისა და მსოფლმხედველობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ქართული სოფლის ფეხზე დასაყენებლად, 2 მილიარდ 500 მილიონ ლარზე მეტი ჩაიდო. წინა ხელისუფლებამ კი, ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, ქართული სოფლისთვის ოთხჯერ ნაკლები, მხოლოდ 650 მილიონი ლარი გაიმეტა.
ჩვენ ხშირად გვსმენია, რომ სოფლის მეურნეობისთვის გაწეული ხარჯები წყალში გადაყრილი ფულია. ამასობაში, რეალობა სულ სხვაა, - სოფლები წელში იმართება, გლეხები ფერმერებად იქცნენ, სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება სოფელს და თვალსაჩინოა გამოცოცხლების პროცესი - სამჯერ და მეტადაც არის გაზრდილი შედეგები სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა დარგში.
თავად განსაჯეთ:
2012 წლამდე, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდიდან მოყოლებული, ვენახების საერთო ფართობი 35 ათას ჰექტარს შეადგენდა.
2012 წლიდან სახელმწიფოს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული სწორი პოლიტიკის, დარგის მხარდაჭერისა და სისტემური რეფორმების შედეგად, მხოლოდ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში, ვენახების ფართობი 20 ათასი ჰექტარით გაიზარდა და 55 ათას ჰექტარს მიაღწია.
არ იფიქროთ, რომ თავის მოსაწონებლად და სატრაბახოდ მომყავს ეს რიცხვები. ქართველი კაცი ვაზს უნდა აშენებდეს, აბა რას უნდა აკეთებდეს და ნორმალური ხელისუფლებაც ამაში უნდა ეხმარებოდეს საკუთარ ხალხს, - სტატისტიკა თვალსაჩინოებისთვის მომყავს მხოლოდ, სხვაობა რომ ნათლად დაინახოთ.
2012 წლამდე ყურძნის მოსავალი წლიურად 50-55 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა. დღეს კი, ეს მაჩვენებელი ექვსჯერ გაიზარდა და 300 ათას ტონას მიაღწია.
შესაბამისად, ჯერადობით გაიზარდა მევენახეების შემოსავლები, რაც ასევე ასახულია კონკრეტულ ციფრებში - მევენახეებმა, 2013 წლიდან დღემდე, ყურძნის რეალიზაციით, 1 მილიარდ 400 მილიონ ლარის შემოსავალი მიიღეს.
სხვათა შორის, რთველი ჯერ არ დასრულებულა და ყველა პროგნოზით, ეს ციფრები კიდევ უფრო გაიზრდება.
კახელი მევენახის ეს წარმატება - მთელი ქვეყნის წარმატებაა. ამ წარმატებით გამოწვეული სიხარულიც საყოველთაო უნდა იყოს თითქოს, მაგრამ სწორედ ამ წარმატებამ გამოიყვანა წყობიდან ნაციონალების პარტია, რომლის მთავარმა პროპაგანდისტმა ღრმად დაბუდებული სნეულება ვერ დაფარა, და პირდაპირ ეთერში ქართული ღვინის წაბილწვით დაემუქრა გამრჯე კახელ გლეხს.
დამეთანხმებით, ეს ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულებაა, შესაძლოა, ყველა სტატისტიკაზე უფრო მყარი.
ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, როცა მომხდური მტერი ჩვენს გადაშენებას და იდენტობის გაქრობას ლამობდა, პირველ რიგში, ვაზს ჩეხდა. რას წარმოიდგენდა ჩვენი წინაპარი, რომ საქართველოს, ოდესმე ეყოლებოდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც კახელ გლეხს აიძულებდა, საკუთარი ხელით აეჩეხა ვაზი. როდესაც აღვნიშნე, რომ წინა ხელისუფლება მტერზე არანაკლები სისასტიკით ექცეოდა საკუთარ ხალხს-მეთქი, რამაც ალბათ ბევრს მოჭრა ყური, ამ მოვლენასაც ვგულისხმობდი, სხვა ფაქტორებთან ერთად“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყველა სიახლე
23 სექტემბერი 2026, 01:05
მსოფლიო
მაკრონი რუსეთსა და უკრაინაში ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშების „ორმხრივი მორატორიუმის“ დაწესების ინიციატივით გამოდის
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „რუსეთი საკუთარი განცხადებების პირისპირ დააყენოს“ და გამოვიდა ინიციატივით, დაწესდეს „ორმხრივი მორატორიუმი“ რუსეთსა და უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებზე.
23 სექტემბერი 2026, 00:26
მსოფლიო
„მსოფლიო ხუთზე მეტია“ - ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას ითხოვს
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სტრუქტურის შეცვლის შესახებ თავისი მრავალწლიანი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერა.
23 სექტემბერი 2026, 00:12
მსოფლიო
მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში 60 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა
მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში 60 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გაზსა და საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა, ასევე მდინარე დნესტრში წყლის დონის კლება გახდა.
23 სექტემბერი 2026, 00:03
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი: რუსეთმა ომი უკვე წააგო
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ მკაცრად დაგმო ვლადიმირ პუტინის შეჭრა უკრაინაში და აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი უკვე პირველ მსოფლიო ომზე დიდხანს გრძელდება.
22 სექტემბერი 2026, 23:52
მსოფლიო
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით“
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით“.
22 სექტემბერი 2026, 23:33
მსოფლიო
კაია კალასი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შევხვდი - ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური პერსპექტივები აშშ-ირანის ომის დასასრულებლად და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისთვის
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შევხვდი - ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური პერსპექტივები აშშ-ირანის ომის დასასრულებლად და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისთვის, - განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, აბას არაღჩიმ.
22 სექტემბერი 2026, 23:25
საზოგადოება
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი: იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია, ყველა ბაღს აქვს დეტალური ინფორმაცია, პროტოკოლი, როგორ უნდა იმოქმედოს
იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია, - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა გურამ ოქროპირიძემ.
22 სექტემბერი 2026, 23:09
საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე ე.წ. დეზერტირების ბაზარზე: აქტიურად გვექნება ჩართულობა, როგორც კერძო მესაკუთრესთან, ასევე ამ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ამ ტერიტორიაზე აწარმოებენ გარევაჭრობას და აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები
აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიის მოწესრიგების საკითხზე და იქ მომუშავე მოვაჭრეებზე საუბრისას.
22 სექტემბერი 2026, 22:58
საზოგადოება
პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო - რომელი პროფესიის შესწავლა შეუძლიათ მოქალაქეებს უფასოდ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. სწავლა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც უკვე არის 16 წლის. პროგრამას სრულად სახელმწიფო აფინანსებს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო სასწავლო პროგრამას შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე ადგენს. შესაბამისად, ბენეფიციარების დასაქმების მაჩვენებელი 90%-ზე მეტია.
22 სექტემბერი 2026, 22:52
სამართალი
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დასჯადია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დასჯადია. სასამართლოებში სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს.
22 სექტემბერი 2026, 22:48
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ოპოზიციის ფრუსტრირების პროცესი მიდის დასასრულისკენ - ეს არის ის პროცესი, რომელიც, დიდი იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ მათი განულებით დასრულდება და ისინი გაქრებიან პოლიტიკური ველიდან
„მათ მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღაბი და წარმოაჩინეს ანტიქართული, ანტიეროვნული, უსამშობლოო სახე, რაც სინამდვილეში საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის. ეს არის ის პროცესი, რომელიც დიდი იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდება მათი განულებით და ისინი გაქრებიან პოლიტიკური ველიდან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
22 სექტემბერი 2026, 22:45
მსოფლიო
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ. მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ზელენსკისთან უკრაინაში Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოების შესაძლებლობას განიხილავს.
22 სექტემბერი 2026, 22:08
მსოფლიო
ტრამპი: პუტინი მზადაა შეხვედრისთვის - მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების თემაზე „შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს“.
22 სექტემბერი 2026, 22:02
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია - მოსკოვი ზეიმობს, რადგან მიიღო ის, რაც სურდა, დაუსჯელობის შეგრძნება, ევროკავშირის დამცირება და ევროპელებს შორის განხეთქილება
უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.
22 სექტემბერი 2026, 21:58
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ახვლედიანის ორგანიზებულ სემინარზე: აღმაშფოთებელია, რომ ასე ფარულად, მალულად და როგორც ჩანს კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა
აღმაშფოთებელია, რომ ასე ფარულად, მალულად და როგორც ჩანს კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.
22 სექტემბერი 2026, 21:43
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ბელგიაში ვიზიტზე: გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და მკაფიოდ გავუსვით ხაზი იმას, რომ დღევანდელი არსებული მდგომარეობა არ არის არც ჩვენს ინტერესში და არც ევროკავშირის ინტერესში
გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და მკაფიოდ გავუსვით ხაზი იმას, რომ დღევანდელი არსებული მდგომარეობა არ არის არც ჩვენს ინტერესში და არც ევროკავშირის ინტერესში, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის ბელგიაში ვიზიტთან დაკავშირებით.
22 სექტემბერი 2026, 21:37
მსოფლიო
POLITICO: რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება
რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება, - წერს გამოცემა POLITICO.
22 სექტემბერი 2026, 21:16
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სერბეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში „ახალი ერა“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სვეტოზარ მილეტიჩის ფონდის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში - „ახალი ერა“, რომელიც სერბეთში გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 21:14
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
22 სექტემბერი 2026, 21:09
მსოფლიო
რუბიო: ტრამპი ირანის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის ღიაა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ზოგადად ღიაა „ყველასთან“ შეხვედრისთვის, მათ შორის ირანის პრეზიდენტთან, მასუდ პეზეშკიანთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ტელეკომპანია NBC News-ის ეთერში განაცხადა.


